დაღლილი პოსტი

– ბნელა

– ვიცი

– ვერ ამოვალთ ამ ტალახიდან ამ სიბნელეში

– ნახე იქ ფანარი ციმციმებს

– მოდი სხვა მხარეს გავიდეთ, შენ სადაც გინდა იქ უარესად ბნელა და რა იცი ვისი ფანარია, დაველოდოთ დახმარებას

– არა, ვერ გავჩედებით ერთ ადგილას, უნდა წინ წავიდეთ

– წინ ხო, მაგრამ მოდი დილას დაველოდოთ, ამ სიბნელეში ვერ ვივლით. რა იცი იქნებ იქ უარესი ტალახია

– წამოდი მეთქი, დამიჯერე ამ ერთხელაც

– მერამდენჯერ..

– ტფუი, ხომ გეუბნებოდი დაველოდოთ გათენაბას, არა… ახლა აქ უარესი ტალახია

– რა ვიცოდი

– მოთმინების და სხვისი მოსმენის უნარი უნდა გქონდეს…

*v*v*v*v*

– ვთხოვდები…

– კი, მაგრამ რაზე უნდა იცხოვროთ?

– უფ, რამეზე ვიცხოვრებთ, გვიყვარს ერთმანეთი და ეს არის მთავარი

– ცოლად მომყვას

– 2 თვის წინ არ გაიცანი?

– ძალიან კარგად ვართ ერთად, კარგად ვიცნობ, მიყვარს…

– დაიცა .საიდან გაიცნობდი ადამიანს მასე მალე და მასე კარგად.?

– შენ არ იცი რა კარგად ვართ ერთად და არ გვიცნობ…

– რატომ ტირი, გოგო?

– დავშორდით…

– რა მოხდა?

– გულაობა უნდა ძმაკაცებთან ერთად, ხან მუშობს ხან არა.. ფული არ მოაქვს წესივრად… ამის გამო სულ ვჩხუბობდით და დავშორდით

– და სიყვარული?

– რა დროს სიყვარულია…

– რა მოხდა, ხომ გიყვარდა ეს გოგო?

– რაღაც არ გამოგვივიდა უერთიერთობა, ბევრ რამეში ვერ ავეწყვეთ და დავიშალეთ… საერთოდ სულ სხვანაირი აღმოჩნდა.. რამ შეცვალა ნეტა

– იქნებ არც შეცვლილა და უბრალოდ შენ არ იცნობდი კარგად…

*v*v*v*v*

– საშინელი ხასიათი გაგიხდა. აუტანელი გახდი, სულ ყველაფერზე მეჩხუბები და გაღიზიანებს,

– პრობლემები მაქვს, არ მივარგა ნერვები..

– დიდი ხანია პროლემები და იქნებ უკვე იფიქრო ან ამ პრობლემების გამოსწორებაზე ან დაიგნორებაზე და სხვა უფრო მნიშნველოვან რამეებზე? ოჯახზე, ბავშვებზე?

– უფ შენ არ გესმის. შენ არ გაქვს პრობლემები

– იქნებ ყველაფერი შედარებითია, მაგრამ ეს ხომ არ ნიშნავს რომ ჩემზე უნდა გადმოხვიდე შენი პრობლემებით, მე შეიძლება დაგეხმარო, მაგრამ ეს არ ნიშანვს იმას, რომ ჩემგან უნდა გამოწოვო ენერგია, მე უნდა ჩამძირო შენს პრობლემებში და…

– არ გესმის..

– იქნებ მომისმინო მაინც, ჩვენ ხომ ვკარგავთ ერთმანეთს…

*v*v*v*v*

– დაიწყე მუშაობა?

– არა,  გამოჩდება რამე ალბათ.

– და იქნებ ძებნა მაინც დაიწყო?

– აზრი არ აქვს ძებნას, არავინ დამირეკავს

– იქნებ სცადო მაინც…

 – მეზარება…

*v*v*v*v*

– რატომ წამოხვედი სამსახურიდან?

– საშინელება იყო..

– კი, მაგრამ ახლა უმუშევრად როგორ იჯდები. ნეტა მე მქონდეს სამსახური

– სამსახურსაც გააჩნია..

– და ფული

– ფული არაა მთავარი.. ნერვებია მთავარი და როგორ გრძნობ თავს იმ ადგილას

*v*v*v*v*

– ქალურ ბედნიერებას გისურვებ

– და რა  არის ქალური ბედნიერება?

– გათხოვება რათქმაუნდა. გისურვებ მალე გათხოვდე…

– არ არის ეს ქალური ბედნიერება “მალე გათხოვება”

– აბა რა არის?

– ჩემთვის? დამოუკიდებლობა, საკუთარი თავისგან “ინდივიდის” გამოძერწვა, ფეხზე დადგომა, და უკვე მერე შეიძლება გათხოვება ისე, რომ 80%-ით მაინც იყო დარწმუნებული, რომ შენს შვილებს უკეთესი მომავალი ექნება ვიდრე შენ

– ხო მეც იგივე ვთქვი

– და ეს “მალე” არ ხერხდება

*v*v*v*v*

– ვაა, რამდენი ხანია არ დაგირეკავს, როგორ ხარ?

-რავიცი ვარ რა შენა?  რა მინდა გთხოვო, 50 ლარს ვერ მასესხებ ერთი-ორი კვირით?

– ახლა სამწუხაროდ არ მაქვს

– ჰმ, კაი , მერე შეგეხიანები

– ვინ რეკავდა?

– ჩემი ძველი მეგობარი იყო, დიდი ხანია არ შემხმიანებია

– და ახლა ხო გაახსენდი

– მე კი არ გავხსენებივარ, ფული გაახსენდა. პირველი შემთვევა არაა უკვე, მარტო ამის გამო ვახსენდები ბოლო დროს

*v*v*v*v*

– როგორ ხარ?

– რავიცი, ისე რა, რაღაც ახალი მინდა ცხოვრებაში და არ გამირკვევია რა

– მერე შეცვალე რამე.

– როგორ? არ ვიცი რა მინდა

– და თუ არ იცი, იქნებ სულაც არ გჭირდება არაფერი ახალი?

*v*v*v*v*

– გავსუქდი საშინლად და ამის გამო დეპრესია დამემართა

– და იქნებ სცადო და ნაკლები ჭამო

– არაფერმა მიშველა და არც აქვს აზრი, ვერ ვხვდები

– და ეს ნიშნავს, რომ ღამის 12-ზე ჭამა გამოგისწორებს გუნებას და წონას

– არაფერი გესმის შენ, ვერ გამიგებ

– ალბათ საუკეთეს მეგობარს თუ არ ესმის შენი, იქნებ სულაც არ არის მეგობრის მხრიდან გაგების პრობლემა

– გამანებე თავი…

*v*v*v*v*

– ვერ ვიქნებით ერთად

– რატომ?

– მოვა მომენტი, როდესაც შეიძლება მოგბეზრდე და დამშორდე და რაღატო უნდა ველოდო ამ მომენტს, უკეთესია ახლავე დავშორდეთ ერთმანეთს

– და დღევანდენი დღით რომ იცხოვრო და არ იფიქრო მომავალზე?

– ვერ შევძლებ, სულ შიშში ვიქნები

– მაშინ ჩემში არ ყოფილა პრობლემა, შენ ჯერ შენს თავში უნდა გაირკვე და უკვე შემდეგ ჩვენს ურთიერთობაში

*v*v*v*v*

– იცი? შენთან ბედნიერი ვარ და ვისწავლე რომ უნდა ვისარგებლო და ვიცხოვრო დღევანდელი მომენტით, არ ვიცი ხვალ რა მოხდება. მე ამ წამს შენს გვერდით ვარ ბედნიერი და ეს სავსებით მაკმაყოფილებს…

– მიყვარხარ..

ავტორი: გაუწონასწორებელი ფსიქოპათი.
დაუშვებელია ავტორის ნებართვის გარეშე ბლოგიდან მასალის გადაკოპირება !!!
Advertisements
Categories: ფსიქოპათის ჩანაწერები | ტეგები: , , , , , , , , | 13 Comments

პოსტის ნავიგაცია

13 thoughts on “დაღლილი პოსტი

  1. ჩხუბობენ, რიგდებიან, ჩხუბობენ, რიგდებიან, და მაინც ერთმანეთი უყვართ ^_^

  2. მაგარი იყო :*

  3. სიყვარული დიალოგებში 🙂
    მომეწონა ძალიან 🙂

  4. გათხოვების მერე რაზე უნდა იცხოვრონ, ეგ ცნობილია ისედაც.
    რითი უნდა იცხოვრონ – ამას კითხულობენ ხოლმე 🙂

  5. ვაუ! ძალიან მომეწონა :*

  6. antanta

    This blog is dead?

  7. Queen)

    ra nacnobi dialogebia.. >.< da tan uazro.. postma damapiqra kargi iyoo. warmatebebi *_*

comments please :)

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

Blog at WordPress.com.

%d bloggers like this: