ფარული რეკლამა

წლების განმავლობაში ადამიანს მობეზრდა ჩვეულებრივი რეკლამის ყურება. რეკლამა  გახდა გამაღიზიანებელი და მაყურებელში უკვე აგრესიასაც იწვევს. რა უნდა ექნა კომპანიებს? ზუსტად ჩვეულებრივი რეკლამის ალტერნატივად შეიქმნა ე.წ “ფარული რეკლამა”. ფარული რეკლამა ქვეცნობიერად მოქმედებს ადამიანებზე. მისი მთავარი ნიშანი შეუმჩნევლობაა, მისი წარდგენა სულ სხვა ფორმით უნდა ხდებოდეს: რბილად და არამომაბეზრებლად.

ბევრ ქვეყანაში ფარული რეკლამა აკრძალულია, თუმცა მისი განსაზღვრება ძალიან ძნელია  და მისი გამოყენებისათვის დასჯის პრეცენტენტი ჯერ არ ყოფილა. ფარულ რეკლამასთან ერთად იყენებენ ტერმინს “product placement”-ს (პროდუქტის განთავსება). ჩემი აზრით,  ისინი სინონიმებად შეგვიძლია მივიჩნიოთ.

ფარული რეკლამის ტექნოლოგია შეიქმნა ამერიკის შეერთებულ შტატებში მე–20 საუკუნის დასაწყისში (თუმცა რუსები იბრალებენ, რომ თვითონ ტერმინი რუსეთშია მოფიქრებული. სჯეროდეთ)

ფარული რეკლამა – მასების ცნობიერების და მყიდველის ქცევის მართვის უნიკალური ტექნოლოგიაა

ფარული რეკლამა არის სავაჭრო მარკების შექმნის და ელვისებური სიჩქარით “გაპიარების” საშუალებაა. ეს ძალიან სწრაფი და ეფექტური მეთოდია მომხმარებელს დაანახო და შეაყვარო კონკრეტული პროდუქტი ან მომსახურება. პროდუქციის წინ წაწევისას, კომპანიები ყოველთვის წარადგენენ პროდუქტს პოზიტიურ ფერებში. თუმცა მარკეტინგში არსებობს ტერმინი “Product displacement“– პროდუქციის ნეგატიურად წარდგენა, თუმცა ეს საკმაოდ იშვიათი მოვლენაა მარკეტინგის პრაქტიკაში. ამის მიზეზია კი ის არის, რომ კომპანები ყოველთვის საკუთარი ბრენდების წინ წაწევას უფრო მიმართვენ, და სულაც არ “სცალიათ”  სხვისი პროდუქციის „გალანძღვისათვის“.

არული რეკლამა შეგვიძლია მივიჩნიოთ ძალიან ფაფუქ ტექნოლოგიად, რომელიც არ პატიოს არაპროფესიონალიზმს. ძალიან მნიშვნელოვანია პროდუქციის ისე წარდგენა, რომ იმან არ გააღიზიანოს პოტენციური მომხმარებელი და ყიდვისაკენ უბიძგოს. “Product Placement“–ის ტექნოლოგიის ეფექტურობა გამომდინარეობს მისი ორპირობიდან (ნუ, მასე დავარქვათ). ერთი მხვრივ, მას უწერია მუდამ მეორე პლანზე, ფილმის სიუჟეტის ან ცნობილი მსახიობის ჩრდილში ყოფნა; და მეორე მხვრივ, ზუსტად პროფესიონალიზმის წყალობით, მისი წარდგენა ისე ხდება, რომ იზიდავს მაყურებლის ყურადღებას და მაყურებელში აღძრავს ფარულად რეკლამირებული პროდუქციის ყიდვის სურვილს.

2010 წლის მონაცემებით ყველაზე „მომაბეზრებელი“ და პოპულარული ფარული რეკლამა „მოკბეჩილ ვაშლს“ ჰქონდა. ჩვენ ყველას შეგვიმჩნევია, რომ თითქმის ყველა ამერიკულ ფილმში (სადაც კომპიუტერები გამოიყენება) ჩანს “Apple“-ის პროდუქცია. არ შემიძლია არ ვახსენო  James Bond-ი, მისი ფილმები “გაჟღენთილია” ფარული რეკლამებით. უფრო და უფრო ხშირია  მაგალითები, სადაც  ფარული რეკლამა არა მხოლოდ ფილმის სიუჟეტშია „ჩაქსოვილი“, არამედ გამოტანილია სახელწოდებებშიც კი. რათქმაუნდა, ნებისმიერ ჩვენგანს მომენტალურად ახსენდება „The Devil Wears Prada“. ეს ფილმი თავიდან ბოლომდე ფარული რეკლამაა (რაღა ფარული), თუმცა ვერ ვიტყვით, რომ მომაბეზრებელია ამ „რეკლამების ყურება“. რამდენიმე დღის წინ კი წავაწყდი კიდევ ერთ ფილმს „From Prada to Nada“ ,მაგრამ არამგონია,  ზემოთხსენებული ფილმის დონეზე იდგეს.

ფარული რეკლამა საქართველოს ბაზარზეც ნელ–ნელა იდგამს ფესვებს.  სერიალებში უკვე გამოჩნდა რამდენიმე ბრენდი. ჩვენთვის ეს ახალი ტექნოლოგიაა, ამიტომაც არც ისე კარგად გამოგვდის პროდუქციის „ფარულად“ რეკლამირება. შარშან ვუყურე ფილმს „90/60/90 ანუ გოგონა სლაიდიდან“ (made in Georgia), ის მთლიანად შედგებოდა ფარული რეკლამებისაგან, თუმცა ეს ისე სასაცილოდ და არაპროფესიონალურად იყო წარდგენილი, რომ ფილმის ბოლომდე ძლივს მივაღწიე (კულმინაციას იყო თბილისში მდგომი ბოზების გარეკლამირება).

კიდევ ერთხელ მინდა ავღნიშნო, რომ ფარული რეკლამის ტექნოლოგიები უნივერსალურია, მათ არ იციან რა არის ენობრივი ბარიერი, და როდესაც  საქმე  ტრანსნაციონალურ ბრენდებს ეხება, სულაც არ უჭირთ მაყურებელზე ზემოქმედების მოხდენა.

Advertisements
Categories: Marketing & PR | ტეგები: , , , | 58 Comments

პოსტის ნავიგაცია

58 thoughts on “ფარული რეკლამა

  1. ძალიან საინტერესოა

  2. ნუ ამას არ მგონია დიდი ფილოსოფია ჭირდებოდეს… ვირუსის გაკეთებას ან ტრადიციულ ტელერეკლამას ბევრად მეტი თავის მტვრევა ჭირდება.
    ბრიტანეთში ახლახანს ფლეისმენტები უკვე ტელეგადაცემებშიც დაუშვეს, თუმცა რამდენად ეფექტურია, ამაზე ვერ თანხმდებიან…. ძალიან საინტერესო კვლევები ჩაატარეს, და სკეპტიკურად უყურებენ, თუმცა, ძაან ადრეა ეფექტი გაზომვა, იმჰო.

    • thnks for interesting information :))) გადაცემებში რამდენად იქნება ნორმალური ამის გაკეთება მე ცოტა ვერ ვხვდები, მგონი ცოოტა უცნაური იქნება… და ისე ველოდები, ჩვენთან როდის დაიწყებენ ფლეისმენტის ადეკვატურად გამოყენება

      • მანქანას ვერ შემოაგორებ სტუდიაში, მაგრამ რაც კარგად ჩანს შეიძლება 🙂 აშშ-ში ეს კაი ხანია გამოიყენება. თუ წამყვანი კოკა-კოლას სვამს ან წვენს ან ყავას – როგორც წესი რეკლამაა 🙂

        ბიბისიზეც რაც აკრძალვის მოდიფიცირება მოახდინეს – პირველი ნესკაფე გამოჩნდა.
        ამაზე პოსტსაც ვწერდი, მარა მერე საერთოდ ბლოგერული ტაიმაუტი მქონდა და მომრჩა გვერდზე 🙂

  3. თუმცა, ამერიკისგან განსხვავებით – ბრიტანეთში აუცილებელია გამჩნდეს ეკრანზე P ნიშანი.

    • არა რა, ამერიკა ამ მხვრივ უფრო თვისუფალია… ახლა ბრიტანეთში არც მიკვირს მამენტ…
      აუ რატო არ დაწერე, დიდი სიამოვნებით წავიკითხვადი (მმ)

      • ჰო რავი, შეიძლება დავუბრუნდე ისევ. დრაფტებში ხომ მაქვს 🙂

        თუმცა, ჩემი დღევანდელი პოსტის რეიტინგიც ადასტურებს, რომ როცა ნაკლებად სერიოზულ და სახალისო (იმედი მაქვს) რამეებს ვწერ, ეგ უფრო მოწონთ, ვიდრე როცა მარკეტინგულ კვლევებზე, კომპანიებზე და, თუნდაც, რეკლამაზე…

      • ეჰ…. თუ გინდა ჩემთან დაწერე ^_^

  4. ქართულ ფილმებში იმდენად გამაღიზიანებლადაა პროდუქტი რეკლამირებული, რომ მეკარგება ყველაფრის სურვილი

  5. არ ვიცი, სწორად შევამჩნიე თუ არა, მაგრამ ჰოლივუდის ფილმების დიდ უმრავლესობაში სანთებელა თუ გამოჩნდა – აუცილებლად ზიპოა.

    ქართული ფლეისმენტი “ფარული რეკლამა” კი არა, ბრენდის ცხვირში შეჩრაა. ასე ღიად, ყოველგვარი კრეატივის გარეშე, მსხვილი ხედით მხოლოდ ჩვენ ვმუშაობთ 🙂

    ყოჩაღ, ჯესი 🙂 კარგი პოსტია 🙂

  6. DsScorpion

    პოსტის კითხვა რო დავიწყე მეგონა 25-ე კადრზე ილაპარაკებდი. ჩვეულებრიც, ადამიანის თვალი აღიქვავს 24 კადრს წამში (მეტს უბრალოდ თვალი ვერ აფიქსირებს). ზოგიერთ ქვეყანაში 90-იანი წლების დასაწყისში გამოყენებული იყო სხვადასხვა ფილმში 25-ე კადრი: თვალი ვერ აღიქვავს ამ კადრს, მაგრამ გონებაში გრჩება რა მოხდა თვალისთვის უხილავ კადრში. ეგ დღეს აიკრძალა, იმიტომ რომ ზოგიერთი ადამიანის ფსიქიკას ვნებს ეს “ფარული რეკლამა”. ბოლოს როგორც მე ვიცი 25-ე კადრის გამოყენება მოხდა პოკემონების რომელიღაცა ეპიზოდში. ზოგიერთი ბავშვი ცუდად გახდა ამ ეპიზოდის ყურების მერე და ხალხმა ეს 25-ე კადრს დააბრალა.. რამდენად მართლები იყვნენ ეგ მე არ ვიცი )))))

    • ჩემო კარგო 25 კადრზე საუბარი თუ გინდა შეგიძლია ჩახედო “მარკეტინგის და პიარის” კატეგორიას ჩემს ბლოგზე, იქ აღმოაჩენ 2 სტატიას შენს მიერ ხსსენებულ 25-ე კადრზე… ფარული რეკლამა და 25 კადრი სულ სხვადასხვა რაღცად აღვიქავმ….

    • არ ვნებს, უბრალოდ მანიპულირებაა.
      თუმცა მითი 25-ე კადრზე ერთობ გადაჭარბებულია. 🙂

      ფლეისმენთი აკრძალული არ არის. რიგ ქვეყნებში არის სხვადასხხვა სახის შეზღუდვები. თუნდაც ის, რომ აღინიშნოს ეს რეკლამაა თუ არ არის რეკლამა.

      მაგრამ ზოგადად ეს ძალიან ბუნებრივი რამაა, იმიტომ რომ თუნდაც ფილმის პერსონაჟმა უნდა რაღაც ჭამოს, დალიოს, რაღაც უნდა ეცვას, სადღაც უნდა წავიდეს და რაღაცა აკეთოს. ნონეიმებით ვერ გატენიან ფილმს. 🙂 ასე რომ ფლეისმენტი ხშირად ბუნებრივადაც გამოდის.

    • ფლეისმენტებით გაჯერებული ბონდიანა – მშვენიერი მაგალითია.
      რატომ სვამს ბონდი მარტინის? იმიტომ რომ იან ფლემინგს უყვარდა მარტინი. უფასო რეკლამა კი გამოვიდა. 🙂 თუმცა, მოგვიანებით მარტინისთან მაინც გაფორმდა კონტრაქტი.
      აი, მანქანები, საათები და ა.შ. რეკლამაა, რაშიც ფულია გადახდილი.

      ან გრანჟე (მგლების იმპერიის ავტორი) ტიპი აფანატებს ლაკოსტზე, და მის გმირებს ხშირად აცვიათ ლაკოსტი – რეკლამა გამოდის, თუმცა ლაკოსტი ამაში ფულს არ იხდის… 🙂 თუმცა, შეიძლება გრანჟეს რამე ვიპ-ბარათი აქვს როგორც კარგ კლიენტს და წვეულებებზე პატიჟებენ. 🙂

      • და თუ იცი, ეფლს ყველა უხდის ფულს?

      • ეფლი უხდისო ალბათ 🙂

        მანდ ალბათ უფრო რეკლამაა. თუმცა, არიან ეფლომანებიც, რომლებიც სიმპათიების გამო ჩააკვეხებენ.
        მაგას ვამბობ, რომ ძნელია დაბეჯიტებით მტკიცება, თუ კარგადაა გაკეთებული.

        ტანსაცმელი სხვა პონტია – ახლა ტიპს თუ ლაკოსტი აცვია – ეგ კადრში გამოჩნდება სკოჩს ხომ არ ააკრავ ნიანგზე. 🙂 ლეპტოპის ლოგო უფრო სხვა პონტია… აი დღეს ლარგო ვინჩს ვუყურებდი (მე-2-ს) და მონიტორზე LG ლოგო ჩანს ხან აქედან ხან იქედან. 🙂

      • მანდ არ შემიმჩნევია სიმარტლე რომ გითხრა, ნუ უმრავლესობა არ უხდის ალბათ, და ისე , რომ გამჩდეს და შეუძლია უჩივლოს ვთვქათ, რატომ გამოაჩინეთ ჩემი პროდუქცია და ბლაბლა?

      • არა, რას ამბობ – ერთი რომ შემოქმედებითი თავისუფლება გაქვს.
        მაგალითად უორჰოლს სრული უფლება ქონდა Coca-Cola ბოთლები და ლოგო გამოეყენებინა თავისი არტისთვის.
        მეორეც რომ – ვთქვათ, ვიყიდე აიფონი… თუმცა, აიფონი არა – ნოკია. ჰოდა, თუ ჩემი ნოკიათი გადავიღე ფოტო, ავტვირთე რამე კონკურსში და მოვიგე – ნოკია ვერ მომთხოვს წილს, იმიტომ რომ მას შემდეგ რაც გადავიხადე ფული და გამოიწერა ჩეკი – ამ ნივთის მთელი მისი ფუნქციებით განკარგვის სრული უფლება გადმოვიდა ჩემზე. შემიძლია ფილმშიც გამოვიყენო და საიტზეც და სადაც მინდა. მეტიც – თუ გამოვალ სადმე და ვიტყვი რომ აიფონი ნაგავია და ჩემი ნოკია ჯობია – ეფლი ვერ მიჩივლებს, იმიტომ რომ შეფასების უფლებაც მაქვს.
        ერტადერთი, არ მაქვს უფლება მოვიტყუო – თუ ვიტყვი, რომ ნოკია ჯობია აიფონს იმით რომ ინტერნეტ-ბრაუზერი აქვს და აიფონს კი არა – ეს ტყუილი იქნება და ეფლს შეუძლია მიჩივლოს.
        ასე რომ თუ სადმე რამე ლოგო ჩანს ან რამე პროდუქტს ახსენებენ – თუ ვინმე ამაში ფულს იხდის – ამ საქონლის მწარმოებელი კომპანიაა.

  7. jessi lilu gaswavlis?)) kargia,kargi miaweqi marketings.
    lord dawere ra,dawere raa am temebze(უფრო მოწონთ, ვიდრე როცა მარკეტინგულ კვლევებზე, კომპანიებზე და, თუნდაც, რეკლამაზე…) postebi,ai me da jessi wavikitxavt:P

    • ლოლ, შენც ლილუაშვილის ნასტუდენტარი ხარ? 🙂
      აბა არქიტექტორი რატომ მეგონე?

      • სწორედ გეგონე)) გაუში მაქვს გავლილი რაღაც საგნები,თუმცა ლილუს უბრალოდ ვიცნობ,ეგ არ მასწავლიდა)))

      • ჰოდა, რო ნახავ, უთხარი – შენი ძველი და ახალი სტუდენტები კეთილი სიტყვით გიხსენიებენ-თქო 🙂

    • მასწავლიდა ასი წლის წინ :)))))))))) 2008ში დავასრულე ცოდვილი იესემი

  8. რა ღრმად თემატური დისკუსია გაგიჩაღებიათ აქ 🙂 🙂

  9. Lord Vader >>>> აუ დაწერე რა ამაზე პოსტი.აი ძალიან მაინტერესებს …. თან შენი მოსაზრება…. ნამდივლად იშვიათობაა ბლოგსფეროში მოძებნო ადამიანი, ვისაც ეს სფერო აინტერესებს და შეუძლი ამაზე მსჯელობა… და გამიხარდება რამეს თუ დაწერ ამაზე :))))

    • ჩემი მოსაზრება ისაა… უფრო სწორად ვეთანხმები იმ მოსაზრებას, რომ რეკლამაში ჩადებული თანხის მხოლოდ 1% იძლევა ეფექტს, პრობლემა ისაა, რომ არვინ იცის, რომელია ეს 1%. 🙂

      • ხოო, იმ ერთი პროცენტის გამოთვლა როგორ უნდა ხდებოდეს ნეტავი..ან საიდან უნდა განისაზღვროს…. ჰმმმ ^_^

  10. კომენტარები პოსტივით საინტერესოდ იკითხება 🙂

    მეორე ლარგო მოგეწონა, ლორდ? ა ლა ბონდი მგონია. ოღონდ, ბონდი ბევრად უკეთესია.

  11. ისე გვიან მოვედი, რომ ყველაფერი, რისი თქმაც მინდოდა, უკვე გითქვამთ, უფრო სწორად, დაგიწერიათ. ჩემი გულწრფელი აპლოდისმენტები, ჯესი 🙂

  12. მეც გამომიყენებია ფარუი რეკლამა ჩემს პოსტში და საკმაოდ ეფექტურად უმოქმედია… :)))))

  13. მე კი 25-ე კადრის ეფექტი გამოვიყენე ჩემს პოსტში.

  14. ფარული რეკლამა იოგას პოსტში იყო, მახსოვს.

    25-ე კადრის ეფექტს ვერ ვიხსენებ.

      • აი სოო იტ , აი ლაიქდ ით.. საინტერესო ფაქტები გიწერია, რაც მე არ გამომიყენებია ჩემს პოსტში… აუუუ დაწერე ხოლმე მასეთ პოსეტბი რაააააა

    • მოკლედ ვერ ვწერ ხოლმე 🙂

      რეკლამებზე ციკლი მაქვს მთელი. პერიოდულად ვუბრუნდები ხოლმე მაგ თემას.

      აი აქ http://wp.me/pBTza-kP სულ პირველი კლიპი ნახე – ქინძმარაულის რეკლამაა 🙂

      • აიიი, შენს ბლოგროლში ვნახე ჩემი ბლოგიც…. გამიხარდა აი ძაააააალიან ^_^ სამსახურში ვერ ვუყურებ ვიდეოებს,დაგვიბლოკეს 😦 საღამოს ვნახავ აუცილებლად :))) შენს ბლოგს გადავჭამ 🙂

      • ამათ ოღონდ რამე დაბლოკონ და :):)

      • არა , ღადაობა ისა, რომ ჯერ ოდნოები დაბლოკეს, მერე ყოუტუბე, მერე ფეისბუკი, და ბოლოს ჯობს.გე. აი ეს იყო კულმინაცია :)))))))))

  15. ჯესი ხანდახან რო ვაკვირდები პირიქითაც არის ხოლმე, ბრენდების ხარჯზე ცდილობენ საკუთარი თავის რეკლამირებას (მაგ. From Prada to Nada)

  16. საინტერესო პოსტია

  17. საქართველოში ფარული რეკლამა ბოლომდე მანამდე ვერ გაიდგამს ფესვს, სანამ ფილმები არ იქნება უფრო “ყურებადი”… : )

comments please :)

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

Create a free website or blog at WordPress.com.

%d bloggers like this: