ქუჩაში დანამდვილებით მიცნობთ :)

დაგიბბუნდით თეგ–თამაშით 🙂

მაცომ და გვირილამ ფრიად სახალისო თამაშში დამთაგეს

მგონი, უკვე ყველა მიცნობს. არ ვიცი რანაირად მპოულობთ, მაგრამ ფაქტია –  ფეისბუქზე ყველა მამატებს. სურათებიც “ვედრო – ლარად” მაქვს, ამიტომაც ამ პოსტში შევეხები მხოლოდ დამახასიათებელ ნიშნებს.

თბილისის ქუჩებში ძალიან იშვიათად თუ შემხვდებით. სასეირნოდ დრო არ მყოფნის, მაგრამ თუ ვსეირნობ მნახავთ ან რუსთაველზე ან ვაჟაზე (საბურთალოზე ძალიან ხშირად შემხვდებით), ასევე მარჯანიშვილის მაკში (ნიამუ).  სახეებზე  კარგი მეხსიერება მაქვს, მაგრამ  საიდან ვიცნობ კონკრეტულ ადამიანს – ამას ხშირად ვერ ვიხსენებ (ახალგაცნობილებს). ამას ემატება ჩემი მინუსი –  მხედველობას ვგულისხმობ 🙂 შესაბამისად, თუ დამინახეთ ქუჩაში – არ მოგერიდოთ, მომვარდით და მომესალმეთ.

სიმაღლით ვარ საშუალოზე დაბალი ჰომოსაპიენსი. ჯინსებში და მაღალ ქუსლებზე ვინმე თუ შეგხვდათ– შეიძლება მე ვიყო.  “კრაშენაია ბლანძინკა” ვარ,  თან სულ გაშლილი თმით დავბაჯბაბებ 🙂 მარტო თუ ვარ, აუცილებლად ყურებში “ნაუშნიეკბი” მექნება გარჭობილი და გაღიმებული სახით ვივლი :). ამ დროს ირგვლივ საერთოდ ვერაფერს ვამჩნევ, ამიტომ თუ დამინახეთ. არ დამიძახოთ, შედეგი მაინც არ იქნება, მოდით და შემაჯანჯღარეთ 🙂

ხშირად უაზროდ დავხტივარ და ემოციურად ვლაპარაკობ (ხელებით–ფეხებით) – ასეთი გიჟ–გადარეული თუ დაინახეთ, სავსებით შესაძლებელია, მე ვიყო.

მგონი გარეგნობით არაფრით განვსხვავდები სხვებისგან, თუმცა მაქვს წვრილი თვალები და პუტკუნა–პუტკუნა ლოყები 🙂 ხალხის გაცნობა ყოველთვის მიხარია და, თამამად შემიძლია ვთქვა:  უსაზღვროდ კომუნიკაბელური ვარ.

p.s. ძალიან უცნაური პოსტი გამომივიდა. ამ თემას აშკარად უნდა მივაწერო – “ფლირტაობისათვის გავიცნობ სიმპათიურ, ახალგაზრდა, ფულიან მამრს!” ლოლ

მიცნობდეთ,

თქვენი ფსიქოპათი

Advertisements
Categories: თეგ–თამაშები | ტეგები: , , , | 46 Comments

პოსტის ნავიგაცია

46 thoughts on “ქუჩაში დანამდვილებით მიცნობთ :)

  1. ფოტო დაამატე გოგო 😀

  2. ფლირტაობისთვის, არა? თან ფულიანსო… 🙂 🙂 🙂

    ისე, გარეგნობით თავისთავად, მაგრამ წერის მანერითაც ათას ბლოგერში გამოგარჩევ – შენსავით არავინ წერს 🙂

  3. მადლობააააააააა მოლი ❤ ❤ ❤ ნუ უამრავმა ხალხმა მომცა შენიშნვა და გამლანძღა და გამათახსირა: აი ვინ წაიკითხავს შენს ბლოგს, შეცდომებით, რომ წერ მკითხველის შეურაწყოფაა, მაგრამ პირადი ბლოგია – რასაც მინდა, როგრც მიდან ვწერ ხო? ახლა არც არავის ვაიძულებ წაკითვას… 🙂 ვისაც მოსწონს კითხულობს
    მაგრამ მგონი დროთა განმავლობაში ვიხვეწები და რავიცი :))))))

  4. მკითხველის შეურაცხყოფაა, სათაურში რომ ერთი გიწერია და ტექსტი სხვაზეა, ან არაფრისმთქმელი ტექსტია, ან, მოპარული და დაკოპირებულია…

    შენ წერ ისე, როგორც წერ და არავის საქმე არ არის 🙂 სხვისი არ ვიცი და მე ზუსტადაც რომ ასეთი გიჟ-გადარეული ნაწერი უფრო მომწონს 🙂

    ჰოდა, ასე გააგრძელე 🙂

  5. სადაა შეცდომები, მე ვერ დავინახე :დ

  6. მე ცუდად ვიმახსოვრებ სახეებს, მაგრამ შენ თმით მაინც გიცნობ! 😉

  7. ბოლო მომეწონა განსაკუთრებით =))

  8. კაი იყო 😀 😀
    მე გიცნობ მაგალითად, სავარაუდოდ, მოვალ კიდეც 😛

  9. თუ დაგინახე, იცოდე, გაუფრთხილებლად მოგვარდები და გაგჭყლიტავ.. 😛

    • მოდიიიიი .. ვინ ვის გაჭყლიტავს საკითხავია ❤ აუ აუ მინდა მაცოს ლაიფში ნახვა!!მინდა!მინდა! ❤

      • მმმ, ჯესიკო, არ დამცინოახლა.. 😀 ლაიფში უცებ, ლიფში წავიკითხე და მეთქი-რაა? :დ:დდ
        სხვათაშორის, მაცომ და გვირილამ დამთაგესო.. იცი, რა შეევამჩნიე.. ჩვენი ბლოგების ფერებად რომ გიწერია..
        რა საყვარელი და კრეატიულობა ხარ.. ❤

      • რა კარგია რომ შეამჩნიე..სპეციალურად დავწერე მასე :))))))))))) :)))))))) ფერადები ხართ ❤

      • ჰოოო… ასეთი კარგი და დაკვირვებული ვარ.. ❤

  10. Teaa

    თუ მოულოდნელად მეორე საშუალო სიმაღლის და პუტკუნა ჰომოსაპიენსი მოგვარდა აღტკინებული ძახილით-“ჯესი??? ეს შენ ხარ? ” ასევე კრაშენნაია პოლუ ბრიუნეტკა 😀 ყურებამდე გახეული სიცილით-მე ვიქნები, არ დაიბნე 😀 😀 😀 😀 😀 :* :*

  11. ყეს ყეს 🙂 აი, ეს განსაკუთრებით საყვარელია 🙂

    მერიმ წერა თუ დაიწყო, მოლის მკითხველი აღარ ეყოლება 🙂

  12. ბოლოში უნდა დაგემატებინა: “შესაძლოა, ხელში მეჭიროს დიიიიდი შაურმა” :):):):)

  13. კი, როგორ არ მაწყობს… რაც მეტი ხარისხიანი ლიტერატურული ბლოგი იქნება, მით უკეთესი… თან, მერის პირველი და ყველაზე აქტიური მკითხველიც ვიქნები 🙂

  14. რა ძველი ტეგ თამაშია ❤

  15. iseti saxasiato saxe gaqvs rom shemxvde uechveli gicnob

    da davidzaxeb jessicaaaaaa gamoixede gogotqooo :DDDD lol me raa

  16. ჯერ არ მინახიხარ, მაგრამ იმედს არ ვკარგადვ :დ
    გეპეისთან მაინც გნახავ :დ :პ :პ

  17. იმ დღეს ხმა არ ამოგიღია და ეგაა კომუნიკაბელურობა? : )
    მაგალითი უნდა აგეღო ჩემგან : )

    • ახლა უცბად რომ დამჯდარვიყავიდა დამეტსკო ტლიკინი გაგიჟდებოდი :))))) შენ უნდა გენახა მე და შენი დაქალი რამდენს ვტლიკინებდით პირველ შეხვედრაზე :))))))

      • 1. მე არ გავგიჟდებოდი აშკარად.
        2. რა უნდა მენახა არ ვიცი მაგრამ ვიცი რა ვნახე : ))) ასე რომ არ ქვია მაგას კომუნიკაბელურობა და მე ვაპროტესტებ ამ ჩანაწერში იმ მონაკვეთს საზოგადოების მოტყუებვის საშუალებას არ მოგცემ, შენ ხარ მორიდებული მშვიდი ადამიანი : ))))))))))))))))))))))))))

      • ლოოლ..აბა ბლოგერებეს ჰკითხე ვისთანაც ერთდ ვიქენდზე ვიყავი ზღვაზე….. ვერ მაჩუმებდნენ …ბოლო ხმა დავკარგე და მგონი ბევრს გაუხარდა…:)))
        კაი ჩემს შეცდომას გამოავსწორებ ამ კვირას თუ მომეცა საშუალება 🙂

  18. რატომ ვკითხო სხვას როდესაც თავად ვნახე რეალობა : ))))) :ჵ

  19. …ეგ თამაში ჯერ კიდევ როდის წამოვიწყე 🙂

  20. ქუჩაში მე გიცნობ : ))

comments please :)

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

Create a free website or blog at WordPress.com.

%d bloggers like this: