Posts Tagged With: იოგა

იოგას ვარჯიშების ბლოგი

უკვე შეამჩნევდით, რომ ინტერნეტ სივრცეში გამოჩნდა ახალი ბლოგი – “იოგა ყველასათვის“.

გახსოვთ, ფსიქოპათის ბლოგზე ადრე დადებული მქონდა ზოგიერთი ვარჯიშის სია, მაგრამ ახლა გადავწყვიტე ამ ყველაფრისთვის ცალკე ბლოგი შემექმნა. “იოგა ყველასათვის” ბლოგზე დავდებ ძველ პოსტებს და ახლებსაც, შევეხები როგორც სულიერ ასევე სხეულის განვითარებას. მოგცემთ გემრიელ რჩევებს და დაგეხმარებით ვარჯიშების სწორ შესრულებაში.

იოგას ვარჯიშები არის როგორც სხეულის ნაწილებისათვის, ასევე ცალკეული დაავადებებისათვის, და ზოგიერთი დაავადება საკმაოდ სერიოზულიცაა. და სამწუხაროთ ძალიან ბევრი ხვდება ჩემთან ზუსტადაც, როდესაც ეძებს იოგას ვარჯიშებს ამისათვის:

ანუ აქედან დასკვნა – იოგას ვარჯისებზე  მოთხოვნა არსებობს.

ვხვდები, რომ “იოგა ყველასათის” დიდ კონკურენციას გაუწევს ფსიქოპათის ბლოგს, მაგრამ ვხვდები იმასაც, რომ ხალხი უფრო დაუჯერებს კერძოდ იოგასათვის მიძღვნილ ბლოგს, ვიდრე ვიღაც ფსიქოპათის ბლოგის ერთ-ერთ ქვეგვერდს.

Continue reading

Advertisements
Categories: ზოგადსაკაცობრიო თემები | ტეგები: , , , , | 4 Comments

იოგა სრულიადში

გამარჯობა ყველას,

ჩემს წინა პოსტში (“იოგა ყველასათვის“) შეგპირდით, რომ შემოგთავზებდით იოგას ვარჯიშებს სხეულის ცალკეული ნაწილებისათვის და  კერძო ავადმყოფობათა საწინააღმდეგოდ.

წინა პოსტში ვისაუბრე იოგას ვარჯიშების ჩემს კრებულზე, ამჯერად მინდა წარმოგიდგინოთ ყველა სავარჯიშო და  უკვე თქვენ გექნებათ საშუალება აირჩიოთ თქვენთვის ყველაზე მისაღები სავარჯიშოები.

იოგას ვარჯიშები ჩამოწერილი მაქვს “იოგა ყველასათვის” ქვეგვერდებზე და ამ პოსტში წარმოგიდგენთ შესაბამის ლინკებს. ყველა ქვეგვერდის შევსებისათვის ჯერ კიდევ ბოლომდე ვერ მოვიცალე,  მაგრამ გპირდებით, მალე ყველა ვარჯიში იქნება ჩამოწერილი.

თარგმანი მე არ მეკუთვნის, ყველაფერი სიტყვა–სიტყვით წიგნიდან მაქვს გადმოტანილი

მაშ ასე:

Continue reading

Categories: ზოგადსაკაცობრიო თემები | ტეგები: , , , , | 11 Comments

იოგა ყველასათვის

ყოველთვის მჯეროდა, რომ  სხვას თუ რამეს ურჩევ, ჯერ უნდა დაფიქრდე, შენ თუ გააკეტებდი იგივეს ან თუ გაქვს შესაბამისი გამოცდილება.

მინდა გაგიზიაროთ იოგას ვარჯიშები: თუ როგორ შეიძლება დიეტების, გაოფლიანების და ზედმეტი ძალდატანების გარეშე დაკარგოთ ზედმეტი წონა, დაარეგულიროთ შინაგანი ორგანოების მოქმედება, დაიწყნაროთ ნერვული სისტემა და დამშვიდდეთ.როგორც წინა პოსტში ავღნიშნე, რამდენიმე წლის წინ მეგობარმა მაჩუქა წიგნი: „იოგა ყველასათვის“. სამწუხაროდ ამჟამად ეს წიგნი არსად მოიპოვება და ინტერნეტშიც ვერ მოძებნით. სწრედ ეს იყო მიზეზი, რომ აგდავწყვიტე მისი დაბეჭდვა.

Continue reading

Categories: ზოგადსაკაცობრიო თემები | ტეგები: , , | 26 Comments

ძილი და უძილობა

ამ პოსტში არ ვაპირებ ვიკიპედიიდან ზოგადი ინფორმაციის  ან მეცნიერულად დასაბუთებული ფაქტების მოტანას. მინდა ჩემი გამოცდილების და სუბიექტური  აზრების გაზიარება.

ცხოვრებაში ხშირად მაწუხებს უძილობა, ბავშვობაში განსაკუთრებით ვიტანჯებოდი. იყო შემთხვევები, როდესაც  კვირაობით ვერ ვიძინებდი.

უძილობა ტვინის მოქმედებისათვის ნამდვილად საზიანოა. დილაობით ადგომა საკამოდ გიძნელდება, აღინიშნება თავის ტკივილები, გასიებული თვალები/სახე და შენელებული რეაქციები/მოძრაობები. ხანგრძლივი უძილობის შედეგად შესაძლებელია გონების დროებითი გათიშვები, მეხსიერებაში „პრაბელები“.

Continue reading

Categories: ზოგადსაკაცობრიო თემები | ტეგები: , , , , , | 50 Comments

Create a free website or blog at WordPress.com.

%d bloggers like this: