Posts Tagged With: კინო

გავიხსენოთ ბავშვობა – ფუტკარი მაია

90-იანებს ბავშვებს გვახსოვს “ფუტკარი მაიას თავგადასავლები”, მოუსვენარი, პატარა და ცელქი ფუტკარის სასაცილო ამბები.
ახლახანს აღმოვაჩინე, რომ თურმე ეს მულტფილმი 70-80-იან წლებში იყო პირველად გამოსული და ჩვენთან უბრალოდ 20 წლის შემდეგ მოაღწია.
youtube20 ნოემბრიდან კინოთეატეატრებში გამოვიდა ახალი “ფუტკარი მაია”, სრულმეტრაჟიანი ანიმაციური ფილმი 🙂 გამახსენდა ბავშვობა, სასაცილო ამბები და მომინდა ფუტკარის მაიას თავგადასავლები ისევ მენახა.

მულტფილმი ძალიან კარგი საყურებელია არა მხოლოდ ბავშვებისათვის , არამედ ჩემხელა ბავშვებისთვისაც 🙂

მოკლედ და კონკრეტულად, მულტფილმი უკვე კინოშია და შეგიძლიათ ნახოთ სეანსები აქ : ფუტკარი მაია

უი, ყველაზე მთავარი გამომრჩა: მულტფილმი ქართულადაა 🙂

Advertisements
Categories: ზოგადსაკაცობრიო თემები | ტეგები: , , , , , , , , | დატოვე კომენტარი

ფსიქოპათი ბედის ვარსკვლავს აბრალებს

პროლოგი: ბოლო დროის პოპულარული ტენდენცია: დაწერე კარგი ან არც ისეთი კარგი წიგნი, ეგერევე იპოვე პროდიუსერი და გადაიღე ფილმი.ცუდი ტენდენცია არ არის ნამდვილად, პირიქით, მიხარია ახალი ეკრანიზაციები, იმიტომ, რომ ჰოლივუდს თითქოს ამოეწურა  ფანტაზია და ძველი ფილმების რიმეიქების გადაღების გარდა ვერაფერს აკეთბენ. ახალგაზრდა პერსპექტიული მწერლები კი ახალ ნიადაგს და ახალ პროდუქტს ქმნიან.

დღევანდელ პოსტში მინდა შევეხო ჯონ გრინის წიგნის  „ბედის ვარსკვლავის ბრალია“ ეკრანიზაციას, რომელიც სხვათა შორის 11-ში გამოვიდა საქართველოს კინოთეატრებში.

ამ ჟანრში კარგი ფილმი დიდი ხანია არ გამოსულა, ზოგიერთ რეჟისორს ჰქონდა მცდელობები, მაგრამ მგონი უშედეგოდ.

ერთი შეხედვით ფილმი სტანდარტულია და გაგახსენდებათ A Walk To Rememeber და Sweet November. მაგრამ  საქმე მთლად მასეც არ არის.

kinopoisk.ru

სულ  ვფქირობდი მსგავს ფილმებში რატომ არის მთავარი პერსონაჟი ქალი, ყოველთვის ქალი. აქაც სიუჟეტი იწყება ამით:  გოგო დაავადებულია კიბოთი, ვერ სუნთქავს ჟანგბადის ბალონის დახმარების გარეშე, არც კვდება, მაგრამ ბოლომდეც თავისუფლად ვერც ცხოვრობს. სიუჟეტის მიხედვით გოგონა ხვდება სიმპაწიაგა ბიჭს (as usual), იწყება ურთიერთობა და შენ უკვე მუღამდაკარგული ელოდები, რომ ფილმის ბოლოს გოგო მოკვდება და ბიჭი ისევ გულგატეხილი დარჩება, მაგრამ  не тут-то было!!

ვისაც არ გაქვთ წაკითხული წიგნი და არც ფილმი გინახავთ დახურეთ ბრაუზერის ფანჯარა და ნუღარ კითხულობთ!!!

Continue reading

Categories: Moviezzzzzz | ტეგები: , , , , , , , , , , , | დატოვე კომენტარი

ლუკ ბესონის “ლუსი” – პრევიუ

დისქავერიზე ან უბრალოდ რომელიმე ჟურნალში მოგვიკრავს თვალი მსგავსი ინფოსთვის: ადამიანი საკუთარი ტვინის დაახლოებით 10%-ს იყენებს (სხვა წყაროების მიხედვით ეს მაჩვენები მხოლოდ 5-7%-ია)… ყველა გვიმტკიცებს  იმას, რომ ამ პროცენტის ზრდასთან ერთად ადამიანს განუვითარდება ჩვენთვის ამოუცნობი და ზებუნებრივი შესაძლებლობები: ტელეპატია, ფრენა, მომავლის განსჭვრეტა, უკვდავება და ა.შ.kinopoisk.ru

 ლეგენდარულმა რეჟისორმა ლუკ ბესონმა, ამჯერად, ამ თემაზე გადაწყვიტა ყურადღების გამახვილება და წარმოგვიდგინა კიდევ ერთი ბლოკბასტერი, რომელიც შეეხება ადამიანის ზებუნებრივ შესაძლებლობებს.

მაშ ასე, დღევანდელ პოსტში წარმოგიდგენთ  – „ლუსი“:

   ლუსი – კაცობრიობის საიდუმლოების გასაღება

   ლუსი – საკუთარი ტვინის 100% პროცენტს იყენებს

   ლუსი – მე-8 საოცრება თუ საშიში იარაღი

Continue reading

Categories: Moviezzzzzz | ტეგები: , , , , , , | 3 Comments

ფსიქოპათი და მანდარინები

მანდარინები

15 ოქტომბერს კინოთეატრ ამირანში დავესწარი ახალი ქართულ-ესტონური ფილმის “მანდარინები“-ს პრემიერას

კინოში ხშირად დავდივარ და ხშირად ვაფასებ ამა თუ იმ ფილმს, მაგრამ კონკრეტულად ამ ფილმისთვის გადავწყვიტე ცალკე პოსტი დამეწერა.

ბოლო დროს ძალიან ბევრი ქართული ფილმი გამოდის, ზოგი კარგი,ზოგი ძალიან ცუდი.მაგრამ ეს ფილმი შეგვიძლია “ძალიან კარგი” ფილმების კატეგორიას მივაკუთვნოთ

ფილმი ცნობილმა რეჟისორმა ზაზა ურუშაძემ გადაიღო და თვითონ ფილმშიც ყველასათვის ნაცნობი ქასთია: მიშა მესხი, გიორგი ნაკაშიძე და ესტონური კინოს საუკუნის მსახიობი ლემბიტ ულფსაკი. (ვისაც არ გეცნობათ ეს მსახიობი, გაიხსენებთ ძველი საბჭოთა ფილმი “მერი პოპინსი” ხუჭუჭა ბიძას ზუსტად ეს მსახიობი თამაშობს)

Continue reading

Categories: AUDIO/VIDEO | ტეგები: , , | %(count)s კომენტარი

Blog at WordPress.com.

%d bloggers like this: