ჩემი სეხნია, ამომავალი ვარსკვლავი – Jessie J

2010 წელს ეს გოგონა ყველაზე პერპექტიურ მომღერლად დასახელდა. ბრიტანელმა გოგონამ თავი გაითქვა ისეთი  ცნობილი მომღერლებისათვის სიმღერების ტექსტების წერით, როგორებიცაა: ჯასტინ ტიმბერლეიკი, ალიშა კიზ, ქრისტინა აგილერა და სხვა

გოგონას დღეისათვის მხოლოდ 3 ოფიციალური კლიპი აქვს, მაგრამ უამრავი კონცერტი და ლაიფ ჩანაწერი.

ყველაფერი კი 11 წლის ასაკში დაიწყო. გოგონამ ჩვეულებრივ მიუზიკლში მიიღო მონაწილეობა. მუსიკა ბავშვობიდან მოსწონდა,  მთელი გულითა და სულით მღეროდა და ბოლოს მიხვდა,  რომ მომავალში შეეძლო ჰობისა და კარიერის შერწყმა . გოგონამ დაასრულა  BRIT School ( მუსიკალური თეატრის სპეციალობით). საკუთარი პირველი სიმღერა «Big White Room» გოგონამ  17 წლის ასაკში დაწერა.

თავის  სიმღერებში გოგონა, ძირითადად, საკუთარ თავზე, საკუთარ  ემოციებსა და გამოცდილებაზე მღერის.

არასოდეს მინდოდა “ერთდღიანი” სიმღერის ჩაწერა,  მინდა ჩემი მუსიკა უკვდავი იყოს, და იმედია გამომდის კიდევაც.

Jessie J

2010 წელს  მისი პირველი სინგლის  «Do It Like a Dude» დებიუტია. თუმცა, ამბობენ, რომ თავიდან ეს სიმღერა რიჰანას უნდა ემღერა (კიდევ კარგი გადაიფიქრეს)

გოგონამ ჯერ–ჯერობოთ მხოლოდ ერთი ალბომი გამოუშვა –   “Who You Are”.

ამ გოგონას არეთმია სჭირს, რომელიც 18 წლის ასაკში გადატანილი ინსულტის შედეგია. ამის გამო ის არც ეწევა, არც სვავს და ნარკოტიკებსაც არ ეკარება. ძალიან მაინტერესებს, ამ მდგომარეობაში როგორ შეიძლება მისთვის სიმღერა, თან  თითქოს მთელ გულს დებს თითოეულ შესრულებაში და, ნეტავ,  რამდენ ხანს ეყოფა ძალა.

ქალბატონებო და ბატონებო, მინდა გაგაცნოთ ჩემი სეხნია  Jessie J ( ნამდვილი სახელი ჯესიკა ელენ კორნიში; დაბ.დღე: 1988 წლის 27 მარტი)

ჩემი სეხნია რამდენიმე თვის წინ, სრულიად შემთხვევით,  აღმოვაჩინე youtube–ზე. მოვუსმინე  «Do It Like a Dude», შემდეგ სხვა სიმღერასაც, შემდეგ გადმოვიწერე მისი  ალბომი და გავჭედე.

კლიპების ყურება არ მიყვარს, ლაიფ ჩანაწერებს ვუსმენ. ვგიჟდები ამ ქალის ხმაზე. (ვისაც დააინტერესებს, ჯერ აკუსტიკურჩანაწერებს მოუსმინეთ )

ნიჭიერის პერიოდში პოპულარულია  ქალბატონი სოფოს ფრაზა – “დამბურძგლა”. არასოდეს, არავისი სიმღერის დროს არ მქონია ეს  შეგრძნება. მაგრამ ჯესიზე სულ სხვა გრძნობა მეუფლება: ამ ქალის ხმა ჩადის გულში, სულში, მაჟრჟრიალებს, მეტირება, მეცინენა, ვაფრენ.

ვაღიარებ, გემოვნებაზე არ დაობენ, და არც გაიძულებთ ჩემი სეხნიის მოსმენას ან შეყვარებას, მაგრამ სანამ გადახვალთ სხვა ფოსტზე ან სხვა საიტზე, ერთხელ მაინც მოუსმინეთ  ბოლომდე, ზუსტადაც, რომ ბოლომდე და მითხარით რას ფიქრობთ…

მე ვამაყობ, რომ ისიც ჯესია

‘Do It Like A Dude’ (Acoustic Music Video)

Who You Are  (LIVE)

Do It Like A Dude (clip)

Advertisements
Categories: AUDIO/VIDEO | ტეგები: , | 26 Comments

პოსტის ნავიგაცია

26 thoughts on “ჩემი სეხნია, ამომავალი ვარსკვლავი – Jessie J

  1. ადამიანია. პროსტა პოსტი გაქ დასახვეწი

  2. იცი, რამდენჯერაც შემხვდა ეს სახელი მიუზბოქსზე, ან სადმე დაწერილი, იმდენჯერვე შენ გამახსენდი. :*
    ეს გოგო მომწონს, მაგრამ შენ უფრო მომწონხარ. ❤

  3. არ ვიცოდი 🙂 შენი პოსტიდან გავიგე, ჯეს 🙂

    მადლობა 🙂

  4. ეს რა სამადლობელია, ჯესი 🙂

  5. მე მომეწონა.. შენგან გავიგე ამ გოგოს არსებობა 🙂

  6. ახალი პოსტი? არაო? 😦

    • გენაცვალე > 🙂 მიხარია ახალ პოსტს, რომ ელით,… ეს დღეები საკმაოდ დაძაბული მქონდა…ხვალ დასვენების დღეა და თავს მოვაბავ რამეს :))) აი სურვილები და თქვენთვის საინტერესო თემები შეგიძლია შემომთავაზოთ ბლოგის ერთ–ერთ გვერდზე “თქვენი ფიდბექი” 🙂
      აუცილებლად დავწერ

  7. ამ ბლოგზე რა არ წამიკითხავს, მაგრამ “ქვენთვუსი” “თქვენთვის” მაგივრად მაინც აშკარა რეკორდია!

    ახლა ვიტყვი, მოვკვდი სიცილით მეთქი და შენ ისევ მიპასუხებ, მე სულ გაცინებო 🙂 🙂 🙂 🙂 🙂 🙂 🙂

  8. ვიცოდი, რომ ჩაასწორებდი და ჩემთან იმიტომაც დავაკოპირე 🙂

    რატომ შეასწორეეეე 🙂 “თქვენთვის” ხომ ყველა დაწერს, ამას დიდი მოხერხება არ უნდა, შენ რომ გეწერა, ის მხოლოდ შენი იყო, გამორჩეული, ორიგინალური და განსაკუთრებულად სახალისო 🙂

    • არა შენს გამოც არა, მე ჯერ ვწერ ვაქვეყნებ და მერე ვკითხულობ.. ამშია ჩემი დიდი უაზრო შეცდომა :)))))) :))))

      • შეცდომა არა, ჯესი 🙂 უფრო – ხიბლი 🙂 დამიჯერე, ასეა 🙂 მარკეტინგის სპეციალისტი არ ვარ, მაგრამ გამორჩეულობა და “ფიშკა” რომ მნიშვნელოვანია, ვიცი 🙂

        გესტ-პოსტზე ჩემი პასუხი წაიკითხე?

      • კი წავიკითხე და მინდა შევქმნა შენთვის იუზერი , შენი სახელით, რომ დამიწერო გესტ–პოსტი.. ამიტომ გენც შემო სკუპეში :))

  9. აქამდე არასდროს შემხვედრია.. ოკ, კაი აღმოჩენაა, მოვუსმენ 🙂

  10. ყველაზე მეტად მიყვარს :შ ამ ბოლო დროს სხვა მომღერლები აღარ მახსოვს და ყველა მეჩხუბება შეგვაძლეო იმდენად სულ ეს მაქვს ჩართული :))) ❤ ძალიან კარგი ხმა აქვს ❤

  11. გამოხმაურება: ფსიქოპათის ფავორიტი მუზუკები « პატარა გაუწონასწორებელი ფსიქოპათი

  12. იაკო

    ჯესი ჯეი საოცარი ქალი ასეთი არავინააა ❤ 1 წელია მისი ფანი ვარ საოცრად მიყვარს ვგიჟდები.მას აქვს საოცარი შესრულებები საოცარი ხმა ის უნაკლოა :*

comments please :)

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

Blog at WordPress.com.

%d bloggers like this: