Posts Tagged With: თეგ-თამაში

დრო!!! დრო!!! დრო!!! დრო!!! დრო!!

წუთში 60 წამია, საათში 60 წუთია, დღე-ღამეში 24 საათია 🙂

წესით და რიგით, დრო ერთნაირი სისწრაფიდ მიდის, არ ჩერდება, ისარი ერთნაირი ინტერვალით გადაადგილდება, მაგრამ დროის ჩვენი აღქმა სხვადასხვანარია.

ყველას შეუმჩნევია, როდესაც გვჭირდება ცოტა მეტი დრო, ის რატომღაც ჩქარობს და ძალიან  სწრაფად გადის.როდესაც გვინდა, რომ სწრაფად გავიდეს – ანელებს ტემპს და  ძალიან იწელება

შეგიმჩნევიათ, დილაობით მაღვიძარის პირველსა და მეორე დარეკვის შუალედში თვლემისას დრო რა ნელა გადის? ეს დილის ყველაზე ტკბილი მომენტებია….

რა სწრაფად გადის დრო ძილის დროს. თან როდესაც არც არაფერი გესიზმრება.

რა სასტიკად სწრაფად გადის დრო გამოცდაზე, როდესაც ვრ ასწრებ საკითხის ბოლომდე ჩმოყალიბებას და დრო გეუბნება: ვერ მოასწრებ, ვერაო!

Continue reading

Advertisements
Categories: ზოგადსაკაცობრიო თემები, თეგ–თამაშები, ფსიქოპათის ჩანაწერები | ტეგები: , , , , , | 12 Comments

დიალოგი საკუთარ თავთან ((ანაბეჭდი–ანკეტა))

– გამარჯობა ფსიქოპათო!

– გაგიმარჯოს!

-რამდენიმე კითვა მაქვს, რომელზედაც შენი გულახდილი პასუხი მჭირდება

– валяй 😉

– რა შეკითხვას დაუსვამდი საკუთარ თავს?

– რა გინდა ამ ცხოვრებაში და ცხოვრებისგან? რა დამოკიდებულებას ელი სხვებისგან? რატომ უყურებ ყველაფერს რთულად? რატომ არ შეგიძლია იყო ცოტათი მარტივი?

– რაში ხარჯავ ყველაზე მეტ ფულს?

– მეგობრებთან გართობაზე.. ძირითადად უაზრობებზე და ეს ჩემი ყველაზე დიდი მინუსია

Continue reading

Categories: თეგ–თამაშები | ტეგები: , , , , , | 21 Comments

^_^ იხუსაპ-ავხთიკ ^_^

კიდევ ერთი თეგ–თამაში. ნეტავი ვისი წამოწყებულია. რათქმუნდა,  უსაყვარლესი მაცოს მიერ

ეს “კითხვა–პასუხი” თამაში საკმაოდ სახალისოა.. ძალიანაც არ დამცინოთ ^_^ Continue reading

Categories: თეგ–თამაშები | ტეგები: , , , , | 22 Comments

ქუჩაში დანამდვილებით მიცნობთ :)

დაგიბბუნდით თეგ–თამაშით 🙂

მაცომ და გვირილამ ფრიად სახალისო თამაშში დამთაგეს

მგონი, უკვე ყველა მიცნობს. არ ვიცი რანაირად მპოულობთ, მაგრამ ფაქტია –  ფეისბუქზე ყველა მამატებს. სურათებიც “ვედრო – ლარად” მაქვს, ამიტომაც ამ პოსტში შევეხები მხოლოდ დამახასიათებელ ნიშნებს.

Continue reading

Categories: თეგ–თამაშები | ტეგები: , , , | 46 Comments

8 რამ, რაც ჩემ შესახებ არ უნდა გცოდნოდათ (UPDATED)

ჩასაფრებული ვიჯექი…

მეგონა არავის გავახსენდებოდი, არავინ დამთაგავდა, მაგრამ გვრილამ არაო, სხვა გეგმები ჰქონდა на мой счёт, დაწერა პოსტი   და მეც დამთაგა. თან, მინდა აქვე ავღნიშნო, რომ პარალელურად დათაგული ვიყავი ფაიფურის ანგელოზთანაც

ამ პოსტში გაგიმხელთ ჩემს საიდუმლოებებს. ახლა არ გეგონოთ, რომ ყველაფერს ეღირსებით ( 🙂 ). თუმცა უმრავლესობამ არ იცის ამ 8 პუნქტის  შესახებ

მაშ ასე… (პაუზა)

Continue reading

Categories: თეგ–თამაშები | ტეგები: , , , , | 32 Comments

ფსიქოპათის შეცდომები

ჩემმა ძვირფასმა გვირილამ დამთაგა ამ საინტერესო და მტკივნეულ თეგ–თამაშში. თვითონ თამაში აქსიომას წამოწყებულია. ძალიან მომეწონა თემა და თავისებურ აღსარებად შეგვიძლია ჩავთვალოთ.

ადამიანისთვის ძალიან ძნელია საკუთარი შეცდომების აღიარება, თან სახალხოდ, თან თქვას: კი, მე დამნაშვე ვარ.  ყველას არ შესწევს ამის ძალა.

დილით ვიჯექი, მივირთმევდი ყავას და ვფიქრობდი ამ ცხოვრებაზე , გასულ 24 წელიწადზე და ჩემს მეირ დაშვებულ შეცდომებზე.

რაზე ვნანობ?  ან  რას გამოვასწორებდი?

Continue reading

Categories: თეგ–თამაშები, ფსიქოპათის ჩანაწერები | ტეგები: , , , , | 16 Comments

ფსიქოპათი და ფერები

ფერები…ფერები…

მითხარი, რომელი ფერი გიყვარს და გეტყვი ვინ ხარ შენ…

ამ პოსტის დასაწერად ძლივს მოვიკრიფე ძალები, მგონი ერთი კვირა ვწელავ. ხან მეზარება, ხან დრო არ მაქვს, ხან აზრები არ მომდის..არადა ტრანსპორტში მგზავრობისას  მინდება წერა, მაგრამ კომპიუტერთან მისვლისას ყველაფერი მავიწყდება..

კიდევ ერთი საინტერესო თეგ-თამაშია. დამთაგა Violet blogger-მა.  ადრე შეგპირდით, რომ ჩემს თავზე ნაკლებს ვისაუბრებდი, მაგრამ, საბედნიეროდ თუ სამწუხაროდ , ამჯერად გადავწყვიტე ამ პირობის დარღვევა.

მაშ ასე Let’s get it started

Continue reading

Categories: თეგ–თამაშები | ტეგები: , , , , , , , | 25 Comments

მოხუცი ფსიქოპათის მოგონებები (სანამ ცოცხალი ვარ…)

… 80 წლის ვარ (კი 80–ის, მეტის არა, მეტის არც მინდა ვიყო) ვწევარ ჩემს თბილ საწოლში,  საღამოა, ბინდდება.. საწოლის გარშემო  ჩემი შვილიშვილები და შვილთაშვილები (იყონ!!!) ჩამოსკუპებულან და თვალებდაჭყეტილები ელოდებიან ჩემი ხმის გაგონებას… მოხუცი ვარ, ძლივს ვლაპარაკობ, მაგრამ მაინც, მთელი გულით  მინდა გავუზიარო ჩემი ცხოვრების გამოცდილება და მოგონებები:

“…იცით?! 25 წლამდე ჩემს ცხოვრებაში ღირშესანიშნავი ისეთი არაფერი მომხდარა. მშვიდად და წყნარად ვცხოვრობდი თბილისში, მაგრამ  2011–მა  ჩემი ცხოვრება ძირფესვიანად შეცვალა. აქედან იწყება ჩემი უმშვენიერესი წლები და დროსტარება…”

დავძაბე გონება და მეხსიერება  და გავაგრძელე

Continue reading

Categories: თეგ–თამაშები | ტეგები: , , , , , , , , , , | 28 Comments

რაც მინახავს ცხოვრებაში ანუ ჩემი მოგონებები

ეპიგრაფი: ჩვენში რომ დარჩეს ახლა ჩავინიშნე ბლოკნოტში, მოდი მეთქი დავწერ ერთ–ერთ პოსტს სახელწოდებით “ჩემი მოგონებები” და 1 საათიც არ გასულა და სანდრომ დამთაგა.

ჩემმა უძვირფასესმა მეგობარმა  (sun) – მა, გადმომცა ესტაფეტა და ახლა მინდა დავწერო ის, რაც ცხოვრებაში მინახავს და რაც ყველაზე მკაფიოდ დამამახსოვრდა .

Continue reading

Categories: თეგ–თამაშები | ტეგები: , , , , , , , , | 13 Comments

Create a free website or blog at WordPress.com.

%d bloggers like this: