ყველას და არავის vol2 (პოზიტიური)

ყველას და არავის vol1 (აგრესიული)

აგრესიული და დაბოღმილი პოსტები ყოველთვის უფრო კარგად გამოსდის ხალხს ვიდრე სახალისო და პოზიტიური. ერთხელ მთელი რიგი დეპრესიული პოსტების შემდეგ ერთი პოზიტიური პოსტი დავწერე, მაგრამ მაინც არ გამოვიდა ისეთი როგორიც მე მსურდა.

სხვისი გაკრიტიკება და ლანძღვა-გინება ძალიან ადვილია. გუშინ ვაპირებდი გამომექვეყნებინა პოსტი სახელწოდებით “(არა)ნიჭიერი ერი”, ყველასათვის ცნობილი გადაცემის გაკრიტიკებით. დავწერე დღისით, შევინახე დრაფტებში, მაგრამ საღამოს გამოქვეყნება გადავიფიქრე.

რატომ გვიყვარს ყველას გაკრიტიკება? ყურადღებას რატომ ვამახვილებთ ცუდზე ვიდრე კარგზე? ნუთუ კარგი თვალშისაცემი არაა? ნუთუ კარგი დასაფასებელი არაა?

ჩემ ბლოგზე უფრო ნეგატიურ პოსტებს იხილავთ: რას ვერ ვიტან, რითი ვარ უკმაყოფილო, ზოგადად ყველას ვლანზღავ (ნუ ცუდი სიტყვებით არა), დეპრესიას….. და ზოგადსასიხარულო პოსტები ძალიან ცოტაა, ისიც პირადულია…

მაგრამ საქმე იცით რაშია? კრიტიკული, სალანზღავი და დეპრესიული პოსტები უფრო კითხვადია. მექმნება შთაბეჭდილება, რომ ადამიანს უხარია სხვისი უბედურება, ან სხვისი ცუდი უფრო აინტერესებს ვიდრე კარგი…

სავსებით შესაძლებელია, რომ ეს პოსტი ნაკლებად პოპულარული იყოს, მაგრამ მე მაინც ვცდი და იქნებ კანონზომიერებაც დავარღვიო.

შენ, ვინც ყოველთვის გაღიმებული სახით ხვდები შეყვარებულს  და, არა ვიღაცის მიერ დაწესებულ დღეებში, ყვავილებსაც ჩუქნი

შენ, ვინც ახალგაზრდა მამა ხარ და არ გეზარება პატარა შვილის ქუჩაში გასეირნება

შენ, ვინც სამსახურიდან სახლში დაბრუნებულ დაღლილ ქმარს/შვილს/დედას/ცოლს/მამას გაღიმებული სახით ეგებები კარებში

შენ, ვისაც ერთი წელი არ გყავს ნანახი მეგობარი და შეხვედრისას ისევ ძველებურად გიხარია მისი ნახვა

შენ, ვინც ახლახანს ისწავლე ლაპარაკი და უკვე არჩევ ერთმანეთისგან ცუდსა და კარგს და იცი როდის უნდა მოიხადო ბოდიში ან გადაიხადო მადლობ

შენ, ვისაც არ გიტყდება ქუჩაში გაღიმებული სახით სიარულის და სულაც არ აკვირდები სხვის გაკვირვებულ სახეებს.  (ზოგიერთს გიჟურად მიაჩნია, რატომ უნდა მიდიოდე ქუჩაში და იღიმოდე..არა დეპრესიული სიფათით სიარული უფრო ბუნებრივია ხო?!)

შენ, ვისაც უხარია საყვარელი ადამიანისათვის უმიზეზოდ საჩუქრების ჩუქება

შენ, ვინც აფასებს ქვეშევრდომის შრომას

შენ, ვინც ხსნი ბლოგს ჯანმრთელობაზე/ფსიქოლოგიაზე/ახალ ამბებზე, და ნებით თუ უნებლიეთ, უსასყიდლოდ ეხმარები სხვას

შენ, ვისაც ბლოგი დაგეხმარა გამხდარიყავი  კომინიკაბეული, ნაკლებად ჩაკეტილი და გაგეცნო ბევრი საინტერესო ადამიანი

შენ, ვინც ბლოგის დახმარებით სამსახური იშოვე

შენ, ვისაც არ გიტყდება შენი წარსულის

შენ, ვინც  მიზანდასახულად მუშაობ/სწავლობ  ცხოვრებაში რაღაცას მისაღწევად

შენ, ვინც დღეში 25 საათი მუშაობ (არ შემშლია!) ოღონდ შენ შვილებს შენზე უკეთესი მომავალი შეუქმნა

შენ, ვისაც ძალიან გიყვარს შეყვარებული, მაგრამ ხვდები რომ მხოლოდ სიყვარული არ კმარა ოჯახის შესაქმნელად და ამიტომაც ცდილობ ჯერ  შესაბამისი პირობები შეიქმნა

შენ, ვინც მზად ხარ საყვარელ ადამიანთან მცირე დათმობებზე მაინც წახვიდე

შენ, ვინც საერთოდ არ იცნობ რომელიმე კონკრეტულ ადამიანს, მაგრამ შეგიძლია დაუჯდე და მისი გულის ტკივილს მოუსმინო და გაუგო

შენ, ვისაც უსიტყვოდ გესმის მეგობრის ტკივილის და ეხმარები

შენ, ვინც სერიოზულად ნაჩხუბარი ხარ მეგობართან, მაგრამ მისი გასაჭირის გაგონებისას პირველი მიექანები დასახმარებლად

შენ, ვინც არ ზიხარ ხელაკრეფილი და გამოუვალი სიტუაციიდანაც ეძებ გამოსავალს (ცდილობ მაინც)

შენ, ვინც არ კმაყოფილდები არსებული სამსახურით და გინდა განვითარება და წინ წასვლა (ამბიცია!)

შენ, ვისთვისაც სულ ერთია შენი მეგობარი რა ფერის, რელიგიის თუ ორიენტაციის იქნება

ყველას მინდა გითხრათ, ძალიან კარგები ხართ!!!  :D

მუდამ თქვენი

ფსიქოპათი

ავტორი: გაუწონასწორებელი ფსიქოპათი.
დაუშვებელია ავტორის ნებართვის გარეშე ბლოგიდან მასალის გადაკოპირება !!!
Advertisements
Categories: ზოგადსაკაცობრიო თემები | ტეგები: , , , , , , , , , | 12 Comments

პოსტის ნავიგაცია

12 thoughts on “ყველას და არავის vol2 (პოზიტიური)

  1. კარგი ხარ, ჯესს 🙂

  2. vivieni

    ძალიან დიდი მადლობა :):):):)

    ,,შენ, ვისაც არ გიტყდება ქუჩაში გაღიმებული სახით სიარულის და სულაც არ აკვირდები სხვის გაკვირვებულ სახეებს. (ზოგიერთს გიჟურად მიაჩნია, რატომ უნდა მიდიოდე ქუჩაში და იღიმოდე..არა დეპრესიული სიფათით სიარული უფრო ბუნებრივია ხო?!) ” ეს ვარ მე სულ გაღიმებული დავდივარ :).

    • :))) ^_^ ^_^ 🙂 კაია კაია :))მე ასე ვარ, თან მუსიკას თუ ვუსმენ თან ვიკრიჭები და ხტუნვა-ხტუნვით მივდივარ 🙂

  3. არც ჩემს პოსტებს აკლია აგრესია და უარყოფითი ემოციები! კარგი წამოწყებაა! აწი მეც ვეცდები! 🙂

  4. რა კარგი იქნებოდა, ყველა რომ ასე იქცეოდეს… 🙂 რა ჯობია ქუჩაში გაღიმებული სახით სიარულს და მრავალფეროვან მეგობრებს 🙂

  5. TEO

    მართალია! ღვარძლიანი პოსტები უფრო კითხვადია, უფრო სწორად, გამოხმაურებადი… “კეთილ”, “ტკბილ” პოსტებს გადაიკითხავენ და მორჩა, “ბოროტი” პოსტები კი ყოველთვის ყურადღების ცენტრშია მანამ, სანამ ახალი “ბოროტი” პოსტი არ გამოჩნდება ასპარეზზე…
    ხალხი იმდენადაა პრობლემებითა და ყოფიერებით “დაგრუზული”, რომ სიკეთისთვის, სილამაზისთვის, სიყვარულისთვის, ღიმილისთვის (კიდევ ბევრია, აღარ ჩამოვთვლი)… დრო აღარ რჩებათ და ენანებათ…
    თქვენმა პოსტმა ნამდვილად დადებითად განმაწყო და კიდევ ერთხელ შემახსენა ის მთავარი ღირებულებები, რაც ასე მნიშვნელოვანია თითოეული ადამიანის ცხოვრებაში…
    გულწრფელად გმადლობთ!

  6. MisterRomantic

    მართლაც რომ კარგია დაინახო პოზიტიური. როგორც კარნეგი ამბობს, პოზიტივი ყოველთვის წარმოშობს პოზიტიურ უკურეაქციას 😉

  7. კარგი ვყოფილვარ , კარგიიიი:)

  8. ოჰ, მადლობა ჯეს.

  9. გამოხმაურება: ყველას და არავის vol1 (აგრესიული) « გაუწონასწორებელი ფსიქოპათის ბლოგი

comments please :)

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

Create a free website or blog at WordPress.com.

%d bloggers like this: