ხოჭოს სარეკლამო კამპანია (1960იანები)

ჩემს ბლოგზე მინდა ვისაუბრო ბრენდების ცნობილ სარეკლამო კამპანიებზე.

ჩემს დღევანდელ პოსტში შევეხები ლეგენდალური ხოჭოს (VW Beetle)  სარეკლამო კამპანიას. (ვინც მიცნობს, არ გაუკვირდება ჩემი არჩევანი)

დავბრუნდეთ შორეულ 1960–იან წლებში.

მოგეხსენებათ, იმ დროს ამერიკის შეერთებულ შტატებში ხალხი უპირატესობას ანიჭებდა და უფრო პრესტიჟულად თვლიდა დიდ ავტომობილებს. სამწუხაროდ, ჩვენი ხოჭო ძალიან პატარა და უშნო იყო, ვინ იყიდიდა მას? ყველაფერთან ერთად, იგი დამზადებული იყო ვოლფსბურგში, გერმანელი ნაცისტების მიერ აშენებულ ქარხანაში და თუ გავითვალისწინებთ, რომ მეორე მსოფლიო ომი სულ რაღაც 15 წლის დამთავრებული იყო, ეს კიდევ უფრო ამძაფრებდა ხალხის შეხედულებას აღნიშნულ ავტომობილზე.

მაგრამ სარეკლამო კამპანია მაინც დაიწყო და საკმაოდ წარმატებულად. 1959 წელს Volkswagen-მა  დაიქირავა Doyle Dane Bernbach,  სარეკლამო სააგენტო, რომელიც დაეხმარებოდა ხოჭოს  დაეპყრო ამერიკის ბაზარი. იმ დროისათვის ეს სარეკლამო სააგენტო ძალიან ახალგაზრდა და გამოუცდელი იყო, მაგრამ, მიუხედავად ამისა, სარეკლამო სააგენტოს არჩევაში VW არ შემცდარა. DDB-მ წარადგინა ხოჭოს რადიკალურად განსხვავებული სარეკლამო კამპანიით, რამაც სწორი პოზიციონერება გაუკეთა პროდუქტს და მოიგო მასების გული.

ამერიკაში (თუმცა, მგონი, ახლა უფროა ასეთი მდგომარეობა) რეკლამები არსებობდა საინფორმაციო სტილის, ნაკლებად დამაჯერებელი და უფრო მეტ ფანტაზიას შეიცავდა, ვიდრე რეალობას. ხოჭოს რეკლამები, თუმცა ემსახურებოდა მომხმარებლის ემოციურად დატვირთვას, ამასთანავე ხაზს უსვამდა პროდუქტის უპირატესობას და სარგებლიანობას.

ძალიან ცნობილი სარეკლამო პლაკატი იყო –  Think Small. ტექსტი წამოწეული იყო წინა პლანზე, ხოლო მანქანა ტექსტთან შედარებით იყო უფრო მომცრო. რეკლამა იმაზე მეტყველებდა, რომ მანქანის პატარა ზომა შესაძლოა საკმაოდ სარგებლიანიც იყოს.

DDB-მ გააკეთა აგრეთვე სატელევიზიო რეკლამები მართალია სატელევიზიო რეკლამები იყო შავ-თეთრი, მაგრამ ემოციური კავშირი მანქანას და მომხმარებელს შორის შესანიშნავად იყო გამოხატული. ამის ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითი იყო რეკლამა, სახელად ”დაკრძალვა”:

საკვანძო წინადადება: ”…ეს ჩემი ძმისშვილი ჰაროლდია, რომელიც ხშირად ამბობს: ”ყოველი დაგროვილი პენი, ეს იგივეა, რაც გამომუშავებული… და რა თქმა უნდა მას ყოველთვის გაიმეტებ, რომ შეიძინო VolksWagen-ი”-ო. მე მას ვუტოვებ მთელ ჩემს 100 მილიარდიან ქონებას…”

Herbie

Herbie

ხოჭოს პოპულარულ და ცნობილ ადამიანებთან ერთად იღებდნენ ფილმებში. 1969 წელს გამოვიდა უოლტ დისნეი კომპანიი-ს მიერ გადაღებული ფილმი ”The Love Bug”. ამ ფილმით ხოჭო, სახელად Herbie, მართლაც საერთაშორისო ვარსკვლავი გახდა. მას ყველაფრის გაკეთება შეეძლო: შეჯიბრი სისწრაფეში, კომპანიონის და კონკურენტის აზრების გაგება, თავისით სიარული, და თვით მაჭანკლობაც კი… ამას მოჰყვა სერიები Herbie rides again, Herbie goes bananas, Herbie goes to Montecarlo და VolksWagen-ის ხოჭო მსოფლიოში უამრავი ადამიანის სათაყვანებელი ავტომობილი გახდა.

ხოჭოს ყიდულობდა მომხმარებელი, რომელსაც სურდა, დაეზოგა ფული საწვავზე. ამასთან ერთად თვითონ ავტომობილიც საკმაოდ იაფი ღირდა. იგი იყო საკმაოდ კომფორტული და ბრწყინვალედ ასრულებდა თავის ფუნქციას, კონკურენცია გაეწია ძვირადღირებული პატარა მანქანებისთვის. პატარა ხოჭო მალე გახდა საკულტო მანქანა. შეიქმნა კლუბები და VolksWagen-ის მოყვარულთა ცენტრები. ხოჭოს მძღოლები გზაზე ერთმანეთს უსიგნალებდნენ და ესალმებოდნენ. გარდა ამისა ახალგაზრდები, რომელთაც ახალი დამთავრებული ჰქონდათ სწავლა და შეჯახებულნი იყვნენ ცხოვრებისეულ რეალობასთან და მაშინდელ ამერიკულ ფასეულობებთან, გამოხატავდნენ პროტესტს უფროსი თაობის მიმართ და ყიდულობდნენ იაფ, ეკონომიურ და პატარა ზომის ავტომობილებს. ერთი სიტყვით ფილკსვაგენის ხოჭოს ხალხს საშუალებას აძლევდა, თავი გაეგივებინა სოციუმთან, რომელსაც ”Beetle-ის მძღოლი” ერქვა.

ხოჭო გათვლილი იყო ისეთ ამერიკულ ოჯახებზე, რომელთაც უკვე ჰყავდათ დიდი და კომფორტული მანქანა და სჭირდებოდათ ბავშვებისთვის ან დიასახლისისთვის კიდევ ერთი. მაშინდელ ამერიკულ საზოგადოებაში ასე თვლიდნენ, რომ ვისაც ჰყავდა ხოჭო, იგულისხმებოდა რომ მას უკვე ჰყავს ერთი მანქანა, დიდი და მოდური.

“ხოჭო ოჯახის მეორე მანქანაა “

ასეთი ადამიანი ითვლებოდა საკმაოდ შეძლებულად და საზოგადოებაში მიღებულად. ამიტომ ადამიანი რომელიც ყიდულობდა ხოჭოს თავს გრძნობდა შეძლებულად და საიმედოდ.

DDB-ს მიერ ჩატარებულმა სარეკლამო კამპანიამ დააგვირგვინა ხოჭოს წარმატება ამერიკის საავტომობილო ბაზარზე. თუმცა ისმის კითხვა, თუ რატომ აირჩია VW -მა DDB და არა თუნდაც სხვა რომელიმე წარმატებული სარეკლამო კამპანია. DDB შედარებით ახალად შექმნილი სარეკლამო სააგენტო იყო და სწორედ ამიტომ ისინი უფრო მოტივირებულები იყვნენ კამპანიის წარმატებაზე. მათ ჰქონდათ სულ სხვანაირი რეკლამირების სტილი, რაც გამოიხატებოდა იუმორისტული პროგრამით, ხოლო, როგორც მოგეხსენებათ ხოჭოზე ხუმრობა მისი გარეგნობის გამო ძალზედ ადვილი იყო. ამასთან ერთად DDB დაკომპლექტებული იყო ენერგიული ახალგაზრდებით, რომელთაც უფრო კარგად ესმოდათ თანატოლთა ფსიქოლოგია., ეს უკანასკნელები კი ხოჭოს კლიენტურის დიდ ნაწილს წარმოადგენდნენ.

როგორც ხედავთ, არ აქვს მნიშვნელობა სადაურია კომპანია, მთავარია ვინ და როგორ უკეთებს მას  რეკლამირებას და რა იმიჯი ექმნება ამის შედეგად.

მომავალ შეხვედრამდე 🙂

თქვენი ფსიქოპათი

Advertisements
Categories: Marketing & PR | ტეგები: , , , , , | 68 Comments

პოსტის ნავიგაცია

68 thoughts on “ხოჭოს სარეკლამო კამპანია (1960იანები)

  1. საყვარელი მაშინკაა, მაგრამ მაგასთან ერთად მეორეც უნდა გყავდეს… ნამდვილი მანქანა :):):):)

  2. დიდი სიამოვნებით ვივლიდი ნიუ ბითლით 🙂

  3. me magrad momwons:))
    gogos manqanaa :DD
    xo da agar girs dzalian dzviri da iqneb gamovkra xeli
    witeli minda :))

  4. ერთადერთი მანქანაა, რომელიც მომწონს 🙂 ფუნქციები და რაღაცეები არ ვიცი, საერთოდ ცუდად მესმის ეს სფერო, მარა ვიზუალურად მომწონს და თბილისში რომ დადის ერთი ცალი ყვითელი, იმის პატონის სულ მშურს 😀 ამასწინათ ვარდისფერიც იყო ჩემს სახლთან ახლოს 🙂
    საყვარელია ^_^

  5. Teaa

    BUG ^_^ მე ადრე მინდოდა ეგ მანქანა, ძალიან ძალიან მომწონს.. მაგრამ მერე მინი კუპერი ვნახე და ის უფრო შემიყვარდა 😀 😀 😀 😀 ძალიან საინტერსო პოსტია… AS USUAL JEEES :*

  6. არ მოგბეზრდათ ერთმანეთის ამდენი უაზრო ქება–დიდება? 😀

  7. mshvidobashi axali dizaini jess :)) ai manqanas rac sheexeba, vizualurad dzalian sayvarelia, magram miuxedavad imisa rom manqanebshi cudad verkvevi, me mainc cota dids, funqciurad datvirtuls da praqtikuls vanicheb upiratesobas. :))

    • გემოვნებაზე არ დაობენ თუ პირიქით? :))))
      მადლობა მადლობა ..დავიტანჯე ამ ბლოგის “შეფუთვაზე”

  8. სვოჩი – თქვენი მეორე საათი 🙂 აი ეგ პონტია.
    იმუშავა ხოჭოს შემთხვევაში და იმუშავა სვოჩის შემთხვევაშიც.

  9. მე Tissot მირჩევნია.

  10. Tissot-საც დემოკრატიული ფასები აქვს. დუთიფრიში ვიყიდე და რაღაც 100 დოლარი ღირდა ან იდნავ მეტი. 🙂

  11. ჩემი უფრო ძვირი ღირდა 😦 ჯანდაბას, დიუთი ფრიში უნდა მეყიდა.

    ლორდ, შენ გეცოდინება, ასეთი რამ გამიგია – საათი შენი ერთი თვის ხელფასი უნდა ღირდესო,.

    მართლა ასეთი წესია თუ ლამაზი ლეგენდაა?

    • ალბათ, ხელფასს გააჩნია 🙂 და მადას.
      ლუჟკოვისდროინდელი მოსკოვის ვიცე-მერ რესინის საათი 1 ლიმონზე მეტი ღირდა.
      მე პირადად მაგდენს ვერ ვქაჩავ. 🙂
      ამიტომ დიზაინერული საათები მირჩევნია. არც ძვირი ღირს და კარგიცაა.

      • ასეთი წესიაო, ფლეიბოიში ეწერა. რაღაც დრესს-კოდის მსგავსი.

        ანუ, ზუსტად შეგეფერებაო.

        მილიონიანი საათი რატომ უნდა გქონდეს ხელზე. შვეიცარიაში ბრენდები დაილია?

      • შეიძლება 🙂
        ფასებზე საერთოდ იშვიათად წერენ. ეგ ტიპები ვინც სტილ-ედვაისერები არიან როგორც წესი წერენ ზოგად კონცეფციებზე და დიზაინერებზე და სახლებზე – ფულზე არ საუბრობენ. როგორც ხელფასებზე. ტაბუ. 🙂
        მაგრამ ყველაფერი კი იზომება საბოლოოდ. 🙂
        თორე მე ვაშერონ კონსტანტინი მევასების, მარა სადაა 🙂

  12. საათებს ყოველთვის დუთი ფრიში ვყიდულობ ხოლმე 🙂

  13. ვაშერონი ძალიან კარგია…

    ამ ბოლო დროს, რთული და გადატვირთული ციფერბლატია ხველაზე ხშირი. ტრენდია ალბათ, მაგრამ მე არ მომწონს – სადა ბევრად მირჩევნია.

    • ჩემი ყველა საათი მინიმალისტურია.
      ყველაზე ბრჭყვიალა ტისოა და მოოქროვილი … უბრალოდ იმდენად კაი ფასში იყო, რომ მაინც ვიყიდე 🙂 თან კინეტიკაა.

  14. როგორ მიყვარს ასეთი საუბრები ჩემს ბლოგზე (მმ)

  15. ვიყოდოთ ერთი სამოვარი, დავდგათ სტოლზე , ვსვათ ჩაი და ვისაუბროთ საათებზე. © ფიროსმანი

  16. ლორდ, შემდეგ პოსტში მიდა სკანდალურ რეკლამებზე ვისაუბრო და ამზე3ც ხომ არ გიწერია რამე პოსტი :))))))))

  17. ორივემ დაწერეთ… მაგას რა ჯობია 🙂 :მკითხველიმოლი:

  18. უფ… მე 15 პოსტი მაქვს დრაფტებში 🙂 ზოგი კაი 6 თვეა იქ აგდია 🙂
    თუმცა ამას ბოლო-ბოლო დავამთავრებ. ვირუსულ რეკლამებზე მქონდა, იუმორისტულზე და სხვებზე კიდევ და წრე უნდა შევკრა. 🙂

    • ეჰ.. მეც დრაფტებში ბევრი დაუმთავრებელი თემა მიგდია .. იმდენი იდეა მაქვს და ვერ მოვაბი თვი…. ვირუსული მარკეტინგი ძალიან საინტერესოა.. მე სოც.მედიის მომავალზე მინდა დავწერო, ჩემებური ფსიქოპათური ხედვით,კიდე რეკლამები და ზოგადად წარმატებული სარეკლამო კამპანიების შექმნაზე….. რაღაც აღარ მინდა ზოგადასაკაცობრიო თემებზე ლაყბობა :)))

  19. სოც.მედიის მომავალზე მინდა დავწერო

    პარასკევული ტუსოვკის გავლენაა? 🙂
    მარამ მე რომ ვიყავი იმ პარასკევს საერთო აზრი ჩამოყალიბდა, რომ სოცმედიას მომავალი არ აქვს. 🙂

    • ერთ–ერთზე ვიყავი ხო 🙂 მაგრამ არა, მისი ზეგავლენა არაა :)) ყველაფერი მალე მობილურებზე გადავა, და მგონი ცდები, რატომ არ უნდა ჰქონდეს?

      • საქართველოში 🙂

        ”გარყვნილი პორნომსახიობი მეტეხის ეკლესიაში და ანჩისხატშიც იმყოფებოდა” ამას რომ იტყვის ინტერნეტ-ტელევიზიის ჟურნალისტი რა მომავალი უნდა ქონდეს? 🙂

        ჩვენთან სოცმედიაც იმავე გზას ადგას რაც არასოცმედია 🙂

  20. არ აქვს. მართალია 🙂

  21. ამას წინათ, მენაკის ბლოგზე, ერთ-ერთ პოსტში ასეთი რამ ეწერა – დაქირავებული, კონიუქტურული, ყალბი და რეიტინგზე ორიენტირებული ჟურნალისტი ხომ საზიზღრობაა, მაგრამ ყალბი ბლოგერი ათასგზის უარესიაო.

    ბაჯაღლო ჭეშმარიტებაა.

    ბლოგი თავისუფალ წერასთან ასოცირდება, არა? არც ცენზურა, არც სარედაქციო გეგმა, არც დამკვეთ-შემკცეთი, წერ იმას, რაც გინდა… იდეაში, ასე უნდა იყოს და ბლოგერი იმთავითვე რომ ფიქრობს, არიქა, ისეთი ყვითელი პოსტი დავწერო და სათაურიც ისეთი მყვირალა შევურჩიო, ხალხი ჯგროდ შემოცვივდესო, ბლოგოსფეროს რომელ განვითარებაზეა საუბარი?

    • ნუ ეგ სადაო საკითხია. 🙂 მენაკი კი პურისტია. 🙂
      რამდენადაც არსებობს WP რეიტინგი ბუნებრივია ყველას თვალი გაურბის და საკუთარ თავს ეძებს. 🙂 მეც მქონია მეტ-ნაკლებად მაცდური სათურები. ეგეც მარკეტინგია.

      მედიის პრობლემა სხვაა – განათლების დონე, წერის კულტურა, კითხვის დასმის უნარის არქონა, სიზარმაცე – როდესაც ადამიანი ამზადებს გადაცემას და ნახევარი საათის დახარჯვა ეზარება, რომ თემასთან დაკავშირებული ინფორმაცია წინასწარ მოიძიოს.

      სოცმედიის პრობლემა კი ისაა, რომ მისი გავლენაა პატარა. შესაბამისად დაინტერესებაა მცირე და ბუნებრივად ფულია ცოტა.
      როდესაც გაზეთების ტირაჟები დაიწყებს დაცემას იმის გამო, რომ ხალხი ონლაინ გამოცემების კითხვას დაიწყებს, როცა წიგნების ტირაჟები შემცირდება და ბუკებისა კი ზრდას დაიწყებს – მაშინ სოცმედიის დროც მოვა.

      • რატომღაც მგონია, რომ შენს მიერ აღნიშნული “ხანა” (ნუ რა ოფიციალური ტონით ვსაუბრობ, ლოლ) ჩვენთან უფრო ადრე და მალე მოვა, ვიდრე საზღვარგარეთ.. აქ ხალხი უფრო ზარმაცია… ვიცნობ ერთს ფანტასტიკის გიჟია, რაც კი მოიპოვება ამ ჟანრში ყველაფერს კითხულობდა და კითხულობს… ინტერნეტის გამოჩენის შემდეგ დაიწყო კომპიუტერში კითხვა.. ახლა კი აუდიო წიგნები გამოდის და დღედაღამე უსმენს “წიგნს” .. საინტერესოა ეს წინსვლაა თუ უკან? და რა განვითარდება ამით? ორატორობის ნიჭი?

      • მენაკი თუ პურისტია (რაშიც ღრმად მეპარება ეჭვი, მაგრამ დავუშვათ) მე არ ვარ. იმედია, დამიჯერებ 🙂

        ვპ რეიტინგი რომ არსებობს და ყველას რომ მაგ რეიტინგისკენ გაურბის თვალი და მაგ რეიტინგში მოხვედრას ე.წ. მარკეტინგული სათაურებით (სინამდვილეში – ღრმად იაფფასიანი, ყვითელზე ყვითელი და აბსოლუტურად უშინაარსო პოსტებით) ცდილობს, ამაშია უბედურება.

        სოცმედიის პრობლემა გავლენის არარსებობააო. და რატომ არ არის გავლენა? ვპ რეიტინგი ასეთი პოსტებით რომ იქმნება, იმიტომ.

  22. გავლენა იმიტომაა პატარა, რომ მომხმარებელია ცოტა.
    ჯერ ეს უნდა შეიცვალოს. უბრალოდ ინფორმაციის მიღებისა და მოპოვების ახალი უნარ-ჩვევები უნდა გაჯდეს სისხლში.

    სხვა კი… შეფუთვა ერთხელ გაყიდინებს პროდუქტს, მეორედ ვერ, თუ არ ვარგა.
    ასე რომ ეგ წამიერი რეიტინგია.
    სხვა საქმეა თუ სათაური მიგიტყუებს და ნახავ რომ კარგი ბლოგია და დარჩები მკითხველად. ასე რომ ეს ყველა შემთხვევაში კარგი სვლაა.
    თუ უგემოვნო ბლოგი სტაბილურად ხვდება რეიტინგში – ესე იგი ეგ პროდუქტი უნდა ბაზარს და ბლოგერი ამაში არაა დამნაშავე.

    Jessie

    უი არა… მაგ თემას ძალიან კარგად ვიცნობ. 🙂 აი, მოლი დამეთანხმება.
    ეგ თემა მე მგონი თუ ვინმემ შეისწავლა საქართველოში ერთ-ერთი მეც ვარ 🙂
    ამერიკაში ეგ ეპოქა უკვე დადგა. ასევე ზოგ სხვა ქვეყანაში.
    ევროპა ახლა ეწევა. პირველ რიგში გერმანია.
    რუსეთი ძალიან ჩქარი ტემპებით მიდის წინ…
    ჩვენ ბევრად უკან ვართ, ელემენტარულად მაღაზია არაა ციფრული გამოცემების. რაზეა ლაპარაკი. 🙂

    უკუსვლა არაა, ვინაიდან სტატისტიკა აჩვენებს – ბევრი რიდერი გაყიდვა პირდაპირპროპორციულად აისახება წიგნების გაყიდვაზე. ადამიანები კითხულობენ მეტს, რაც ცუდი არაა ზოგადად.

    • მჯერა შენი :)))))

      • დაუჯერე, ჯესი. ლორდი ბუქების და რიდერების ამბავშვი ექსპერტია.

        სხვა რაღაცებშიც.

        სხვისი არ ვიცი და მე ზუსტად ვიცი – ჩემი ქინდლი ჩემს ტრადიციულ ბიბლიოთეკას ხელს არაფრით შეუშლის. ორივეს მშვენივრად გამოვიყენებ.

  23. ასე მარტივად არ არის საქმე, ლორდ.

    ცხელ შოკოლადს ბევრად ნაკლები მკითხველი ჰყავს, ვიდრე, ვთქვათ, “გზას” ან “რეიტინგს”.

    და ბევრად მეტი გავლენა.

    “გზის” რედაქტორი, სავარაუდოდ, კმაყოფილია, ჟურნალი იყიდება, ბიზნესი მომგებიანია, მაგრამ თუ გავლენის გაზრდას მოინდომებს, თემატიკის შეცვლა მოუწევს.

    უგემოვნო პოსტი ყოველდღეც რომ იყოს რეიტინგში, ეს იმას არ შეცვლის, რომ პოსტიც და ბლოგერიც უგემოვნოა და ასეთ ბლოგს გავლენა არ ექნება. ასეთი ბლოგებისგან შემდგარ ბლოგოსფეროს სერიოზულად არავინ აღიქვამს.

    • კაი… არ გადამრიო ახლა ცხელ შოკოლადს რა გავლენა აქვს? 🙂
      ნწუ.
      გავლენა ფენთჰაუზს ქონდა – როცა მის სასამართლოზე ინგრეოდა ყველაფერი.
      ცხელი შოკოლადი ხვალ რომ არ გამოვიდეს 100 კაცის მეტი ვერავინ გაიგებს.

      თანაც ყველა მკითხველს თითო კლიკი აქვს და ყველა ამომრჩეველს თითო ხმა – პლატონსაც და ნევტონსაც. 🙂 და ფულსაც არ აქვს სუნი.

  24. კარგი, ახლა, ლორდ… გავლენას რას ეძახი შენ. “ცხელ შოკოლადს” ზუსტადაც რომ ის ასი კაცი კითხულობს, ვისაც გადაწყვეტილებების მიღება შეუძლია.

    ფილმის (ან სპექტაკლის) კრიტიკას “შოკოლადში” და “გზაში” ერთი ძალა ექნება?

    ქლიქებზე და ფულზე არ გედავები – ასეა, მაგრამ ათი ათასი ქლიქიც ვერ შეცვლის იმას, რომ “მოიფხანეთ ჩვენთან ერთად” უგემოვნო პოსტია და “კოლექტიური ფხანვის ბლოგი” – უგემოვნო ბლოგი.

    • ვინა? სააკაშვილი არ მგონია ცხელ შოკოლადს კითხულობდეს, არც გილაური, არც უგულავა… ნუ უგულავას ცოლი, შეიძლება, კითხულობს.

      ფილმის (ან სპექტაკლის) კრიტიკას შედარებით მეტი გავლენა ექნება გზაში. იმიტომ რომ მეტი ადამიანი წაიკითხავს და მამათგა 50% მაინც თუ აღარ წავა სანახავად = დაზარალდება (კინო)თეატრიც.
      თუმცა რეალურად არც ის და არც ეს.
      გაველან ექნება რუსთავი2-ს. იქ თუ გაშუქდება არიქა – მაგარი ფილმი გამოვიდაო სავარაუდოდ ერთი 25% მაინც გაიზრდება ბილეთების გაყიდვები. ესაა გავლენა.

      ტარანი თვლითაა. გაყიდვები კი ერთადერთი ობიექტური საზომია.

      • მაგ ლოგიკით, ლორდ, ყევლაზე სერიოზული გავლენა ნეტში პორნო-ვარეზებს აქვს.

        და თუ ძლიერი სოცმედია გინდა, პორნო-ბლოგებით უნდა აავსო. ქლიქიც იქნება და გავლენაც.

      • რაღაც კუთხით ასეცაა. 😉 მაგრამ ეგ მაინც ვიწრო მიმართულებაა.
        ახლა პორნოფილმის ნახვას რომ გადავწყვეტ – რჩევისთვის ეგეთ ბლოგს მივაკითხავ, ზოგადად ფილმების შესარჩევად, IMDb მივდივარ, ისევე როგორც მობილურის ყიდვა რომ დავაპირე – რამდენიმე ტექნო-ბლოგს ჩამოვუარე და ა.შ.
        ყველას თავის სეგმენტში აქვს წონა.

        კარგია როდესაც არის რესურსი, სადაც ყველაფერ ამას მიმოიხილავენ კვალიფიციურად – ფილმებსაც, წიგნებსაც, მოდასაც, საჭმელსაც… მაგრამ ჩვენთან ვერც ერთმა ასეთმა ვერ მოიპოვა პოპულარობა. – ფლეიბოიც კი ჩავარდა… ეგერ, კოსმოპოლიტენიც ჩავარდა, ცხელი შოკოლადიც არის და არ არის…

      • ისე ჩვენ ერთი ბლოგი გვინდა ცალკე, სადაც მარტო კომენტარები იქნება 😉 ასე სხვის ბლოგებს რომ ვფლუდავთ 🙂 გაგვყრიან აქედან.

      • ooo. კაი რა კაი რა ლორდ!.. მიხარია აქ რომ ხართ და შემიძლია თქვენი კომენტარების წაკითხვა…… მე მიხარია (სუნ)

  25. girlwithumbrella

    ვგიჯდები :))) ჩემი საყვარელი მანქანაა ❤

  26. პოსტი მომწონს, მაგრამ მანქანები არა :შ :შ
    ველოსიპედი მირჩევნია ^_^

  27. ჯესი არ გაგვიბრაზდება 🙂 თუ მაინცდამაინც, ჩემთან წამოდით – ხომ იცი, ჩემს ბლოგზე ოფფ-ტოპები არ არსებობს.

    ვიწრო სპეციალიზაციას არ ვგულისხმობ. სხვა რაღაცას ვამბობ.

    თუ ყველაფერი დამოკიდებულია პრინციპზე “ტარანა თვლითაა” და კონტენტს მნიშვნელობა არ აქვს – ანუ, მთავარია, ხალხი შედის და რა მნიშვნელობაა, რა წერია, პორნო-მიმართულება საუკეთესოა. ნებისმიერი თემის “დარასკრუტკება” შეიძლება, იმიტომ რომ ყოველდღე უამრავი ადამიანი სტუმრობს, მუდმივი ვიზიტორები ჰყავს და არც არასოდეს მოაკლდება.

    ფორმალურად ასეა, მაგრამ რეალურად არავინ პორნო-რესურსს სათვალავში არ აგდებს და გავლენის გაფართოებას მისით არ ცდილობს. ესეიგი, მათემატიკის გარდა კიდევ სხვა რამეც არსებობს, არა?

    • ვაიმე რა გაბრაზება მოლი, არ გრცხვენია?! პირიქით, ხომ იცი, როგორ მიყვარს ჩემს ბლოგზე მასეთი კარგი კომენტარები :)))))))

    • თავის სეგმენტში რატომ არა? როგორც ცეზრმა თქვა მირჩევნია ვიყო პირველი ამ სოფელში, ვიდრე მეორე რომშიო. ბაზარი ზოგადად სეგმენტირებულია.
      ისე, მანდაც დიდი კონკურენციაა. და თავისი ლიდერები არიან Hustle.tv და რავი. კიდევ არიან ალბათ სხვებიც. თავის ამბავში იმათ აქვთ გავლენა. პორნო-ბაზარი უზარმაზარია და იქაც მიდის ბრძოლა გავლენისთვის.

      მაგრამ თუ საერთოდ არ ხარ ცოცხლებში – ეს კიდევ სხვა საქმეა. სეგმენტი რაღაც რაოდენობას მაინც უნდა გულისხმობდეს.
      სერიოზული გამოცემები ჩვენთან ყველა დოტაციაზეა ასე რომ რა გავლენა უნდა ქონდეთ – საკუთარ თავს ვერ ინახავენ.
      ფრეიას პოსტებს მეტი კითხულობს ბლოგზე, ვიდრე გაზეთში დარწმუნებული ვარ 🙂
      ეგ გაზეთი თუ არსებობს საერთოდ მგონი, მარტო ფრეიას და ვეშაპიძეს ახსოვთ. 🙂

  28. სეგმენტზე არ ვდაობ – ასეა.

    და არც იმას ვამტკიცებ, რომ მთავარი კონტენტია და არა გავრცელების არეა. თუ კარგი ხარ და თვლი, რომ ცალი ხელით გაკეთებულ ბლოგზე უკეთესი გაქვს, წარმატებულიც უნდა იყო და ამისთვის შრომაა საჭირო.

    რამდენიმე თვის წინ რუსულ ფორბსში იყო სტატია ბლოგებზე. რამდენიმე მაგალითი ეწერა, როგორ შეუქმნა ჩვეულებრივმა ბლოგმა პრობლემა ბანკს, მაღაზიების ქსელს, კიდევ რაღაც ბიზნესს – და რა სერიოზული ძალისხმევა დასჭირდათ მეპატრონეებს ნეგატივის გასანეიტრალებლად. (ისიც უნდა ითქვას, რომ იმ შემთხვევებში ბლოგერი მართალი იყო. ერთგან მოატყუეს, მეორეგან – ეუზრდელა ბანკის ოფიცერი და ასე შემდეგ… )

    არსი იმაში იყო, რომ სოც.მედია, პირველ რიგში, ძალაა. თან – სერიოზული.

    ჰოდა, ლორდ, შენ ჩემზე ბევრად ადრე იყავი ბლოგოსფეროში. ლაივჟურნალის დროიდან. ჰოდა, მითხარი, როგორ წარმოგიდგენია, ქართულ ბლოგებს ამხელა ძალა და მნიშვნელობა ჰქონდეთ.

    და თუ არა, რისი ბრალია.

    • არანაირად ლაიჯორნალიდან 🙂
      ნწუ.

      ზოგადად გავლენაა – ინგლისელები რომ ამობდნენ – თუ ეს მართალია, დილით თაიმსში წავიკითხავთო. ასე მესმის.
      მაგრამ სეგმენტური გავლენა ძალიან მნიშვნელოვანია.

      არის ეგეთი ბლოგერი – ჰოგანი. თავიდან მეც ვითომ ეგეთ ბლოგს ვაკეთებდი 🙂 მაგრამ მაგას სხვა გაქანება აქვს და სხვა ბექგრაუნდი… მოკლედ ძალიან გავლენიანი ტიპია რაც შეეხება ტანსაცმლის და ეგეთ ბრენდებს თავს ევლებიან და პატიჟებენ პრეზენტაციებზე და რამე… ჰოდა მნახველი ყავს იმას იმაზე მეტი თვეში რაც მთელ ქართულ ბლოგოსფეროს ალბათ ერთად აღებულს წელიწადში.
      ჰოდა რა გავლენაზეა საუბარი?

      იყო მცდელობა “ეკონომისტის” აქ გამოცემის. ერთი ნომერი ნაღდად გამოვიდა – მიმოხილვაც კი დავწერე…. და მაგით დამთავრდა. არ გაიყიდა.

      როცა სამჯერ მეტ რაოდენობას მაინც ექნება კომპიუტერი (თან ოჯახის ყოველ ზრდასრულ 2 წევრზე 1 მაინც) და პლუს სმართფონი ან ტაბლეტი ან რამე მობილური დივაისი რომ მუდამ კავშირზე იყოს RSS-თი…
      აი, მაშინ სხვა საქმეა…
      მერე ჩვევებიც შეიცვლება.
      ანტრეში დავდივარ ხოლმე და იქ სულ უცხოელები არიან – ყველას ან ლეპტოპი აქვს ან სმართფონი ან რამე ეგეთი და ინტერნეტშია შემძვრალი. ქართველები – არა. 🙂 მაქსიმუმ საღლაბუცო SMS აზგავნიან.
      ესაა განსხვავება.

  29. მე რატომღაც ლაივჯორნალი მახსოვდა. ენივეი, გამოცდილება იმდენი გაქვს, მარტო ვორდპრესული გეყოფა.

    ანუ, პრობლემა მაინც რაოდენობაშია? მე მაინც მგონია, თუ ხარისხობრივად არ მოხდა ცვლილება, ქართულ ბლოგოსფეროს “არასერიოზული” იმიჯი არ მოშორდება.

    ეკონომისტის ის ნომერი მაქვს 🙂

    ანტრეს სენდვიჩი (ყველით და ლორით) და კრუასანი (კლასიკური, ბეზ ნაჩინკი) ფორევერ!

    და ერთადერთი მინუსი – ნოუ სმოკინგ არეა. ამიტომ, სენდვიჩებს ყავას არ ვაყოლებ არასოდეს. სადმე სხვაგან მივდივარ.

    • აკაკის ოხუნჯობანი რომ გამოვიდა, აკაკიმ გადაფურცლა, ბევრი ხუმრობა ვერ ეცნო და ასე თქვა – ეს რამდენი აკაკი ყოფილაო 🙂
      არა. მე არ ვიყავი ეგ. 🙂

      ხარისხი მკითხველის მაშინ და არა ბლოგოსფეროსი.
      “დამნაშავე” ყოველთვის ბაზარია.
      ცნობილი ამბავია – მაინცადამაინც რატომ მოხდა რომ პრაქტიკულად ყველა დიზაინერი პარიზში იყრიდა თავს და დღესაც მეტ-ნაკლებად ასეა. ამაში ფრანგებს მიუძღვით ბრალი – გემოვნება აქვთ ეგეთი უყვართ ჩაცმა პლუს მომთხოვნი პუბლიკაა და ბუნებრივად მოთხოვნა ქმნის და მაღალი სტანდარტის მოთხოვნა ქმნის კარგ საქონელს.

      ჩვენთან ბაზარი არის შემგუებელი და ყველაფერს ჭამს რასაც გადაუგდებენ. ამიტომ ის მოსახურება გვაქვს, რაც გვაქვს.
      მეორე მხრივ პატარა ბაზარი ვართ – ეგეცაა და ძალიან ხშირად გაქვს ალტერნატივა – იმუშაო იამთზე, ვისაც დაბალი მოთხოვნა აქვს და პრეტენზიულ კლიენტებს შეელიო.

      თუ ცოტა ძალისხმევით აღწევ შედეგს – ტრაკს არვინ…
      სელავი 🙂

  30. au dzalian cudi manqanaa es 😦 ar mesmis saertod, rogor unda gadavjde amerikuli Dodge Charger RT 1969-dan vw beatle-ze :/ tumcaki 60-70ianebshi arctuise kargad iyo ganvitarebuli adamiani…

comments please :)

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

Create a free website or blog at WordPress.com.

%d bloggers like this: