რეკლამის ტიპები და მიზნები vol-2

რეკლამის ტიპები და მიზნები vol-1

სიჭარბე….

სიტყვა რეკლამა მოდის ფრანგული სიტყვისგან „reclame” (დამტკიცება, წამოყვირება, გაპროტესტება). მარტივი ენით რომ ვთქვათ, რეკლამის მიზანია, სხვადასხვა მედია არხი საშუალებით, პოტენციურ აუდიტორიას აცნობოს  ახალი პროდუქტის/მომსახურების შესახებ.

თანამედროვე რეკლამა –  ღრმად გააზრებული და ორგანიზებული პროცესია, რომელშიც მონაწილეობას იღებენ მარკეტოლოგები, რეჟისორები, სცენარისტები, სტილისტები, ფსიქოლოგები, სოციოლოგები და ა.შ.

დღესდღეობით ტელევიზიით უამრავი სარეკლამო რგოლი გადის, რაც საეთერო დროის მნიშვნელოვან ნაწილს იკავებს. Clutter (ინგ. სიტყვა) – ეს არის ალიაქოთი, აურზაური, ხმაური რომელიც გამოწვეულია რეკლამების სიჭარბით. ეს ავნებს როგორც მომხმარებელს, კომპანიას (ვისი პროდუქტის რეკლამირება ხდენა) და ასევე მედია არხის მფლობელსაც კი, ვინაიდან საშინელებაა უსასრულო სარეკლამო რგოლების ყურება და მაყურებელს  ურჩევნია გადართოს სხვა არხზე და შემდეგ  ამ შემდეგ, უკვე ინტერნეტში, უყუროს გადაცემას რეკლამის გამოტოვებით. “ხმაური”  ეხება არა მხოლოდ ვიდეო რგოლებს, არამედ სხვა მედია არხებსაც (ბილბორდები, პოსტერები, რადიო რეკლამა, ინტერნეტ რეკლამა და ა.შ)

აღიარეთ, რომ გაღიზიანებთ, როდესაც ერთი და იგივე პროდუქტის რეკლამა სატელევიზიო არხზე გადის საათის განმავლობაში 5-ჯერ, თან ერთი სარეკლამო ბლოკის განმავლობაში 2-ჯერ. მაყურებელი ან საერთოდ გულგრილი ხდება ამ რეკლამის მიმართ, ან ღიზიანდება და ურჩევნია გადართოს სხვა არხზე და გამოტოვოს საერთოს ეს რგოლი. ეს უარყოლფითად მოქმედებს რეკლამირებული პროდუქტის კომპანიაზე, ვინაიდან, შეიძლება ითქვას, რომ რეკლამაზე ტყუილადაა გადაყრილი ამდენი ფული.

ყველას გვახსოვს ამ წლის ჯეოსელის დაბადების დღე. ყველგან იასამნისფერი,  საღამოს ჩამუქებული ცენტრალური ქუჩქუჩები. მესმის, რომ ჯეოსელს სა-ჯეოსელისდაბადებისდღე-ო გარემოს შექმნა უნდოდა, მაგრამ ყველამ ვაღიაროთ , რომ ნამეტანი მოუვიდა. ქალაქი ჩამუქებული იყო, გრძნობა შემექმნა, რომ ედიკას დროს დავუბრუნდით 🙂 ხალხის მხრიდან წამოვიდა უკმაყოფილება და აგრესიაც კი. ღირდა ამდენი ფულის გადაყრა უმრავლესობის “გასაღიზიანებლად”?

 დასკვნა: რეკლამის „სიჭარბე“ ნაკლებად ეფექტურია.

კომპანიას შეუძლია შეუძლია ამ მდგომარეობისა გამოსწორება/თავიდან აცილება. სრულიად შესაძლებელია რეკლამის გაშვება უფრო იშვიათად. თან რეკლამა ისეთი განსხვავებული, არასტანდ

არტული და მიმზიდველი უნდა იყოს (დღევადელი კონკურენციის გათვალისწინებით), რომ მაყურებელი უნდა ნატრობდეს მის ნახვას და  ყოველ სარეკლამო ბლოკს ელოდებოდეს. იცინეთ, მაგრამ მართლა არსებობს ასეთი რეკლამები, ამ მომენტში კონკრეტულს ვერ ვიხსენებ და თუ ვინმეს გაგახსენდებათ, არ მოგერიდოთ, დაწერეთ კომენტარებში. ამავდროულად, უფრო ეფექტურია რეკლამის გაშვება სარეკლამო ბლოკის დასაწყისში ან სულ ბოლოში, რომ მომხმარებელმა ამ დროს ვერ მოასწროს სხვა არხზე გადართვა და რეკლამის გამოტოვება. თუმცა რატომ გადავეკიდე ამ სატელევიზიო რეკლამას. კომპანიამ უნდა იფიქროს არა მხოლოდ როგორი რეკლამა გაუშვას, არამედ რა არხებით გააგონოს მომხმარებელს თავისი „მესიჯი“. კომპანიამ უნდა იფიქროს სხვა ალტერნატირული მედია საშუალებებზე, რომ არ იყოს დამოკიდებული ხმოლოდ, ვთქვათ, სატელევიზიო რეკლამაზე.

ემოციები…

რეკლამები შეიძლება იყოს აგებული ან ძალიან დადებით ან პირიქით უარყოფით ემოციებზე. ყველა შემთხვევაში, ორივემ შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს მომხმარებელზე თუ ზედმეტად ემოციურია. აქ იგულისხმება ემოციების გადაჭარბებულობა.

Dolce&Gabbana

დადებით ემოციებზე აგებული რეკლამა ხშირად უზრდელობასა და გარყვნილებაში გადადის (ნუ რამდენია ასეთი). ეროტიკული სცენები – პორნოგრაფიაში, კინკლაობა- ჩხუბში და ა.შ.

Calvin Klein

ასეთი რეკლამები მორალურად შეიძლება საერთოდ არ იყოს დასაშვები და ბევრჯერ ყოფილა შემთხვევა, როდესაც კომპანიებს ასეთი რეკლამის გამო შეექმან პროლემა. მაგალითად ბენეტონის რეკლამა. ამ ბრენდის რეკლამა იყო და არის აგებული დადებთ ემოციებზე, ერების გაერთიანებეზე,  თანასწორობაზე და ა.შ. მაგრამ ეს გადაჭარბებული ემოციები ზოგჯერ უარყოფით ეფექტს იძლევაა და კომპანიას, ბევრჯერ ჰქონია პრობლემა . მაგალითად მისი სარეკლამომ აქცია

(სარეკლამო აქცია: მტრობის დასასრული)
ვატიკანი და ალ-აზხარი

რაც შეეხება ურაყოფი ემოციებზე აგებულ რეკლამას….

ადამიანის უარყოფოფითი ემოცია,როგორიცაა, შიში – შეიძლება საკმაოდ ძლიერი იარაღი იყოს კომპანიებისათვის. ეს ფაქტი, ხშირად სპეციალურად გამოიყენება კომპანიების მიერ, რომ „შეაშინონ“/“დააშინონ“ მომხმარებელი პრობლემით, რომელიც მას „ჯადოსნურ“ პროდუქტზე უარის თქმით  ემუქრება.  როდესაც ადამიანი შეშინებულია, მისი მოქმედებების მანუპილერება ძალიან ადვილია. ყველაზე ელემენტალურია სიგარეტის კოლოფებზე მუქარები: „მწეველები ადრე კვდებიან“, „მოწევა კლავს“, „მოწევა იწვევს კიბოს“ და ა.შ.

თუმცა ეს ისეთი ჩვეულებრივი გახდა, რომ აღარავინ აქცევს ამ „დაშინებებს“ ყურადღებას.   ასევე „Orbit”ის რეკლამა. ჭამის მერე რა ემუქრება ჩვენ კბილებს, და თავიდან რომ ავიცილოთ კარიესი უკეთესია დავღეჭოთ საღეჭი რეზინა. და ბოლო დროს რომელიღაცა კბილის პასტის რეკლამა (გამახსენეთ): კბილების გახეხვის დროს ღრძილებიდან სისხლი რომ მოსდის ადამიანს ან კბილები სცვივა.

ერთი მხვრივ, ასეთი სტილის რეკლამები კომპანიების მხრიდან მიზანშეწონილია, ვინაიდან დიდ ყურაღებას იპყრობს, მაგრამ ისინი ვერ ითვალისწინებენ, რომ მაყურებელი კი იმახსოვრებს რეკლამას, მაგრამ ამახსოვრდება მხოლოდ სიუჟეტი და შეიძლება არც კი მიაქციოს ყურადღება თვითონ პროდუქტს.

თანამედროვე მსოფლიოში ასეთი რეკლამების პოპულარობა აიხსნება თუნდაც იმით რომ XXI-ე საუკუნეში ამ თემაზე საუბარი აღარ არის საშიში, მოსარიდებელი ან ტაბუდადებული. ახლა ეს თემები დასაშვები და საინტერესო არის (ხამები ვართ!) და ზუსტად ამით სარგებლობენ კომპანიებიც. საინტერესოა რა უნდა მოხდეს კიდევ სარეკლამო ბიზნესში, რომ ჩვენ ვთქვათ „უფ, ეს გარყვნილები და საზიზღრები“

ავტორი: გაუწონასწორებელი ფსიქოპათი.
დაუშვებელია ავტორის ნებართვის გარეშე ბლოგიდან მასალის გადაკოპირება !!!
Advertisements
Categories: Marketing & PR | ტეგები: , , , , , , , , , , , , | 3 Comments

პოსტის ნავიგაცია

3 thoughts on “რეკლამის ტიპები და მიზნები vol-2

  1. მოჭარბებაზე თან დაგეთანხმები, თან არა.. დროის მცირე პერიოდში ინტენსიური დაბომბვა გამართლებულია. და ძირითადად ტელერეკლამა ასე ხდება – საათში ერთხელ, მაგრამ დროის შეზღუდული პერიოდი. 1 წელი ხომ არ გრძელდება ასე 🙂

    გარყვნილება გემოვნების მაბავია 🙂
    http://stylishblog.net/2011/09/09/sexadverts/ – აი პრინტები რომ არის პოსტის შუაში ეგენი მართლა ზედმეტობაშია.

    ისე მაგ რეკლამების ავტორი (UCB) პატივი მაქვს პირადად გამეცნო. 🙂

  2. თუ პროდუქტი ნამდვილად ღირებულია, ზედმეტი რეკლამა ისევე არ აფუჭებს საქმეს, როგორც ცოტა მეტი კარაქი – ფაფას 🙂 სხვა შემთხვევაში კი ნამდვილად შეიძლება, საპირისპირო ეფექტი იქონიოს. მიუხედავად იმისა, გვაღიზიანებს თუ არა, რეკლამა ნებისმიერ შემთხვევაში ზემოქმედებს ადამიანის ქვეცნობიერზე და, შესაბამისად, მის სამომხმარებლო ქცევაზე. აი, მაგალითდ, პოპ-აპი საიტზე – ვერავინ იტანს, მაგრამ რას მუშაობს! არაეთიკურობაზე გეთანხმები…

comments please :)

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

Create a free website or blog at WordPress.com.

%d bloggers like this: