არარეალური წერილი ბოთლში… (კონკურსი!!! “წერილი ბოთლში”)

ვმონაწილეობ ერთ საიტერესო კონკურსში…

აქაც მინდა წარმოგიდგინოთ ჩემი თემა და შემიფასოთ:

როგორც იქნა ჩავედი ბათუმში. მთელი წელიწადი ვოცნებობდი ზღვაზე და აქაურ სიგრილეზე. მიყვარს საღამოობით ნაპირზე სეირნობა და ტალღების ხმაურით ტკბობა. დაღამდა. ვზივარ ნაპირზე და ფეხებს ვისველებ. უცბად რაღაც ცივი შეეხო ჩემს ფეხს. ავხტი, მედუზა მეგონა, მაგრამ მთვარის შუქზე  ბოთლი დავინახე. თავიდან  ძალიან გავმწარდი, ვიფიქრე, რომ ვიღაცამ ზღვაში ცარიელი ბოთლი გადააგდო და ისევ დაანაგვიანა აქაურობა. ბოთლი ხელში ავიღე და დავაკვირდი: საცობი ჰქონდა და შიგნით რაღაც ფურცელი იდო. ძალიან დავინტრიგდი და ბოთლი გავხსენი. ნაგლეჯზე ორივე მხრიდან ნაწერები ჰქონდა, ეტყობოდა, რომ პატარა ბავშვის დაწერილი იყო, ტექსტს თან ნახატებიც ერთვოდა (მზე, პალმა, ჩიტები). კითხვა დავიწყე და ძალიან მეუცნაურა შინაარსი. თავიდან ვიღაცის ცუდ ხუმრობად აღვიქვი. (ტექსტის შინაარსი ზუსტად მაქვს გადმოტანილი)

„გაგრა 2010 წელი, აგვისტო…

გამარჯობა უცნობო დეიდა თუ ბიძია, მე ჯემალი მქვია. 12 წლის ვარ, ახლა ვზივარ პლაჟზე და ვუყურე მზეს და ვწერ ამ წერილს. მამიკოს გამოვართვი ფურცელი, კალამი და ცარიელი ბოთლი. ვუთხარი, რომ წერილი უნდა გავაგზანო მომავალში, იქნებ ოდესმე მევე ვიპოვო ეს წერილი ან ჩემმა შვილმა ან შენ, ვინც კითხულობ ამას.. ოღონდ ზუსტად არ ვიცი რა დავწერო. აქ ყოფნა ძალიან კარგია. ისე მგონია, რომ მთელი თბილისი ამ სანაპიროზე ჩამოდის ზაფხულში, არადა ვიცი, რომ ბათუმიც, კვარიათი, გონიო და სხვა ამდაგვავარი ქალაქებიც არის ზღვისპირას, იქაც მასეთივე ზღვა არაა? არ ვიცი, მაგრამ ჩვენ სულ აქ ჩამოვდივართ ხოლმე. ბებიაჩემი აქ, ზღვასთან ახლოს, ცხოვრობს. აქაური პალმები მომწონს, ადრე ზედ ბანანებს ვეძებდი, მაგრამ დედიკომ მითხრა, რომ კონკრეტულად ამ პალმებზე ბანანები არ იზრდებოდა… ბევრი აქაური მეგობარი მყავს და, იმედია, როცა გავიზრდები,  სკოლას დავამთავრებ და როცა ჩემს ოჯახთან ერთად ჩამოვალ აქ, ჩვენ ისევ ვიმეგობრებთ. დედიკომ მითხრა, რომ მომავალ წელს ბათუმში ან კვარიათში უნდა ჩავიდეთ, იქაურობა უნდა მოვინახულოთ. მე მიხარია, სხვა კუთხესაც ვნახავ, შევაფასებ და შევადარებ აქაურობას. კიდე რა გითხრათ? საქართველოში მშვიდობაა. არადა, დედიკო მიყვებოდა, რომ სადღაც 20 წლის წინ აქ ომი იწყებოდა, მაგრამ  არც ჩვენ და არც აქაური მოსახლეობა არ წავიდა პროვოკაციაზე (ახალი სიტყვა ვისწავლე) და მშვიდობიანად დასრულდა ყველაფერი. დედიკო მეუბნება ომი რომ დაწყებულიყო, აქ დასასვენელად  ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ვეღარ ჩამოვიდოდით. ამიტომაც კარგია, რომ არ მოინდომეს ომი და მეც ვზივარ აქ  და გიწერ ამ წერილს. როცა გავიზრდები აუცილებლად ჯარისკაცი გავხდები, და ვიზრუნებ იმაზე, რომ აქ არანაირი ომი არც მომავალში იყოს და როგორც მანამდე ვიცავდით ქვეყანას, მომავალშიც დავიცავთ.უი, მამიკო მეძახის.. უნდა გავიქცე. ჩემი და დამცინის: რა სისულელეს აკეთებ, ვის რაში დასჭირდება შენი წერილი, ზღვაში წავა და დაიკარგებაო. რა ესმის მაგას…“

ამაზე წერილი დასრულდა. ძალიან დიდხანს ვუყურებდი ფურცლის ნაგლეჯს და ვერ ვხდებოდი: საიდან, როგორ, რანაირად, რატომ  და ვინ იხუმრა ასე მწარედ… იქნებ უბრალოდ აფხაზი ბიჭის დაწერილია ეს, მაგრამ თბილისში ვცხოვრობო..ჰმმ

 უცნაური მოვლენების მჯერა, მაგრამ  ნუთუ მართლა არსებობს  პარალელური სამყარო, სხვა დრო, სადაც შეიძლება სულ სხვანირად ყოფილიყო ყველაფერი და ის ბიჭიც მჯდარიყო აფხაზეთში, ზღვის პირას და დაეწერა ეს წერილი…. გამერღიმა. მინდა დავიჯერო, რომ სხვა დროს და სხვა შემთხვევაში ყველაფერი სულ სხვანირად და კარგად იქნებოდა… მინდა მჯეროდეს რომ ეს ნამდვილი წერილია და არა ვიღაცის ცუდი ხუმრობა… კი, მე მჯერა ამის…

თქვენი ფსიქოპათი

Advertisements
Categories: სოც. მედია, ფსიქოპათის ჩანაწერები | ტეგები: , , , , , | 20 Comments

პოსტის ნავიგაცია

20 thoughts on “არარეალური წერილი ბოთლში… (კონკურსი!!! “წერილი ბოთლში”)

  1. იქაც ვნახე და აქაც დაგიწერო, რომ კარგია 🙂

  2. ვაიმე ჯეს ოუ არ სო ლაქი. რა კარგი რამ გადაგხდენია თავს. რაც შეეხება იმ წერილს სულ ტანში მბურძგლავდა რომ ვკითხულობდიი.

  3. იუჰ კაკაია დურა მე მეგონა ეს შენ გადაგხდა თავს სულ დამავიწყდა რომ საკონკურსო თემა იყო. არა ისეთი რეალისტირუ იყო რომ დამავიწყა ყველაფერიი 😀

  4. ეს ბოთლი ბობოყვათის რეზიდენციასთან რომ გამორიყულიყო, რენი ჰარლინი უკვე “გაგრა-ბათუმის 5 დღის” გადაღებებზე იქნებოდა :)))

  5. მომეწონა ჯეს, ყოჩაღ 😉

  6. Homeliest

    უკაცრავად რომ უადგილო ადგილას ვწერ ამას, მაგრამ შენთან პატარა თხოვნა მექნება ფსიქოპატ 🙂 მოკლედ მე ახალი ვარ ამ ბლოგსფეროში, და შენი ბლოგი რომ ვნახე და მითუმეტეს ეს დიზაინი შენი დახმარება მინდა 🙂 შენს მეტი მართლა ვერავინ დამეხმარება, მოკლედ ჩემი სკაიპია gogiashvili_gio დამიმატე და მადლობა წინასწარ

  7. არადა რომ არ მჯერა არ პარალელური სამყაროსი…

    • ცხოვრებაში ყველაფერი შეიძლება მოხდეს :)))) რასაც ვერ ვხედავ არააა აუცილებელი არ არსებობდეს 🙂

  8. ვანხალენ

    1. ბავშვები ასეთი იდიოტური ენით არ წერენ
    2. კონფლიკტს 2 მხარე აქვს
    3. აფხაზები გვინდა, რომლებიც ეთნოფობებად დარჩნენ? ჩვენ ხომ არ გვაქვს მაგათ მიმართ არავითარი უარყოფითი იმის გარდა რომ ჩამორჩენ სამყაროს? იქნებ რომ შეგვეხვეწონ უკვე არ გვინდა ეს იზოლირებული ხალხი და არც მათი მიწა? მერე რა რომ იქ ქართველებიც ცხოვრობდნენ, ჩვენ ხომ განვითარდით და 20 წლის წინ კიდე ფაშისტები ვიყავით და ყველა არაქართველის გაყრა გვინდოდა, ეს იდიოტი ფაშისტები რომ დავისვით თავზე იმიტომაც გავხდით ფაშისტები, მარა მათ მაგივრად მე საბოდიშო აფხაზებთან არ მაქვს, რადგან თვითონ ქართველებსაც ტერორი მოგვიწყვეს და მერე ერთმანეთი დახოცეს. ძაან კარგი, თუ ისინი ისტორიას არ დარჩნენ, ერთი ლაივ აფხაზი ნახეთ რა სადმე, იქნებ იყოს და ეს აუხსენით, თუ არა იმხელა იზოლაციაში არიან, რომ გონიათ, რომ ჩვენთვის ისინი ეხლაც მეორეხარისხოვანი არიან. არ დააბრუნებენ თავისთან ქართველებს და თვითონაც გაქრებიან, რადგან ეთნოფობია ყველა საზოგადოებას დაშლის და მითუმეტეს მათ თავისუფლებას, რომლებიც სამყაროსგან არის დაშორებული.

    • 1, ბავშვები და იდიოტური ენა რა შუაშია? ან სად წერია რომ ბავშვის დაწერილია? ან რა ეტყობა ამას იდიოტურის,,,
      2. ა ვაბშე რა შუაშია ეს შენი მთლინი დიალოგი აქ
      3. ან ძლაიან პატარა ხარ და არ იცი სად რა დაწერო და შემოდიხარ და ერთობი აქ ან დიდი ხარ და გინდა როგორმე შეი თვი გამოაჩინო და სიბრძნეებს იმას უშვები…..
      4. ადამიანური კომენტარები მაიცნ დაწერე, ადამიანმა რომ გაიგოს შენს ნაწერში რას გულისხმობ
      5. თუ ვერ მიხვდი ეს არარეალური წერილია ანუ ფანტაზიის ნაყოფი

  9. ვანხალენ

    90 თიანებში ჩარჩენილი აფხაზები არ გეცოდებათ? იქნებ ნახოთ სადმე, და უბრალოდ დაელაპარაკოთ? რაღაც ინიციატივა მაინცაა საჭირო, ეს აუცილებელია.

  10. ვანხალენ

    1, ბავშვები და იდიოტური ენა რა შუაშია? ან სად წერია რომ ბავშვის დაწერილია? ან რა ეტყობა ამას იდიოტურის,,,

    12 წლის ბავშვები, მოგონილი და არც ნამდვილი ასეთი იდიოტური ენით არ წერენ

    2. ა ვაბშე რა შუაშია ეს შენი მთლინი დიალოგი აქ

    მესამე კოთხვაშია პასუხი

    3. ან ძლაიან პატარა ხარ და არ იცი სად რა დაწერო და შემოდიხარ და ერთობი აქ ან დიდი ხარ და გინდა როგორმე შეი თვი გამოაჩინო და სიბრძნეებს იმას უშვები….

    თუ ძაან პატარა ვარ გენიოსი ვყოფილვარ, ხოლო დიდი თუ ვარ ინტერნეტს ისე, როგორც ყველა დიდი თავის გამოსაჩენათ ვიყენებ

    4. ადამიანური კომენტარები მაიცნ დაწერე, ადამიანმა რომ გაიგოს შენს ნაწერში რას გულისხმობ

    ძაან კონკრეტული გეგმა დავწერე აფხაზეთში როგირ დავისვენოთ აჭარის მაგივრად

    5. თუ ვერ მიხვდი ეს არარეალური წერილია ანუ ფანტაზიის ნაყოფი

    ფანტაზიის ნაყოფი თუ არის ფანტაზიის 12 წლის ბავშვი ასეთი იდიოტური ენით არ წერს, რეალური 12 წლის ბავშვიც ასეთი ენით არ წერს,

    შედეგი Jessie იდუნახუი, ავტორს კიდე დიდი სიყვარული.

  11. ვანხალენ

    ეხლა ვნახე, ეს Jessie მ დაწერა და კომენტარებიც მან მომწერა? ო, Jessie შენ დებილი მკითხველი გყოლია ან შენ თვითონ არ აფასებ შენივე მკითხველს, და კიდე მიდი და სადმე კიდე დადე იქნებ სხვებიც დაბურძგლო როგორც მკითხველს ბურძგლავ. წადი, აფხაზებს ანახე, მარა ვერ ანახებ, იქ ხომ ინტერნეტი არ არის აჭარის ბაღებში ვაიფაისგან განსხვავებით.

  12. ვანხალენ

    12 წლის ბავშმა სიტყვა კალამი არ იცის რა არი

    როცა გავიზრდები აუცილებლად ჯარისკაცი გავხდები, და ვიზრუნებ იმაზე, რომ აქ არანაირი ომი არც მომავალში იყოს და როგორც მანამდე ვიცავდით ქვეყანას, მომავალშიც დავიცავთ

    ურაპატრიოტული პროპაგანდა

    • რა შუაშია 12 წლის ბავშვი? შენ თუ 12 წლის ასაკში არც წერა-კთხვა იცოდი და სკოლაში არ გივლია ეგ სხვა საკითხი რას ნიშნვს კალამი რა არის არ იცის? მიმე ბავშვობა გქონია შენ ტუ გაქვს? და თან მასე აგრესიულად აფხაზების მიმართ რატომ ხარ გაწყობილი….კითხვა რომ შეგძლელობა ნორმალურად, დაინახავდი, რომ ეს არის საკონკურსო ნაწერი და თან ფანტაზიის ნაყოფი, ანუ უფრო გლეხურად რომ გაგიმარტო – გამოგონილი ამბავია, გამოგონილი პერსონაჟებია, გამოგონილი გბავშვია. უფრო გლეხურად გეტვყი – არავის ეს არ დაუწერია და ის ბიჭი ჩემი მოგონილია და რესლურად იმ 12 წლის ბავშვს არაფერი დაუწერია. ახლა აგსაგებია?
      მესმის შენი პოზიცია აფხაზების მიმართ ან რავიცი.მაგრამ მასე აგრესიულად? ან რა შუაშია ამ ყველაფერთან შენი კომენტარები? მოკლედ შენ აშკარად ვერ ჩაწვდი აზრს და გეყოფა გამოხტომები…. !!!

  13. გამოხმაურება: რატომ გვჭამს ბრაზი თუ ბოღმა? ანუ გამაბრაზეს ^_^ « პატარა გაუწონასწორებელი ფსიქოპათი

comments please :)

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

Create a free website or blog at WordPress.com.

%d bloggers like this: