Freedom Music

ყველაფერი 7 ივნისს შარდენზე Unique კლუბში მარტინის ივენთზე დაიწყო, სადაც ბლოგერები დაპატიჟებულთა სიაში აღმოვჩნდით. ზუსტად აქ ქალბატონმა MrsMarch-მა შემატყობინა ტელევიზიის პავილიონში Freedom Music ჩატარების შესახებ.

ღონისძიებაზე დასწრება უფასო იყო, თუმცა გაფრთხილებული ვიყავით მკაცრ Face Control-ზე, და არც მოუტყუებიათ: ჯერ დაცვა უნდა გაგევლო, შემდეგ გაჩხრეკვა (საკმაოდ უხერხული მომენტი იყო მამრობითი სქესის დაცვისაგან ქალების ჩანთების გაჩხრეკვა), შემდეგ სპეციალურ სამაჯურს გიკეთებდნენ მაჯაზე  (ღონისძიების მონაწილე) და ხელს გაწერინებდნენ თანხმობაზე, რომ იყავი სრულწლოვანი და თანხმდებოდი ორგანიზატორების მხრიდან თქვენი სურათების გავრცელებასა და გამოქვეყნებაზე. ეს მთლიანი პროცესი ერთი მხვრივ საკმაოდ მკაცრი იყო და გაღიზიანებასაც კი იწვევდა, მაგრამ მეორე მხვრივ დავფიქრდი, მე ხომ ხშირად არ დავდივარ კლუბებში და მსგავს ღონისძიებებზე ზუსტად იმიტომ, რომ იქ ყველას უშვებენ, იქ პატარა ბიჭები დადიან, თან თვრებიან, ცხოვრებას უმწარებენ სხვებს, ყველას საქმეში ყოფენ ცხვირს, შარიანები და “აზაბოჩენები” ხდებიან. ამ ყველაფრიდან გამომდინარე მივხვდი, რომ ორგანიზატორებმა სწორი ნაბიჯი გადადგეს და მთელი საღამოს განმავლობაში არავის შეუწუხებივართ კითხვებით: “აუ თქვენი გაცნობა შეიძლება” და არავინ გვაღიზიანებდა “ინტიმური სივრცის მიდამოებში” ახლო ცეკვით.

თავიდანვე მე და ქალბატონ MrsMarch-ს მოგვინდა დალევა. მინდა გითხრათ, რომ სხვა მსგავს დაწესებულებებთან შედარებით, აქ ფასები საგრძნობლად ხელმისაწვდომიც იყო. შემდეგ ქალბატონმა ფაიფურის ანგელოზმა შეგვატყობინა, რომ Winston-ის სიგარეტის ყიდვისაც არიგებდნენ საკმაოდ სასიამოვნო საჩუქრებს:

ამ საჩუქრებს მოყვებოდა კიდევ 3 სიურპრიზის მიღების შესაძლებლობა:

1. ღონისძიების მთავარ პლაკატთან სურათის გადაღება

2. დიჯეის ხელობის ბაზისების შესწავლა

3. ერთი უფასო კოკტეილი

მთელი დარბაზის გარშემო მიმოფანტული იყო “გასართობი” კუთხეები, სადაც შეგვეძლო ამ საჩუქრების მიღება ^_^

მუსიკა იყო კლუბური, მაგრამ საკმაოდ სასიამოვნო მოსასმენი და შედეგებოდა პოპულარული მელოდიებისა და ხიტებისგან. შუაღამისკენ ხალხის ტალღამ მოიმატა და ჰაერი ცოტა ჩაიხუთა კიდევაც, მაგრამ ატმოსფერო მაინც მეგობრული და თბილი რჩებოდა,  თან ყველა თავის სამეგობრო წრეში ერთობოდა: სვავდა, ცეკვავდა და იცინოდა 🙂

მსგავსი ღონისძიება აშკარად იშვიათობაა ჩვენი ქალაქისათვის, ადგილი სადაც კარგ მუსიკას მოუსმენ, მისაღებ ფასად  ალკოჰოლურ სასმელს იყიდი, ადგილი სადაც უცხო ხალხი არ გაგაღიზიანებს, სადაც პატარა გასართობი ადგილებიც არსებობს. ეს ყველაფერი სტუმრებზე დადებითად მოქმედებს და განაწყობს ხელმეორედ მოსვლაზე.

მინდა მსგავსი ღონისძიებების ორგანიზატორებს ვუთხრა: ნებისმიერი, თუნდაც მცირე საჩუქარი ძალიან დადებითად მოქმედებს კლიენტზე. თქვენ არ უნდა იზრუნოთ მომხმარებლის ერთჯერად კმაყოფილებაზე, არამედ უნდა უბიძგო მეორედ, მესამედ მოსვლისაკენ. “გასართობი” კუთხეების შემდეგ მე მსგავს ივენთზე მეორეჯერად მივიდოდი ^_^. სტანდარტულმა ქართველმა ბიზნესმენმა ჯერ ნორმალურად არ იცის რას ნიშნავს შეინარჩუნო მოზიდული მომხმარებელი. თუმცა იმედია სულ სულ მალე ეს ეტაპიც გვეღირსება ^_^

Freedom Music-ის საღამოს შემდეგ  საკმაოდ კმაყოფილი, დაღლილი და ფეხებგასიებული დავბრუნდი სახლში 🙂

დიდი მადლობა ქალბატონ MrsMarch სასიამოვნო საღამოსათვის ❤

მინდა მინდა მინდა, კიდევ მინდა მასეთი საღამო ^_^

მუდამ თქვენი

ფსიქოპათი

ავტორი: გაუწონასწორებელი ფსიქოპათი.
დაუშვებელია ავტორის ნებართვის გარეშე ბლოგიდან მასალის გადაკოპირება !!!
Advertisements
Categories: AUDIO/VIDEO, ზოგადსაკაცობრიო თემები, სოც. მედია | ტეგები: , , , , , , , , | 12 Comments

პოსტის ნავიგაცია

12 thoughts on “Freedom Music

  1. მადლობა Freedom Music-ს, მე კი არა) და მე და შენ კარგი წყვილი ვიყავით :დ

  2. გამოხმაურება: Freedom Music Event « MrsMarch

  3. mai

    და martini–ს ივენთზე რა ხდებოდა?

    • მარტინის ივენტზე ვიყავი შარდენზ კლუბში უნიქში. მარტინი ატარებს კონკრს ეძებენ მარტინის სახეს – წარმომადგენელს .. ^_^

  4. ჭოწ,საინტერესო ბლოგია,მომწონს 🙂

  5. გავლინკულვარ კიდეც, შენ კიდე ადრე წახვედი, მე დილით გამოვედი და პირდაპირ სათვალეები გავიკეთე, მზე უკვე ამოსული იყო ;P კიდევ იქნება სექტემბერში და წავიდეთ )

  6. ოომ მომინდა უნიქში შევლაა ^.^

  7. გამოხმაურება: Freedom Music Event

comments please :)

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

Blog at WordPress.com.

%d bloggers like this: