Posts Tagged With: ბრენდი

ბრენდის შეფუთვა

შეფუთვა შეიძლება შედგებოდეს 3 ნაწილისგან: უშუალო პროდუქტის შეფუთვა (მაგალითის სახით ავიღოთ კბილის პასტის “წიუბიკი”), მეორადი შეფუთვა – მაგალითად კოლოფი რაშიც დევს პროდუქტი (ისევ მოვიყვანოთ მაგალითი: კბილის პასტის კოლოფი), და მესამე შეიძლება იყოს გადაზიდვის დროს საჭირო შეფუთვა (მაგალითად დიდი ყუთები სადაც ალაგია ბევრი კოლოფი). არ არის აუცილებელი პროდუქტს სამივე შეფუთვა ჰქონდეს, თუმცა შესაძლებელია საერთოდ არ ჰქონდეს არც ერთი (მაგალითად: თონეში გამომცხვარ პურს როგორც წესი არ აქვს არანაირი შეფუთვა)

უძველესი დროიდან შეფუთვას ჰქონდა ყველაზე ელემენტალური და პირდაპირი დანიშნულება: მას უნდა დაეცვა პროდუქტი დაზიანებისგან, მაგრამ  თანამედროვე გამძაფრებული კონკურენციის პირობებში შეფუთვა, შეიძლება ითქვას, ბრენდისათვის ლიდერის პიზიციის დასაკავებლად ერთ-ერთი უმთავრესი საშუალება გახდა.  შეფუთვა  დიდ როლს ასრულებს პროდუქტის ცნობადობაში. ფაქტობრივად, პროდუქტის ცნობა ხდება უფრო შეფუთვის წყალობით, ვიდრე მისი დამახასიათებელი თვისებების გათვალისწინებით. სხვაგვარად რომ ვთქვათ, შეფუთვა –  მომხმარებლის ცნობიერებაში ქმნის ბრენდის  “სახეს”, რომლის მიხედვით შემდგოში შესაძლებელია პროდუქტის ცნობა.

პირველი ყიდვის დროს მომხმარებელი ეყრდობა შემდეგ ფაქტორებს: აღიქვავს ფორმას და ფერს (ვაღიაროთ, რომ ბევრჯერ აგვირჩევია პროდუქტი მხოლოდ იმის გამო, რომ მისი შეფუთვა მოგვწონებია). მაგრამ ეს ყველაფერი ხდება #1 ყიდვის დროს. მომდევნო ყიდვისას თუ პროდუქტის ფუნქციონალურმა მხარემ ვერ გაამართლა, მომხარებელთა  აღქმაში შეფუთვას აზრი ეკარგება. შესაბამისად, მომხმარებლის “feedback”-ის მისაღებად ( და არა ერთჯერადი მომხმარებლის “დასაპყრობად”)  საჭიროა შეფუთვა შეესაბამებოდეს ე.წ. “შიგთავს”.

Continue reading

Advertisements
Categories: Marketing & PR | ტეგები: , , , , , , , , | 6 Comments

ხოჭოს სარეკლამო კამპანია (1960იანები)

ჩემს ბლოგზე მინდა ვისაუბრო ბრენდების ცნობილ სარეკლამო კამპანიებზე.

ჩემს დღევანდელ პოსტში შევეხები ლეგენდალური ხოჭოს (VW Beetle)  სარეკლამო კამპანიას. (ვინც მიცნობს, არ გაუკვირდება ჩემი არჩევანი)

დავბრუნდეთ შორეულ 1960–იან წლებში.

მოგეხსენებათ, იმ დროს ამერიკის შეერთებულ შტატებში ხალხი უპირატესობას ანიჭებდა და უფრო პრესტიჟულად თვლიდა დიდ ავტომობილებს. სამწუხაროდ, ჩვენი ხოჭო ძალიან პატარა და უშნო იყო, ვინ იყიდიდა მას? ყველაფერთან ერთად, იგი დამზადებული იყო ვოლფსბურგში, გერმანელი ნაცისტების მიერ აშენებულ ქარხანაში და თუ გავითვალისწინებთ, რომ მეორე მსოფლიო ომი სულ რაღაც 15 წლის დამთავრებული იყო, ეს კიდევ უფრო ამძაფრებდა ხალხის შეხედულებას აღნიშნულ ავტომობილზე.

Continue reading

Categories: Marketing & PR | ტეგები: , , , , , | 68 Comments

ფარული რეკლამა

წლების განმავლობაში ადამიანს მობეზრდა ჩვეულებრივი რეკლამის ყურება. რეკლამა  გახდა გამაღიზიანებელი და მაყურებელში უკვე აგრესიასაც იწვევს. რა უნდა ექნა კომპანიებს? ზუსტად ჩვეულებრივი რეკლამის ალტერნატივად შეიქმნა ე.წ “ფარული რეკლამა”. ფარული რეკლამა ქვეცნობიერად მოქმედებს ადამიანებზე. მისი მთავარი ნიშანი შეუმჩნევლობაა, მისი წარდგენა სულ სხვა ფორმით უნდა ხდებოდეს: რბილად და არამომაბეზრებლად.

ბევრ ქვეყანაში ფარული რეკლამა აკრძალულია, თუმცა მისი განსაზღვრება ძალიან ძნელია  და მისი გამოყენებისათვის დასჯის პრეცენტენტი ჯერ არ ყოფილა. ფარულ რეკლამასთან ერთად იყენებენ ტერმინს “product placement”-ს (პროდუქტის განთავსება). ჩემი აზრით,  ისინი სინონიმებად შეგვიძლია მივიჩნიოთ.

Continue reading

Categories: Marketing & PR | ტეგები: , , , | 58 Comments

კომპანიების პარადოქსული შეცდომები #2

გადავწყვიტე  კომპანიების პარადოქსული შეცდომების კოლექციის გაგრძელება

ჩემს წინა პოსტში დავინახეთ, რომ ნებისმიერი პროდუქციის შექმნისას აუცილებელია მისი სახელწოდების და სლოგანის მნიშვნელობის შესწავლა და შემოწმება ყველა ენაზე (ნუ ყველაზე არაა აუცილებელი, მთავარია ძირითადებზე). ის ფაქტიც მაოცებს, რომ ჩემს წინა პოსტში ჩამოთვლილი კოპანიები საკმაოდ ცნობილია და მსოფლიო დონისაა, მაგრამ იქაურმა მარკეტოლოგებმა ასეთ ელემენტალურ და ძალიან მნიშვნელოვან ნიუანსებს არ/ვერ მიაქციეს ყურადღება. არ მიაქციეს, ნუ მიაქციეს და ძალიანაც იზარალეს. ნებისმიერი სახელწოდების გათარგმნისას საჭიროა  არა მხოლოდ ენის, არამედ კულტურის ნიუანსების შესწავლაც.  ამ პოსტში მოყვანილი მაგალითები ამის მტკიცებულებაა.

Continue reading

Categories: Marketing & PR | ტეგები: , , , , , , , , , , , , , | 19 Comments

კომპანიების პარადოქსული შეცდომები #1

მინდა შემოგთავაზოთ მსოფლიო, და არა მხოლოდ მსოფლიო, დონის კომპანიების მიერ  სახელწოდებების თარგმნის პარადოქსული შეცდომების კოლექცია.

ყველამ იცის General Motors–ის არსებობის შესახებ.  ის მსოფლიო დონის კომპანიად არის აღიარებული,  თუმცა მისმა  „პროდუქტმა“ Chevrolet Nova–მ  სრული ფიასკო განიცადა ლათინური ამერიკის მანქანების ბაზარზე. როგორც შემდგომში გაირკვა „No va“ ესპანურად ნიშნავს: მოძრაობა არ შეუძლია. Continue reading

Categories: Marketing & PR | ტეგები: , , , , , | 33 Comments

სახალისო მარკეტინგი

ეს სტატია ბევრ ინგლისურ და რუსულენოვან საიტებზე მინახავს, მაგრამ არსად არ შემხვედრია ქართულ ენაზე. შესაბამისად გადავწყვიტე მისი თარგმნა და თქვენთვის წარმოდგენა.

  ქალაქ ახმადაბადში ინდოეთის ინსტიტუტის პედაგოგებმა შეიმუშავეს სახალისო მარკეტინგის 9 მეთოდი.

მაშ ასე, დაძაბეთ გონება და მოიმარჯვეთ იუმორის გრძნობა. მე ვიწყებ:

Continue reading

Categories: Marketing & PR | ტეგები: , , , , , | 22 Comments

Create a free website or blog at WordPress.com.

%d bloggers like this: