Posts Tagged With: ზღვა

ახალი წლის ზღაპარი (გესთ პოსტი)

ჰაეროვანი ნაბიჯებით მიმავალი გოგო ადვილად შესამჩნევი იყო სანაპიროსთან გამავალ ბილიკზე. მსუბუქად მოდიოდა, თითქოს სულ  არ აბიჯებდა მიწას. ხორბლისფერ კანს განსაკუთრებით გამოკვეთდა თეთრი მაისური, მოკლე შორტებზე რომ გადაეცვა. მისი სიარულის მანერის მიხედვით, ბევრი  ივარაუდებდა,  რომ მოცეკვავე მაინც იქნებოდა. პლაჟს მიუახლოვდა. ზღვიდან მონაბერი ბრიზი უსწორმასწოროდ შეკრულ  თმას უწეწავდა რაც თავისებურ ხიბლს სძენდა გოგონას. უცებ, ჩაუხვია და ერთ ერთ შენობას მიადგა, გასაღები მოარგო და მიიმალა დარბაზში. მასზე ცნობისმოყვარეობით მიჩერებული ვაჟი არც შეუმჩნევია, სანაპიროზე, შორიახლოს რომ ტრიალებდა.დარბაზი გაანათა და მოწესრიგება დაიწყო.
იოგას და ფიტნესის ინსტრუქტორი იყო, რაც განმარტავდა მის ასე შესამჩნევ სიმსუბუქესა და  სპორტულ აღნაგობას. მუსიკა მომართა და რითმში განაგრძო მოწესრიგება. სწრაფად გადაწმინდა მტვერი, გაამზეურა ხალიჩები და დაწმინდა სარკეები. სავარჯიშო დარბაზი კლასების დასაწყებად მზად იყო. “როგორ უცებ გავიდა ერთი კვირა”–გაიფიქრა და თვალი მოავლო დარბაზს. შემდგომ, კომპიუტერს მიუჯდა, შეიმუშავა  და ამობეჭდა ახალი განრიგი, დარბაზის საინფორმაციო კედელზე გამოაკრა. როცა ამ საქმესაც მორჩა, საათს ახედა, დრო საკმაოდ მორჩა. გადაწყვიტა პლაჟზე ჩასულიყო ცოტა ხნით. მზეს უკვე ზღვისკენ აეღო გეზი.. დარბაზი გადარაზა და სანაპიროზე ჩაირბინა. თბილი წყალი ესიამოვნა. მალე ამოვიდა და პლაჟს თვალი მოავლო. უკვე შემოდგომა იდგა და სანაპიროზე შედარებით ნაკლები ხალხი იყო. გაუხარდა. ჩამავალ მზეს ახედა და თვალდახუჭულმა ზღვის მოსმენა გადაწყვიტა.
“უკაცრავად”–მოესმა უცებ. თავი წამოწია. უცნობი ვაჟი მომჯდარიყო ქვებზე მის სიახლოვეს და უღიმოდა. კითხვით სავსე თვალებით ახედა. “მაპატიეთ რომ გაწუხებთ, უბრალოდ მინდოდა მეთქვა რომ ძალიან კარგად ცურავთ. გიყურებდით. აქაური ხართ?”– ჩაეკითხა ბიჭი და მომღიმარი სახით შეხედა. მტკიცე უარის სათქმელი გაცნობაზე პირზე შეეყინა. ერთბაშად მოეწონა მისი მზემოკიდებული სახე, თბილი თვალები..
Continue reading

Advertisements
Categories: გესთ პოსტები, ზოგადსაკაცობრიო თემები | ტეგები: , , , , , , , , , | 5 Comments

არარეალური წერილი ბოთლში… (კონკურსი!!! “წერილი ბოთლში”)

ვმონაწილეობ ერთ საიტერესო კონკურსში…

აქაც მინდა წარმოგიდგინოთ ჩემი თემა და შემიფასოთ:

როგორც იქნა ჩავედი ბათუმში. მთელი წელიწადი ვოცნებობდი ზღვაზე და აქაურ სიგრილეზე. მიყვარს საღამოობით ნაპირზე სეირნობა და ტალღების ხმაურით ტკბობა. დაღამდა. ვზივარ ნაპირზე და ფეხებს ვისველებ. უცბად რაღაც ცივი შეეხო ჩემს ფეხს. ავხტი, მედუზა მეგონა, მაგრამ მთვარის შუქზე  ბოთლი დავინახე. თავიდან  ძალიან გავმწარდი, ვიფიქრე, რომ ვიღაცამ ზღვაში ცარიელი ბოთლი გადააგდო და ისევ დაანაგვიანა აქაურობა. ბოთლი ხელში ავიღე და დავაკვირდი: საცობი ჰქონდა და შიგნით რაღაც ფურცელი იდო. ძალიან დავინტრიგდი და ბოთლი გავხსენი. ნაგლეჯზე ორივე მხრიდან ნაწერები ჰქონდა, ეტყობოდა, რომ პატარა ბავშვის დაწერილი იყო, ტექსტს თან ნახატებიც ერთვოდა (მზე, პალმა, ჩიტები). კითხვა დავიწყე და ძალიან მეუცნაურა შინაარსი. თავიდან ვიღაცის ცუდ ხუმრობად აღვიქვი. (ტექსტის შინაარსი ზუსტად მაქვს გადმოტანილი)

Continue reading

Categories: სოც. მედია, ფსიქოპათის ჩანაწერები | ტეგები: , , , , , | 20 Comments

Georgian Blogging Days 2011 (ბლოგერები და ზღვა)

ძალიან დაგვიანებული პოსტი

მგონი, კვარიათის შესახებ უკვე ყველამ დაწერა და მე დესერტად დავრჩი 🙂

Georgian Blogging Days 2011, yeah baby, yeah!

სოციალური მედიის კვლევებისა და განვითარების ფონდმა გამართა კონკურსი “სოციალური მედია განვითრებისათვის”, წარმოდგენილი 12 თემიდან ავირჩიე “სოციალური მედია ტრადიციების შენარჩუნებისათვის” (ჩემგან ამას ნამდვილად არავინ ელოდა). სხვა კონკურსანტებს შორის შეარჩიეს ჩემი ნამუშევარიც და 2011 წლის 17 ივნისს გავემგზავრეთ კვარიათში…

მაშ ასე, დავიწყებ მოყოლას ამა ამბისა:

დღე პირველი (თბილისი–გორი–ზესტაფონი–ქუთაისი–ქობულეთი–ბათუმი–კვარიათი–სარფი–კვარიათი (again)):

Continue reading

Categories: სოც. მედია, ფსიქოპათის ჩანაწერები | ტეგები: , , , , , | 19 Comments

Blog at WordPress.com.

%d bloggers like this: