ცხოვრება როგორც მოზაიკა

ცხოვრება შედგება მომენტებისაგან…

ზოგიერთი მომენტი დადებითია და ზოგიერთი უარყოფითი…

ზოგიერთი ცხოვრების ბოლომდე გამახსოვრდება და ზოგიერთი კი მეორე წამს გავიწყდება…

დადებითობა და უარყოფითობა შედარებითი ცნებაა და საკმაოდ სუბიექტურია. მაგრამ ეს სუბიექტურობა არ არის დამოკიდებული მხოლოდ ადამიანზე, არამედ სიტუაციაზეც კი….

ზოგიერთი უარყოფითი მომენტი გადადის დადებითში, უბრალოდ უარყოფითის დროს ადამიანი ამას ვერ აღიქვავს.

 

    ჩემ ერთგულ მკითხველებს ახსოვთ ჩემი პოსტი “ადამიანი – მოწოდებით “ღორი”“, რომელშიც ვწუწუნებდი ჩემ დაკარგულ საფულეზე. ეს ძალიან განვიცადე, თან უფრო საფულის და ბრელოკების დაკარგვა, ვიდრე ბარათის ან ფულის. მაგრამ აქ მიწერია მასეთი რამ:

“…თავიდან ძალიან განვიცადე, ცოტაც და დეპრესია დამემართებოდა,თუმცა ძლიერი ვარ და გავუძელი.  მეორე დღეს კი შვება ვიგრძენი. უფულობასაც თავისი მუღამი. ყოველ ჯერზე რომ ფიქრობ: ეს მჭირდება? მიღირს ამაზე ფულის დახარჯვა? შვება ვიგრძენი იმის გამო,  რომ რაღაც თავისუფლალი გავხდი. ვერ აგიხწერთ ამ გრძნობას.აღარ ვუფიქრდებოდი იმას, თუ რამდენი ფული მქონდა დარჩენილი, სად იყო ჩემი საბუთები, რამდენი ბარათი მქონდა და ბლაბლაბლა…”

აქედან ნათლად ჩანს, რომ ზოგიერთი უარყოფითი მომენტი მეორე წამს დადებითად შეიძლება მოგვეჩვენოს, მთავარია რა კუთხით შეხედავ სიტუეიშენს…

ცხოვრება ძალიან საინტრესო თამაშია, თავისი ქვესტებით, თავგადასვლებით, მელოდრამებით, საშიში მომენტებით და სიყვარულულით..

ცხოვრება მოზაიკასავითაა: ის შედგება სხვადასხვა ნაწილაკებისაგან, და როდესაც ბოლო ნაწილი იდება თავის ადგილას – სურათი დასრულებულად ითვლება და ცხოვრებაც მთავრდება. მოზაიკა შედგება სხვადასხვა ზომისა და ფერის ნაწილისგან. დიდი ზომის ნაწილები აღიქმება, როგორც მნიშვნელოვანი მომენტები, ხოლო პატარა ნაწილები, შესაბამისად, უმნიშვნელოდ. ზოგიერთი ნაწილი ნათელი ფერისაა, ზოგიერთი მუქი. სურათი ნეიტრალურ ფერებში  ნაკლებად დამამახსოვრებელია, ხოლო მკვეთრ ფერებში – იქნება ის სულ მუქი თუ ძალიან ნათელი –  განსხვავდება სხვებისგან და, შესაბამისად, თვალში ხვდება და დიდხანს რჩება სხვის მეხსიერებაში.

გისურვებთ თქვენს მოზაიკაში ნათელ და დიდი ზომის ნაწილებს 🙂 მაგრამ ყოველთვის გაითვალისწინეთ:

ცხოვრებაში სევდიანი მომენტების გარეშე შენ ვერ გაიგებ თუ რას ნიშნავს ბედნიერი მომენტები

მუდამ თქვენი

ფსიქოპათი

ავტორი: გაუწონასწორებელი ფსიქოპათი.
დაუშვებელია ავტორის ნებართვის გარეშე ბლოგიდან მასალის გადაკოპირება !!!
Advertisements
Categories: ზოგადსაკაცობრიო თემები | ტეგები: , , , , , , , | 3 Comments

პოსტის ნავიგაცია

3 thoughts on “ცხოვრება როგორც მოზაიკა

  1. ნამდვილად ასეა, ჯესს 🙂

  2. მართლა მოზაიკაა.

comments please :)

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

Create a free website or blog at WordPress.com.

%d bloggers like this: