Posts Tagged With: ბლოგი

ფსიქოპათის ბლოგი 1 წლისაა ^_^ Ура,товарищи!


ჰეპი ბიორზდეი თუ იუ!

ჰეპი ბიორზდეი თუ იუ!

ჰეპი ბიორზდეი დიერ ბლოგერუშკააააააააა….

ჰეპი ბიორზდეი თუ იუუუუუუუუუ! (ბოლოში ხმის დაწვრილება)

Continue reading

Categories: ფსიქოპათის ჩანაწერები | ტეგები: , , , | 15 Comments

ფსიქოპათი და 2011 წელი

საახალწლო განწყობა… საახალწლო პოსტი..

ეს ჩემი ბლოგის პირველი ახალი წელი იქნება ^_^

ბოჟე მოი.. მერამდენეჯერ ვიწყებ და მერამდენჯერ ვშლი ამ პოსტს …

Continue reading

Categories: ფსიქოპათის ჩანაწერები | ტეგები: , , | 16 Comments

იოგას ვარჯიშების ბლოგი

უკვე შეამჩნევდით, რომ ინტერნეტ სივრცეში გამოჩნდა ახალი ბლოგი – “იოგა ყველასათვის“.

გახსოვთ, ფსიქოპათის ბლოგზე ადრე დადებული მქონდა ზოგიერთი ვარჯიშის სია, მაგრამ ახლა გადავწყვიტე ამ ყველაფრისთვის ცალკე ბლოგი შემექმნა. “იოგა ყველასათვის” ბლოგზე დავდებ ძველ პოსტებს და ახლებსაც, შევეხები როგორც სულიერ ასევე სხეულის განვითარებას. მოგცემთ გემრიელ რჩევებს და დაგეხმარებით ვარჯიშების სწორ შესრულებაში.

იოგას ვარჯიშები არის როგორც სხეულის ნაწილებისათვის, ასევე ცალკეული დაავადებებისათვის, და ზოგიერთი დაავადება საკმაოდ სერიოზულიცაა. და სამწუხაროთ ძალიან ბევრი ხვდება ჩემთან ზუსტადაც, როდესაც ეძებს იოგას ვარჯიშებს ამისათვის:

ანუ აქედან დასკვნა – იოგას ვარჯისებზე  მოთხოვნა არსებობს.

ვხვდები, რომ “იოგა ყველასათის” დიდ კონკურენციას გაუწევს ფსიქოპათის ბლოგს, მაგრამ ვხვდები იმასაც, რომ ხალხი უფრო დაუჯერებს კერძოდ იოგასათვის მიძღვნილ ბლოგს, ვიდრე ვიღაც ფსიქოპათის ბლოგის ერთ-ერთ ქვეგვერდს.

Continue reading

Categories: ზოგადსაკაცობრიო თემები | ტეგები: , , , , | 4 Comments

I’m Blogger, Am I Cool Girl?!

ჩემზე უკეთ იცით, რომ ინტერნეტ სივრცის ზრდასთან ერთად გაიზარდა ტრადიციული მასმედიის ალტერნატიულ წყაროებზე მოთხოვნა. ახლა არავის გაუკვირდება, რომ უთხრა ბლოგერი ვარ. რა მერე? ყველაა ბლოგერი. ბლოგებზე მოთხოვნაც იზრდება, და ამასთან ერთად, იზრდება თვითონ ბლოგოსფეროს გავლენა საკომუნიკაციო სივრცეზე.  რითი განსხვავდება ბლოგზე დადებული ინფორმაცია გაზეთში დაბეჭდილისაგან? ავტორი, რომელიც გლობალურ ქსელში წერს თავისი აზრის გამოხატვისას თვისუფალია. ის წერს ისე, როგორც უნდა, კი შეიძლება სუბიექტურად, მაგრამ მისი ნაწერი უფრო შეესაბამება სიმართლეს ვიდრე გაზეთში დაბეჭდილი იგივე შინაარსის სტატია. რატომ? ცენზურა (ტრაკი, ტრაკი, ტრაკი, ტრაკი), პოლიტიკური ხედვა და ა.შ.  თითოეული ჩვენგანი მინი-ჟურნალისტია. გამოვხატავთ ჩვენ აზრს, ვეძებთ „სიმართლეს“, ვაკრიტიკებთ, ვიქექებით ერთმანეთის პირად ცხოვრებაში, ერთმანეთს ვაკრიტიკებთ და უკვე ნაკლებად ვეხებით „ვარსკვლავებს“ ან სხვა პოპულარულ ხალხს. ჩვენ ვართ სამოქალაქო ჟურნალისტიკა. ვაკვირდებით, ვაფასებთ , ვწერთ. ველოდებით შეფასებას. სამოქალაქო ჟურნალისტიკა -გასართობია, რომელსაც ნებისმიერი კატეგორიის და პროფესიის ხალხი მისდევს.

დავიწყოთ სულ-სულ თავიდან. ბლოგი ( არა ლათინური, არა არაბული, ტუპად ინგისური სიტყვააა blog) – ეს არის ვებ-საიტი, რომლის ძირითად შინაარსს წარმოადგენს ჩანაწერების, ვიდეო-აუდიო მასალის (მულტიმედიის) ან სურათების რეგულარულად დამატება. 1997 წელს იორნ ბარგერმა ხალხს შესთავაზა „ინტერნეტ – დღიური“ – სთვის დაერქმიათ – weblog. ორ წელიწადში სახელწოდება ორი ასოთი შემოკლდა და მიიიღო თანამედროვე ფორმა. ბლოგების მთავარ თავისებურება – მისი საჯაროობაა და ორმხვრივი კომუნიკაცია (რაც ყველაზე მეტად გვიყვარს, მკითხველის Feedback). ბლოგების ავტორებს ბლოგერებს ეძახიან (გაგიკვირდათ ხომ?!). არსებობს ბლოგების უზარმაზარი კლასიფიკაცია, მულტიმედიის ტიპის მიხედვით, ტემატიკის მიმართულების მიხედვით, ავტორობის მიხედვით.  მოდით ამჯერად დავყოთ ბლოგები ავტორობის მიხედვით:

Continue reading

Categories: სოც. მედია | ტეგები: , , , , | 24 Comments

რატომ გვჭამს ბრაზი თუ ბოღმა? ანუ გამაბრაზეს ^_^

რატომ გვჭამს ადამიანებს ბოღმა?

შურისძების სურვილის  გამო? “ოკა ზა ოკა ზუბ ზა ზუბ” პრინციფით ვმოქმედებთ?

სამართლიანობის აღსადგენად?

თუ გვგონია, რომ თუ კი ცუდ რამეს გავუკეთებთ ადამიანს, რომელმაც გაგვამწარა –  მოგვეშვება

არა ადამიანებო! არა!

არავის მოეშვება..

მე ბევრჯერ მიმიღია დარტყმა სხვა ადამიანებისაგან  და ზოგჯერ მითხვამს კიდევაც “უხ მაგას ყოფას ვუტირებ”,  მაგრამ არაფერი გამიკეთებია…. არ შემიძლია.. არ ვარ ბოროტი ადამიანი და არ შემიძლია შური ვიძიო.. ალბათ ერთხელ თუ დამატყავენ მეორე ლოყას მივუშვერ ადამიანს.. ვიბოღმები და ვბრაზობ 5 წუთით და ვმოქმედებ პრინციპით “ყველა თავისას მიიღებს ისედაც”.. შეიძლება ეს ჩემი სისუსტეა, მაგრამ სხვანაირად არ შემიძლია

ვისთანაც რამე პრეტენზია მაქვს ყოლეთვის პირდაპირ ვეუბნები ამას.. არ შემიძლია, მღრღნის ეს შიგნიდან, როცა ვინმე ჩემზე ნაწყენია ან ვიღაცას ვეჩხუბე, თუნდაც ჩემი ბრალი არ იყოს, მაინცს უნდა გავარჩიო და ვუთხრა ყველაფერი.  შეიძლება მერე არც აღვადგინო ან არ შევინარჩუნო კარგი ურთიერთობა, მაგრამ გასარჩევად ღირს …

მაგრამ რატომ უნდა იბოღმებოდე ადამიანზე რომელსაც არ იცნობ? რატომ უნდა შემოდიოდე ბლოგზე და წერდე სისულეებს, როცა წესით ავტორთან შეხება არც გქონია?

რატომ?

Continue reading

Categories: ფსიქოპათის ჩანაწერები | ტეგები: , , , , | 37 Comments

მოდას აყოლილი ახალგაზრდობა

ერთი ჩემი ნაცნობი იძახდა – მაიკაზე D&G თუ არ ეწერება, მასეთ მაიკას არ ჩავიცვამო. დავიშოკე. უკაცრავად და ციგნებთან მაიაკს 5 ლარად ვიყიდი, ეწერება D&G და რა ამით? მეც ვიქნები ფეშენ სამყაროს ნაწილი? მე შემიძლია თავისუფლად მოვიტყუო, რომ 100 ლარად ვიყიდე  ერთ-ერთ ცნობილ მაღაზიაში. ხალხი ბაზრობებსა და “second hand”-ში ყიდულობს ტანსაცმელს, თუმცა ამ ფაქტს ვერ ახმოვანებს ფართო წრეებში, რადგანაც მიუხედავად იმისა, რომ “second hand”-ში ზოგჯერ უკეთესი ხარისხია ვიდრე ბაზრობებსა და მაღაზიებში, ეს მაინც “დაბალი დონეა”….

Continue reading

Categories: ზოგადსაკაცობრიო თემები, Marketing & PR | ტეგები: , , , , , , , , , , , , , , | 45 Comments

Create a free website or blog at WordPress.com.

%d bloggers like this: