ფსიქოპათმაც იგრძნო მომავალი

უკვე ყველამ იცის საქართველოს ბანკის ახალი შენობისა და ახალი ტიპის სერვისცენტრის(ების) –  ექსპრესის, შესახებ.

ყველაფერი კი დაიწყო 1 დეკემბერს, როდესაც საქართველოს ბანკის მიერ ჩატარებულ პრეზენტაციაზე/პრეს-კონფერენციაზე რამდენიმე ბლოგერიც მოვხვდით.

ჯერ ვისაუბრებ კონკრეტულად ექსპრესზე და შემდეგ შევეხები სათაო ოფისს.

2 დეკემბრიდან თბილისის მაშტაბით გაიხსნა 9 ახალი ტიპის სერვისცენტრი. რითია ეს ახალი  ფილიალები წინამორბედებისგან ასეთი გასნხვავებული?

ექსპრესში მომხმარებელს განსაკუთრებით სწრაფად მოემსახურებიან, თითოეულ ოპერაციაზე გათვალისწინებულია მაქსიმუმ 5 წუთი, ანუ თქვენ აღარ მოგიწევთ საათანახევრიანი ლოდინი უსასრულო რიგში. საქართველოს ბანკის ექსპრესის სერვისცენტრებში, მომხამრებელს დახვდება როგორც მომსახურების (მოლარე-ოპერატორები) ზონა, ასევე 24 საათიანი, თვითმომსახურების ზონა. თვითმომსახურების ზონაში, მომხმარებლისათვის ნებისმიერ დროს ხელმისაწვდომი იქნება: ინტერნეტბანკის ტერმინალი, თვითმომსახურების ტერმინალი PAYBOX და ბანკომატი. ბევრჯერ მქონია პრობლემა, როდესაც სამსახურიდან საღამოს 6 საათზე გამოსულს დამჭირვებია ბანკი, მაგრამ სამწუხაროდ სერვისცენტრები დახურული მხვდებოდა. ახალ სერვისცენტრებში ეს პრობლემა აღარ იარსებებს: ექსპრესის მომსახურების ზონა, სადაც მომხმარებელს მოლარე-ოპერატორები მოემსახურებიან, ხელმისაწვდომი იქნება ყოველდღე დილის 9:00 საათიდან 21:00 საათამდე და შაბათ-კვირას 10:00 საათიდან 18:00 საათამდე.

ხაზი მინდა გავუსვა შემდეგ პროდუქტებს:

1.  ექსპრესბარათი – თქვენ შეგიძლიათ სადებეტო ბარათის მიღება მოთხოვნიდან 5 წუთში (წარმოიდგინეთ, აღარ მოგიწევთ მეორე თუ მესამე დღეს ბანკში კიდევ ერთხელ მისვლა).

2. ექსპრესკრედიტი – 200 ლარის ოდენობის სესხის მიღება განაცხადიდან 5 წუთში (ეს მომენტი ძალიან გამოსადეგია თვის ბოლოს)

3.  ექსპრესდეპოზიტი – ყველაზე მარტივი ანაბარი 10 ლარიდან 5 წუთში (!!!)

ახალი სერვის ცენტრები თავისი წინამორბედებისგან დიზაინითაც განსხვავდებიან:

ექსპრესში: სერვისი = ფერს

რას ნიშნავს ეს? ეს ნიშნავს იმას, რომ ამა თუ იმ სერვისთან თქვენ შეგიძლიათ მოხვდეთ ფერადი ბილიკების მეშვეობით. ეს დაგეხმარებათ სერვისცენტრში შესვლისთანავე მიხვდეთ, თუ სად უნდა გახვიდეთ თქვენი კონკრეტული “პრობლემის” მოსაგვარებლად. უბრალოდ მიყევით ფერს….

ახლა ვისაუბროთ საქართველოს ბანკის სათაო ოფისზე (მმ):

“დომინოს შენობა” – ბავშვობიდან ასე ვეძახდი და ყოველთვის მაინტერესებდა შიგნით როგორ გამოიყურებოდა. ხოდა, ძალაუნებურად,  საქართველოს ბანკმა ეს პატარა ოცნება ამისრულა და აღმოვჩნდი ამ შენობაში. ძალიან პრიმიტიულად რომ გადმოგცეთ ჩემი შთაბეჭდილებები: ყბა ჩამომივარდა და სადგაც დავკარგე :)) არ მეგონა, რომ საქართველოში უკვე  იარსებებდა ასეთი თანამედროვე ოფისები. მოვიარეთ მთელი შენობა, მგონი 17 სართული იყო. ვნახეთ სასადილო:

სასადილო

ვნახეთ სპორტდარბაზი:

სპორტდარბაზი

ლამაზი დიზაინი:

feel the future

ძალიან მომეწონა ვერანდაც:

ხედი

ახალი სერვისცენტრებიდან, ახალი სათაო ოფისიდან და შემოთავაზებული ახალი პროდუქტებიდან გამომდინარე , თამამად შემიძლია ვთქვა (ყველანაირი პადხალიმობის გარეშე!) – 1 დეკემბერს საქართველოს ბანკთან ერთად მეც ვიგრძენი მომავალი. 

მუდამ თქვენი,

ფსიქოპათი

P.S. დიდი მადლობა საქართველოს ბანკს პატარა საჩუქრებისათვის. თითქოს უმნიშვნელოა,მაგრამ გულს მაინც უხარია ^_^

P.S.S.  საქართველოს ბანკის სიმღერა:

საქართველოს ბანკი და ბლოგერები:

Advertisements
Categories: ზოგადსაკაცობრიო თემები, სოც. მედია | ტეგები: , , , | 2 Comments

პოსტის ნავიგაცია

2 thoughts on “ფსიქოპათმაც იგრძნო მომავალი

  1. მეც არ გამიკვირდა, ნიუს-ფიდში ბანკი რომ ამოვარდა ერთი ორჯერ… პრინციპში, სადაც ამოვარდა, იმ ბლოგებს მე არ ვკითხულობ და გამოდის, რომ სიახლეები შენგან გავიგე.

    ვერი ნაის.

comments please :)

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

Blog at WordPress.com.

%d bloggers like this: