ბრენდის შეფუთვა

შეფუთვა შეიძლება შედგებოდეს 3 ნაწილისგან: უშუალო პროდუქტის შეფუთვა (მაგალითის სახით ავიღოთ კბილის პასტის “წიუბიკი”), მეორადი შეფუთვა – მაგალითად კოლოფი რაშიც დევს პროდუქტი (ისევ მოვიყვანოთ მაგალითი: კბილის პასტის კოლოფი), და მესამე შეიძლება იყოს გადაზიდვის დროს საჭირო შეფუთვა (მაგალითად დიდი ყუთები სადაც ალაგია ბევრი კოლოფი). არ არის აუცილებელი პროდუქტს სამივე შეფუთვა ჰქონდეს, თუმცა შესაძლებელია საერთოდ არ ჰქონდეს არც ერთი (მაგალითად: თონეში გამომცხვარ პურს როგორც წესი არ აქვს არანაირი შეფუთვა)

უძველესი დროიდან შეფუთვას ჰქონდა ყველაზე ელემენტალური და პირდაპირი დანიშნულება: მას უნდა დაეცვა პროდუქტი დაზიანებისგან, მაგრამ  თანამედროვე გამძაფრებული კონკურენციის პირობებში შეფუთვა, შეიძლება ითქვას, ბრენდისათვის ლიდერის პიზიციის დასაკავებლად ერთ-ერთი უმთავრესი საშუალება გახდა.  შეფუთვა  დიდ როლს ასრულებს პროდუქტის ცნობადობაში. ფაქტობრივად, პროდუქტის ცნობა ხდება უფრო შეფუთვის წყალობით, ვიდრე მისი დამახასიათებელი თვისებების გათვალისწინებით. სხვაგვარად რომ ვთქვათ, შეფუთვა –  მომხმარებლის ცნობიერებაში ქმნის ბრენდის  “სახეს”, რომლის მიხედვით შემდგოში შესაძლებელია პროდუქტის ცნობა.

პირველი ყიდვის დროს მომხმარებელი ეყრდობა შემდეგ ფაქტორებს: აღიქვავს ფორმას და ფერს (ვაღიაროთ, რომ ბევრჯერ აგვირჩევია პროდუქტი მხოლოდ იმის გამო, რომ მისი შეფუთვა მოგვწონებია). მაგრამ ეს ყველაფერი ხდება #1 ყიდვის დროს. მომდევნო ყიდვისას თუ პროდუქტის ფუნქციონალურმა მხარემ ვერ გაამართლა, მომხარებელთა  აღქმაში შეფუთვას აზრი ეკარგება. შესაბამისად, მომხმარებლის “feedback”-ის მისაღებად ( და არა ერთჯერადი მომხმარებლის “დასაპყრობად”)  საჭიროა შეფუთვა შეესაბამებოდეს ე.წ. “შიგთავს”.

მომხმაეებელი დიდ ყურადღებას აქცევს რამდენად ელემენტალურია პროდუქტის მოხმარება. მაგალითის სახით ავიღოთ ხაჭო: თბილისში ბევრი სახეობის ხაჭოა (უცხიმო, ნაკლებცხიმიანი, რაღც ჯემებითა და დანამატებით), მაგრამ პოპულარობით მაინც სანტე და ეკო ფუდი სარგებლობენ (ჯერ-ჯერობით ალბათ). ეკო ფუდმა რებრენდინგთან ერთად საკუთარი პროდუქტი წარმოგვიდგინა  ცოოოოოტა სხვანაირ შეფუთვაში. თითქოს უმნიშვნელო დეტალია, მაგრამ კოლოფს მოყვება ერთჯერადი კოვზი. დამეთანხმებით, რომ თუნდაც დღისით სამსახურშიშესვენების დროს ასეთი შეფუთვა ძალიან გამოსადეგია და შეიძლება მე სულაც არ მომწონდეს ეკო ფუდის ახალი ფერები (მართლაც რომ არ მომწონს), კოვზის გამო ვყიდულობ ხოლმე ამ ხაჭოს.

მოვიყვანოთ კიდევ ერთი მაგალითი. თუ არ ვცდები ლუდს “ტრიდე”-ს (რატომ ჰქონდა თუ აქვს ამ ლუდს მასეთი სახელი ვერ გავიგე რა) ჰქონდა/აქვს კარგი შეფუთვა, ჩვეულებრივი შუშის  ბოთლის რკინის თავსახური ერთი  მოტრიალებით იხსნებოდა/იხსნება (არ ვიცი ახლაც თუ არის). შეიძლება ლუდი არ ვარგოდა (რაც ისევ სიმართლეა), მაგრამ მოუხერხებელ პირობებში (საკუთარი მძიმე გამოცდილებიდან გამომდინარე) ძნელია იშოვო ბოთლის თავსახურის “გამხსნელი”, შესაბამისად ან ყიდულობ დიდ ბოთლს ან ბოთლის გახსნა მაღაზიაშივე გიწევს. თუ არ ვცდები, მსგავსი თავსახური  ქარვასაც ჰქონდა (თუ ვცდები შემისწორეთ ან მოიყვანეთ თქვენი მაგალითებიც).

შეფუთვა თვითონ უწევს რეკლამას პროდუქტს, კარგი და შესამჩნევი შეფუთვა მაშინვე ეცემა თვალში მომხმარებელს და ეუბნება “მე ამარჩიე”.

შეფუთვის ფუნქცია, გარდა მისი პირადპირი დანიშნულებისა, არის მომხმარებელთან კომუნიკაცია. ის მომხმარებელს პროდუქტის შესახებ ძალიან ბევრ საინტერესო და საჭირო ინფორმაციას აწვდის. ესაა: სახელწოდება, ინგრედიენტების ჩამონათვალი, ვარგისიანობა, წარმოების თარიღი და ადგილი, მოხმარების წესები და ა.შ. მეორე და უფრო მნიშვნელობვანი მომენტი ისაა, რომ შეფუთვა გვიჩვენებს (უნდა გვიჩვენებდეს) ბრენდის ხასიათს. ამ წამს მახსენდება ენერგეტიკული სასმელი “burn”, მისი ფერები (პირადად ჩემთვის) პირდაპირ მიგანიშნებენ რა გელის მისი დალევისას (ჩემზე მართლაც რომ მოქმედებს და თქვენი არ ვიცი). აუცილებელი შეფუთვა ზუსტად ასახავდეს პროდუქტის ხასიათს, მან არავითარ შემთხვევაში არ უნდა შეიყვანოს მომხმარებელი გაუგებრობაში.

შეფუთვის ასარჩევად კომპანიამ აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს იმ რეგიონის თავისებურებები, სადაც აირებს საკუთარი პროდუქციის გაყიდვას. ამაზე მახსენდება ერთი მაგალითი, რომელიც მოყვანილი მაქვს ერთ-ერთ პოსტში:

ამერიკაში არსებობს ბავშვთა კვების კომპანია Gerber, სხვათაშორის ძალიან პოპულარულიცაა. ხოოოდა, ერთ მშვენიერ დღეს ამ კომპანიამ გადაწყვიტა დახმარებოდა აფრიკელ ბავშვებს და გაუგზავნა საკუთარი პროდუქცია.  პროდუქციის შეფუთვაზე გამოსახული იყო გაღიმებული პატარა ბავშვი და ეწერა პროდუქტის სახელწოდება და შემადგენლობა. მოგვიანებით ჩვენი ძვირფასი კომპანიის მარკეტოლოგებმა  აღმოაჩინეს (აქამდე სად იყვნენ, ნეტავ), რომ აფრიკაში მოსახლეობის უმრავლესობა გაუნათლებელი იყო  და წერა–კითვა არ იცოდა (არც ინგისურად და არც საკუთარ ენაზე) .  ადგილობრივი კომპანიები, რათქმაუნდა, ითვალისწინებდნენ ამას და პროდუქტის შეფუთვაზე სურათის სახით მიანიშნებდნენ მომხმარებლებს შეფუთვის შიგთავსის შემადგენლობას. ალბათ უნდა გვენახა აფრიკელების სახე, როდესაც, წესით, მათთვის განკუთვნილ  საჭმლის ქილაზე გაღიმებული ბავშვის სურათი აღმოაჩინეს (კანიბალებს ძალიან გაუხარდებოდათ). (კომპანიების პარადოქსული შეცდომები #1)

დღეისათვის სულ ეს იყო

მომავალ შეხვედრამდე

ფსიქოპათი

Advertisements
Categories: Marketing & PR | ტეგები: , , , , , , , , | 6 Comments

პოსტის ნავიგაცია

6 thoughts on “ბრენდის შეფუთვა

  1. ანუ, ამუშავდი 🙂

  2. შეფუთვასა და ფერებზე ყოველთვის ეკო ფუდი მახსენდება. შეფუთვა კარგი აქვთ, ფერები – ნაკლებად (ჩემი მოკრძალებული სტუდენტური აზრით, რა თქმა უნდა) 🙂

  3. როგრო გამიხარდა ამაზე რომ დაწერე 🙂 ძირითადად სულ სეფუთვას და ფერებს ვაქცევ ყურედღებას 🙂 ძალიან ინფორმაციული პოსტი იყო 🙂

  4. MisterRomantic

    კოტლერი 🙂 ეგ თემა შემხვდა გამოცდაზე, ხოდა მომწონდა ეგ თემა და მივედმოვედე ყველაფერს 🙂

comments please :)

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

Create a free website or blog at WordPress.com.

%d bloggers like this: