პოზიტიური პოსტი

ბოლო დროს  რაღაც ცუდ პოსტებს ვწერ, ვაკრიტიკებ ყველას და ყველაფერს, ყველაფრით უკმაყოფილო ვარ. აწი აღარ მინდა ასე ვიყო 🙂

გამახსენდა დეილ კარნეგის სიტყვები:

“… უფასოა, მაგრამ ძვირი ღის, რაც მეტს გასცემ, მეტს მიიღებ. წამიერია, მაგრამ ხსოვნას სამუდაომ მიჰყვება. ვერსად იპოვით ისეთ მდიდარს, რომელსაც უიმისობა შეეძლოს, და ვერც ისეთ ღარიბს ნახავთ, რომელსაც ის არ გაამდიდრებს. ბედნიერება შეაქვს ოჯახში, სასურველ ატმოსფეროს ქმნის საქმიან ურთიერთობებში, მეგობრობაში კი პაროლადაც გამოდგება. შვებაა დაქანცულთაათვის, სულით დაცემულთათვის, მზის სხივია კაეშნიანთათვის, ბუნების წამალია უსიამოვნებათაგან განსაკუთრებული. მას ვერ იყიდით, ვერც თხოვნა–მუდარით მოიპოვებთ, ვერც ისესხებთ, ვერც მოიპარავთ, რადგან თუ ნებითა და სიამით არ გაიცა, გროშია მისი ფასი. საშობაო ვაჭრობით დაღლილ გამყიდველს თუ დაეკარგა, მიიღეთ მოწყალება და თქვენ თვითონ აჩუქეთ ღიმილი. ღ ი მ ი ლ ი   ყველაზე მეტად იმას სჭირდება , ვისაც აღარაფერი დარჩენია გასაცემი. მაშ ასე, თუ გსურთ გარშემომყოფთა გული მოიგოთ, მისდეთ წესს: გაიღიმეთ!!!…”

ძალიან მიყვარს ეს სიტყვები და არ შემიძლია ნახევარი საათი მაინც გავატარო ისე, რომ ერთხელ მაინც არ გამეღიმოს.

ყოველთვის გახსოვდეთ ფრაზა: თუ გინდა იყო ბედნიერი – უბრალოდ იყავი! რაც არ უნდა გაგიჭირდეთ ცხოვრებაში, რაც არ უნდა ცუდად იყოს ყველაფერი –  გახსოვდეთ, რომ ცოცხალი ხართ, სახლ–კარი და ოჯახი გყავთ და ღმერთს ამისთვის მადლობა უნდა უთხრათ, და დანარჩენი უბრალოდ მატერიალურია.

თუ გაგამწარეს, შეეცადეთ გაიცინოთ ან გაიღიმოთ. ამით მეორე მხარეს თავს დამნაშავედ აგრძნობინებთ და თქვენც მოგეშვებათ გულზე 🙂

ღიმილი ყველაფრის მკურნალია….

მინდოდა დადებითი და პოზიტიური პოსტი გამომსვლოდა, მაგრამ არ ვიცი რამდენად გამომივიდა

ახლა კი,  კარგი განწყობის შესაქმნელად, წარმოგიდგენთ რამდენიმე სიმღერას

Advertisements
Categories: ფსიქოპათის ჩანაწერები | ტეგები: , , | 18 Comments

პოსტის ნავიგაცია

18 thoughts on “პოზიტიური პოსტი

  1. კარნეგის ეს აბზაცი მეც ძალიან მომწონს 🙂

    რაც შეიძლება მეტი ღიმილი და პოზიტივი, ჯესი 🙂

    მითუმეტეს, დღეს სიკეთის ბოროტებაზე გამარჯვების და სიკვდილის დამარცხების დღეა 🙂

  2. ოხ რა გვეშველებოდა კარნეგინს ეს წიგნი რომ არ დაეწერა 😀 ეს ხუმრობით. რაც შეეხება პოსტს მომეწონა იმდენად რამდენადაც ჩემს მეგობარ ღიმილზე დაწერე.:* :* :* მიუხედავად იმისა რომ ზოგჯერ ცუდ ხასიათებს ვავლენ ხოლმე მაინც გოგონა ღიმილი ვარ, რომელსაც 28 კბილი უჩანს თითქმის სულ ყოველთვის, განსაკუთრებით კი საზოგადოებაში 😀

  3. არც გიხდება ძმაო დეპრესია ^_^ შენი კრედოა მხიარულება 😀

  4. ვიღიმები, ჰო, ვიღიმები… ეგ თუ მიშველის და 🙂 აჰა 🙂

  5. ra amis pasuxia da….vaabsheta….. ALALALALALALALALIfe IS WOnderFUl 😀 😀 😀 bevri bevri gimiliiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiii :* :* :*

  6. gaixaret chemo kargebo:)))) 🙂 🙂 🙂 gimili gimili 🙂 🙂

  7. პოზიტიურია კი, ის ‘სიტყვები’ საკმაოდ საინტერესოდ და კარგად არის დალაგებული.
    შეიძლება ჩემი ხასიათის ბრალია ახლა, რომ ისევ მოღუშული ვზივარ, ან მართლა მეჩვენება ამ პოსტში რაღაც დამთრგუნველი, რაღაც.

  8. რა კიჭები აქვს სმაილს :დ :დ

  9. ლიბიკა სილვესტრის

    მთელი ცხოვრებაა ვიღიმი, მგონი 🙂

  10. გამოხმაურება: ყველას და არავის vol2 (პოზიტიური) « გაუწონასწორებელი ფსიქოპათის ბლოგი

comments please :)

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

Blog at WordPress.com.

%d bloggers like this: