Posts Tagged With: ადამიანი

სასურსათო უსაფრთხოების ისტორიის ლექცია

პროლოგი: ადამიანი უცნაური არსებაა.  ის ჯერ საღ აზროვნებასთან წინააღმდეგობაში შედის და თავისი ხელით ანადგურებს საკუთარ ჯანმრთელობას, შემდეგ კი, დიდი  ძალისხმევითა და  ფულის ხარჯვით, სცდილობს გამოასწოროს იგი.

2150 წელი. საქართველოს სახელმწიფო უნივერსიტეტი –  „სასურსათო უსაფრთხოების ისტორიის” ერთ-ერთი ლექციის მოკლე შინაარსი:

“…21ე საუკუნეში საქართველოს მიწაზე იზრდებოდა სხვადასხვა მცენარე, რომლებსაც უწოდებდნენ  ბოსტნეულს, ხილს, კენკრას და ა.შ. ეს ყველაფერი იზრდებოდა მიწაზე/მიწაში და შეიცავდა სხვადასხვა ვიტამინს, თითოეულ საკვებს, დანამატების გარეშე, განსაკუთრებული, მისთვის დამახასიათებელი გემო ჰქონდა. დღევანდელ ახალგაზრდობას ეს უცნაურად ეჩვენება, ვინაიდან მიჩვეულია ერთგვაროვანი თეთრი მასის ან აბების ჭამას, რომელსაც ნებისმიერ სასურველ გემოს მისცემს და  რომელიც შეიცავს  ორგანიზმისათვის საჭირო ვიტამინების მინიმალურ ნორმას.

21-ე საუკუნეში საქართველოს მოსახლეობას კი ესმონა, რომ საკვები უნდა ყოფილიყო  ხარისხიანი და უსაფრთხო, მაგრამ ადამიანი იმ დონემდე იყო გაზარმაცებული, რომ ერჩივნა ნახევარფაბრიკატისა და სხვადახვა ქიმიური დანამატების მქონე საკვების უცბად გაცხელება, უცბად გახსნა და ჭამა, ვიდრე საკუთარი ხელით ჯანსაღი პროდუქციის მომზადება. ყველა დაკავდა ფულსა და მომავალზე ფიქრით, და ვეღარ ამჩნევდა, რომ  დღევანდელ დღეს ვნებდა და ჯანმრთელი მომავალი არც მას და, მითუმეტეს, არც მის შვილებს ელოდებოდა…

ამ დროს საქართველოს ჯერ კიდევ ახასიათებდა ხელსაყრელი ბუნებრივ-გეოგრაფიული მდებარეობა, აგრომეწარმეობის შემდგომი განვითარებისთვის საჭირო ბუნებრივი და შრომითი რესურსებით უზრუნველყოფის საკმარისი დონე ოპტიმალურ-დარგობრივი სტრუქტურის ჩამოყალიბებასა და რეგიონულ მრავალფეროვნებაში, წარსულის გამოცდილება და ა.შ და ა.შ. მაგრამ ამ ყველაფრის ხეირი?

კითხვის გაგრძელება

Advertisements
Categories: ზოგადსაკაცობრიო თემები, სოც. მედია | ტეგები: , , , , , , , , , , , , , , | 3 Comments

ყველას და არავის vol1 (აგრესიული)

ყველას და არავის vol2 (პოზიტიური)

შენ, ვინც დაკომპლექსებული ხარ და გგონია, რომ ხალხთან ურთიერთობის დაწყების გამბედაობა არ გეყოფა, და მხოლოდ კლავიატურით ხარ ძალინ მაგარი “როჟა”, ძერსკი და ზეკომუნიკაბელური.

შენ, ვისაც არ გაქვს სიტყვების საკმარისი  მარაგი, ან/და განათლების მიღება არ გინდა და არ იცი რა თემაზე ისაუბრო საზოგადოებაში, ამიტომაც გარყვილობებზე, სექსზე იწყებ საუბარს და ურთიერთობებს, მხოლოდ და მხოლოდ, მუშტი-კრივით არკვევ

შენ, ვინც ძალიან გასუქებული ხარ და გგონია, რომ აღარც აქ აზრი რამე ახალი სცადო,  მთელ მსოფლიოზე  დაბოღმილი  ხარ და აგრძელებ ჭამას.

შენ, რომელსაც ერთხელ შეყვარებულმა (ლამაზმა , ჭკვიანიმა)  გული გატკინა, იგივე შეცდომისგან თავის ასარიდებლად აღარ ეკარები შენი ოცნების გოგონებს/ბიჭებს, გგონია, რომ შენ არაოდეს მოგაქცევენ ყურადღებას და გიყვარდება ნებისმიერი პირველი   შემხვედრი, რომლის დაკერვა ერთ დღეშია შესაძლებელი

შენ, ვისაც მიზანი არ გაქვს, არ იცი რა გიზიდავს და არც არაფერი გაინტერსებს ამ ცხოვრებაში  – ატარებ დროს დალევასა და უაზრო დროსტარებაში

Continue reading

Categories: ზოგადსაკაცობრიო თემები | ტეგები: , , , , , | 28 Comments

ადამიანი – მოწოდებით “ღორი”

чем больше ешь, тем больше хочется © რაცხა რეკლამა

ზოგს უადვილდება რამის დაწერა ცუდ გუნებაზე ყოფნისას, მე კიდე პირიქით – ძალიან მიძნელდება. კი, რათქმაუნდა, შემიძლია ბევრი ვიწუწუნო, მაგრამ რაში უნდა დაგაინტერესოთ ფსიქოპათის ცხოვრების ასეთი დეტალები.

ამ პოსტში მინდა ვისაუბრო ადამიანის ერთ–ერთ ყველაზე დიდ სისუსტეზე – “ღორობაზე” ანუ ფულის სიყვარულზე.

ბევრჯერ გამიგია ფრაზა – ნუ ხარჯავ ასე უაზროდ ამ ფულს, თორე აღარ შემოგივა მეტი.

მახსოვს, ბავშვობაში დედაჩემი თვეში 40 ლარს მაძლევდა ხოლმე და თვის ბოლოს ვახერხებდი მინიმუმ 10 ლარის დაზოგვას. რანაირად  გამომდიოდა ამას აქამდე ვერ ვხვდები, არადა მიყვარდა კარგად გართობა და ქეიფები და “გულაობა”. მგონი მაშინ სხვა დრო იყო და როცა ხედავ, რომ გიჭირს – ცდილობ დაზოგო შავი დღისათვის. ნებისმიერი ადამიანი გამიგებს, ვინაიდან ყველა მასე იქცევა ყოველი თვის ბოლოს, როდესაც ხელფასამდე რამდენიმე დღე რჩება და ჯიბეში ბოლო თეთრებს ვითვლით და “ჟმოტები” ვხდებით.

Continue reading

Categories: ზოგადსაკაცობრიო თემები | ტეგები: , , , | 10 Comments

Маленькая Неуравновешенная Психопатка (პატარა გაუწონასწორებელი ფსიქოპათი)

შესავალი: ერთ–ერთ ფორუმზე წავაწყდი თემას: „დაახასიათეთ თქვენი თავი სამ სიტყვაში“. დაუფიქრებლად ეს ფრაზა ჩავწერე: маленькая неуравновешенная психопатка. მართლაც, რომ პატარა, მართლაც რომ გაუწონასწორებული და ფიცხი, და მართლაც რომ ფსიქოპატი და გიჟ–გადარეული ვარ. ნუ გამოიტანთ ნაჩქარევ დასკვნებს –  არ ვარ დიდად თვითკრიტიკული, უბრალოდ  ეს სამი სიტყვა ჩემი შინაგანი „ჩაბნელებული“ მხარის სრული და ამომწურავი დახასიათებაა. (ლირიული გადახვევა: როგორც ერთი ჩემი ახლობელი იტყვის ხოლმე –  სიმართლე სინათლეააო)

Continue reading

Categories: ფსიქოპათის ჩანაწერები | ტეგები: , , , | 9 Comments

Blog at WordPress.com.

%d bloggers like this: