Friendუშკა

მეგობარი ისაა, ვინც ნებისმიერ სიტუაციაში გვერდით გეყოლება

მეგობარი ისაა, ვინც ნებისმიერ დროს მოგისმენს

მეგობარი ისაა, ვინც საკუთარ პრობლემებს დაივიწყებს და შენ დაგეხმარება

მეგობარი ისაა, ვინც გვერდში დაგიდგება, რაც არ უნდა გამწარებული იყოს შენზე

მეგობარი ისაა, ვინც მიგანიშნებს შენს შეცდომებზე

მეგობარი ისაა, ვინც რჩევას მოგცემს და შენი ნებართვის გარეშე არ ჩაერევა შენს საქმეში

მეგობარი ისაა, ვისაც შეუძლია ღამის 2 საათზე გიპასუხოს ზარზე და (ლანძღვა–გინების შემდეგ) გითხრას:  გისმენ.. რამე მოხდა?..ახლავე ვიქნები.

მეგობარი ისაა, ვინც შენს ზურგს უკან არავის გაანდობს შენ საიდუმლოებს

მეგობარი ისაა, ვინც უბრალო ჩახუტებით გაგრძნობინებს თავის  სიყვარულს

მეგობარი ისაა, ვინც ჭირში უფრო დაგიდგება გვერდით, ვიდრე ლხინში

მეგოაბრი ისაა, ვისაც დროის შუალედის მიუხედავად მაინც ახსოვხარ და ენატრები

მეგობარი ისაა, ვისაც არ ეშინია გთხოვოს პატიება

მეგობარი ისაა, ვინც ნებისმიერ სისულელეს გაპატიებს

მეგობარი ისაა, ვინც მიგიღებს ისეთად, როგორიც ხარ

მეგობარი ისაა, რომელსაც სიმთვრალეშიც ჰყავხარ ნანახი და მაინც უყვარხარ

მეგობარი ისაა, ვისაც გამწარებისას ჰყავხარ ნანახი და მაინც გვერდითაა

მეგობარი ისაა, ვინც დაინახავს შენს ცრემლებს და გულშიც კი არ დაგცინებს

მეგობარი ისაა, ვისაც არასოდეს შეეცოდები

მეგობარი ისაა, ვინც ბოლოს წინა ტრუსიკს (აბა, მთლად უტრუსიკოდ ხომ არ დარჩება)  გაიხდის და მოგცემს

მეგობარი ისაა, რომელიც შეხვედრისას  სიტყვათა მასალად არ გამოიყენებს შეკითვვას “როგორ ხარ?”

ყველას ვუსურვებ ასეთ მეგობრებს

ჩემი მეგობრების შესახებ შეგიძლიათ აქ წაიკითხოთ >> ცხოვრების თანამგზავრები

პატივისცემით,

თქვენი გიჟ–გადარეული მეგობარი,

ფსიქოპათი

ძალიან მიყვარს ეს ცუგა

Advertisements
Categories: ფსიქოპათის ჩანაწერები | ტეგები: , , | 42 Comments

პოსტის ნავიგაცია

42 thoughts on “Friendუშკა

  1. მთვრალზე გადავბიჟირდი :დ სიმთვრალესი რამდენ სისულელეს ვაკეთებ ხოლმე

    • უფ ^_^ ეგ არ თქვა.. მე მონოლოგები მაქვს ზეფარდოვან თემებზე და ცხოვრების ამაოებაზე და ისე არა ბულკი გოგო კი ვარ..მარა ნამეტანი სენტიმენტალნი

  2. კი, კი, ეგრეა 🙂 ჩემი მეგობრის შუბლიც მჭერია და სოდიანი წყალიც მიყლაპინებია 🙂

    • რა აქცენტი გაკეთდა დალევაზე….. :)))

      • აბა, დანარჩენზე პრობლემა სულ არ მაქვს 🙂 🙂 ეგ ერთადერთი რამაა, რაც მხოლოდ ცალმხრივად შემიძლია გავცე, აქეთ არ ვითხოვ იგივეს 🙂 🙂

      • ნუ ხო, შენ ხო სუხოი ზაკონი გაქვს გამოცხადებული… ისა, შაურმა გამახსენდა გენცვლ

  3. მე მყავს მასეთი მეგობრები 🙂

  4. “მეგობარი ისაა, რომელსაც სიმთვრალეშიც ჰყავხარ ნანახი და მაინც უყვარხარ”

    რამხელა ცხოვრებისეული გამოცდილება ჩანს ამ ფრაზაში!

    სრული ჭეშმარიტებაა, ჯეს 🙂

  5. ხვალიდან დიეტაზე ვარ 🙂 🙂

    • კაი იყო,, და რატომ…? მეც მასე “ხვალ” ვიწყებ დიეტას სულ და არ დადგა ეს ხვალ :)))

  6. ხვალ რატომ? არც მრგვალი თარიღია, არც კვირის დასაწყისი. ორშაბათს არ ჯობია?

    თან შაბათ-კვირასაც შეირგებთ…

    • აუ ეგ ყოველთვის, რომ კარგი გამამართლებელი საბუთია: ორშაბათიდან იყოს, აი პრიველი რიცხვიადნ იყოს.. ვღადაობ ხოლმე ძალიან :))))
      ან აი მე ვიცი ხოლმე, უიმე შაბათს მივდიავრ რესტორანშ, კაბაშ მიდან ჩავეტიო, დამრჩ 3 დღე, უცბად უნდა ვიდიეტო… შედეგი? უარესად ვსივდები :))))

      • შენ იღადავე და ორშაბათს დიეტის დაწყება მართლა კარგია – შაბათ-კვირას ბულდოზერივით მუშაობ, არიქა, ორი დღე მრჩება და მოვასწროო 🙂 🙂 🙂

      • ხოოოოოოოო :)) შბათ კვირა ძალიან მიყვარს,..როცა მინდა მაშნ ვჭამ…. :))))

      • თან ღამის 12მდე ჭამ, დღეს შეიძება დ ახვალიდან ხო ვერ შევძლებო

  7. ეს თავისთავად…

  8. რა არის, იცით? ორშაბათს რომ აღმოაჩენ, რომ უკვე სამი დღეა გასული, ეგაა მაგარი შეგრძნება 🙂 🙂 🙂

  9. კი, კი, მაგარია, ვინ დაობს, ფანტასტიური შეგრძნებაა და საშინლად ამაყი ხარ საკუთარი თავით… მაგრამ შაბათ-კვირას, მორჭმით ტელევიზორთან ჯდომა და გემრიელობების ნება-ნება სუსნვა უფრო მაგარია 🙂

  10. ე ბიჭო!.. 😀 მეგობარიო და დიეტაო? 😀 😀 რა დღეში ხართ? ჰა? 😀 ვიხალისე, საყვარლები ხართ ❤

    ჯეს, მიდოდა მეთქვა, რომ ზუსტად ესაა მეგობარი და იცი როგორ მიხარია მე ამისთანა რომ მყავს რამდენიმე? ^_^

    • კარგია კარრგი.. ბედნიერი ხარ 🙂 მეც მყავს და ნებისმიერი ადამიანი ბედნიერი მასეთი მეგობარი თუ ჰყავს

  11. ეგეთ მეგობრები არ არსებობენ 🙂

  12. jesiiii yvelaze nagdi megobaria is vinc nebismier situaciashi sheni tvalebit uyurebs samyaros,hoda egetebi ar arseboben,sheni chamonatvali realur mkacr cxovrebashi dzalian bevr savaraudo situaciashi sapnis bushtivit sheidzleba gaskdes.

    • ნუ მე იდეალური მეგობრის დახასიათება ჩამოვთვალე და იდეალური აადმიანები არ არსებობენ,თუმცა რამდენიმე პუნქტს თუ აკმაყოფილებს – ესეც საკმარისია

  13. ვაიიი სიმთვრალეში ისეთი ბულკივით ვხდებიიი, ყველა მიყვარს სიცოცხლის თამადობით, ვისაც არ ვუყვარვარ იმსაც შევუყვარდები 😀 😀 😀 რა ხმამაღალი განცხადება გავაკეთე :))) ბედნიერი ვარ რიმ მყავს ასეთი ადამიანები გვერდით და მე ისინი სიცოცხლეზე მეტად მიყვარს.

    მიუხედავად ჩვენი თემების ასეთი მსგავსებისა, როგორც ვიზუალურად ისე იდეურად, მაინც განსხვავებული გამოვიდა. კარგი დამთხვევა იყო. :))))

  14. : ) და მთავარი მეგობარი ისაა რომელზეც არსდოეს განაწყენდები : )

  15. აი ნიდ მორ ფრენდ !

  16. რა ბედნიერებაა, მეც მყავს ასეთი მეგობრები და მეც ვცდილობ ვიყო მასეთი..

    ნუ ერთადერთი, ყოველ შეხვედრაზე მაინც ვეუბნებით ერთმანეთს: როგორ ხარ?
    მაგრამ ვპასუხობთ სიმართლეს და არა ისე, ჰაერში, მოდის გულისთვის ან მექანიკურად რომ ამბობენ: “რავი კარგად”.. როცა ცუდად ვართ, ვამბობთ რომ ცუდად ვართ, როც გვიხარია, ვამბობთ რომ გვიხარია :სუნ:

  17. მეგობარი ისაა, რომელსაც სიმთვრალეშიც ჰყავხარ ნანახი და მაინც უყვარხარ… vici rom maiiiiiiinc vuyvarvar 😀

    yvela punqtshi getanxmebi..gaixare am postistvis ❤ ❤

comments please :)

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

Create a free website or blog at WordPress.com.

%d bloggers like this: