Posts Tagged With: ვირუსული მარკეტინგი

ვირუსული მარკეტინგი

წინა პოსტში (მედია რევოლუცია) ვისაუბრე მედიარევოლუციაზე, ახალ მედიასფეროსა და მედიაწესრიგზე. როგორ ფიქრობთ  არის თუ არა შესაძლებელი ამ მედიასფეროს კონტროლი და მართვა?

შესაძლებელია. ამისათვის არსებობს ვირუსული მარკეტინგი.

მინდა გასაგებად აგიხსნათ რა არის ეს, ყველასათვის ცნობილი, ვირუსული მარკეტინგი

ყველაზე მარტივი განმარტება – ეს ქრის ინფორმაცის გავრცელება  კომუნიკაციის მონაწილეების მეშვეობით. რატომ მაინც და მაინც ვირუსული? სწრაფი გამრავლების გამო, ახალ მედიაწესრიგში შესაძლებელია მესიჯის მიტანა ათასობით და მილიონობით ადამიანამდე (ვირუსის მსგავსად).  მოგეხსენებათ, უმრავლესობა ბუნებითაა კომუნიკაბელური და ცნობისმოყვარე. ყოველდღიურად ადამიანები ერთმანეთში ცვლიან უამრავ ინფორმაციას, ვინაიდან მიაჩნიათ, რომ ეს ინფორმაცია~ არის  მნიშნველოვანი, ან სასაცილო, ან სადაო, გამომწვევი, მოულოდნელი,  საინტერესო. ამ გზით ვირუსივით ვრცელდება ინფორმაცია.

Continue reading

Categories: სოც. მედია, Marketing & PR | Tags: , , , , , , , | 15 Comments

Blog at WordPress.com.

%d bloggers like this: