ათვლის წერტილი

ჰომოსაპიენსები ცხოვრებას ეტაპებად ვყოფთ

არის ბავშვობის პერიოდი, როდესაც საბავშვო ბაღში დავდივართ, შემდეგ სკოლის პერიოდი, სტუდენტობის პერიოდი,გათხოვების პერიდი (ლოლ), მუშაობის დაწყების/დასრულების/შეცვლის პეროდი, პენსიის პერიოდი, ბავშვის აღზრდის პერიოდი, გარდაცვალების მომენტი..

ჩვენ ძალიან გვაწყობს ცხოვრების დალაგება, ამისთვის გვაქვს კალენდარი და საათი, ვაწყობთ შეხვედრებს, ვანაწილებთ დროს, ვიცით როდის და სად უნდა მივიდეთ, როდის და რისთვის გვაქვს ან შეიძლება გვქონდეს დრო, როდის უნდა დავიძინოთ, როდის უნდა ავდგეთ, როდის უნდა ვჭამოთ , როდის უნდა მივიდეთ სამსახურში…

გვაქვს ათვლის წერტილები. აი ხვალიდან ვიწყებ ამასა და ამას… ჩვენ ძალიან გვიყვარს სიტყვა “ხვალიდან“, ხვალიდან შევუდგები ამ საქმის კეთებას, ხვალიდან დავიწყებ დიეტას, ხვალიდან აღარ მოვწევ, ხვალიდან ვივარჯიშებ, ყველაფერი ხვალიდან იწყება, მაგრამ “ხვალ” არ არსებობს, დილით ვიღვიძებთ და ისევ “დღეს” არის.

ცხოვრებას პერიოდებად ვყოფთ

აი ამასთან ურთიერთობის პერიოდში, იქ მუშობის პერიოდში, დიეტის პერიოდში, წინა კვირის პერიოდში, ყველაფერი დაყოფილი გვაქვს პერიოდებად

ნებისმიერი მოვლენა გამოცდილებაა, ურთიერთობით ჩვენ ვიღებთ გამოცდილებას, სამსახურით ვიღებთ გამოცდილებას, სწავლით ვიღებთ გამოცდილებას

დილით ვიღვიძებთ და ვამბობთ: აი, დღეიდან ახალ ცხოვრებას ვიწყებთ. აი ესა და ის უკვე წარსულია და აქედან იწყება ახალი ათვლის წერტილი 🙂

ადამიანს სულ დამოუკიდებლობა სურს, მაგრამ თვითონ სვავს საკუთარ თავს ჩარჩოებში. კარგია ეს? მგონი კარგია, როდესაც დალაგებული გაქვს ყველაფერი, მაგრამ სპონტანურობაც საინტერესო გამოცდილებაა, როდესაც უცბად გადაწყვეტ მეგობრის ნახვას, უცბად გადაწყვეტ ბათუმში წასვლას, როდესაც უცბად მიხვდები, რომ ეს ადამიანი ძალიან გჭირდება.

კარგია რაღაც ჩარჩოები, ადამიანს ეს სჭირდება, სხვაგვარად იქნებოდა ქაოსი. წარმოიდგინეთ ერთი წამით: როდესაც მოგვიდნებოდა წავიდოდით სამსახურში ან არ წავიდოდით საერთოდ, როდესაც მოგვინდებოდა გავიღვიძებდით და დავიძნებდით,  როდესაც მოგვინდებოდა შევწყვიტავდით მუშაობას. პურის საყიდლად რომ წახვიდეთ და მაღაზია დახურული დაგხვდეთ, ვიანიდან გამყიდველს არ მოუნდა დღეს მუშაობა ან პურის დისტრიბუტორს დაეზარა დილით ადგომა, ხომ დაახურავდით ყველაფერს თავზე?! 🙂

წესრიგი საჭიროა…

ბოლოს თქვენს ცხოვრებაში როდიდან დაიწყო ახალი “ათვლის წერტილი”? მე მგონია, რომ ჩემთან ახლა იწყება რაღაც ახალი, ახალი სამსახური, ახალი გარემო, ახალი ნაცნობები.. არ არის ეს რაღაც ახლის “ათვლის წერტილი”?

როდესაც იწყებ ვიღაცასთან ურთიერთობას ან ამთავრებ იქ ხომ რაღაცა ახალი იწყება ანუ ისევ ახალი “ათვლის წერტილი”.. სიკვდილიც ხომ “ათვლის წერტილი”, თუმცა რა იწყება იმის იქით, არავინ არ იცის..

რისი თქმა მინდოდა ამ ყველაფერით? არ ვიცი 🙂 უბრალოდ  უნდა განვასხვაოთ ერთმანეთისგან ნამდივლი “ათვლის წერტილები” და “ვითომ” “ათვლის წერტილები”, როდესაც გვინდა ხვალ, ხვალ , ხვალ ხვალ და ეს ხვალ არ დგება 🙂 მაგრამ ერთ დღეს ხომ გაიღვიძებ და მართლაც დადგება ეს “ხვალ”.

მეგობრებო გისურვებთ კარგ “ათვლის წერტილებს”, გისურვებთ რომ ეს “ხვალ” ყოველთვის ნამდვილად თენდებოდეს თქვენთვის და თქვენც გქონდეთ იმდენი ძალისხმევა და “არასიზარმაცე”, რომ დაუყენოთ “ხვალ”-ს საშველი

მუდამ თქვენი

ფსიქოპათი

ავტორი: გაუწონასწორებელი ფსიქოპათი.
დაუშვებელია ავტორის ნებართვის გარეშე ბლოგიდან მასალის გადაკოპირება !!!
Advertisements
Categories: ზოგადსაკაცობრიო თემები | ტეგები: , , , , , , , , , | 7 Comments

პოსტის ნავიგაცია

7 thoughts on “ათვლის წერტილი

  1. ფილოსოფიას მიაწექი, ჯესს? :))))

    ჩემი უახლოესი ათვლის წერტილი შვებულების დასასრულია. შემდეგი – ბლოგზე ახალი სეზონის გახსნა. მერე ვნახოთ…

  2. ფრთამოტეხილი ფოტოგრაფი

    ჩემი ბოლო ათვლის წერტილი საბოლოო პასუხებია ერთიან ეროვნულებზე…საინტერესო სიმართლე იყო პოსტი 🙂

  3. კარგი პოსტია.

  4. ჩემთვის ზუსტად დღეს დაიწყო ახალი “ათვლის წერტილი”, ვნახოთ ^^

  5. სინამდვილეში სულ 2 პერიოდია, როცა გინდა და როცა აღარ გინდა.
    ეგ განსაზღვრავს ყველა დანარჩენს.

comments please :)

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

Blog at WordPress.com.

%d bloggers like this: