ფსიქოპათი და იმედის “დღის შოუ”

“დღის შოუ” ტელეკომპანია იმედზე…..

ჩვეულებრივი დღე..

დოდოშკა.. ნანიკო და ია.. “ლეონარდო და ვინჩის’ კლუბი. გენიალური ბავშვები, თინეიჯერი გამომგონებლები…

რატომ ვამახვილებ ამაზე ყურადღებას?

ამ გადაცემის გადაღებას დაესწრო ფსიქოპათიც და აი როგორ მოხდა ეს

რამდენიმე დღით ადრე დამიკავშირდა “ოდნავ ეკქსკუზიური ბლოგის”  ავტორი (ბატონი გიორგი), შემომთავაზა იმედის ტელევიზიაში ექსკურსია და “დღის შოუს” ჩაწერაზე დასწრება.

ლირიული გადახვევა: ბოლო დროს ძალიან პოპულარული გახდა ბლოგერების ყველგან მიწვევა და შემდგომში მათ მიერ დაწერილი პოსტების წაკითხვა, ეს თავისებური რიტუალიც არის: დაპატიჟე ბლოგერი და შემდგომ წაიკითხე რას ფიქრობს შენზე. 

ბატონი გიორგი შეუთანხმდა ია ფარულავას, რომ მოიწვევდა რამდენიმე ბლოგერს, ისინი დაესწრებოდნენ დღის შოუს გადაღებას და შემდეგ, რათქმაუნდა, თავის შთაბეჭდილებებს ჩამოაყალიბებდნენ საკუთარ ბლოგებზე…

დავიწყებ იმით, რომ მომუშავე ხალხისათვის “დღის შოუ” საკმაოდ ცუდ დროს გადის, მაგრამ მიუხედავად ყველაფრისა მაინც მოვახერხე სამსახურიდან გაღწევა (მარჯანიშვილიდან დიღმის მასივში). 6 ბლოგერის ნაცვლად მივედით ორნი: მე და  unbrokenboy-ის ბლოგის ავტორი (საბა). იმედის ტელევიზიაში ექსკურსიამ საკმაოდ სასაცილოდ ჩაიარა: რამდენჯერმე დავიკარგეთ, ლამის შეუვარდით იმედის გენერალურ დირექტორს კაბინეტში….ერთ სართულს სამჯერ ვურტყავდით წრეს…საკმაოდ სასაცილო იყო 🙂

შემდეგ შევედით დღის შოუს გადასაღებ მოედანზე და გავიცანით წამყვანები: ია, ნანიკო და დოდოშკა… საკმაოდ მხიარულად მიგვიღეს (უი ეს არიან ბლოგერები?!), საკმაოდ ბევრი იცინეს ჩემი ბლოგის სახელწოდებაზე (ნამდვილი სახელი და გვარი რომ გაეგოთ რა რეაქცია ექნებოდათ?)… საკმაოდ საინტერესოა ყველასათვის ცნობილი ადამიანების პირადად გაცნობა, გაგება თუ რატომ ხდებიან ამა თუ იმ “ვარსკვლავის”, ტელეწამყვანის ფანები. ესეც ხომ ჩვეულებრივი ადამიანია.არა?! ამავდოულად გაგება თუ როგორ მოქმედებს პოპულარობა თვითონ ადამიანზე, მის ქცევაზე. ია ფარულავაზე საკამოდ ბევრი მსმენია (ცუდიც და კარგიც) და დამაინტერესა პირადად როგორი ქალია. მინდა გითხრათ, საკმაოდ გაოცებული დავრჩი, როდესაც ვნახე, რომ ურთიერთობაში საკმაოდ ჩვეულებრივია, კი ეტყობა რომ მასზე პოპულარობა თავისებურად მოქმედებს, მაგრამ მოსწონს ეს და აშკარად მასე “ვ სვოიეი ტარელკე” გრძნობს თავს.  გამაკვირვა, რომ არასხვის დასანახად საკმაოდ მხიარული და ემოციური ქალია. თუმცა ძალიანაც თვალშისაცემია ის მომენტი, რომ ძალიან უყვარს საკუთარი თავი და ძალინ ბევრ ყურადღებასაც ითხოვს. თუმცა რა გასაკვირია, ეგო ნებისმიერი ადამიანის განუყოფელი ნაწილია, და როდესაც ხარ პოპულარული და ბევრს უყვარხარ, ძალაუნებურად, ადამიანის ეგოსაც ეს უფრო აღვიძებს..

21 მარტის დღის შოუს თემა იყო – ახალგაზრდა გამომგონებლები. რას არ იგონებს ახალგაზრდა ადამიანის ტვინი.. თურმე მიკროსკოპისა და ვიდეოკამერის ჰიბრიდისაგან შესაძლებელია კომპიუტერსა და დიდ ეკრანზე უმცირესი ნაწილაკების  ჩვენება . უმარტივესი “ჭკვიანი ფანჯრის” დახმარებით აღარ მოგიწევს ნერვიულობა იმაზე დაგრჩა  თუ  არა სახლის ფანჯარა ღია ცუდ ამინდში, ვინაიდან მოწყობილების სენსორი რეაგირებს სუსტ ნიავზეც კი და მომენტალურად დახურავს ფანჯარას. ადვილი მოწყობილობის წყალობით შესაძლებელია წყალდიდობების ტავიდან აცილება და ა.შ.

ყველაზე პატარა გამომგონებელი 9 წლის იყო და მე გამაოცა მისმა აზროვნებამ, თუ რამდენად ზუსტად იცოდა ყველაფერი რასაც აკეთებდა და რისთვის აკეთებდა ამას. თურმე მთავარია მოძებნო შენი ენერგიის გამოყენების ზუსტი მიმართულება და ადამიანს ყველაფრის მირწევა შეგიძლია.. ამ ბავშვების შემხედვარე მივხვდი, რომ მთავარია იპოვო შენი თავი და რაში ხარ ყველაზე ნიჭიერი და “მაგარი” და ამ გზას მიყვე. როგორც ია ფარულავამ არაერთხელ აღნიშნა, სრულიად შესძლებელია ჩვენ ვესწრებოდით მომავალი მილიონერების წარმატებებისკენ მიმავალ პირველ ნაბიჯებს….

და დავფიქრდი… მე რა გამოვიგონე ან რა გავაკეთე მნიშვნელოვანი ამ 25 წლის განმავლობაში? ჰმმ…

და თქვენ?

თქვენი ფსიქოპათი

ავტორი: გაუწონასწორებელი ფსიქოპათი.

დაუშვებელია ავტორის ნებართვის გარეშე ბლოგიდან მასალის გადაკოპირება !!!

Advertisements
Categories: სოც. მედია | ტეგები: , , , , , | დატოვე კომენტარი

პოსტის ნავიგაცია

comments please :)

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

Blog at WordPress.com.

%d bloggers like this: