Posts Tagged With: მეგობარი

ყველას და არავის vol2 (პოზიტიური)

ყველას და არავის vol1 (აგრესიული)

აგრესიული და დაბოღმილი პოსტები ყოველთვის უფრო კარგად გამოსდის ხალხს ვიდრე სახალისო და პოზიტიური. ერთხელ მთელი რიგი დეპრესიული პოსტების შემდეგ ერთი პოზიტიური პოსტი დავწერე, მაგრამ მაინც არ გამოვიდა ისეთი როგორიც მე მსურდა.

სხვისი გაკრიტიკება და ლანძღვა-გინება ძალიან ადვილია. გუშინ ვაპირებდი გამომექვეყნებინა პოსტი სახელწოდებით “(არა)ნიჭიერი ერი”, ყველასათვის ცნობილი გადაცემის გაკრიტიკებით. დავწერე დღისით, შევინახე დრაფტებში, მაგრამ საღამოს გამოქვეყნება გადავიფიქრე.

რატომ გვიყვარს ყველას გაკრიტიკება? ყურადღებას რატომ ვამახვილებთ ცუდზე ვიდრე კარგზე? ნუთუ კარგი თვალშისაცემი არაა? ნუთუ კარგი დასაფასებელი არაა?

ჩემ ბლოგზე უფრო ნეგატიურ პოსტებს იხილავთ: რას ვერ ვიტან, რითი ვარ უკმაყოფილო, ზოგადად ყველას ვლანზღავ (ნუ ცუდი სიტყვებით არა), დეპრესიას….. და ზოგადსასიხარულო პოსტები ძალიან ცოტაა, ისიც პირადულია…

მაგრამ საქმე იცით რაშია? კრიტიკული, სალანზღავი და დეპრესიული პოსტები უფრო კითხვადია. მექმნება შთაბეჭდილება, რომ ადამიანს უხარია სხვისი უბედურება, ან სხვისი ცუდი უფრო აინტერესებს ვიდრე კარგი…

სავსებით შესაძლებელია, რომ ეს პოსტი ნაკლებად პოპულარული იყოს, მაგრამ მე მაინც ვცდი და იქნებ კანონზომიერებაც დავარღვიო.

Continue reading

Advertisements
Categories: ზოგადსაკაცობრიო თემები | ტეგები: , , , , , , , , , | 12 Comments

ჩემი გიჟ-გადარეული ქალი ^_^

მე 14-ის ვიყავი შენ 15-ის ხვდებოდი, ნინოც ახლახანს გადმოსული იყო ჩვენ კლასში, ჯერ  მე და ის დავმეგობრდით, დაგინახეთ, რომ შენც ახალი იყავი და შენც ‘შემოგიერთეთ.

იცი, ბუნდოვნად მახსოვს ის პერიოდი. მახსოვს შენს დაბადების დღეზე ვიყავი, ბევრი ხალხი იყო, მახსოვს როგორ ავდიოდით გოგოებთან, როდესაც ჯერ კიდევ კიროვზე ცხოვრობდნენ. შენ გიჟ-გადარეული და ზეაქტიური იყავი. გახსოვს მე როგორი ვიყავი? ჩუმი, წყნარი, ჩაკეტილი…. მაშინ დავინახე რომ შენ და ნინო უფრო უგებდით ერთმანეთს და ნინო შენთან თითქოს უფრო ახლოს იყო. ვეჭვიანობდი (მაშინ, ახლა არა), სასტიკად ვეჭვიანობდი, მაგრამ მაშინ იმდენი ჭკუა არ მქონდა, რომ მიმხდარვიყავი რომ სამივეს მშვენივრად შეგვეძლო მეგობრობა და გადავწყვიტე ყველაზე სულელური გამოსავალი –  ჩამოგშორდით. მე9-დან გახვედით შენ და ნინო და გააგრძელეთ მეგობრობა, მე გემეგობრებოდი როგორც “ჩერეზ” დაქალი. ქეთისთან უფრო ახლოს ვიყავი ვიდრე თქვენ ორთან… მერე გაქრი, მახსოვს ამბობდნენ რომ გათხოვდი, მაგრამ ნაკლაბად ვინტერესდებოდი შენი ამბებით და გოგოებსაც არ ვეკითხებოდი არაფერს…. Continue reading

Categories: ფსიქოპათის ჩანაწერები | ტეგები: , , | 6 Comments

Friendუშკა

მეგობარი ისაა, ვინც ნებისმიერ სიტუაციაში გვერდით გეყოლება

მეგობარი ისაა, ვინც ნებისმიერ დროს მოგისმენს

მეგობარი ისაა, ვინც საკუთარ პრობლემებს დაივიწყებს და შენ დაგეხმარება

მეგობარი ისაა, ვინც გვერდში დაგიდგება, რაც არ უნდა გამწარებული იყოს შენზე

მეგობარი ისაა, ვინც მიგანიშნებს შენს შეცდომებზე

მეგობარი ისაა, ვინც რჩევას მოგცემს და შენი ნებართვის გარეშე არ ჩაერევა შენს საქმეში

Continue reading

Categories: ფსიქოპათის ჩანაწერები | ტეგები: , , | 42 Comments

რაც მინახავს ცხოვრებაში ანუ ჩემი მოგონებები

ეპიგრაფი: ჩვენში რომ დარჩეს ახლა ჩავინიშნე ბლოკნოტში, მოდი მეთქი დავწერ ერთ–ერთ პოსტს სახელწოდებით “ჩემი მოგონებები” და 1 საათიც არ გასულა და სანდრომ დამთაგა.

ჩემმა უძვირფასესმა მეგობარმა  (sun) – მა, გადმომცა ესტაფეტა და ახლა მინდა დავწერო ის, რაც ცხოვრებაში მინახავს და რაც ყველაზე მკაფიოდ დამამახსოვრდა .

Continue reading

Categories: თეგ–თამაშები | ტეგები: , , , , , , , , | 13 Comments

Blog at WordPress.com.

%d bloggers like this: