დიეტა. დიეტა? დიეტა!

ჰომოსაპიენსებს შეგვექმნა შთაბეჭდილება, რომ დიეტა არის შეზღუდვების სისტემა, რომელიც გვაიძულებს  გემრიელ და მრავალფეროვან სუფრაზე უარი ვთქვათ.

ბევრმა არ იცის, რომ სიტყვას “დიეტა” (Diaita) ბერძნული ფესვები აქვს და  ნიშნავს ცხოვრების წესს. თანამედროვე გაგებით “დიეტის” მნიშნველობა შეგიძლიათ   ნახოთ ჩვენი ძველი მეგობრის საიტზე –  ვიკიზე.

სამწუხაროდ, კარგად ყოფნისას ადამიანი სულაც არ უფიქრდება დღის რაციონს და საკვების მიღების წესს. ეს ლოგიკურია კიდევაც, ვინ ფიქრობს თავის ჯანმრთელობაზე ან ორგანიზმზე რესტორანში ქეიფობისას ან რამე ღირშესანიშნავი თარიღის აღნიშვნისას. თუმცა, არ არსებობს ადამიანი, რომელიც საკუთარ თავს სრულიად ჯანმრთელს უწოდებს.

იმედია გახსოვთ ჩემი პოსტი მოდაზე. დიეტაც გახდა პოპულარული. ყველა დიეტობს, თან ბოლო დროს, ქალებზე უფრო ხშირად  მამაკაცები (+35 წელი) იცავენ დიეტას. მაგრამ ყველა უფრთხილდება საკუთარ წონას და არა ჯანმრთელობას. საიდან ასეთი დასკვნა? ვის არ ჰქონია შემთხვევა: 3 კვირიანი დიეტის წვალობთ დაიკელით 10 კილოგრამი. ეს ხომ უნდა შესანიშნავია, უნდა აღნიშნოთ და მეგობრებთან ერთად მიდიხართ  რესტორანში :))

მე არ ვარ დიეტოლოგი, ან ფსიქოლოგი, მაგრამ მაინც მინდა წარმოგიდნინოთ ჩემი რჩევების ნუსხა, რომლის გათვალისწინებაც შეიძლება დაგეხმაროთ დიეტის დაცვისას:

რჩევა #1: დიეტის დასრულების შემდეგ რამდენი დღის განმავლობაში შეეცადეთ არ მიიღოთ “მძიმე” საკვები (ცომეული, შემწვარი და ცხიმიანი).

რამდენიმე თვის წინ ვიყავი 1 კვირიან დიეტაზე. ვჭამდი: შავ პურს, მოხარშულ ქათამს, წვნიანს და კიდევ რაღაცას (whatever). ერთი კვირა პატიოსნად ვიცავდი და კმაყოფილიც დავდიოდი. მაგრამ გავიდა ერთი კვირა,  შედეგი – ნოლი!!! საერთოდ არ გამხდარვარ. მომეშალა ნერვები და კარგადაც ვიქეიფე: ხაჭაპური, ხინკალი და ა.შ. ეჰ… მეორე დღეს ვკვდებოდი. ცხოვრებაში არ შევუწუხებივარ კუჭს, და შემდეგი ორი დღის განმავლობაში კუჭი მლანძღავდა და მაგინებდა უკანაკსნელი სიტყვებით. რატომ? იმიტომ, რომ ერთი კვირის განმავლობაში კუჭი მიეჩვია ნორმალურ და „მსუბუქ“ საჭმელს და “მძიმე საჭმელმა” გააღიზიანა იგი. შესაბამისად, საკუთარი მაგალითიდან გამომდინარე, გირჩევთ – დიეტის დასრულების შემდეგ არ მიეძალოთ საჭმელს .

რჩევა #2. ნუ ელოდებით სწრაფ გახდომას.

წინა რჩევიდან გამომდინარე იბადება კითხვა: რატომ ვერ გავხდი ერთი კვირის განმავლობაში? სასწაული შემდეგ კვირას მოხდა. დიეტის დასრულების შემდეგ ჩვეულებრივად ვიკვებებოდი, მაგრამ დავიწყე გახდომა, თან საგრძნობლად. მიზეზი: დიეტის დროს კუჭი მიეჩვია საჭმლის მცირე პორციებად  მიღებას  და დაპატარავდა. შემდეგ კვირას, ძალაუნებურად, ვაგრძელებდი იგივე, მცირე რაოდენობით, საკვების მიღებას და ცხიმის უჯრედებმა უკვე “ერთმანეთის ჭამა დაიწყეს” 🙂

რჩევა #3: არასოდეს დაიცვათ 2–3 დღიანი დიეტა.

წინა რჩევებიდან გამომდინარე ადვილია დასკვნის გამოტანა, რომ 2–3 დღიანად დიეტას არანაირი შედეგი არ მოაქვს. ვაღიარებ, შესაძლებელი მაქსიმუმ 2 კილოს დაკლება, მაგრამ შემდეგ ასევე სწრაფად ისევ აღადგენთ დაკარგულ წონას.

რჩევა #4: დიეტის დროს ნუ შიმშილობთ.

დიეტა, რომლის დროსაც საკვების მიღების შემდეგ მაინც გშიათ – არაეფექტურია. დიეტა უნდა გეხმარებოდეთ ორგანიზმის მოწესრიგებაში, რაც ნერვულ სისტემასაც ეხება. დიეტა, რომლის დროსაც სულ გშიათ, მოქმედებს თქვენს ფსიქიკაზე: ყველგან გელანდებათ საჭმელი, ხდებით უფრო გაღიზიანებული, ნერვიული და “სწერვული”.

რჩევა #5: დიეტის დაცვისას  ყოველ დღე დადექით სარკესთან და თქვენ თავს რამე კომპლიმენტი უთხარით: რა კარგად გამოიყურები, აი როგორ გახდი, როგორ გიხდება ეს შარვალი. შეეცადეთ თქვენ თავში დადებითი მხარე იპოვოთ და არა „ეუფ, რა ძროხა ვარ , რა მეშველება“.

რჩევა #6: დიეტის დროს  სახლიდან მოაშორეთ სასწორი და სანტიმეტრი. ნერვებს დაგიწყვიტავთ!

რჩევა #7: თუ +20 კილოგრამი ზედმეტი წონა გაწუხებთ, არ გირჩევთ ჩვეულებრივი დიეტების დაცვას. თქვენ შეგიძლიათ დაიწყოთ: ვარჯიში, დილაობით სირბილი, ან ტრენაჟორები, ან ცეკვაზე სიარული, ან უბრალოდ ბევრი  სერინობა, ან იოგა ( 🙂 ). მაგრამ საუკეთესო არჩევანია –  მიმართოთ დიეტოლოგს, ვინაიდან  უბრალო ზედმეტი წონის გარდა, შესაძლებელია,  თქვენ ნივთიერებათა ცვლაც გქონდეთ დარღვეული, რაც უკვე საკმაოდ სერიოზული პრობლემაა.

რჩევა#8: ყველა გვირჩევს, თუ გინდათ გახდომა – ნუ ჭამთ საღამოს 6 საათის შემდეგ. ვინც საღამოს 6–მდე  მუშაობს და ვერ ახერხებს დღის განმავლობაში ნორმალურ კვებას, როგორ უნდა გააგებინო და შეაგნებინო, რომ სახლშიც (გახდომისათვის) არ უნდა ჭამოს?! ჩემი რჩევაა:  უბრალოდ შეეცადეთ დაძინებამდე მინიმუმ 3 საათით ადრე ჭამოთ.

რჩევა #9: დიეტის დასრულების შემდეგ, კვირაში ერთელ მაინც მოიწყეთ “განტვირთვის დღე”  და ჭამეთ “მსუბუქი და სასარგებლო” საჭმელი.

რჩევა #10: დიეტაზე არ ზიან!!!! დიეტას იცავენ!!!! 🙂

ყველამ ვიცით, რომ  „Fast Food”–ი ძალიან მავნებელია ჯანმრთელობისათვის და ასუქებს და სპობს ორგანიზმს, მაგრამ თქვენ ოდესმე გიფიქრიათ იმაზე, თუ  რამდენ კალორიას შეიცავს ერთი ხინკალი (ცომი+ხორცი+ცხიმიანი წვენი) ? დამიჯერეთ, „Fast Food”–ი ერთ ხინკალთან შედარებით, ნამდვილად ნამკლებად მანვენებლია… თუმცა ამაზე უკვე შემდეგ პოსტში ვისაუბრებ.

P.S. ვიცი, რომ ბევრს იმედები გაუცრუვდა, ვინაიდან ეგონათ, რომ დიეტების ჩამონათვალი დახვდებოდათ, მაგრამ მინდა გითხრათ: მე შემიძლია მოგცეთ რჩევა და დიეტის რაციონის საკითხი უკვე თქვენზეა დამოკიდებული.

Advertisements
Categories: ზოგადსაკაცობრიო თემები | ტეგები: , , , | 47 Comments

პოსტის ნავიგაცია

47 thoughts on “დიეტა. დიეტა? დიეტა!

  1. არასოდეს დამიცავს დიეტა, ალბათ საშინლად გამიჭირდება :დ

  2. gvantsa

    au jes me ro miyvars xinkali tan dzalin 😦

    • მერე კი არ გაძალებ დიეტის დაცვას… შენ რომელი გვანცაა? ანუ გიცნობ თუ არა?

      • gvantsa

        ki micnob gepeishi ertad davivart 😀

      • ოოოხ შენ ვინც არ გიცნობს :0 ერთი კი გავიფიქრე ეგ იქნება, მარა მერე ვნახე რომ “ქეთუსის” მაილიდან წეერ და დავეჭვდი :* :* გვააააააანც ხო იცი , როგორ მიხარია, რომ კითხულობ :*
        გოგო ერთი შუალედურები დასრულდეს, წავიდეთ ვიხინკლაოთ :))

    • gvantsa

      aba raa :*

  3. რა კარგი რჩევებია 🙂 ერთი შეხედვით მარტივი, მაგრამ ზუსტად ეს მარტივი რაღაცები გვავიწყდება და დიეტას ის ეფექტი აღარ მოაქვს, რასაც ველოდებოდით ხოლმე…

  4. Teaa

    მე ექვსის მერე არ ვჭამ, ვცდილობ მოვერიდო პურეულს და ტკბილეულს, მაგრამ როგორც ასეთი-რაციონიდან ამოვიღე თქო რომ ვთქვა ტყუილია 😀 არც ვიმატებ-არც ვიკლებ, სტაბილურად ფუმფულა ვარ, არც მსუქანი და ასი კილო ძროხა, არც ტანსაცმლის საკიდი ვეშოლკა 😀 😀 😀 (ნუ.. პირადი სურვილი მაქვს ერთი ხუთიოდე კილო მოვაშორო სხეულს 😀 😀 ) ხოდა.. საჭმელზე გამახსენდა.. არ ვიხინკლაოთ???? 😀 😀 😀 😀 😀
    jes, ძალიან მაგარი პოსტია, როგორც ყოველთვის :*

    • ვიხინკლაოოთთ 🙂 ჩემო კარგო მეც მარტო 5 კილოს დაკლება მინდა :შ :შ :შ :შ :))) ხინკალი იზ გუუდ

      მადლობა შეფასებისათვის

      :)) ხინკალ ხინკლა :დორბლი:

  5. eli melmon

    O_O არადა ზოგი სიგიჟის პიკს აღწევს დიეტის დაცვის დროს …ნუ ძაან “დიდებს” ვგულისხმობ შედეგს რომ ვერ ხედავენ :დ:დ ნუ ჩემი აზრით მასეთ დროს ჯობია შეიყვარო საკუთარი თავი ისეთი როგორიც ის არის ^^ სქელიც და მსუქანიც და საშინელიც ^^ თუ მერე ვერ გახდი თავს მაინც აღარ მოიკლავ |( :დ:დ

  6. ar mchirdeba dieta magram vinc varjishobs ima smitumetes arasodes tu ar gavitvalsiiwnebt imas rom ubralod gawerili rejimit ikvebebian da specialuri meniu aqvt shercheuli…magasac kargi nervebi unda…

  7. კარგი პოსტია; გადასარევი… კარგი რჩევებია

    მე განვიცდი რომ გამხდარი ვარ, მაგრამ აბა სხვანაირად არ გამოდის… დღისით ვერ ვჭამ სამსახურში, შესვენება არ მაქვს დ არც საკვები იყიდება ახლომახლო, რომ ღირდეს ჭამად 🙂

  8. ჯეს, კაი პოსტია 😉
    დიეტაზე ერთხელ ვიყავი, ერთი თვე მარტო წიწიბურას და მაწონს ვჭამდი :-O რას ვერჩოდი საკუთარ თავს ვერ მეტყვი? 😀 არადა არ მაქვს მომენტ ზედმეტი წონა, სამი კილოგრამი რომ დავიკლო, ჩემს წუწუნს ვერ გაიგებს კაციშვილი 😀 იმ წელს რა ჯანდაბად ამოვიჩემე არ ვიცი, მარა დიეტის ბოლოს ერთ ნაჭერ ხაჭაპურსაც რომ ვერ მოვერიე, ე, მაქ მაგრად გამიტყდა 😀
    ხოდა, საერთოდ ცხიმიანი კერძები, ხორცი, ტკბილეულობა – არ მიყვარს. ცომეული უფრო და ეგ რომ არა, ალბათ ჩონჩხი ვიქნებოდი 😀 ბოსტნეულს ვჭამ სულ 😀 ნუ, ნაყინი და მწარე შოკოლადი მიყვარს ^_^
    რატომ ვიბოდიალე ახლა ამდენი? 😀 რავიცი, ვიცი? 😀
    ხო, კაი პოსტი იყო და სასარგებლო :-*

    • არ გიბოდიალია, საკმაოდ კარგი ინფორმაცია მოგვაწოდე… ეჰ მე სულ ვწუწუნებ 5 კილოს დაკლება მინდა და ხან ვიკებ ხან ვიმატებ…. 😦 და ბუთხუზიკა კი სულ ვარ :))))))))))))) მადლობა ჩემო ძვირფასო მადლობა

  9. inzest

    momkla am dietebma me 😦

    arada charbi wona maqvs

    postistvis madloba

    • პოსტიდიდი არაფერი.. ჩვეულებრივი ყველასათვის ცნობილი ფაექტბი და რჩევებია.. უბრალოდ ხომ იცი: გამეორება ცოდნის დედააა

  10. ოოო დიეტა ჩემი ტკივილია :დ
    ასე 3–4 კილოს ვებრძვი სულ. მინდა ოდესმე 50კგ გავხდე, 55 ვარ ახლა. (წესით კარგი წონაა,მაგრამ წვრილძვლიანი ვარ : (
    ვიცი თითქმის ყველაფრის კკლ, მაგრამ ყველაზე კარგად მოხარშული, უმარილო ბოსტნეული ახდუნებს.
    მშვენიერი პოსტი იყო, თენქ იუ : ))

    • უუ ჩემი ცონებააა ვიყო 49, და ვარ 54–55 :((((( ა თითქოს რა უნდა ხო..მაგრამ ვერანაირად ვერ დაივკელი 😦 ეჰჰ..
      გაიხარე მადლობა

      • თან 171 ვარ სიმაღლეში, ანუ ვითომ არაფერი, მაგრამ მართლა ძალიან მინდა.
        მოდი, დავიცვათ (არა დავჯდეთ) დიეტაზე 🙂

      • შვენიერი აზრია.. “საბუტილნიკს ვეძებდი. იქითა ვკირიდან შვებულებას ვიღებ და ნამდივლად ვაპირებდი…. ^_^ როგორ დავიცვათ?

  11. დიეტაშიც საბუტილნიკი გჭირდება, ჯეს? 🙂

    ნა ტრაიხ სააბრაზიტე 🙂

  12. ფანტასტიურია.
    მეც იქითა კვირიდან მაწყობდა. ე.ი. მე ვიცი რამდენიმე, რომელიც კარგად ჭრის. ეს განსაკუთრებით: რაციონიდან იღებ შემწვარს, ცომეულს, ტკბილეულს. ყველაფერი თითქმის უმარილოდ. აი მოხარშულ ბოსტნეულს რომ ვჭამდი კარგი იყო : ))))
    შენ რა აზრის ხარ? :დ

    • ნამდივლად კარგი არია. კი თან ნაკლები მარილი უნდა ჭამო….. ბოსტნეულობა უკვე კარგად შმეოიდა შესაბამისად ახლა ძალია ადვილად არის შესაძლებელი.. გრეჩიხა შეიძლება, მოხარშული ქათამი… კარტოფილი თუნდაც მოხარშული კარგია მაგრამ აი მცირე დოზებით… წყალი, ჩაი ყავა შაქო და არანაირი გაზიანი სასმელები.. წიწიბურა, სხვა მსგავსი ფაფები.. მაწონი, და რაღა არის საწირო კიდევ ამ გაზაფხულს 🙂

  13. ჯეს რა საყვარელი ხარ, მიუხედავად იმისა რომ დიეტა არასდროს დამიცავს და არც დამჭირვებია პრინციპში, შენი რჩევები ძალიან მომეწონა. ჩემი ერთი მეგობარი ცარიელ ვაშლზე იყო არ ვიცი მე რამდენ ხანს, რამდენიმე თვე, მართალია გახდა, მაგრამ მერე ცოტ-ცოტა საკვების მიღება რომ დაიწყო კუჭი ცალკე ატკივდა და კი არ გასუქდა, გასივდა… მოკლედ მსგავსი სისულელეებით ყველა სიკეთესთან ერთად ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლაც ირღვევა. ამიტომ მივესალმები ჯანსაღ კვებას რეჟიმში! 🙂 მართალია ვერ ჩავჯექი რეჟიმში მაგრამ მაინც 😀

  14. დიეტა ფრანგულად. ეგ ყველაზე ნაღდია. გამოცდილი. 🙂

  15. ვარსკვლავები პოსტის ბოლოში ჩამოწიე. 🙂
    ასე რომ წაიკითხავ მერე ისევ ზემოთ უნდა ახვიდე – და ბოლოში თუა წაიკითხავ და ეგრევე ავარსკვლავებ.
    უფრო ქმედითია 🙂

  16. marwyvi

    166 var simagleshi wona 63 xoda var sashinlad dakompleqsebuli:( ra gasaocaric ar unda iyos ar vici rogor gamoviyurebi 😀 shegidzliat vinmem am parametrebis mqone adaminis foto amitvirtot ro ucxo tvalit shevxedo chem tans da droze mivigo zomebi? 😦 vinme putkunas ro davinaxav guls vuwvrileb yvelas amisavit var? amisavit? arc amisavit? mara aravisavit ar var chemi nacnobebidan 😀 xoda mishvelet ra 😦

    • შენ შეიძლება ანხო შენი სიმაღლის და წონის გოგო, მაგრამ მააგს შეიძლება სულ სხვა აღანაგობა ჰქონდეს (ვთქვათ ძლაიან განიერი თეძოები, ან დიდი ტრაკი მაგრამ წვრილი ფეხები.. ეს ინდივიდუალურია. მაგრამ მინდა გითრა, რომ მშვენიერი წონა და სიმაღლე გაქვს… ადამიანის იდეალური წონა არის მისი სიმაღლე გამოკლებული 110, ეს არის იდეალური, და შენ გაქვს – 103 და ეს მშვენიერია, და არც წონის არც არაფრის პრობლემა არ უნდა გქონდეს, თუ გრძნობ თავს ცუდად აიღე და დაიკელი, თუ შენ აზრს არ ენდობი – ენდე ახლობლებს და მეგობრებს ისინი არ მოგატყუებენ. ახლა წარმოიდგინე მე ვარ 155 და ვიწონი 58 კილოს.. აი ეგ არის თითქოს კატასტროფა, მაგრამ ყველა მეუბნება რომ კარგად გამოვიყურები და ბუთხუზიკობა მიხდება, მაგრამ მე რადგანაც მგონი რომ უნდა ვიყო უფრო ნაკლები, ვვარჯიშობ და ვდიეტობ ^_^…..
      სხვისი სურათის ნახვა არ გიშველის , თან ყველაზხე კარგია სურათებში შენი თავის ნახვა, გინდა თ უარ გინდა გვერდიდან უყურებ და აფასებ :*

  17. natia

    au mishveleeet xalxoo agar shemilia 1200kaloriis dietas vicavdi bolo 1 tve da ori kvira, 1-el marts daviwye da es bolo ori dgea ar vici ramchiirsss gavgijdebi aranormalurad var mag temaze :(((((((((( ra vqna ar vici 3 kilo ki davikeli mara vamchnev ro isev vimateb :(( isev minda gagrdzeleba mag 1200-ianis mara vegar vaketeb vatyoob :((((

comments please :)

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

Blog at WordPress.com.

%d bloggers like this: