^_^ იხუსაპ-ავხთიკ ^_^

კიდევ ერთი თეგ–თამაში. ნეტავი ვისი წამოწყებულია. რათქმუნდა,  უსაყვარლესი მაცოს მიერ

ეს “კითხვა–პასუხი” თამაში საკმაოდ სახალისოა.. ძალიანაც არ დამცინოთ ^_^

  • ტანსაცმლით გძინავს თუ მის გარეშე? – ტანსაცმლით, ისე ვერ დავიძინებ
  • შავი თუ ლურჯი კალამი? – შავი
  • მოგწონს მოგზაურობა? – ძალიან , ძალიან ძალიან, თან არ აქვს მნიშნველობა საით მივდივარ
  • მოგწონს ვინმე? – კონკრეტულად არავინ, ზოგადად ერთი–ორი
  • იცის? – როცა მომწონს გრძნობებს ვერ ვმალავ და კონკრეტულად ვინ მომწონს მე თვითონ არ ვიცი და იმას რანაირად ეცოდინება
  • ფიქრობ, რომ მიმზიდველი ხარ? ზოგჯერ კი, რატომაც არა. გააჩნია რა გუნებაზე ვარ ^_^
  • გინდა დაქორწილდე? ჯერ ამისათვის კაცის პოვნაა აუცილებელი
  • ვისზე? – იხ. კითხვა “მოგწონს ვინმე”
  • კარგი სტუდენტი ხარ? – ვიყავი და ვარ და, მგონი, კიდევ დიდხანს ვიქნები. ზოგჯერ ზედმეტად “შკოლნიკი” ვარ 🙂
  • ახლა ბედნიერი ხარ? – Yes, Why not. თუმცა უკეთესადაც  შეიძლება ვიყო
  • მოგიტყუებია როდისმე? ან მოუტყუებიხარ ვინმეს? მომიძებნეთ ადამიანი, რომელსაც ცხოვრებაში არ მოუტყუებია. თუ მომიძებნით ე.ი ან თქვენ იტყუებით ან ის ძალიან იტყუება 🙂
  • დაბადების ადგილი – დედამიწა, ევრაზია, საქართველო, თბილისი
  • შობა თუ ჰელოვინი? –  რელიგია თუ გართობაო? ჰელოუინი ჩემში არ იწვევს სატანიზმის ასოციაციას , ამიტომაც სულისთვის შობა, გართობისთვის – ჰელოუინი
  • ფერადი თუ შავ–თეთრი ფოტო?გააჩნია ფოტოს და მასზე აღბეჭდილ ემოციას (მმ)

    ხო, ვიცი, წავიღე ტვინი 🙂

  • შორ მანძილზე ურთიერთობები ძლებს? გააჩნია შორ მანძილზევე თუ დაიწყო და საერთოდ რამდენად ძლიერია ურთიერთობა. მე გამოცდილი მაქვს და პასუხი – არა! ორივე მხარე იტანჯება.
  • ასტროლოგიის გჯერა? კი 🙂 თუმცა ვეფხვი და ლომი ვარ და არაფერი მეტყობა
  • გჯერა ერთი ნახვით სიყვარულის? ნოუ..შეიძლება მოგეწონოს, მაგრამ სიყვარული სულ სხვა ცნებაა. აი რუსულში კარგად არის გამიჯნული “любовь” და  “влюблённость”. ერთი ნახვით სიყვარული არის ” влюблённость” და არა რეალური “love”
  • სვამ? – წყალს? კი, ლუდს? კი, არაყს? კი, სოსა–სოლას? კი, ბორჯომს/ლიკანს/ნაბეღლავს? კი, წვენებს? კი, რედ ბულს? კი. რაღა დარჩა ^_^ მთავარია ეს ყველაფერი ერთდროულად არ დავლიო.
  • ხალხს ამხიარულებ? სხვათაშორის კი 🙂  კარგ გუნებაზე როდესაც ვარ ,ჩემს ირგვლივ ყველას ვამხიალურებ და შესაბამის გუნებაზე ვაყენებ 🙂 (ნუ ვცდილობ მაინც). ზედმეტად გიჟი ვარ 🙂
  • ფიქრობ რომ ოცნებები ხდება? კი, ნამდვილად 🙂
  • საყვარელი გამოგონილი პერსონაჟი?  ჩემი ავატარუშკა, С.С. ანიმედან Code geass. და არა, ანიმეების მოყვარული არ ვარ, უბრალოდ ეს კონკრეტული ანიმე მიყვარს
  • მოგიპარავს ოდესმე რამე? ისეთი დიდი არაფერი, რამდენჯერმე ორბიტი წამოვიღე მაღაზიიდან. ერთხელ  2 ლიტრიანი კოკა–კოლა გამოვიტანე, და ისიც უბრალოდ დამავიწყდა და გარეთ გამახსენდა (აღარ მიბრუნებულვარ)
  • როგორი ამინდია ახლა? მზეა, ცხელა. ივლისია, ჰაერის უკმარისობას განვიცდი
  • ბოლოს როდის შეიჭერი თმები? 2 თვეც არ იქნება
  • ბოლოს ვის ელაპარაკე ტელეფონზე? 15 წუთის წინ ჩემს თანამშრომელს
  • როდის იბანავე ბოლოს?  მგონი შარშან.. ხოოო…….  ^_^
  • წყნარი თუ მშვიდი მუსიკა?  – ეტა კაკ? О_о ვივარაუდოთ, რომ კითხვაშია შეცდომა… ალბათ წყარი თუ მხიარულიო.. მე, გიჯ–გადარეულს, მხიარული და საცეკვაო მუსიკები მიყვარს 🙂
  • Mcdonalds  თუ Burger King? ქართული სახინკლე მაინც დაგეწერათ.. ისე მაკი  🙂
  • ღამე თუ დღე? ღამე

  • ბალიშების რაოდენობა?  ზოგჯერ ერთი, ზოგჯერ ორი, ზოგჯერ საერთოდ არ მჭირდება
  • პიანინო თუ გიტარა? არც ერთზე არ ვუკრავ 😦 და ისე პიანინო 🙂
  • მომავალი სამსახური? მომავალი მარკეტოლოგი ვარ, ნუ ჯერ არა, სამწუხაროდ.. არასპეციალობით ვმუშაობ
  • ახლანდელი სამსახური? სატელეკომუნიკაციო კომპანია
  • ახლანდელი სიყვარული? ვაიმე, კიდევ ერთხელ შემხვდება ეს კითხვა და რეალურად დავფიქრდები კონკრეტულად ვინმეს შეყვარებაზე..
  • ახლანდელი იმედგაცრუება? არ ვიცი, ვერ ვიხსენებ… ერთი ძმაკაცი მიცრუებს ხოლმე იმედებს, ნუ არა სერიოზულად… და ისე კონკრეტულად ვერ ვიხსენებ.
  • ახლანდელი გაბრაზება? არ ვარ გაბრაზებული. არა! არა! არა! რას გადამეკიდეთ , რა გინდათ, გინდათ გამამწაროთ, არ ეღირსებით
  • ბოლო რაღაც რაც ჭამე? დილით  კარაქიანი და თაფლიანი პური
  • ბოლო რაღაც რაც შეიძინე? ჩემი მობილური Sony ericsson X10 mini pro
  • რა გესმის ახლა? წყალი წვეთავს ზემოდან
  • გაქვს გეგმები weekend–ისთვის? ყეს, ყეს, ქობულეთში მივდივარ (მმ)
  • რა ქენი დღეს?  – ვაიმე ვქენი რამე? გავიღვიძე, ვიბანავე, მოვედი სამსახურში ( შუალედში ჩაცმაც მოვასწარი)
  • გაიხედე უკან, რა არის? კედელი და საერთაშორისო ოპერატორების სია
  • მინდა?  – შაბათამდე გამოჯანმრთელება მოვასწრო. და ისე ..ეჰ….
  • ვისურვებდი. – мир во всём мир, კი არადა, ჩემი სპეციალობიდან გამომდინარე შესაბამის სამსახურს ვისურვებდი
  • მაინტერესებს... ნეტა, ვინ ადგენდა ამ კითხვარს, საქმე მაქვს იმასთან, ნომერი დაიდოს
  • ახლა მაცვია..  – დაიცათ.. უფ, კიდევ კაი ტანსაცმლის ჩაცმა მოვიფიქრე 🙂

სულ ეს იყო. დავთაგავდი ვინმეს, მაგრამ თქვენ თვითონ გადაწყვითეთ, ვისაც მოუნდება – დაწეროს 🙂

თქვენი ფსიქოპათი

Advertisements
Categories: თეგ–თამაშები | ტეგები: , , , , | 22 Comments

პოსტის ნავიგაცია

22 thoughts on “^_^ იხუსაპ-ავხთიკ ^_^

  1. სმის პუნქტი მომეწონა მე 🙂

  2. Dzalian, Dzalian saintereso iyo ❤
    madlloba Jessie siamovnebistvis ))))

  3. ესეც ჩემსავით სამსახურიდან წერს პოსტებს 😛 😀

    საინტერესო იყო, რამდენიმე პასუხი ჩემსას დაემთხვა დაჟე ^_^

    მალე გამოჯანმრთელებას გისურვებ 😉

  4. ბურგერ-კინგი, ბურგერ-კინგი! 😀

    p.s. მეგობრობის დღიურები გამახსენდა 😀

  5. შენ მთელი სერიოზულობით მიდგომიხარ საქმეს 🙂

  6. ტანსაცმლით ძილი რაღაა? 🙂

  7. აააჰმმ… :$$ ანუ მეც რომ დავწერო შეიძლება ? ^_^

    • შენ რომ დაწერო? უნდა დაწერო :))))) ხომ მიწერია ვისაც უნდა დაწეროს. დათაგულად იგულისხმება :))))

  8. ^_^ sayvareli pasuxebi iyo da zogi daemtxva kidec ^_^ mec davwer aamaas

  9. უიმე, რამდენი კითხვა-პასუხია. მე პას ამ ტეგ თამაშიდან :დდდ
    ისე კი საინტერესო იყო, ჯესს :პ

  10. თავს დავითაგავდი, მაგრამ ზოგ კითხვას თავს ვარიდებ და…

    • დაითაგე მერე და რომელი კითვაც არ გინდა დაწერე ნოუ კომენტს ან კონკრეტული პასუხი არ მაქვს 🙂 დაწერე საინტეერსო იქნება.. 🙂

comments please :)

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

Blog at WordPress.com.

%d bloggers like this: