ადამიანი – მოწოდებით “ღორი”

чем больше ешь, тем больше хочется © რაცხა რეკლამა

ზოგს უადვილდება რამის დაწერა ცუდ გუნებაზე ყოფნისას, მე კიდე პირიქით – ძალიან მიძნელდება. კი, რათქმაუნდა, შემიძლია ბევრი ვიწუწუნო, მაგრამ რაში უნდა დაგაინტერესოთ ფსიქოპათის ცხოვრების ასეთი დეტალები.

ამ პოსტში მინდა ვისაუბრო ადამიანის ერთ–ერთ ყველაზე დიდ სისუსტეზე – “ღორობაზე” ანუ ფულის სიყვარულზე.

ბევრჯერ გამიგია ფრაზა – ნუ ხარჯავ ასე უაზროდ ამ ფულს, თორე აღარ შემოგივა მეტი.

მახსოვს, ბავშვობაში დედაჩემი თვეში 40 ლარს მაძლევდა ხოლმე და თვის ბოლოს ვახერხებდი მინიმუმ 10 ლარის დაზოგვას. რანაირად  გამომდიოდა ამას აქამდე ვერ ვხვდები, არადა მიყვარდა კარგად გართობა და ქეიფები და “გულაობა”. მგონი მაშინ სხვა დრო იყო და როცა ხედავ, რომ გიჭირს – ცდილობ დაზოგო შავი დღისათვის. ნებისმიერი ადამიანი გამიგებს, ვინაიდან ყველა მასე იქცევა ყოველი თვის ბოლოს, როდესაც ხელფასამდე რამდენიმე დღე რჩება და ჯიბეში ბოლო თეთრებს ვითვლით და “ჟმოტები” ვხდებით.

სტატისტიკურად, ადამიანი თავისი ხელფასის 90%–ს ხარჯავს პირველი ერთი კვირის განმავლობაში და მომდევნო 3 კვირა ცდილობს იცხოვროს დარჩენილ თანხაზე. მეც შევდივარ ამ რიცხვში და, სამწუხაროდ, კითხვაზე თუ სად იკარგება ერთ კვირაში ამხელა თანხა– ამაზე პასუხი არ მაქვს.

ფული –ხელის ჭუჭყია © ყველასათვის ცნობილი ქალბატონი

როდის გებულობ ფულის ფასს? როდესაც გიჭირს. მაშინ ნანობ და ხვდები, რომ არასწორად ხარჯავდი და ანაწილებდი შენს ბიუჯეტს. მაგრამ როგორც კი მოდის შემდეგი “ფულადი ნაკადი” ფიქრობ: ნუ რა სულელური აზრები მომდიოდა თავში. და იგივეს აგრძელებ.

ფული არასოდესაა საკმარისი. რაც უფრო მეტს შოულობ მით მეტია შენი ხარჯები. რატომაა მასე? ალბათ “Закон подлости”  აქ კარგად მუშაობს.

რატომ არიან სომხები და ებრაელები სულ ფულიანები? კი, მათ ჟმოტებს ეძახიან, მაგრამ მათ რატომღაც იციან ფულის ფასი და სულ “შავი დღისთვის” ინახავენ ფულს. ეს, ალბათ, ამათ სისხლში აქვთ.

რისთვისაა ეს პოსტი? მინდა გაგიზიაროთ ჩემი უაზრო გამოცდილება. როდესაც ადამიანი საბოლოო ხვდება, რომ ცოტა უნდა შეცვალოს ხარჯები და თანხების გადინება და შემოდინება ცოტა გაათანაბროს ან საერთოდ პლიუსში  გაიყვანოს.

ვინც მიცნობს იცის, რომ ფული, ძირითადად, სულ მაქვს. ჩემით ვშოულობ, ჩემით ვხარჯავ. დაქალები მეჩხუბებიან, რომ ადვილად შემიძლია თანხის გადადება და შეგროვება, მაგრამ მე რატომღაც არ გამომდის. სულ რაღაც უზრობებზე ვხარჯავ. როგორც დედაჩემი მეუბნება – ერთი დღით ვცხოვრობ. ცუდია ეს? ძალიან ცუდია. აი, ქვეყნის დასასრული, რომ ყოფილიყო მესმის, მაგრამ ვცდილობ ხვალინდელ დღეზე არ ვიფიქრო და ეს, ცოტა არ იყოს, მიშლის ხელს.

რას ვერჩი ჩემს თავს? ერთი კვირის წინ რაღაცა შეიცვალა და ახლა ჩემს “საფულეს” უფრო კრიტიკულად და ფრთხილად ვუყურებ.

ერთი კვირის წინ ჩამოვედი ზღვიდან. ცოტა დასვენებული, დადებითი ემოციებით და კარგ გუნებაზე. ჩამოვედი მცირე დაზოგილი თანხებით, რაზედაც თვის ბოლომდე უნდა მეცხოვრა. მაგრამ (ჩემი საყვარელი ფრაზა) ურო ჩამცხეს თავში…

მომპარეს საფულე 😦 😦 😦 . ჩემი უსაყვარლესი საფულე: ნაცრისფერი, დიდი, ტყავის. ყველაზე მეტად მისი დაკარგვა მეწყინა. არა ფულის, არა ბარათების, არა პირადობის. ზუსტადაც, რომ მხოლოდ საფულის. ყველაფერი მქონდა ამ ერთ საფულეშ (პასპორტი აკლდა იქაურობას). შედეგი: დავრჩი უფულოდ, აღსადგენი გამიხდა ყველა საბუთი, რის გამოც გადავვარდი ვალებში და დღეებს ვითვლი ხელფასამდე, რომ ყველაფერი გავისტუმრო.

მაგრამ..

თავიდან ძალიან განვიცადე, ცოტაც და დეპრესია დამემართებოდა,თუმცა ძლიერი ვარ და გავუძელი.  მეორე დღეს კი შვება ვიგრძენი. უფულობასაც თავისი მუღამი. ყოველ ჯერზე რომ ფიქრობ: ეს მჭირდება? მიღირს ამაზე ფულის დახარჯვა? შვება ვიგრძენი იმის გამო,  რომ რაღაც თავისუფლალი გავხდი. ვერ აგიხწერთ ამ გრძნობას.აღარ ვუფიქრდებოდი იმას, თუ რამდენი ფული მქონდა დარჩენილი, სად იყო ჩემი საბუთები, რამდენი ბარათი მქონდა და ბლაბლაბლა…

რატომაა ადამიანი “ღორი”? სანამ შენ არ დაგემართება, ვერ ხვდები უბედურება რას ნიშნავს…. ადრე ვამბობდი, თუ ვიპოვე საფულე, რომელიც გატენილი იქნება ფულით – უეჭველი დავიტოვებ მეთქი. და ახლა ვუფიქრდები: იქნებ ეს წლობით შეგროვილი ფული იყოს და რა დღეში ჩავარდება ადამიანი ამის დაკარგვით. უნამუსობაა საკუთრი რომ არ გაქვს და სხვისას ნატრობ. შენით რომ არ შეგიძლია და არ გინდა ერთი ადგილის განძრევა და სხვისი ნაშოვნის მითვისებას რომ ცდილობ.

ლირიული გადახვევა:

ჩვენ მთავრობასაც ვლანზღავთ ხოლმე, რომ ითვისებენ ჩვენს ფულს და კარგად ცხოვრობენ. მაგრამ ეს ადამიანის ბუნებაა მასეთი: რაც უფრო მეტს იღებს, მით უფრო მეტი უნდა. და არაფერ შუაშია, რომ მთავრობაა, ადამიანის “ღორობის” ბრალია.და დამიჯერეთ სხვა მათ ადგილას ზუსტად ასევე მოიქცეოდა..

ადამიანებო, გაუფრთხილდი ერთმანეთს. ნუ ხართ შურიანები და “ღორები”, ნუ გაგირბით თვალი სხვისი კაი ცხოვრებისკენ. შეირგეთ ის რაც გაქვთ და გიხაროდეთ, რომ ცოცხლები მაინც ხართ. მატერიალური წარმავალია, და მთავარია როგორ გამოიყენებ ამ წარმავალს შენი სულიერი მდგომარეობისთვის (აუფ!). бонально, но верно!

პ.ს სულ სხვა პოსტის დაწერას ვაპირები და რა გამომივიდა 😦 whatever

პ.ს.2. დავბრუნდი 🙂

თქვენი ფსიქოპათი

Advertisements
Categories: ზოგადსაკაცობრიო თემები | ტეგები: , , , | 10 Comments

პოსტის ნავიგაცია

10 thoughts on “ადამიანი – მოწოდებით “ღორი”

  1. ეს რა მოგსვლია 😦 არ, იცი, როგორ მესმის შენი 😦 აი, ზუსტად მესმის 😦

    რამდენი დღის წინ მოგპარეს? დაბრუნების შანსი არ არის? იქნებ ვინმემ იპოვნოს გადაგდებული და ფული თუ არა, საბუთები და საფულე მაინც დააბრუნოს 😦

    ჯერ ბარათებია იმდენი. მერე სამსახურის მოწმობა.მერე ფული, რომელიც მანდ გქონდა და მერე (ყველაზე მძიმე ჩემთვისაც) საფულე.

    ფულის ხარჯვას რაც შეეხება… რა გითხრა. ყველა ისე ხარჯავს, როგორც უხერხდება. ერთადერთი და სწორი მეთოდი, ვფიქრობ, არ არსებობს.

    • მომპარეს და ფულიც ამოიღეს კიდებვაც ბარათიდან.. დებილს პინ კოდი შიგნით მედო..საბედნიეროდ ბარათზე არც ისე ბევრი მქონდა დარჩენილი.. დაბრუნების შანსი როგორი არააა.უეჭველი გადააგდო სადმე…. პოლიციაში განცხადება დავწერე კიდევაც და ერთდერთი მისი დაჭერის იმედი მაქვს, ბანკომათთან დაფიქსირებული უნდა იყოს მისი სახე ^_^….

  2. რას ამბობ 😦 😦 გული გამისკდა 😦 ბარათამდეც მიაღწია 😦 😦 😦

    მე დამიბრუნეს. ვიღაცამ იპოვნა ქალაქის მეორე ბოლოში. ფული იყო ამოღებული ()ბევრი არ მქონდა, ბარათს უფრო ვიყენებ), დანარჩენი – ყველაფერი, ბოლო ბარათის ჩათვლით, ხელუხლებელი იდო.

    სახელფასოს დაბლოკვა როგორ ვერ მოიფიქრე 😦

    • საქმე იმაშია, რომ როცა მოხსნეს მომივიდა სმს და მასე მივხვდი რომ საფულე არ მქონდა ჩანთაში, თორე არც შემიხედავს დაქალთან ისე ავედი…… აუ რა პატიოსანი იყ.. იქ ჩემი ვიზიტკებიც იყო და დაებრუნებინა მივცემდი რაც მედო ფული… და რა მშიშარაა ა\დამიანი 😦 …

  3. …ანუ აქედან შეგონება: უფრო ხშირად და უფრო შორს იყურეთ 🙂

  4. კარგი პოსტი გამოვიდა. რაც შეეხება ფულს მე შემგროვებელი ვარ და ყოველთვის პრაქტიკულად მოხვიხმა ფულს. ფულის ლიმიტიც ვიცი და ყოველთვის ვახერხებ გადადებას ანუ ხვალინდელ დღეზე ვფიქრობ. შანსი არა ჩემთან ერთი კაპიკიც კი დაიკარგოს 😀 ხო იცი მილიონს ერთი თეთრიც რომ მოაკდეს მილიონი აღარაა, სწორედ ამ პრნციპით ვცხოვრობ.

  5. გეთანხმები ჯეს დასკვნაში, მართალი ხარ.

    დანაზოგს რაც შეეხება, მე ვცდილობ ყოველთვის მქონდეს, მარა ეს დანაზოგი უცებ შეიძლება დავხარჯო და მერე დამჭირდეს. რისთვის ვზოგავ არ ვიცი, მარა ძირითადად იმაში ვხარჯავ, რაც არც ისე მნიშვნელოვანია. ბოლოს სწავლის საფასური საკუთარი დანაზოგით გადავიხარე და ეს მაგა\რად მესიამოვნა ისე 😀 😀

  6. გამოხმაურება: რატომ გვჭამს ბრაზი თუ ბოღმა? ანუ გამაბრაზეს ^_^ « პატარა გაუწონასწორებელი ფსიქოპათი

  7. გამოხმაურება: ცხოვრება არის მოზაიკა « გაუწონასწორებელი ფსიქოპათის ბლოგი

comments please :)

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

Create a free website or blog at WordPress.com.

%d bloggers like this: