Posts Tagged With: დღესასწაული

This is Halloween ^_^

ჰელოუინი ყველაზე უცნაური დღესასწაულია, ყველას რატომღაც უხარია იგი. რატომაა ეს დღე მასეთი განსხვავებული? ჰელოუინის დღესასწაული ერთ–ერთი უძველესთაგანია მსოფლიოში. ამ უცნაურ დღეს ერთმანეთთანაა შერწყმული კელტური  და ქრისტიანური ტრადიციები. თავდაპირველად ამ დღეს ერქვა All Hallows Even (ყველა წმინდანის დღე), შემდგომში  სახელწოდება შემოკლდა და მიიღო თანამედროვე იერი: Hallowe’en ან Halloween

ტრადიციულად ამ დღესასწაულს აღნიშნავენ ინგლისურენოვან ქვეყნებში, მაგრამ საქართველო მგონი (ჯერ!!) არ მიეკუთვნება მათ რიცხვს, მაშ რატომ არის ეს დღესასწაული ჩვენთან მასეთი პოპულარული?

ყველაფერი გაცილებით მარტივია. ჩვენ უბრალოდ გართობა გვიყვარს, მოსახლეობის 99%–მა არც კი ვიცით საერთოდ, რა დატვირთვა აქვს ამ დღესასწაულს ან ელესიისათვის ან რამე “ბნელეთისათვის”. ჩვენთვის ეს უბრალოიდ მასკარადია, გართობის კიდევ ერთი მშვენიერი საბაბი: მეგობრებთან შეკრება, ლოთაობა, ცეკვები, თამაშები, ერთმანეთის “გაკრასკვა” და გაფერადება.

ჭორბიურო: ამბობენ, ამ დღეს ობობას თუ დაინახავთ, ეს შეიძლება  გარდაცვლილი შეყვარებული ადამიანის სული აღმოჩნდეს, რომელიც უბრალოდ გითვალთვალებთ ( and what the sense?!)

Continue reading

Advertisements
Categories: ზოგადსაკაცობრიო თემები, ფსიქოპათის ჩანაწერები | ტეგები: , , , | 13 Comments

“სადიეტო” მარხვის დასრულება (სააღდგომო გუნება)

დიდხანს ვფიქრობდი დამეწერა თუ არა სააღდგომო პოსტი. თამარას პოსტმა საბოლოოდ დამარწმუნა, რომ ჩემი აზრის გამოთქმა ნამდვილად ღირს

რა გრძნობა მეუფლება სააღდგომოთ? არ ვიცი, სიხარულის ალბათ. დღეს ტელევიზორში კაცმა თქვა: “როცა ვიხსენებ, რომ ქრისტე ჩვენი ცოდვებისათვის იწამა  –   ტირილს ვიწყებ”. მე ტირილის გრძნობა ამ დროს არ მიჩნდება, მაგრამ კონკრეტულად რას ვგრძნობ ვერ გეტყვით.

Continue reading

Categories: ზოგადსაკაცობრიო თემები | ტეგები: , , , , , | 113 Comments

ვალენტინობა

სიყვარულის დღე…

All we need is love, love.. love is all we need.

ძალიან მოსიყვარულე ადამიანი გახლავართ. რუსულად კარგად ჟღერს “Любвиобильная”. ძირითად შემთხვებებში ყველა მიყვარს  🙂 . ბანალურია? კი , მაგრამ ასეთი ვარ.

Single–ობის მიუხედავად, მაინც მიხარია ვალენტინობა. მიყვარს ქუჩაში ყვავილებით ხელში მდგომი ბიჭის ყურება.მისკენ მიმავალი გოგოს შემჩნევა. შემდეგ გოგოს გაბრწყინებული სახე, ჩახუტება, კოცნა, გადახვევა და მათი ტკბილად გაუჩინარება …

love , love , love

ყველაზე მეტად კი მსგავსი სცენების ყურება  არავალენტინობის დღეებში მსიამოვნებს…

მაგრამ ამ დღეს აქვს მეორე მხარეც….

Continue reading

Categories: ზოგადსაკაცობრიო თემები | ტეგები: , , , , , | 9 Comments

Blog at WordPress.com.

%d bloggers like this: