Posts Tagged With: მოგონებები

წარსულის ექო

ძნელია იყო განსხვავებული, ძნელი იყო ნიჭიერი და ჭკვიანი, მაგრამ განსხვავებული. ძნელია დაუმტკიცო საზოგადოებას, რომ შენი ჭკუით და შრომით მიაღწიე რაღაცას და არა შენი განსხვავებულობით.

პარკში თოვდა, ის მარტო იჯდა და ცას უყურებდა.. ციოდა..

„ – მეშინია შენი….

   – ფრანკენშტეინის ბიძაშვილი ხარ?

   – ნუ აშინებ ბავშვებს…

   – შენი ჯიში თუ იცი?  “

გაეცინა… ბავშვობაში გაგონილი ფრაზები გაახსენდა… ბევრი წყენა იყო..

ისევ გაეღიმა..

ალბათ ბევრის სიცივე რომ არა, ახლა ასეთი თბილი და ძლიერი არ იქნებოდა. სხვების დაცინვა ძალას მატებდა.. საკუთარი თავისთვის და ყველასათვის უნდოდა დაემტკიცებინა, რომ ის არამხოლოდ გარეგნულად, არამედ შინაგადანაც სხვებისგან განსხვავებული იყო: უფრო ძლიერი, უფრო თბილი, უფრო მეგობრული….მას სხვების დახმარება სურდა, მასში იჯდა ეს, სისხლში ჩქეფდა და ამ სურვილს ასრულება სჭირდებოდა.

კი, მათი ბრალია რა ცხოვრების გზაც გაიარა. იმ ცივი ადამიანების ბრალია, რომ მოინდომა კარგად სწავლა, მხოლოდ საუკეთესო, რომ მოინდომა ოქსფორდში ჩაბარება, გამხდარიყო უფრო მეტი ვიდრე ჩვეულებრივი ადამიანი, უფრო მეტი ვიდრე ჩვეულებრივი „ადამიანის მეგობარი“.

1463768_1391762434398759_86423035_n

კითხვის გაგრძელება

Advertisements
Categories: სოც. მედია | ტეგები: , , , , , | 4 Comments

დრო!!! დრო!!! დრო!!! დრო!!! დრო!!

წუთში 60 წამია, საათში 60 წუთია, დღე-ღამეში 24 საათია 🙂

წესით და რიგით, დრო ერთნაირი სისწრაფიდ მიდის, არ ჩერდება, ისარი ერთნაირი ინტერვალით გადაადგილდება, მაგრამ დროის ჩვენი აღქმა სხვადასხვანარია.

ყველას შეუმჩნევია, როდესაც გვჭირდება ცოტა მეტი დრო, ის რატომღაც ჩქარობს და ძალიან  სწრაფად გადის.როდესაც გვინდა, რომ სწრაფად გავიდეს – ანელებს ტემპს და  ძალიან იწელება

შეგიმჩნევიათ, დილაობით მაღვიძარის პირველსა და მეორე დარეკვის შუალედში თვლემისას დრო რა ნელა გადის? ეს დილის ყველაზე ტკბილი მომენტებია….

რა სწრაფად გადის დრო ძილის დროს. თან როდესაც არც არაფერი გესიზმრება.

რა სასტიკად სწრაფად გადის დრო გამოცდაზე, როდესაც ვრ ასწრებ საკითხის ბოლომდე ჩმოყალიბებას და დრო გეუბნება: ვერ მოასწრებ, ვერაო!

Continue reading

Categories: ზოგადსაკაცობრიო თემები, თეგ–თამაშები, ფსიქოპათის ჩანაწერები | ტეგები: , , , , , | 12 Comments

მოხუცი ფსიქოპათის მოგონებები (სანამ ცოცხალი ვარ…)

… 80 წლის ვარ (კი 80–ის, მეტის არა, მეტის არც მინდა ვიყო) ვწევარ ჩემს თბილ საწოლში,  საღამოა, ბინდდება.. საწოლის გარშემო  ჩემი შვილიშვილები და შვილთაშვილები (იყონ!!!) ჩამოსკუპებულან და თვალებდაჭყეტილები ელოდებიან ჩემი ხმის გაგონებას… მოხუცი ვარ, ძლივს ვლაპარაკობ, მაგრამ მაინც, მთელი გულით  მინდა გავუზიარო ჩემი ცხოვრების გამოცდილება და მოგონებები:

“…იცით?! 25 წლამდე ჩემს ცხოვრებაში ღირშესანიშნავი ისეთი არაფერი მომხდარა. მშვიდად და წყნარად ვცხოვრობდი თბილისში, მაგრამ  2011–მა  ჩემი ცხოვრება ძირფესვიანად შეცვალა. აქედან იწყება ჩემი უმშვენიერესი წლები და დროსტარება…”

დავძაბე გონება და მეხსიერება  და გავაგრძელე

Continue reading

Categories: თეგ–თამაშები | ტეგები: , , , , , , , , , , | 28 Comments

რაც მინახავს ცხოვრებაში ანუ ჩემი მოგონებები

ეპიგრაფი: ჩვენში რომ დარჩეს ახლა ჩავინიშნე ბლოკნოტში, მოდი მეთქი დავწერ ერთ–ერთ პოსტს სახელწოდებით “ჩემი მოგონებები” და 1 საათიც არ გასულა და სანდრომ დამთაგა.

ჩემმა უძვირფასესმა მეგობარმა  (sun) – მა, გადმომცა ესტაფეტა და ახლა მინდა დავწერო ის, რაც ცხოვრებაში მინახავს და რაც ყველაზე მკაფიოდ დამამახსოვრდა .

Continue reading

Categories: თეგ–თამაშები | ტეგები: , , , , , , , , | 13 Comments

Blog at WordPress.com.

%d bloggers like this: