გესთ პოსტები

ეტიუდი სადო-მაზო ფერებში (გესთ პოსტი)

Portrait-of-the-Marquis-de-Sadeეს პოსტი, ალბათ, ბევრად უფრო მყვირალა, ხმაურიან და სკანდალურ სათაურს იმსახურებდა, მაგრამ მისი სათაური ისეთივე მოკრძალებულია, როგორიც იყო თავად დონასიენ ალფონს ფრანსუა დე სადი (Donatien Alphonse François de Sade), რომელიც მსოფლიო ლიტერატურისა და ფილოსოფიის ისტორიაში მარკიზ დე სადის (Marquis de Sade) სახელითაა ცნობილი.

არისტოკრატი და პატრიოტი

ის ფრანგი არისტოკრატული ოჯახის წარმომადგენელი იყო, მამა – დიპლომატი და მაღალი თანამდებობის პირი (მეფისნაცვალი და დესპანი, ერთი პირობა რუსეთშიც იყო ელჩად), დედა კი – პრინც კონდეს ფრეილინა. ფსიქოანალიზით გატაცებული მკვლევარნი, მოგვიანებით, დე სადის ცხოვრებისეულ კრედოსა და გატაცებებს მის ბავშვობაში მოუძებნიან გასაღებს – სადაც მომავალი მწერლის სწავლა-განათლებას ბიძა – ცნობილი ლიტერატორი და თეოლოგი აბატი დე სადი კურირებდა, სადაც ის იეზუიტთა სასწავლებელში მიაბარეს, სადაც მისი მშობლების ქორწინება უიღბლო აღმოჩნდა და ისინი ერთმანეთს დაშორდნენ…   ასე იყო თუ ისე, ფრანსუა დე სადმა ბავშვობიდანვე გამოავლინა ჯიუტი და ფეთქებადი ხასიათი – მისი პირველი მსხვერპლი პატარა პრინცი კონდე გახდა, რომელიც დე სადს შემოელახა (მოგვიანებით, დე სადისა და კონდეს ოჯახები დამოყვრდება, როდესაც მარკიზის ვაჟი არმანი პრინცესა კონდეზე იქორწინებს). შვიდწლიანი ომის დროს (მასშტაბური სამხედრო კონფლიქტი საფრანგეთ-ავსტრია-ესპანეთსა და პრუსია-ბრიტანეთს შორის) მისი შეუპოვრობა და მრისხანება უკვე პრუსიელებს დაატყდათ თავს და ფრანსუა დე სადი ომის დასრულებას კაპიტნის ჩინითა და ჯილდოებით დამშვენებული შეხვდა… მოგვიანებით მაიორის, დაბოლოს პოლკოვნიკის ჩინიც დაიმსახურა.

მოსიყვარულე შვილი, მეუღლე, სოდომიტი და კანონისგან დევნილი

Continue reading

Advertisements
Categories: გესთ პოსტები | ტეგები: , , | 11 Comments

ახალი წლის ზღაპარი (გესთ პოსტი)

ჰაეროვანი ნაბიჯებით მიმავალი გოგო ადვილად შესამჩნევი იყო სანაპიროსთან გამავალ ბილიკზე. მსუბუქად მოდიოდა, თითქოს სულ  არ აბიჯებდა მიწას. ხორბლისფერ კანს განსაკუთრებით გამოკვეთდა თეთრი მაისური, მოკლე შორტებზე რომ გადაეცვა. მისი სიარულის მანერის მიხედვით, ბევრი  ივარაუდებდა,  რომ მოცეკვავე მაინც იქნებოდა. პლაჟს მიუახლოვდა. ზღვიდან მონაბერი ბრიზი უსწორმასწოროდ შეკრულ  თმას უწეწავდა რაც თავისებურ ხიბლს სძენდა გოგონას. უცებ, ჩაუხვია და ერთ ერთ შენობას მიადგა, გასაღები მოარგო და მიიმალა დარბაზში. მასზე ცნობისმოყვარეობით მიჩერებული ვაჟი არც შეუმჩნევია, სანაპიროზე, შორიახლოს რომ ტრიალებდა.დარბაზი გაანათა და მოწესრიგება დაიწყო.
იოგას და ფიტნესის ინსტრუქტორი იყო, რაც განმარტავდა მის ასე შესამჩნევ სიმსუბუქესა და  სპორტულ აღნაგობას. მუსიკა მომართა და რითმში განაგრძო მოწესრიგება. სწრაფად გადაწმინდა მტვერი, გაამზეურა ხალიჩები და დაწმინდა სარკეები. სავარჯიშო დარბაზი კლასების დასაწყებად მზად იყო. “როგორ უცებ გავიდა ერთი კვირა”–გაიფიქრა და თვალი მოავლო დარბაზს. შემდგომ, კომპიუტერს მიუჯდა, შეიმუშავა  და ამობეჭდა ახალი განრიგი, დარბაზის საინფორმაციო კედელზე გამოაკრა. როცა ამ საქმესაც მორჩა, საათს ახედა, დრო საკმაოდ მორჩა. გადაწყვიტა პლაჟზე ჩასულიყო ცოტა ხნით. მზეს უკვე ზღვისკენ აეღო გეზი.. დარბაზი გადარაზა და სანაპიროზე ჩაირბინა. თბილი წყალი ესიამოვნა. მალე ამოვიდა და პლაჟს თვალი მოავლო. უკვე შემოდგომა იდგა და სანაპიროზე შედარებით ნაკლები ხალხი იყო. გაუხარდა. ჩამავალ მზეს ახედა და თვალდახუჭულმა ზღვის მოსმენა გადაწყვიტა.
“უკაცრავად”–მოესმა უცებ. თავი წამოწია. უცნობი ვაჟი მომჯდარიყო ქვებზე მის სიახლოვეს და უღიმოდა. კითხვით სავსე თვალებით ახედა. “მაპატიეთ რომ გაწუხებთ, უბრალოდ მინდოდა მეთქვა რომ ძალიან კარგად ცურავთ. გიყურებდით. აქაური ხართ?”– ჩაეკითხა ბიჭი და მომღიმარი სახით შეხედა. მტკიცე უარის სათქმელი გაცნობაზე პირზე შეეყინა. ერთბაშად მოეწონა მისი მზემოკიდებული სახე, თბილი თვალები..
Continue reading

Categories: გესთ პოსტები, ზოგადსაკაცობრიო თემები | ტეგები: , , , , , , , , , | 5 Comments

ვაის გავექეცი,ვუის შევეყარე.

თეატრი-თამაშია.

დრამატურგია-ფილოსოფია

ფილოსოფია-ჭეშმარიტების გადამოწმება.

ჭეშმარიტების გადამოწმება-ღმერთის უარყოფა.

ე.ი. თეატრი-ღმერთის უარყოფაა.

პირველი სპექტაკლი- სამოთხეში,როცა ეშმაკისგან შეცდენილმა ევამ ადამიც შეაცდინა,ორივემ ერთად კი ღმერთს დაუმალეს სიმართლე.

მას შემდეგ უდიდესი ცოდვისგან დასჯილი ადამიანი ეძებს გზას ხსნისა,ეძებს და თამაშობს რათა გააღწიოს ცხოვრების ლაბირინთში და დაბრუნდეს სამოთხეში სიმართლით.

გამოჩენილი ქართველი დრამატურგის სულიკო ჟღენტის ციტატა” აბსოლიტურ მონარქს ვინ შებედავს სრული სიმართლის თქმას,ამიტომაც გამოიგონეს მასხარას თანამდებობა”,ესეც თავისებური თეატრალური ჟანრია,რომელიც დედამიწის ადამიანთა საზოგადოებრივ ურთიერთობაში ჩვეულებრივი მოვლენაა. XV-XVI საუკუნის სამეფო კარზე აუცილებელი იყო მასხარა,რომელიც ხალხის თვალით ლაპარაკობდა და ბოლომდე ისიც არ ამბობდა სიმართლეს. Continue reading

Categories: გესთ პოსტები, ზოგადსაკაცობრიო თემები | ტეგები: , , | 9 Comments

პარადოქსი (სტუმრის პოსტი)

ამ ერთი კვირის წინ ქართულენოვან ფეისბუქს მათემატიკურმა ქარიშხალმა გადაუარა. მავანმა მომხმარებელმა სოციალური ქსელისთვის ახლად დამატებული “კითხვების” ოპციით ისარგებლა და ბანალური “ვინ უფრო გიყვარს, დედა თუ მამა?” ნაცვლად მეგობრებს ამოსახსნელად, ერთი შეხედვით, მარტივი მაგალითი შესთავაზა, რომელიც, საბოლოო ჯამში, არც მეტი, არც ნაკლები, ფეისბუქის კედელზე მზაკვრულად გაგორებული განხეთქილების ვაშლი აღმოჩნდა.

მიზეზთა გამო, დილიდან გვიან საღამომდე ფეისბუქის წვდომის საეჭვო ბედნიერებას მოკლებული ვარ და ამ ორომტრიალს ავცდი. “დიდი ომიანობის” დეტალები კი თამარას პოსტიდან შევიტყვე. უწყინარ კითხვს უნაპირო ვნებათაღელვა, ტიტანების შერკინება, ავტორიტეტული და მძიმეწონიანი (ორივე გაგებით) იუზერების ჯახი მოჰყოლია. ლამის ერთმანეთი დაუხოცავთ…

პროფესიით ჰუმანიტარი გახლავართ, ციფრებთან მინიმალური შეხება მაქვს და იქნებ ვცდები კიდეც, მაგრამ მათემატიკა მაინც ზუსტი მეცნიერება მგონია. ნებისმიერ, თუნდაც ყველაზე რთულ ამოცანას, საბოლოო ჯამში, მხოლოდ ერთი პასუხი აქვს. მით უფრო გასაკვირია, რომ “მათემატიკური დისკუსიის” მონაწილეთა უმრავლესობა, პოზიციის მიუხედავად, დღესაც საკუთარ სიმართლეშია დარწმუნებული.

For record, იმასაც ვიტყვი, რომ თავად არასწორ ვერსიას ვემხრობოდი. ჩემს კოკისპირულად განათლებულ მეგობარს ვკითხე და იმან დამაკვალიანა, მსგავსი მაგალითები ამა და ამ პრინციპით იხსნებაო.

არა, მიწყნარებული დავის რეანიმირებას ნამდვილად არ ვაპირებ. უბრალოდ, კამათმა რამდენიმე არამათემატიკური კითხვა გამახსენა, რომელზეც ერთმნიშვნელოვანი პასუხი მართლა არ არსებობს.

Continue reading

Categories: გესთ პოსტები, უცნაური/აუხსნელი | ტეგები: , , | 19 Comments

ძალით ქრისტიანობა/ძალით ათეისტობა (სტუმრის პოსტი)

წინამდებარე პოსტი მე არ მეკუთვნის. ის დაწერილია ჩემი მეგობრის, snowkid-ის მიერ. ძალიან მომეწონა მისი აზრები და პოსტის გამოქვეყნება ჩემს ბლოგზე გადავწყვიტე  (რათქმაუნდა, ავტორის ნებართვით)

პირველი პოსტის კვალობაზე საკმაოდ უცნური თემაა, თუმცა როგორც იტყვიან –  აზრები მომაწვა…

“ღამის 4 საათზე რელიგიაზე რატომ გაწუხებს აზრები” –იკითხავთ თქვენ და შეცდებით კიდეც. არანაირი რელიგია, უბრალოდ Facebook – ში მოსულ PM – ებს ვათვალიერებდი და, ჰოი საოცრებავ, წავაწყდი PM–ს სათაურით “პატრიარქს ებრძვიან”.   დაინტრიგებულმა გავხსენი და კითხვას შევუდექი. თანაც, ყველაზე საინტერესო ის იყო, რომ წერილი მომწერა ადამიანმა, რომელთანაც  ურთიერთობა წელიწადში ერთხელ მაქვს  და, თუმცა, “all message” კი იყო –  ამ ფაქტმა ჩემში მაინც გულწრფელი გაკვირვება გამოიწვია. ბევრი რომ არ ვილაპარაკო , წერილის მარტივ copy–paste–ს მოვახდენ: “სასწრაფოდ ყველა შედით ამ გვერდზე. მარცხენა კუთხეში დააჭირეთ Report Page. შემდეგ Contains hate speech or attacks an individual. და ჩამონათვალში აირჩიეთ Targets a religious group.. !!!! ყველა შედით , ყველა !!! და მიჰყევით ზემოთ აღნიშნულ ინსტრუქციას, რომ გაუქმდეს გვერდი…!!!!!! შესაბამისი ლინკი პატრიარქს ებრძვიან!!!!!!”

ეს ბოლო ფრაზა რომ არ ყოფილიყო  იმ გვერდზე არც გადავიდოდი, მაგრამ მაინც დამაინტერესა რა სახით “ებრძვიან” ჩვენს პატრიარქს…

Continue reading

Categories: გესთ პოსტები, ზოგადსაკაცობრიო თემები, სოც. მედია | ტეგები: , , , , , | 24 Comments

Blog at WordPress.com.

%d bloggers like this: