Posts Tagged With: დრო

ათვლის წერტილი

ჰომოსაპიენსები ცხოვრებას ეტაპებად ვყოფთ

არის ბავშვობის პერიოდი, როდესაც საბავშვო ბაღში დავდივართ, შემდეგ სკოლის პერიოდი, სტუდენტობის პერიოდი,გათხოვების პერიდი (ლოლ), მუშაობის დაწყების/დასრულების/შეცვლის პეროდი, პენსიის პერიოდი, ბავშვის აღზრდის პერიოდი, გარდაცვალების მომენტი..

ჩვენ ძალიან გვაწყობს ცხოვრების დალაგება, ამისთვის გვაქვს კალენდარი და საათი, ვაწყობთ შეხვედრებს, ვანაწილებთ დროს, ვიცით როდის და სად უნდა მივიდეთ, როდის და რისთვის გვაქვს ან შეიძლება გვქონდეს დრო, როდის უნდა დავიძინოთ, როდის უნდა ავდგეთ, როდის უნდა ვჭამოთ , როდის უნდა მივიდეთ სამსახურში…

გვაქვს ათვლის წერტილები. აი ხვალიდან ვიწყებ ამასა და ამას… ჩვენ ძალიან გვიყვარს სიტყვა “ხვალიდან“, ხვალიდან შევუდგები ამ საქმის კეთებას, ხვალიდან დავიწყებ დიეტას, ხვალიდან აღარ მოვწევ, ხვალიდან ვივარჯიშებ, ყველაფერი ხვალიდან იწყება, მაგრამ “ხვალ” არ არსებობს, დილით ვიღვიძებთ და ისევ “დღეს” არის.

ცხოვრებას პერიოდებად ვყოფთ

აი ამასთან ურთიერთობის პერიოდში, იქ მუშობის პერიოდში, დიეტის პერიოდში, წინა კვირის პერიოდში, ყველაფერი დაყოფილი გვაქვს პერიოდებად

ნებისმიერი მოვლენა გამოცდილებაა, ურთიერთობით ჩვენ ვიღებთ გამოცდილებას, სამსახურით ვიღებთ გამოცდილებას, სწავლით ვიღებთ გამოცდილებას

დილით ვიღვიძებთ და ვამბობთ: აი, დღეიდან ახალ ცხოვრებას ვიწყებთ. აი ესა და ის უკვე წარსულია და აქედან იწყება ახალი ათვლის წერტილი 🙂

Continue reading

Advertisements
Categories: ზოგადსაკაცობრიო თემები | ტეგები: , , , , , , , , , | 7 Comments

დრო!!! დრო!!! დრო!!! დრო!!! დრო!!

წუთში 60 წამია, საათში 60 წუთია, დღე-ღამეში 24 საათია 🙂

წესით და რიგით, დრო ერთნაირი სისწრაფიდ მიდის, არ ჩერდება, ისარი ერთნაირი ინტერვალით გადაადგილდება, მაგრამ დროის ჩვენი აღქმა სხვადასხვანარია.

ყველას შეუმჩნევია, როდესაც გვჭირდება ცოტა მეტი დრო, ის რატომღაც ჩქარობს და ძალიან  სწრაფად გადის.როდესაც გვინდა, რომ სწრაფად გავიდეს – ანელებს ტემპს და  ძალიან იწელება

შეგიმჩნევიათ, დილაობით მაღვიძარის პირველსა და მეორე დარეკვის შუალედში თვლემისას დრო რა ნელა გადის? ეს დილის ყველაზე ტკბილი მომენტებია….

რა სწრაფად გადის დრო ძილის დროს. თან როდესაც არც არაფერი გესიზმრება.

რა სასტიკად სწრაფად გადის დრო გამოცდაზე, როდესაც ვრ ასწრებ საკითხის ბოლომდე ჩმოყალიბებას და დრო გეუბნება: ვერ მოასწრებ, ვერაო!

Continue reading

Categories: ზოგადსაკაცობრიო თემები, თეგ–თამაშები, ფსიქოპათის ჩანაწერები | ტეგები: , , , , , | 12 Comments

ჩვენ ნარკომანები ვართ! (ანუ სერიალები ჩვენს ცხოვრებაში)

XXI საუკუნე. თბილისი… ახალგაზრდობა მთელი დღეები საუბრობს ზებუნებრივ მოვლენებზე, ვიღაც დაკარგულ–გადაკარგულებზე, ელის ციხიდან პატიმრების გაქცევას, სწამთ ვამპირების და მოჩვენებების, მთელი გულით სჯერათ, რომ ერთ კოჭლ ექიმს შეუძლია ნებისმიერი დაავადების აღმოჩენა და განკურვნა….

Continue reading

Categories: AUDIO/VIDEO, ზოგადსაკაცობრიო თემები | ტეგები: , , , , , , , , | 37 Comments

Blog at WordPress.com.

%d bloggers like this: