ვაის გავექეცი,ვუის შევეყარე.

თეატრი-თამაშია.

დრამატურგია-ფილოსოფია

ფილოსოფია-ჭეშმარიტების გადამოწმება.

ჭეშმარიტების გადამოწმება-ღმერთის უარყოფა.

ე.ი. თეატრი-ღმერთის უარყოფაა.

პირველი სპექტაკლი- სამოთხეში,როცა ეშმაკისგან შეცდენილმა ევამ ადამიც შეაცდინა,ორივემ ერთად კი ღმერთს დაუმალეს სიმართლე.

მას შემდეგ უდიდესი ცოდვისგან დასჯილი ადამიანი ეძებს გზას ხსნისა,ეძებს და თამაშობს რათა გააღწიოს ცხოვრების ლაბირინთში და დაბრუნდეს სამოთხეში სიმართლით.

გამოჩენილი ქართველი დრამატურგის სულიკო ჟღენტის ციტატა” აბსოლიტურ მონარქს ვინ შებედავს სრული სიმართლის თქმას,ამიტომაც გამოიგონეს მასხარას თანამდებობა”,ესეც თავისებური თეატრალური ჟანრია,რომელიც დედამიწის ადამიანთა საზოგადოებრივ ურთიერთობაში ჩვეულებრივი მოვლენაა. XV-XVI საუკუნის სამეფო კარზე აუცილებელი იყო მასხარა,რომელიც ხალხის თვალით ლაპარაკობდა და ბოლომდე ისიც არ ამბობდა სიმართლეს.

სადიპლომო  თემა: “დრამატული თეატრი” ამ შესავლით დავიწყე,იმდენად ვერ ვიტან ტყუილს! დიახ,დიახ ყველაფერი შეიძლება გაპატიო მაგრამ ტყუილს ვერ გაპატიებ და მაინც მიუხედავად ჩემი ასეთი კატეგორიული ტონისა,ჩემდა საუბედუროდ ზოგჯერ მეც მიწევს ტყუილის თქმა,თურმე ამის გარეშე არ გამოდის,თუმცა უმეტეს შემთხვევაში მწარე სიმართლეს ვღაღადებ,რაც ზოგს გულს ტკენს.

ჯამში დაზარალებული კვლავ მე გამოვდივარ და ის ვისთვისაც საკუთარი რეპუტაციაც კი არ დავინანე და სიმართლე რეალურად დავანახე მაინც ტკბილ ტყუილში ეშვება.დასკვნა:ჩვენ ყველას გვეშინია დოსტოევსკის “იდიოტი”-ვით არ გაგვრიყონ.

აბა წარმოიდგინეთ ერთი დღე ტყუილის გარეშე,სცადეთ მაინც და თუ იფიქრებთ რომ ყველაზე რთულ სიტუაციაში შეძლებთ ტყუილი დუმილით ჩაანაცვლოთ იცოდეთ:დუმილსაც ტყუილის სუნი ასდის ხანდახან.

მე წარმოვიდგინე ჩემი ერთი დღე აბსოლიტური სიმართლით დუმილის გარეშე და შემეშინდა. მივხვდი რომ ძალიან ბევრ კითხვაზე,რომელზეც პასუხს არ ვცემ მოსაუბრეს, ვატარებ და თემა სხვაგან გადამყავს,მომიწევს პასუხის გაცემა.მივხვდი რომ ზოგ შემთხვევაში დუმილი არ შემეძლება და მეგობრებს ვეტყვი იმას რასაც არ ვეუბნები მხოლოდ იმიტომ რომ პროგრესულად ვაზროვნებ და ვფიქრობ არ მაქვს სხვისი ცხოვრების განსჯის უფლება.მივხვდი რომ აღარ მეყოლება მეორე მე რომელსაც ვუზიარებ ხოლმე საიდუმლოებებს.

მივხვდი რომ აბსოლიტური სიმართლე ჩემს გარდა კიდევ დედამიწის თუნდაც ნახევარმა მოსახლეობამ რომ ილაპარაკოს ქაოსი კიარადა მესამე მსოფლიო ომი დაიწყება და ისედაც გზააბნეულები უფრო მეტად ავცდებით ჭეშმარიტებისკენ მიმავალ გზას.მივხვდი რომ ჩვენ ადამიანებს არ გვსურს სიმართლეს თვალებში ჩავხედოთ და ვაღიაროთ რომ სუსტები ვართ,ჯერ არ განვითარებულვართ იმ დონეზე რომ ყველაზე ელემენტარული მცნება “არა იცრუო” არ დავარღვიოთ.

პ.ს. მივხვდი რომ სადაც შავი და თეთრი არსებობს,იქ ტყუილიც არ არის უმიზეზოდ გაჩრილი,რომ ჰარმონიისთვის, წონასწორობის შენარჩუნებისთვის დუალიზმის შეცნობა აუცილებელია.მანამდე კი ილუზიაში ვცხოვრობთ და წარმატებით ვირგებთ ნიღბებს,ჯერ კიდევ ბევრი დაგვრჩა სრულყოფილებამდე.It is always the best policy to speak the truth, unless of course you are an exceptionally good liar. Jerome K. Jerome  

faifuris angelozi

Advertisements
Categories: გესთ პოსტები, ზოგადსაკაცობრიო თემები | ტეგები: , , | 9 Comments

პოსტის ნავიგაცია

9 thoughts on “ვაის გავექეცი,ვუის შევეყარე.

  1. შენ და ჯესიმ გესტ პოსტები გაცვალეთ 🙂

    პოსტსკრიპტუმს ვეთანხმები ორივე ხელით და ჯერომ ჯერომიც აბსოლუტურად მართალია.

  2. პოსტის შესავალი შთამბეჭდავი იყო.

  3. თუ ქომფლიქეითედ 😦

comments please :)

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

Blog at WordPress.com.

%d bloggers like this: