Posts Tagged With: კონკურსი

Female Food Hero – გმირი ფერმერი ქალი

გამარჯობა ჩემო კარგო მკითხველო,

კონკურსებში როცა იღებ მონაწილეობას ყოველთვის საკუთარ გამარჯვებაზე ხარ ორიენტირებული, რათქმაუნდა, ზუსტად ეს არის შენი მიზანი . მაგრამ თურმე არსებობს კონკურსი, სადაც გამარჯება მხოლოდ შენ არ გეკუთვნის და პასუხისმგებელიხარ სულ სხვა ადამიანის წინაშე და უნდა სხვისთვის გაიმარჯვო 🙂

ვმონაწილეობ Oxfam-ის პროექტში , პროექტის მიზანია საზოგადოებამ დაიანოხს ქალის როლი სოფლის მეურნეობაში. ამ პოსტში მოგიყვებით ჩემს “გმირ ფერმერ ქალზე”, რომელთანაც გავატარე დაუვიწყარი დღე 🙂 თუ მოგეწონებათ ჩემი პოსტი შეგიძლიათ მე და ქალბატონ ლელა ცერცვაძეს დაგვეხმაროთ გამარჯვებაში:  გადადით პროექტის ლინკზე Female Food Hero მოძებნეთ “ლელა ცერცვაძე” და მიეცით ხმა 🙂 ერთად დავანახოთ ყველას, რომ ლელა ცერვაძე გმირი ფერმერი ქალია 🙂

პოსტის ბოლოს ორი გემრიელი რეცეპტიც გელით:

პროლოგი:

ქართველ ქალს ყოველთვის უდიდესი როლი ეჭირა როგორც ოჯახის, ასევე ქვეყნის განვითარებაშიც. ქალი ყოველთვის მიილტვოდა დამოუკიდებლობისკენ და საკუთარი თავის წინ წაწევისკენ, მაგრამ, მიუხედავად ყველაფრისა, მის მთავარ მიზნად მაინც რჩებოდა ღირსეული შვილის აღზრდა და სტაბილური ოჯახის შექმნა…

* * *

1 Continue reading

Categories: სოც. მედია | ტეგები: , , , , , , , | 14 Comments

კონკურსი “ჩემი გიჟური საღამო ტედთან ერთად”

ინტერნეტში, კერძოდ ფეისბუქზე,  ძალიან ბევრი კონკურსი ცხადდება. რას არ ჩუქნიან გამარჯვებულებს: ლეპტოპებს, ტელეფონებს, ფულს…

ამჯერად კონკურსი გამოაცხადეს საქართველოს წამყვანმა კინოთეატრებმა

კონკურსის პრიზად კი დააწესეს 3-თვიანი კინო-აბონიმენტი

კონკურსის თემატიკა – ფილმი TED.

კონკურსში მონაწილეობის მიღება ნებიმიერ მსურველს შეუძლია. კონკურსანტი უნდა გადავიდეს სპეციალურ აპლიკაციაში, აპლიკაციას მისცეს თანხმობა, ატვირთოს თავისი სურათი, შემდეგ მიაბას “ტედის” სასურველი გამოსახულება და გამოაგზავნოს  სპეციალურ მეილზე.

ეს ფუმფულა დათუნი სულაც არ არის ბავშვური და საყვარელი, არამედ გარყვნილი, “ბაბნიკი” და მეამბოხე 🙂

სწორედაც ამიტომ, კონკურსანტებისგან ელოდებიან არანორმაური, გიჟური საღამოს/ღამის ამსახველ ფოტო-მასალაც 🙂

ბევრი, რომ არ ვისაუბრო…

კონკურსის პირობები:

თემა – „ჩემი გიჟური საღამო ტედთან ერთად“

გადადით შემდეგ ლინკზე:
https://apps.facebook.com/mywildnightwithted/?fb_source=search&ref=ts

ატვირთეთ თქვენი სურათი, დაადეთ ზემოდან ტედის გამოსახულება და, თქვენი სახელისა და გვარის მითითებით, სურათი გამოაგზავნეთ შემდეგ მისამართზე: promo@rustaveli.com.ge

თემატიკაში შეზღუდულები არ ხართ!

ერთ ადამიანს მხოლოდ ერთი სურათის გამოგზავნის უფლება აქვს

სურათები უნდა გამოაგზავნოთ 8 აგვისტოდან (00:01) 12 აგვისტოს ჩათვლით (23:59)

სურათები აიტვირთებაფეისბუქის გვერდზე სპეციალურად შექმნილ ალბომში.

სულ იქნება 3 გამარჯვებული!

გამარჯვებულებს გამოვაცხადებთ 15 აგვისტოს 17:00 საათზე ფეისბუქის გვერდზე

გამარჯვებულებს აირჩევენ  კინოთეატრების წარმომადგენლები და საჩუქრათ გადასცემენ 3-თვიან კინო-აბონიმენტს.

აბონიმენტის პირობები:
1. გაწერილი იქნება მხოლოდ გამარჯვებულზე
2. იქნება 2 კაციანი
3. გამარჯვებულს ნებისმიერ ფილმზე მხოლოდ ერთხელ დასწრების უფლება ექნება
4. გამარჯებულს ფილმის პრემიერაზეც შეეძლება დასწრება

სულ ეს არის,

მსურველებს ვუსურვებ წარმატებებს 🙂

მუდამ თქვენი,

ფსიქოპათი

Categories: სოც. მედია | ტეგები: , , , , | დატოვე კომენტარი

ფსიქოპათი ნახევარფინალში

ჩემ ერთგულ მკითხველს გახსოვთ, რომ თვენახევრის წინ დავწერე პოსტი  “ფსიქოპათის ონლაინ კამპანია

და აი, დღეს 12:00-ზე სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა, ლადო ვარძელაშვილმა გამართა პრესკონფერენცია კონკურს “შენი ონლაინ კამპანიასთან” დაკავშირებით.

Continue reading

Categories: სოც. მედია | ტეგები: , , , , , | 7 Comments

ფსიქოპათის ონლაინ კამპანია

ჰაი პიპლ,

ბევრს გსმენიათ  “ონლაინ კამპანიის” კონკურსის შესახებ: “სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსა” და ’’ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის’’ ინტერნეტ კონკურსი სახელწოდებით  ’ენი ონლაინ კამპანია’“.

გადავწყვიტე მეც მიმეღო მონნაწილეობა ამ პროექტში

ჩემზე მეტად თქვენ ვერ იტანთ ბოლო დროს გავრცელებულ ტერმინებს “დეიდებო, ბიძიებო, თქვენი ლამაზი თვალების ჭირიმე, გთხოვთ დამილაიქეთ რა“, მაგრამ როდესაც გამოსავალი არ გაქვთ და სხვისი მხარდაჭერა გჭირდება ამ მეთოდსაც იყენებს კაცი 🙂

პროექტის პირველ ეტაპზე კონკურსანტებს უნდა მოგვემზადებინა 1 წუთიანი ვიდეორგოლი, რგოლში უნდა მიგვეთითებინა არჩეული ორგანიზაცია და კამპანიის ძაააალიან ძააალიან მოკლე მიმოხილვა უნდა ჩაგვესვა . არჩევანი გვქონდა ‘საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო“-სა “ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნულ ცენტრს” შორის. მე ავირჩიე მეორე.

კონკურსის მეორე ეტაპზე გადასასვლელად, მჭირდება დავაგროვო რაც შეიძლება მეტი ე.წ. “ლაიქი”. რამდენადაც ვიცი ხმის მიცემა იქნება 2 კვირის განმავლობაში

ქვემოთ იხილეთ ჩემს მიერ მომზადებული ვიდეორგოლი და შესაბამისი ლინკი

ნამდვილად მჭირდება თქვენი მხარდაჭერა

დიდი მადლობა წინასწარ

კონკურსანტების ვიდეოები (ვინც არ იცის ჯესი აბაროვიჩი ვარ)

თქვენი ფსიქოპათი

p.s. დახმარებისათვის დიდი მადლობა ჩემ დაიკუშკუშკუნას 🙂

Categories: სოც. მედია | ტეგები: , , , | 5 Comments

Blog at WordPress.com.

%d bloggers like this: