Posts Tagged With: დიეტა

საოცნებო დიეტის ათი ოქროს წესი

ყურადღება!! პოსტის წაკითხვისას აუცილებელია იუმორის გრძნობის ქონა, წინააღმდეგ შემთხვევაში დახურეთ ბრაუზერის ფანჯარა 

მდედრობითი სქესის უმრავლესობა ყოველთვის ფიქრობს ტანის კორექციაზე და დიეტაზე, მაგრამ ხშირად ან არ გამოსდით ან ეზარება ან ვერ/არ იცლის.

მთავარია ყველაფერთან ერთად იუმორის გრძნობა შევინარჩუნოთ.

diet-jokeგთავაზობთ ქალბატონების საოცნებო დიეტას:

კითხვის გაგრძელება

Categories: ზოგადსაკაცობრიო თემები | ტეგები: , , , , , , , , | %(count)s კომენტარი

(არა)სასარგებლო რჩევები

ცოტა გავხალისდეთ:

იპოვე ის რაღაცა, რისი გაკეთებაც გსიამოვნებს და შემდეგ იპოვე ის, ვინც ამ რაღაცის გაკეთებაში ფულს გადაგიხდის

გასუქების თუ გეშინია, ჭამის წინ დალიე 50 გრამი კონიაკი –  ეს შიშის გრძნმობას გაგიქრობს

თუ გინდა ლობიანის გაკეთება, მაგრამ ლობიო არ გაქვთ – არაფერიც არ გამოგივა

გახდომა თუ გინდა, ბოლომდე გაიხადე, დაჯექი სარკის წინ და დაიწყე ჭამა. ეს მეთოდი ძალიან ეფექტურია, ვინაიდან მომენტალურად გაგაგდებენ რესტორნიდან

laugh1მიუახლოვდი მძინარე ადამიანს და მთელი ძალით ჩაუყვირე ყურში „ცამეტი“, ის მომენალურად ახტება და გადმოვარდება საწოლიდან. ეს კიდევ ერთხელ ამტკიცებს ამ რიცხვის მისტიურობას

კითხვის გაგრძელება

Categories: ზოგადსაკაცობრიო თემები | ტეგები: , , | 7 Comments

დიეტა. დიეტა? დიეტა!

ჰომოსაპიენსებს შეგვექმნა შთაბეჭდილება, რომ დიეტა არის შეზღუდვების სისტემა, რომელიც გვაიძულებს  გემრიელ და მრავალფეროვან სუფრაზე უარი ვთქვათ.

ბევრმა არ იცის, რომ სიტყვას “დიეტა” (Diaita) ბერძნული ფესვები აქვს და  ნიშნავს ცხოვრების წესს. თანამედროვე გაგებით “დიეტის” მნიშნველობა შეგიძლიათ   ნახოთ ჩვენი ძველი მეგობრის საიტზე –  ვიკიზე.

სამწუხაროდ, კარგად ყოფნისას ადამიანი სულაც არ უფიქრდება დღის რაციონს და საკვების მიღების წესს. ეს ლოგიკურია კიდევაც, ვინ ფიქრობს თავის ჯანმრთელობაზე ან ორგანიზმზე რესტორანში ქეიფობისას ან რამე ღირშესანიშნავი თარიღის აღნიშვნისას. თუმცა, არ არსებობს ადამიანი, რომელიც საკუთარ თავს სრულიად ჯანმრთელს უწოდებს.

იმედია გახსოვთ ჩემი პოსტი მოდაზე. დიეტაც გახდა პოპულარული. ყველა დიეტობს, თან ბოლო დროს, ქალებზე უფრო ხშირად  მამაკაცები (+35 წელი) იცავენ დიეტას. მაგრამ ყველა უფრთხილდება საკუთარ წონას და არა ჯანმრთელობას. საიდან ასეთი დასკვნა? ვის არ ჰქონია შემთხვევა: 3 კვირიანი დიეტის წვალობთ დაიკელით 10 კილოგრამი. ეს ხომ უნდა შესანიშნავია, უნდა აღნიშნოთ და მეგობრებთან ერთად მიდიხართ  რესტორანში :))

მე არ ვარ დიეტოლოგი, ან ფსიქოლოგი, მაგრამ მაინც მინდა წარმოგიდნინოთ ჩემი რჩევების ნუსხა, რომლის გათვალისწინებაც შეიძლება დაგეხმაროთ დიეტის დაცვისას:

Continue reading

Categories: ზოგადსაკაცობრიო თემები | ტეგები: , , , | 47 Comments

Blog at WordPress.com.

%d bloggers like this: