სასურსათო უსაფრთხოების ისტორიის ლექცია

პროლოგი: ადამიანი უცნაური არსებაა.  ის ჯერ საღ აზროვნებასთან წინააღმდეგობაში შედის და თავისი ხელით ანადგურებს საკუთარ ჯანმრთელობას, შემდეგ კი, დიდი  ძალისხმევითა და  ფულის ხარჯვით, სცდილობს გამოასწოროს იგი.

2150 წელი. საქართველოს სახელმწიფო უნივერსიტეტი –  „სასურსათო უსაფრთხოების ისტორიის” ერთ-ერთი ლექციის მოკლე შინაარსი:

“…21ე საუკუნეში საქართველოს მიწაზე იზრდებოდა სხვადასხვა მცენარე, რომლებსაც უწოდებდნენ  ბოსტნეულს, ხილს, კენკრას და ა.შ. ეს ყველაფერი იზრდებოდა მიწაზე/მიწაში და შეიცავდა სხვადასხვა ვიტამინს, თითოეულ საკვებს, დანამატების გარეშე, განსაკუთრებული, მისთვის დამახასიათებელი გემო ჰქონდა. დღევანდელ ახალგაზრდობას ეს უცნაურად ეჩვენება, ვინაიდან მიჩვეულია ერთგვაროვანი თეთრი მასის ან აბების ჭამას, რომელსაც ნებისმიერ სასურველ გემოს მისცემს და  რომელიც შეიცავს  ორგანიზმისათვის საჭირო ვიტამინების მინიმალურ ნორმას.

21-ე საუკუნეში საქართველოს მოსახლეობას კი ესმონა, რომ საკვები უნდა ყოფილიყო  ხარისხიანი და უსაფრთხო, მაგრამ ადამიანი იმ დონემდე იყო გაზარმაცებული, რომ ერჩივნა ნახევარფაბრიკატისა და სხვადახვა ქიმიური დანამატების მქონე საკვების უცბად გაცხელება, უცბად გახსნა და ჭამა, ვიდრე საკუთარი ხელით ჯანსაღი პროდუქციის მომზადება. ყველა დაკავდა ფულსა და მომავალზე ფიქრით, და ვეღარ ამჩნევდა, რომ  დღევანდელ დღეს ვნებდა და ჯანმრთელი მომავალი არც მას და, მითუმეტეს, არც მის შვილებს ელოდებოდა…

ამ დროს საქართველოს ჯერ კიდევ ახასიათებდა ხელსაყრელი ბუნებრივ-გეოგრაფიული მდებარეობა, აგრომეწარმეობის შემდგომი განვითარებისთვის საჭირო ბუნებრივი და შრომითი რესურსებით უზრუნველყოფის საკმარისი დონე ოპტიმალურ-დარგობრივი სტრუქტურის ჩამოყალიბებასა და რეგიონულ მრავალფეროვნებაში, წარსულის გამოცდილება და ა.შ და ა.შ. მაგრამ ამ ყველაფრის ხეირი?

ძალიან ბევრი კომპანია, დანარხარჯების შესამცირებლად და მაქსიმალური მოგების მოსაპოველბლად, არაპატიოსნად გადიოდა „ხარისხის კონტროლს“ და უშვებდა საკმაოდ არაჯანსაღ საკვებს, რომელიც თავიდან თითქოს არც ისეთი მავნებელი იყო, მაგრამ დიდი რაოდენობით და ხანგრძლივ პერიოდში მოხმარებისას იწვევდა სხვადასხვა სავალალო სედეგს, როგორიც იყო კუჭ-ნაწლავის სხვადასხვა დაავადება, იმუნიტეტის დარღვევა და ა.შ. მაგალითად მოვიყვანოთ: ძალიან ბევრი პროდუქტი შეიცავდა ქოქოსის ზეთს, როლელიც დიდი რაოდენობით ძალიან ვნებდა ორგანიზმს და, იშვიათ შემთვევებში, კიბოსაც კი იწვევდა. სამწუხაროდ, ამას შეიცავდა სწრაფად მომზადების საკვებისა და ზოგიერთ ხრაშუნა საჭმელის უდიდესი რაოდენობა. კომპანიები დანახარჯების შესამცირებლად ახალ არატრადიციულ ტექნოლოგიებს იყენებდნენ საკვები პროდუქციის ან ცალკეული საკვები დანამატების მოსამზადებლად. ეს ყველაფერი კი უცნაური ქიმიური და მიკრობიოლოგიური სინთეზით იყო მიღებული, რაც ძალიან ნელა კლავდა ადამიანის ორგანიზმს.

რა ხდებოდა ამ დროს სასოფლო-სამეურნეო კულტურაში: იყო დაბინძურება,  სასუქების გამოყენებსას ჰიგიენური წესების დარღვევა, მეცხოველეობაში კვებაში აკრძალული დანამატების გამოყენება, უცნაური დანამატების გამოყენება ხილ-ბოსტნეულობის გაზრდისას (ადამინების უმრავლესობას არ ებადებოდათ კითხვა, რატომ არის თუნდაც ვაშლი იდეალურ მდგომარეობაში, ერთი ჭიის გარეშე, და ეს, პირიქით, კარგი ეგონათ), მოსავლის მოყვანისას ან გაყიდვისას არ იყო განსაზრვრული  მინიმალური სანიტარული მითხოვნები. სახელმწიფო გლეხს ნაკლებად ეხმარებოდა, აკისრებდა დამატებით გადასახადებს, თავისი მხრივ გლეხს სურვილიც ეკარგებოდა რაღაცის მოყვანის და მიდიოდა ქალაქში და ტოვებდა ყანას. მიწა ხმებოდა და მოსავლის მოყვანა ნელ-ნელა, სურვილის შემთვევაშიც კი, შეუძლებელი ხდებოდა.

დასაწყისში უკვე ვახსენე ამ ყველაფერმა სადამდე მოგვიყვანა, მაგრამ მებადება კითხვა, საქართველოს კიდევ ერთი შანსი რომ ჰქონოდა  ნუთუ არ გამოიყენებდა მას, ნუთუ არ გადაარჩენდა საკუთარ მოსახლეობას სხვადასხვა დაავადებისგან, იმუნიტეტის დარღვევიდგან, არაჯანმრთელი და ყველანაირად სუსტი ახალგაზროდობისგან?

მინდა ჩამოგითვალოთ რიგი რჩევები, რომელზედაც საუბრობდნენ ერთეულები, მაგრამ რეალურად არაფერი განხორციელებულა:

პირველ რიგში საჭირო იყო საკვები პროდუქციის ეკოლოგიური სისუფთავე, პროდუქტებში არ უნდა ყოფილიყო პოტენციურად ცუდი და მავნე ნივთიერები და დანამატები.  მოსახლეობაში უნდა მომხდარიყო ეკოლოგიურად სუფთა და სანიტარულ-ჰიგიენურ ცოდნაზე დამყარებული პროდუქციის წარმოებისა და გაყიდვის  პროპაგანდა. არაჯანსაღ პროდუქციაზე მოთხოვნის არ არსებობის შემთვევაში, მიწოდებაც გაქრებოდა და კოპანიებიც დაფიქრდებოდნენ საკუთარ შეცდომებზე.

საქართველოს ძალიან უყვარდა დასავლეთ ქვეყენებიდან ყველა ჩვევის გადმოღება, ხოდა შეეძლო შემოეღო საკვები პროდუქტების ხარისხის კონტროლი და შესაბამისი კვალიფიცირებული სპეცილიასტების მომზადება. ამ დიდ საქმეში საჭირო იქნებოდა თვითონ სახელმწიფოს ჩარევაც.

მაგრამ არაფერიც არ  გაუკეთებიათ… 

21-ე საუკუნეში მთავარი გახდა ბიზნესი, კონკურენცია და ფული, არავინ ფიქრობდა ჯანმრთელობაზე, თითქოს არავის სჭირდებოდა ნორმალურ გარემოში წარმოებული პროდუქცია. აქტიურად იყენებდნენ ხელოვნურ „ბაღნარებს“ და „ბოსტნებს“, შესამისად მიწას არავინ უვლიდა. მოსახლეობამ ვერ გაითვალისწინა, რომ ნორმალურ მიწაზე მოყვანილი თუნდაც პამიდორი შეიცავს დიდი რაოდენობით ბუნებრივ ვიტამინებს,  ხელოვნურად გაზრდილი კი – არა.

დაიბადა სუსტი და იმუნიტეტდარღვეული თაობა, გამოჩნდა სხვადასხვა ავადმყოფობა, ბავშვებში გახშირდა გრიპი და გაციება. ამის მიზეზებს არავინ უფიქრდებოდა…

ამბობენ ადამიანებს თავის დროზე რომ არ დაზარებოდათ ხელ-ფეხის განძრევა და ერთმანეთზე ზრუნვა, ახლა ნორმალური საკვებიც იქნებოდა და უფრო ჯანმრთელი თაობაც გაიზრდებოდა….”

პ.ს. დღეს-დღეობით არსებობს ასეთი ორგანიზაცია – OXFAM, რომელიც რეაგირებს სურსათის კრიზისებზე და მოუწოდებს მთავრობებს შეიმუშაონ უფრო სამართლიანი და სურსათით უზრუნველყოფის მდგრადი სისტემა სოფლის მეურნეობაში ინვესტიციების გაზრდით, მსოფლიო ბუნებრივი რესურსების სათანადო გამოყენებით და ა.შ. ეს ორგანიზაცია საქართველოშიც მოღვაწეობს და დიდი იმედი მაქვს, რომ, თუნდაც მისი დახმარებით, აღარ დაგვემუქრება ის მომავალი, რომელიც ჩემს  პოსტში აღვწერე. 

მუდამ თქვენი,

ჯესი

Advertisements
Categories: ზოგადსაკაცობრიო თემები, სოც. მედია | ტეგები: , , , , , , , , , , , , , , | 3 Comments

პოსტის ნავიგაცია

3 thoughts on “სასურსათო უსაფრთხოების ისტორიის ლექცია

  1. ჯესს, თავში პროლოგი არ უნდა ეწეროს?

    • უიმე მოლი მადლობაა. ქვევიდან გადავიტანე ზევით და კი არ გადმიკეთია :)0 გაიხარე :*

  2. აქტუალური და აუცილებელი თემა

comments please :)

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

Create a free website or blog at WordPress.com.

%d bloggers like this: