ყველას და არავის vol1 (აგრესიული)

ყველას და არავის vol2 (პოზიტიური)

შენ, ვინც დაკომპლექსებული ხარ და გგონია, რომ ხალხთან ურთიერთობის დაწყების გამბედაობა არ გეყოფა, და მხოლოდ კლავიატურით ხარ ძალინ მაგარი “როჟა”, ძერსკი და ზეკომუნიკაბელური.

შენ, ვისაც არ გაქვს სიტყვების საკმარისი  მარაგი, ან/და განათლების მიღება არ გინდა და არ იცი რა თემაზე ისაუბრო საზოგადოებაში, ამიტომაც გარყვილობებზე, სექსზე იწყებ საუბარს და ურთიერთობებს, მხოლოდ და მხოლოდ, მუშტი-კრივით არკვევ

შენ, ვინც ძალიან გასუქებული ხარ და გგონია, რომ აღარც აქ აზრი რამე ახალი სცადო,  მთელ მსოფლიოზე  დაბოღმილი  ხარ და აგრძელებ ჭამას.

შენ, რომელსაც ერთხელ შეყვარებულმა (ლამაზმა , ჭკვიანიმა)  გული გატკინა, იგივე შეცდომისგან თავის ასარიდებლად აღარ ეკარები შენი ოცნების გოგონებს/ბიჭებს, გგონია, რომ შენ არაოდეს მოგაქცევენ ყურადღებას და გიყვარდება ნებისმიერი პირველი   შემხვედრი, რომლის დაკერვა ერთ დღეშია შესაძლებელი

შენ, ვისაც მიზანი არ გაქვს, არ იცი რა გიზიდავს და არც არაფერი გაინტერსებს ამ ცხოვრებაში  – ატარებ დროს დალევასა და უაზრო დროსტარებაში

შენ, ვისაც გგონია, რომ უშნო ხარ და, შენც კი, რომ ყოფილიყავი საპირისპირო სქესი, არასოდეს შეხედავდი შენ თავს

შენ, ვინც ძალიან ნიჭიერი ხარ და ძალიან მარტივად შეგიძლია კარგად ისწავლო და შედეგად იპოვო კარგი სამსახური, მაგრამ სიზარმაცე გკლავს და გგონია, რომ უნიჭო ხარ და, შესაბამისად,  ზიხარ უაზროდ

შენ, ვისთვისაც სამყარო ერთი ადამიანით შემოიფარგლებოდა, იმ ადამიანმა მიგატოვა, გგონია, რომ ცხორებას აზრი აღარ აქვს, დგახარ სკამზე და უყურებ ჭაღზე ჩამოკიდებულ თოკს

შენ, ვინც ნამეტანი მორიდებული ხარ და გგონია, ხმის ამოღებისას რამე უაზრობას წამოროშავ, ყველა დაგცინებს და ამიტომაც ცდასაც არ აპირებ

შენ, ვინც ნამეტანი ‘ჭკვიანი” გგონია თავი და ყველა დანარჩენი უღირსი და დებილი, ამის გამო მარტო დადიხარ სულ და არავინ მიგაჩნია შენი ყურადღების ღირსად

შენ, ვინც უყურებ “რომანწიკულ” სერიალებს, კითხულობ წიგნებს სიყვარულზე, სხვის სასიყვარულო ისტორიებით ინტერსდები, ზიხარ სახლში და ტირი, რომ შენ იგივე არასოდეს გეღირსება

შენ, ვისაც არ გაქვს ერთი ადგილის განძრევის და პატიოსნად ფულის შოვნის სურვილი, იბოღმები-  “მას რატომ აქვს და მე არა” და ქურდობ.

შენ, ვინც სულ უკმაყოფილო ხარ და ყველაფერი კარგადაც რომ  იყოს, იმითაც კი იქნები უკმაყოფილო: ყველაფერი რაღაც უცნაურადაა  კარგად არსო.

შენ, ვინც უაზრობების და სისულელების გამო ეჩხუბები ახლობელ ადამიანს და არ უფიქრდები რა ტკივილს აყენებ მას

შენ, ვისაც გგონია, რომ მთავარია შვილი გააჩინო და შენი გასაკეთებელი უკვე გაკეთებულია და ბავშვის აღზრდაში არ იღებ არანაირ მონაწილეობას

შენ, ვისაც ბევრი ფული გაქვს და ძერსკ მაღაზიებში ყიდულობ ტანსაცმელს 500 ლარად და ვერ წარმოგიდგენია ადამიანი ციგნებთან 3 ლარად რანაირად უნდა მივიდეს რამის საყიდლად

შენ, ვისაც იმ დონემდე გიყვარს ადამიანი, რომ ამოსუნთქვის საშუალებასაც არ აძლევ, გინდა მლიანად შენი იყოს და მეგობრების ცალკე ნახვაზეც უჭედავ ( როგორ გავიდა სადმე უჩემოდო)

შენ, ვინც უკვე 60 წელს გადაცილებული ხარ, გგონია ცხოვრებაში ყველაფერი გინახავს და ამის გამო შეგიძლია ჩაერიო ახალგაზრდების პირად საქმეები,  ჭკუა არიგო, გაკიცხო, გალანძღო და უხეშად ელაპარაკო

შენ, ვისაც გგონია, რომ მთავრობაში არაკაცები სხედან და თვითონ თავისუფლად გამოიყენებდი შენს “თანამდებობას” ზედმეტი ფულის ან ქრთამის მისაღებად

მინდა მოგიწოდოთ, შეიყვარეთ მოყვასი თქვენი (ბლაბლაბლა) 😀

ახლა სერიოზულად:

გაუგეთ სხვას.. ნუ საზღვრავთ სამყაროს მხოლოდ თქვენი თავიდან გამომდინარე. ერთხელ გაიფიქრეთ, აი მე როგორ მოვიქცეოდი ამ ადამიანის ადგილას?.

ჯერ თქვენ თვითონ უნდა დააფასოთ საკუთარი თავი და შემდეგ უკვე სხვებიც დაგაფასებენ. თქვენ თუ არ გიყვართ თქვენი თავი, სხვა როგორღა შეგიყვარებთ?!

დადექით სარკესთან, უთხარით თქვენ თავს: რა კარგად გამოვიყურები დღეს! და სახლიდან ღიმილით გადით

ნუ ჩამოყრით ფარ-ხმალს და იზრუნეთ საკუთარ თავზე

თუ გაქვთ შესაძლებლობა, ნუ გეშიანიათ – გაანძრიეთ ხელ-ფეხი…

სხვა თქვენს მაგივრად თქვენ საქმეს არასოდეს გააკეთებს…

ნუ გეშინიათ ადამიანების

არც ერთი ჩვენგანი მეორეზე უკეთესი არ არის

ყველანი  ადამიანები ვართ და ყველას მოგვდის შეცდომები

გაიხედეთ გარეთ, ამ დედამიწაზე უამრავი ადამიანია და იქნებ გარეთ, თქვენთან სულ ახლოს, თქვენი ახალი მეგობარი გელოდებათ 

მუდამ თქვენი,

ფსიქოპათი

Advertisements
Categories: ზოგადსაკაცობრიო თემები | ტეგები: , , , , , | 28 Comments

პოსტის ნავიგაცია

28 thoughts on “ყველას და არავის vol1 (აგრესიული)

  1. ფსიქოპატის თერაპია 🙂

  2. ყველაფერში გეტანხმები ,ჯეს,მართლა კარგი ’თერაპიაა’, მოლის თქმისა არ იყოს 🙂

  3. ვგიჟდები ასე ჯანმრთელად მოაზროვნე ფსიქოპათებზე :)))

  4. great!
    ჩემი ერთი ნაკლი ვიპოვე აქ სხვათაშორის.

    • თუ არაა საიდუმლო რომელი?

      • “შენ, ვისაც იმ დონემდე გიყვარს ადამიანი, რომ ამოსუნთქვის საშუალებასაც არ აძლევ, გინდა მლიანად შენი იყოს და მეგობრების ცალკე ნახვაზეც უჭედავ ( როგორ გავიდა სადმე უჩემოდო)” ეს

  5. ჯეს ტავიდან ისეთი აგრესიული იყო პოსტი ვიფიქრე ვიღაცამ გადარიათქო,ისე ქარაგმაც კი დავინახე,ნუ შეიძლება ვცდები.
    გადასარევი თერაპიაა.,ე პირადად სიზარმაცე მაქვს მოსაგვარებელი)))

  6. აიიი მომეწონაა რა ძალიან… მართლაც ”თერაპია” :დ:დ : ))) ^^

  7. dekemberiusi

    ჯეეეს ^_^ რა კარგი ხააარ :*:*:* ისე ბევრ რამეს გავითვალისწინებ ^^

  8. MisterRomantic

    კარგია მომეწონა 🙂 მაგრამ ადამიანთა უმეტესობა ამას წაიკითხავს და მეორე წამს აღარ ემახსოვრება.. ასეთები ვართ ჩვენ: რაღაც დამანამუსებელს რომ წავიკითხავთ ან გავიგებთ, ეგრევე ვიძახით, რომ უნდა შევიცვალოთ. დრო გავა და ეს დაპირება მხოლოდ დაპირებად რჩება.

  9. მარი

    magari postia :))) ai yvelaferze ,rom dagafiqrebs iseti ;)))!!!!

  10. Teaa

    kide kai chemi tavi ver vipove 😀 :happy: 😀 mxolod erti vipove, isic, adrindeli, ukve ro mivxede da gamovaswore, iseti 🙂 🙂 mshvenieri postia :*

  11. ჯეს რა კარგი გოგო ხარ შენ არ იცი 😀 ჩემი ყველაზე დიდი ნაკლი სიზარმაცე! რომელსაც განუწყვეტლივ ვებრძვი და ხანდახან მაინც მძლევს ხოლმე.

  12. მგონი პირველი ბიჭი ვარ, ვინც წაიკითხა…
    ყოველ შემთხვევაში პირველი მამრი, ვინც აკომენტარებს…
    და შენ, ხო, ხო, შენ, იცი რას გეტყვი?!
    ტყვილია მა ყუელაფერი და არ შუელის საქმეს!!!
    “- დილა მშვიდობისა, ქურდებო! დილა მშვიდობისა , ყაჩაღებო! დილა მშვიდობისა გათახსირებულებო , მკვლელებო, აფერისტებო, გარყვნილებო, მექრთამეებო, სპეკულანტებო, გამფლანგველებო! დილა მშვიდობისა, ადექით, თქვენი სისხლი დავლიე! ადექით, თორემ გაკეთდა ქვეყანა, გაკეთდა…”

    • სვააან როგორც ყოველთვის ორიგინალური ხარ 🙂 და კი, მგონი პირველი მამრი ხარ ვინც ეს წაიკითხა და დააკომენტა ხო საერთოდ :)) მიხარია რომ წაიკითხე ზოგადად
      და მართალი ხარ… საქმეს არ შველის :*

  13. ჯეს კარგი პოსტია,ბევრი ადამიანი ამოიცნობს საკუთარ თავს:)

  14. დაარიგე თავი შენი ))

  15. ძალიან მაგარი პოსტია ჯესი!

  16. რამოდენიმე პუნქტი მეც მეხებოდა.
    ეჰ, ეგენია, ცხოვრებას რომ მირთულებს.

  17. აუ რა კარგი პოსტი იყოო!! მესიამოვნა წაკითხვა! 😀

  18. კარგი სტატიაა მაგრამ ”გამოუყენებელი”, ანუ რამდენი ადამიანს მოუნდება ამ ყველაფრის გაკეთება? მოკლედ ნამდვილი პესიმისტი ვარ რა

  19. გამოხმაურება: ყველას და არავის vol2 (პოზიტიური) « გაუწონასწორებელი ფსიქოპათის ბლოგი

  20. sofojaniashvili10

    ra kargi posti iyo ❤

comments please :)

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

Blog at WordPress.com.

%d bloggers like this: