ქართველი არ ვარ, მაგრამ ქართველი ვარ!!!

ქართული სუფრა გენიალური ადგილია. აქ საუბრობენ ყველაზე მტკივნეულ და ყველაზე სასიხარულო თემებზე. მინდა შევეხო ერთ–ერთ ყველაზე მნიშვნელოვან სადღეგრძელოს – საქართველოს თემას.

ყველას გვიყვარს საქართველო. სუფრასთან განსაკუთრებით, აქციაზე დგომით განსაკუთრებით, ქუჩაში ნაგვის გადაყრით, არასასურველ ადგილას გზაზე გადასვლით,  სხვა ქვეყანაში ცხოვრების სურვილით, ქუჩაში ბირჟაობით, ერთმანეთის გინებით და დაკარგული ტერიტორიების დაბრუნების  სურვილით (მხოლოდ  სურვილით).

ბოლო დროს ყვიროდნენ, რომ ნამდვილი ქართველი აქციაზე უნდა იდგეს. ვეთანხმები, რომ უნდა გვინდოდეს ყველაფრის უკეთესობისკენ შეცვლა, მაგრამ ნუთუ საჭიროა ეს ყველაფერი გაკეთდეს ამ გზით? ნუთუ საჭიროა დარბევამდე საქმის მიტანა? ჩვენ ხომ აღარ ვართ მომავალი თაობა – ჩვენ ვართ ახლანდელი თაობა. თაობა ვისაც შეუძლია ყველაფრის შეცვლა, ჩვენ უკვე უნდა ვმუშაობდეთ და  უნდა ვფიქობდეთ ქვეყნის გალამაზებაზე, განვითარებაზე.

რატომ ჰგონიათ, რომ ერთი კაცის შეცვლით ყველაფერი შეიცვლება? ნუთუ გგონიათ, რომ პრეზიდენტის წასვლით თქვენ უკეთესად ისწავლით? ნუთუ გგონიათ, რომ ტექნიკური უნივერსიტეტის ლექტორს ნაკლებად დაეზარება წესიერი ლექციის ჩატარება და „სამართლიანი“ ნიშნების დაწერა? რატომ გგონიათ რომ ერთი კაცის შეცვლით კომპანიებში ნაცნობობა აღარ გაჭრის? რატომ გგონიათ, რომ ერთი კაცის შეცვლით,თქვენ აღარ მოგინდებათ ნაგვის გადაყრა ქუჩაში?

რა ნამუსით გვინდა იდეალური მმართველი , როდესაც ჩვენ თვითონ არ ვართ იდეალურები. რატომ გვგონია, რომ ამ ადამიანის წასვლით უკეთესი მოვა? ვინ უკეთესი? გვყავს ვინმე უკეთესი კანდიდატი? თუ „ოღონდ მოვიშოროთ მიშა და ფეხებზე გვკიდია ვინ მოვა“ პრინციპით მოქმედებთ?

დამოუკიდებელ  საქართველოს რიგით უკვე მესამე მმართველი ჰყავს და უკვე მესამის გადაყენებას ვცდილობთ. ჩვენ თვითონ ვირჩევთ ჩვენ ბატონ–პატრონს და შემდეგ, როდესაც რაღაცა არ გვაკმაყოფილებს, ვიგინებით–ვიფურთხებით და მისი  ძალით გადაყენება გვსურს.

მე არავის ვამართლებ და არ ვიძახი: უუ მიშა რა მაგარია. უბრალოდ რატომ ვხედავთ  მხოლოდ ცუდს. ნუთუ კარგის დანახვა მასეთი ძნელია:

მე მახსოვს, მიშას მოსვლამდე როგორ მეშინოდა ღამის ქალაქში გასვლის. მახსოვს, როგორ ვერ მივდიოდი რუსთაველიდან სახლში 9 აპრილისა და ალექსანდროვის ბაღის გავლით, ვინაიდან იქ ვიღაცა ან უკვე მრავლდებოდა ან უნდოდა გამრავლება და შესაბამისს მსხვერპს ეძებდა.

მე მახსოვს უშუქობა, ბნელი ქალაქი.

მე მახსოს დანგრეული სახლები (ახლა მეტყვით, რომ ჯერ კიდევ უამრავ დანგრეული სახლია, მაგრამ ნუთუ ყველაფრის გაკეთება ერთბაშად გინდათ?)

მე მახსოვს ქალაქის დანგრეული ქუჩები, გარეუბნებსა და რეგიონებზე საუბარიც კი ზედმეტი იყო

მე მახსოვს საქართველოში ქურდობის დონე

მე მახსოვს უტრანსპორტობა

ამ წამს კიდევ ერთი ფაქტორი გამახსენდა: ახლა ქალაქის ქუჩებში უფრო ნაკლები მათხოვარია, ვიდრე იყო.

არსებობს სახელმწიფო პროგრამები, რომელიც  გაჭირვებულ მოსახლეობას ეხმარება. ეს ადრე  ყოფილა ჩვენთან?

მე მახსოვს რუხი ფერის, მუქი და „არაცოცხალი“ ქალაქი.

მე მახსოვს, როგორ ეშინოდათ უცხოელებს ჩვენთან ჩამოსვლა. და ახალ მსურველთა რიცხვი 2 მილიონამდე (მართლაც რომ) გაიზარდა. მსოფლიოში უყვართ საქართველო და მშვიდობიან ზონად მიაჩნიათ.

ნუთუ ჯერ კიდევ არსებული კორუპცია პრეზიდენტის ბრალია? ადამიანი ღორია და, რომც აუკრძალო, ჩუმად მაინც მოიპარავს. ნუთუ მაღალი ფასები პრეზიდენტის ბრალია. ნუთუ ხალხი იმ დონემდე ბრმაა, რომ მხოლოდ ცუდს ხედავს და კარგის დანახვა უბრალოდ არ უნდა. ჩემი აზრით, როდესაც საკუთარი თავის შეცვლას შევძლებთ, შეიძლება შემდეგ შესაბამისი მთავრობაც გვეღირსოს.

მეორე საკითხი, რომელსაც მინდა შევეხო არის ხალხის მასიური გაქცევა. ყველა ნატრობს უცხოეთში ცხოვრებას, აქედან მოშორებით ყოფნას და თავს იმართლებს შემდეგით: აქაურობას მაინც არაფერი ეშველებაო. აი, ამაშია ჩვენი პრობლემა. ჩვენ თვითონ არ შეგვიძლია და არ გვაქვს ძალა (თუ ტრაკი) შევცვალოთ რამე, დავეხმაროთ ჩვენს ქვეყანას, არ გვსურს „ხელ–ფეხის განძრევა“ და ქვეყნისათვის გამოსადეგი საქმის გაკეთება. აბა რაღას მოვითხოვთ მთავრობისაგან?

მე ქართველი არ ვარ, მაგრამ ქართველი ვარ!!! არასოდეს მსურდა საქართველოდან წასვლა,არასოდეს მსურდა სხვა ქვეყნაში ცხოვრება ან სწავლა. ყოველთვის მიმაჩნდა და მიმაჩნია კიდევაც, რომ როდესაც გინდა იყო კარგად – ამას ნებისმიერ ადგილას შესძლებ.

ჩვენ ვართ ახლანდელი თაობა და ჩვენ შეგვიძლია მომავლის შეცვლა. მოდით ვეცადოთ მაინც.

 P.S. ვაიმე, ხალხნო, მე არ ვიძახი, რომ ვარდისფერი სათვალეებით ვუყურებ დღევანდელ საქართველოს და უუ ავშენდით და აღარ მაინტერესებს არაფერი და everything is perfect. ჩვენ მარტო ვწუწუნებთ და  ვიწყევლით თავ–ბედს, მარტო ცუდს ვხედავთ, მინდოდა, ჩემი აზრით, დადებითი დამეწერა, უარყოფითი ყველა მხრიდან ისედაც მესმის. არავის არ ვამართლებ და არ ვიძახი უხ რა მაგარი მთავრობა გვყავს  (თუ გვაქვს), მინდოდა რამე სხვანაირი დამეწერა და არასწორად გამიგეთ…

Advertisements
Categories: ზოგადსაკაცობრიო თემები | ტეგები: , | 31 Comments

პოსტის ნავიგაცია

31 thoughts on “ქართველი არ ვარ, მაგრამ ქართველი ვარ!!!

  1. “ჩვენ თვითონ არ შეგვიძლია და არ გვაქვს ძალა (თუ ტრაკი) შევცვალოთ რამე, დავეხმაროთ ჩვენს ქვეყანას, არ გვსურს „ხელ–ფეხის განძრევა“ და ქვეყნისათვის გამოსადეგი საქმის გაკეთება.” —დაიწყე აბა, გიყურებ ერთი რას შეცვლი! 🙂
    ”აბა რაღას მოვითხოვთ მთავრობისაგან?” –ეს ყველაფერი მთავრობის გასაკეთებელია და არა ერთეული მოქალაქის!

    • დამიჯერე თითოეული ჩვენგანის გასაკეთებელიცაა

    • ჯესი თავისას იტყვის და მანამდე მე გიპასუხებ, ქეთუსი – მე ვცვლი.

      ჩემს ბოლო ორ სამსახურში ადრე პროექტი და დოკუმენტი მხოლოდ ავტორიტეტის ძალით და “მაინც ვერაფერს მიზამთ” პრინციპით გაჰქონდათ – ახლა ისეთი პროდუქტი იქმნება, ყველაზე რადიკალური მოწინააღმდეგებიც კი აღიარებენ, ხარისხიანიაო. აი, ეს შევცვალეთ.

      • მოლი,მასე მეც კარგად ვაკეთებ ჩემს საქმეს და გულხელდაკრეფილი არ ვზივარ,მაგრამ სახელმწიფოს კეთილდღეობაზე ერთეული ადამიანები ,როგორც წესი, გავლენას ვერ ახდენენნ–ამისათვის არის მთავრობა!

  2. მაპატიე, მაგრამ ზუსტადაც რომ პრეზიდენტის ბრალია კორუფცია იმიტომ, რომ შევარდნაძის დროს თუ ყველა კორუმპირებული იყო და თუ ედიკა ჭამდა, შენც ჭამდი, დღეს მხოლოდ ელიტური კორუფცია ყვავის და მარტო ზედა ეშელონები ჭამენ… ეს ერთი, მაგრამ ისე ნუ გაიგებ, რომ მე ან კორუფციას ვამართლებ ან ედიკას დრო მერჩივნა, უბრალოდ ფაქტი მომყავს…

    ერთადერთი რითიც ყველანაირად მირჩევნია ედიკას დრო ისაა, რომ გაცილებით მეტი სიტყვის თავისუფლება იყო!!! ბოლოს და ბოლოს დარდუბალაც კი სირზე ეკიდა ედიკას…

    როგორ შეიძლება არ მიჩნდებოდეს პროტესტი, როცა კავკასიაზე და მაესტროზე ჟურნალისტურ გამოძიებებში, ისეთ რაღაცებს ვხედავ, რომ გული მიკვდება და ერორზე და იმედზე კი ყველაფერი ზეაღმატებული და აღმაფრთოვანებელია…

    ან რა ფაქტებზე დაყრდნობით აცხადებ საქართველოს ტურისტებისათვის მიმზიდველს, როცა ისეთი შეუსრულეს ებრაელებს, რომ ისრაელმა, მგონი, სამუდამოდ შავ სიაში შეგვიყვანა…

    მოსმენები, დაჭერები, მასობრივად გავრცელება “ტრუხა” ინფორმაციის, დაკარგული ტერიტორიები, გეტოები, გაყალბებული არჩევნები, დარბეული აქციები, მოდელირებული ქრონიკები, დაუსჯელ ადამიანთა სრული კასკადი… არაფრის გულისთვის მოკლული ბიჭები… და კიდევ შემიძლია ეს სია უსასრულოდ გავაგრძელო!!!

    როცა მილიცია-პოლიციის შემდეგ პატრულს შექმნი, მერე დედა არ უნდა მოუტყნა და იგივე დონეზე აღარ უნდა დაიყვანო!!!

    ბაზარი არაა, რა ხრენსაც ვიმსახურებთ, იმას ვიღებთ, შეიძლება მეტის ღირსებიც ვართ, მაგრამ მე ვერ დავდგები და ხელისუფლების ქებას ვერ დავიწყებ, რადგან თვალები მაქვს და როცა კარგს ვხედავ, ძალიან ბევრ ცუდსაც ვხედავ, ამის შემეგ ვაყალიბებ საბოლოო აზრს!!!

    შენ გგონია ედიკა რომ ყოფილიყო დღემდე არ იქნებოდა დენი, გაზი, წყალი?! 21 საუკუნეში მსგავსი რაღაცები არ უნდა გვიკვირდეს, ბაზარი არაა ბევრი რამე გაკეთდა, რაც ადრე არ კეთდებოდა, მაგრამ დარწმუნებული ხარ რომ უფრო ბევრი არ გაფუჭდა?! მე არა!!! იმხელა საგარეო ვალი გვაქვს, ჩვენს შვილთაშვილებს მოუწევს გადახდა და პრეზიდენტი კიდევ როგორც ცხოვრობს, ჩემზე არა ნაკლებად მოგეხსენება… მაგას რა ენაღვლება, დაკრავს ფეხს და მოხევს, ჩვენ ვიდარდოთ მერე…

    მე რომ პრეზიდენტს და მთავრობას ვერ ვიტან, ოპოზიციასთან ერთად, ეგ სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ან ქუჩაში ნაგვის ყრას მივესალმები ან იმ უმსგავსობებს რაც შენ ჩამოთვალე…

    But this doesn’t change anything!!!

    • მე ჩმოვწერე მარტო კარგი, შენ ჩამოწერე მარტო ცუდი.. ამით ჩვენვ ავსებთ ერთმანეთს…და ამ კარგსაც და ცუდსაც ვყლა ერთდ რმ ვხედავდეთდ აა რა მხოლოდ ჩვენ არამედ ზედა ფენაც შეიძლება ავშენდეთ

      მადლობა კომენტარისათვის შენი მსფელობა მ,ომწონს ძალიან 🙂

  3. გეთანხმები ჯეს ყველაფერში ^^ ადამიანი იმას დაინახავს რისი დანახვაც უნდა, თუ რამეა, კარგზეც თ[ალს დახუჭავს : )

  4. შენ ჩამოწერე, სვანმა შეგივსო 🙂
    ვეღარაფერს დავამატებ… ისე, კარგი იქნებოდა, პასუხისმგებლობა მართლაც თითოეულ ჩვენგანს ეგრძნო…

  5. -ერთი კაცის შეცვლით ყველაფერი შეიცვლება?
    -ის ერთი კაცი პრეზიდენტია, რომლის უკან მრავალი ადამიანი დგას. ყველა პრეზიდენტობის მსურველს მეტ-ნაკლებად განსხვავებული მართვის სტრატეგია აქვს. ამიტომ ვთვლი, რომ ერთი ადამიანის შეცვლით შეიძლება შეიცვალოს ყველაფერი.
    მე მახსოვს ერთ-ერთი ოპოზიციონერის ფრაზა: “რევოლუციით მოცული, რევოლუციითვე წავა”. რა უბედურებაა, რა მარაზმია, რა საშინელებაა…

  6. ავტობუსში ბილეთს რომ არ იღებს ხალხი, ესეც პრეზიდენტის ბრალია?

  7. +
    gmertma dagvifaros gachechiladzisnairi dzveli bichi movides sataveshi.

    gmertma dagvifaros mogalate burjanadzis xelshi chavvardet.

    shalvaze agarafers vabob.
    ver gaiges rom es qveyana marto skami ar aris da ukan uamravi xalxia.
    me mxolod salandzgavi sityvebi memeteba, risganac tavs shevikaveb

  8. ქეთუსი, სახელმწიფო ზუსტადაც რომ ერთეული ადამიანებისგან შედგება. მე და შენ (და კიდევ ძალიან ბევრი) საქმეს კარგად ვაკეთებთ (არ აქვს მნიშვნელობა, კერძო სექტორში თუ საჯარო სამსახურში) და ამით სახელმწიფოს ვაძლიერებთ.

    აი, მე სახელმწიფოს სახელით მიწევს საუბარი და ნელ-ნელა ვაჯერებ ხალხს (ვისთანაც შეხება მაქვს) რომ აპარატი ხელის გადაგრეხის მეთოდით აღარ მოქმედებს. სხვა კერძო სექტორშია წარმატებული და მისი წრეც ხედავს, რომ ინიციატივას და შრომას შედეგი მოაქვს.

    აბა, მთავრობის ლანძღვით საქმე რომ კეთდებოდეს, საშვილთაშვილოდ ავშენდებოდით.

    • არა, შენ მე ვერ გამიგე.
      ყველა ინდივიდები ვართ სოციუმის ნაწილები და ყველამ ჩვენი მოქალაქეობრივი მოვალეობები უნდა შევასრულოთ.მაგრამ ისეტთ გადაწყვეტილებებს,რომლებიც ქვეყნის ეკონომიკას გააუმჯობესებს იღებენ ჩვენს მიერ არჩევნების შედეგად ხელისუფლებაში მოსული ჩვენს მიერ ნდობით აღჭურვილი პირები როგორებიც არიან დეპუტატები,საკრებულოს წევრები და პრეზიდენტი და მინისტრტა კაბინეტი.’რამის’ კეთება ქვეყნის სასიკეთოდ მათი პირდაპირი მოვალეობაა.
      ჩვენ კი,რიგით მოქალაქეებმა უნდა ვიზრუნოთ ჩვენი თავის უზრუნველყოფაზე,პროფესიული მოვალეობების შესრულებაზე,გადასახადების გადახდაზე ,კანონმორჩილებაზე.–ასე არ არის ეს?

      • არა, ამაში ვერ დაგეთანხმები.. ჩემი ერტი ნაცნობი მუშაობს სოფლის მრეწველობაში.. კერძო კომპანიაში და ახლა ზუსტადაც რომ ზრუნავს მიყურებული და ადვიწყებლი მიწების აყვავებაზე… ნიადაგზე ზრუნავენ… მოსავალზე.. ჩამოაქვთ საჭირო მასალები უცხოეთიდან და გლეხებს ეხმარებიან…. არ ხარ მართალი, რომ ჩვენ მარტო საკუთარ თავებზე უდნა ვზირუნოთ,,ჩვენ ვართ ტაობა რომელიც მომავალი მმართველები შეიძლება ვიყოთ და ჩვენ საკუთრ თავებზე ტუ დავიწყეთ ფიქრი იგივე გაგრძელდება… ზუსტადაც პრეზხიდენტიც ფიქრობს საკუთრი თავის უზრუნველოყოფაზე პირველ რიგში და ზოგადად თავის მოვალეობას ნორმალრუადაც ასრულებს, უბრალოდ ჩვენზე ნაკლებად ფიქრობს…. .. ჩვენც უნდა ვიფიქროთ ამ ქვეყნის განვითარებაზე და არა საკუთარ თავებზე.. ზუსტად ამაშია ჩვენი ხალხის პრობლემა 😦

      • მე მგონი ორივე ერთსა და იმავეზე ოდნავ სხვადასხვა კუთხით ვსაუბრობთ,ჯესი,შეიძლება სერიოზული საქმე წამოიწყო და კარგ რამესაც აკეთებდე,ბევრ ადამიანებსაც ეხმარებოდე და ამით სახელმწიფოსაც–ნებისმიერი რაიმეთი დაკავებული ადამიანი მასეა–მე ორი სამსახური მაქვს და ჩემდაწილად მეც ’ვაშენებ’ სახელმწიფოს.უბრალოდ მე იმ ფუნდამენტალურ ინსტიტუციებზე მქონდა საუბარი,რისი წარმართვაც რიგით მოქალაქეს არ შეუძლია,რადგან არ აქვს ხელთ საკმარისი ბერკეტი.სულ ეს არის და ეს.
        ისედაც,მიუხედავათ იმისა, რომ ასეთი უმუშევრობაა, ხალხი მაინც პოსულობს სარჩოს,ეს კი იმას ნიშნავს,რომ ამ ქვეყნის მოსახლეობას კი არ ეზარება ხელის განძრევა,არამედ უფრო მეტი რამ აღელვებთ, ვიდრე ბანალურად რომ ვთქვათ–საჭმელი.

      • გეთანხმები 🙂

  9. ვაიმე, შენ ეხლა ისეთ თემას შეეხე, რომ ჯობია ვაფშემ დაიკიდო და არც შეეხო რა, მაინც ვერაფერს შეაგნებინებ ვერავის და პროსტა სიტყვის მასალად ლაპარაკი გამოვა

  10. ჯეს პატივს ვცემ შენს შეხედულებას , მაგრამ არ გეთანხმები. ხაზს ვუსვავ , რომ აპოლიტიკური პიროვნება ვარ, მაგრამ რაც არ მოგწონს იცოდე , რომ ეს ყველაფერი მხოლოდ და მხოლოდ იმ ხალხის მიერ არჩეული მთავრობის ბრალია, რომელმაც ხალხი მოატყუა და იმედები გაუცრუა. 🙂

    • მადლოაბ აქსიომ შენი მასეთი კარგი კომენტარისათვის….. ნამდვილად…. კი მათი ბრალია, მაგრამ რამდენჯერ უნდა მოვტყუვდეთ და რამდენჯერ უნდა გავაკეთოთ არასწორე არჩევანი :((((

  11. ჯეს, თითქმის ყველაფერში გეთანხმები და რაც მთავარია, უნდა ვიფიქროთ შედეგებზე. ანუ, ახლა მიშა რომც შევცვალოთ, დავით აღმაშენებელიც რომ მოვიდეს სათავეში, სამი წელი მარტო ყველაფრის თავიდან დალაგებას უნდა. ჩვენ კიდე გრეჩიხას მოყვანა გვინდა და მაგის არეულს მერე ვერავინ ვერ უშველის!..
    ამიტომ, ჯობია არჩევნებზე მივიდეთ ყველა, ჩვენი ხმის გაყალბება რომ ვერ შეძლონ. და კიდევ, გავითავისოთ, რომ ჩვენია ეს ქვეყანა და უნდა მივხედოთ, ლანგარზე დადებულ დემოკრატიას არ მოგვართმევს არავინ, ეს ჩვენი გასაკეთებელია.

  12. დავით აღმაშენებელს აღმაშენებელი დაარქვეს საუკუნეების მერე, და არა მისი მეფობის დროს. მე არც ვადარებ მიშას დავითს, მაგრამ რაღაცა რო კეთდება თვალი უნდა გაახილო და ნება იბოძო აღიარო ადამიანმა. იმ აქციებზე დგომა მე თუ მკითხავთ სირცხვილი იყო, როგორი ოპოზიციაც არ უნდა იყო 2 წლის წინ რო ქვეყანა გბომბავდა იმის ფულის იმედზე შენი მთავრობა არ უნდა ცვალო. ხელისუფლების ოპოზიციონერობა მესმის და ეს ყველა ქვეყანაში ნორმალური მოვლენაა, მაგრამ აი ქვეყნის იპოზიციონერობა ეგ სირცხვილია. აირჩიე 96%–ით? ნება იბოძე და დაელოდე ვადის გასვლას და თუ სხვა გინდა გმართავდეს, იმ სხვას მიეცი ხმა…

  13. girlwithumbrella

    გეთანხმები. ჩვენ მხოლოდ ცუდს ვხედავთ. არც მთავრობას ვამართლებ და არც ოპოზიციას, მაგრამ ყოველ შემთხვევაში წინ მართლა წავიწიეთ 2003 წლის შემდეგ.

  14. უუპს.. )) პოლიტიკა იმდენად ბინძური საკითხია,რომ მასზე ლაპარაკი არ მიყვარს.. მაგრამ მეც ხომ ქვეყნის ნაწილი ვარ და ერთადერთი რისი თქმაც შემიძლია,ისაა რომ ძალიან მწყდება გული ქვეყნის ამჟამინდელ მდგომარეობაზე..

  15. Teaa

    chemi azrebi gamoxate am postit, getanxmebi 🙂

comments please :)

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

Create a free website or blog at WordPress.com.

%d bloggers like this: