წარსულის ექო

ძნელია იყო განსხვავებული, ძნელი იყო ნიჭიერი და ჭკვიანი, მაგრამ განსხვავებული. ძნელია დაუმტკიცო საზოგადოებას, რომ შენი ჭკუით და შრომით მიაღწიე რაღაცას და არა შენი განსხვავებულობით.

პარკში თოვდა, ის მარტო იჯდა და ცას უყურებდა.. ციოდა..

„ – მეშინია შენი….

   – ფრანკენშტეინის ბიძაშვილი ხარ?

   – ნუ აშინებ ბავშვებს…

   – შენი ჯიში თუ იცი?  “

გაეცინა… ბავშვობაში გაგონილი ფრაზები გაახსენდა… ბევრი წყენა იყო..

ისევ გაეღიმა..

ალბათ ბევრის სიცივე რომ არა, ახლა ასეთი თბილი და ძლიერი არ იქნებოდა. სხვების დაცინვა ძალას მატებდა.. საკუთარი თავისთვის და ყველასათვის უნდოდა დაემტკიცებინა, რომ ის არამხოლოდ გარეგნულად, არამედ შინაგადანაც სხვებისგან განსხვავებული იყო: უფრო ძლიერი, უფრო თბილი, უფრო მეგობრული….მას სხვების დახმარება სურდა, მასში იჯდა ეს, სისხლში ჩქეფდა და ამ სურვილს ასრულება სჭირდებოდა.

კი, მათი ბრალია რა ცხოვრების გზაც გაიარა. იმ ცივი ადამიანების ბრალია, რომ მოინდომა კარგად სწავლა, მხოლოდ საუკეთესო, რომ მოინდომა ოქსფორდში ჩაბარება, გამხდარიყო უფრო მეტი ვიდრე ჩვეულებრივი ადამიანი, უფრო მეტი ვიდრე ჩვეულებრივი „ადამიანის მეგობარი“.

1463768_1391762434398759_86423035_n

რექს, შენ ხომ არ იკბინები? შენ ხომ კეთილი ხარ?!“ – უკვე მოზარდი იყო, როდესაც ქუჩაში მეზობლის ბავშვი შეხვდა და თბილად ჩაეხუტა ცალ ფეხზე.

ადამიანების უცნაურმა ქცევამ მისცა ბიძგი კარგად შეესწავლა როგორც ადამიანის, ასევე ოთხფეხა ცხოველების ფსიქოლოგია.  ის ადამიანებში ნდობას იწვევდა

„შენზე უფრო თბილი ადამიანი არ შემხვედრია, მიუხედავად იმისა, რომ მთლად ადამიანიც არ ხარ, რექს“ – პირველი შეყვარებულის სიტყვები იყო.

ისევ გაეღიმა..

 სხვების სიცივემ ბევრი რამე ასწავლა, მაგრამ სხვების სითბომაც.

ახლობელების სითბომ აჩვენა, რომ ღირს წინსვლა, ღირს განვითარება, ღირს მიაღწიო რაღაცას არამხოლოდ საკუთარი თავისთვის, არამედ სხვებისთვის. მთელი ოჯახი ამაყობდა მისი წარმატებებით…

სკოლა… უნივერსიტეტი… სამსახური…

„სიმართლე რომ გითხრათ, ცოტათი განსხვავებული კი ხართ, მაგრამ იქნებ ზუსტად მსგავსი სიახლე სჭირდებათ ჩვენს კლიენტებს, გვინდა ჩვენ სადაზღვევო კომპანიაში აგიყვანოთ, მისტერ რექს….“

ის სულაც არ ელოდებოდა მასის სიყვარულს, ის სულაც არ ელოდებოდა რომ ამდენ  ადამიანში ნდობას დაიმსახურებდა,.. ის სკეპტიკურად იყო განწყობილი…თუმცა გულის სიღრმეში მისი მეორე მე, როგორც პატარა ბავშვი, დახტოდა და უხაროდა, რომ კეთილი საქმის კეთების შანსი მისცეს.

მისტერ რექს, თქვენთან მინდა მანქანის დაზღვევა… იცით? ყოველთვის ვიცოდი, რომ კეთილი იყავით და ხალხს დაეხმარებოდით“  – უთხრა სრულიად უცხო ადამიანმა , რომელშიც მან ზუსტად ის პატარა ბიჭი იცნო…

გაეღიმა…

1463768_1391762431065426_733590492_n

ტიტრები…..

პროდიუსერი : ჯიპიაი ჰოლდინგი

სცენარისტი: გაუწონასწორებელი ფსიქოპათი

მთავარ როლებში: მისტერ რექსი და სხვები

Advertisements
Categories: სოც. მედია | ტეგები: , , , , , | 4 Comments

პოსტის ნავიგაცია

4 thoughts on “წარსულის ექო

  1. მისტერ რექსის ყველაზე კარგი ისტორია, რომელიც წამიკითხავს :3

  2. მომეწონა! კარგად წერ Jessie 🙂

  3. შემიყვარდა რექსი ❤

comments please :)

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

Create a free website or blog at WordPress.com.

%d bloggers like this: