სექსუალური განათლება

მოგეხსენებათ, აქტუალურ და ყოველდღიურ თემებს არასოდეს შევხებილვარ, მაგრამ ეს ისე მომაწვა გულზე, რომ შეუძლებელია გვერდი ავუარო.

საჭიროა თუ არა ქართულ სკოლებში სექსუალური განათლების შემოღება? ჩემი პასუხი: კი, მაგრამ მე7-მე9 კლასებიდან უნდა იწყებოდეს. თანამედროვე ახალგაზრდობა გონებრივად და ფიზიკურად ძალან ადრე ვითარდება, შესაბამიასდ 12-13 წლის ასაკში მოზარდმა უკვე უნდა იცოდეს სად რა აქვს და რისთვის ან როდის უნდა გამოიყენოს ეს რაღაცა.

ერთი-ორი წლის წინათაც იყო ეს თემა საკმაოდ აქტუალური, მაგრამ რამდენადაც მახსოვს, ამ საგნის შემოღებას  დაწყებით კლასებში აპირებდნენ. ეს მარაზმია, პატარა ბავშვმა არ იცის რაში უნდა გამოიყენოს ეს ცოდნა და ბავშვური ინტერესის გამო შეიძლება ერთმანეთის მიმართ არაბუნებრივი, მაგრამ ბავშვური ლტოლვა და ინტერესი გამოიჩინონ. (ლირიული გადახვევა: სულ მახსენდება ერთი ცუდი ანეკდოტი: “ბიჭი რომ არ ვყოფილიყავი, ბავშვობაში სხვა სათამაშო არ მექნებოდა”).

მახსოვს მე9 კლაში ბიოლოგიის გაკვთილები ადამიანის ანატომიის საკითხზე. ბიჭები დასცინოდნენ ერთმანეთს, გოგონები კი წითლდებოდნენ და თავებს ხრიდნენ. მასწავლებელს არ შეეძლო ამ თემის ახსნა, და შესაბამისი  გაკვეთილის ჩაბარება საერთოდ აკრძალული იყო. საკონტრლოებზე ეს თემა ამოღებული იყო ან ელემენტლურ დონემდე იყო შეზღუდული.

ამ დროს სახლებში რას ხდებოდა?

მშობლები ამ თემაზე შვილებს ვერ ესაუბრებოდნენ: “დრო რომ მოვა, ბავშვი თვითონ გაიგებს. სირცხვილია, ამ თემაზე როგორ დაველაპარაკები?!”. შესაბამისად, ბიჭები ყველაფერს უფროსკლასელებისგან და გამოცდილი ბიჭებისგან იგებდნენ.  და გოგონები?

მე10 კლასიდან ჩემმა კლასელებმა გათხოვება დაიწყეს. ყველა იპარებოდა ან იტაცებდნენ და, რა თქმაუნდა, ყველა რჩებოდა ბიჭის ოჯახში. არაქალიშვილი ვერ დაბრუნდებოდა გოგო ნა სახლში: დედა თმებს დააპუტავდა, მეზობელი გაჭორავდა, ნათესაობა ზურგს შეაქცევდა, და მომავალში შინაბერა დარჩებოდა. გგონიათ სიყვარულის გამო  თხოვდებოდნენ? არა! ამ ასაკში იღვიძებს სქესობრივი ინტერესი საპირისპირო სქესის მიმართ, ბიჭებს განსაკუთრებით ძლიერად აქვთ ეს განვითარებული და ცდილობენ გოგონების შეცდენას. ადრე უფრო ნამუსიანად იქცეოდნენ: ცოლად მაინც მოყავდათ, ახლა – ჰკიდიათ. ადრე ორივე მხარეს ეს ნამდვილი სიყვარული ეგონა, იპარებოდნენ და ” აუ, რა მაგარია” ძახილით ოჯახებს ქმნიდნენ. მშობლები ვერაფერს იძახდნენ, სულ უპატრონო და უსახლკარო სიძეც რომ ჰყოლოდათ.

იმ დროს შექმნილი ოჯახების უმრავლესობა ახლა დანგრეულია ან ძალიან უბედურია. რატომ? თუნდაც იმიტომ რომ სექსი სიყვარულში აერიათ, თუნდა იმიტომ, რომ ძალიან არ უხდებიან ერთმანეთს საწოლში, თუნდაც იმიტომ, რომ თავის დროზე არც იყვნენ მზად ოჯახის შესაქმნელად, თუნდაც იმიტომ, რომ საზოგადოებამ უკარნახა მასე მოქცეულიყვნენ.

მე მომხრე ვარ, რომ მოზარდებმა სკოლაში მაინც მიიღონ  “გრამატიკული” სექსუალური განათლება. განათლებას თავი რომ დავანებოთ, ოჯახში მშობლებს აქამდე უტყდებათ ამ თემაზე საუბარი. მშობლებო, რას გაიგებს თქვენი შვილი დამოუკიდებლად? როდესაც თქვენგან ფარულად, ინტერესის გამო, თავისივე ასაკის ბიჭს საწოლში ჩაუწვება, ის მაინც არ უნდა იცოდეს “პრეზერვატივი” რა არის? თუ ყველას გსურთ ბებიობა და ბაბუობა ადრეულ ასაკში? რა უნდა გაიგონ მოზარდებმა, როდესაც ფიზიკური ლტოლვა სიყვარულში ერევათ.

მშობლებო დაფიქრდით სანამ დროა.

ჩემს ოჯახში ეს თემა ტაბუდადებული არასოდეს ყოფილა.  დედაჩემი ნებისმიერ კითხვაზე გულახდილად მპასუხობდა, და დარწმუნებუკლი ვარ, ზუსტად ამან იმოქმედა ჩემზე იმით,  რომ ჩემი თაობის სხვა წარმომადგენლებივით არ ვეცი პირველივე ‘შეყვარებულს”, არ გავთხოვილვარ, არ ვზივარ ახლა  შვილთან ერთად უმუშევარი და არ ვიწყევლი თავ-ბედს…

არც უარვყოფ იმ ფაქტს, რომ ახლანდელი თაობა უფრო განათლებულია ამ მხვრივ, თუნადც რა ტავისუფლად საუბრობენ ამ თემაზე სზოგადოებაში, თუნდაც რა ზეთავისუფლად იქცევიან თანამედროვე ახალგაზრდა გოგონები.  თუმცა ეს თემა  სულ სხვაგან, “ქალიშვილობის ინსტიტუტამდე”  მიგვიყვანს, მე კი ჯერ-ჯერობით ამ თემას თავს ვარიდებ.

ახლანდელი თაობა ერთი უკიდურესობიდან მეორე უკიდურესობაში გადავიდა, და ეს მეორე უკიდურესობა არის ნამეტანი სიგარყვნილე (არავინ მიწყინოს). და ეს ისევ ჩვენი საზოგადოების ბრალია.

ეს თემა დაუსრულებლად შეიძლება გაგრძელდეს, მაგრამ ამჯერად ვჩერდები.

Advertisements
Categories: ზოგადსაკაცობრიო თემები | ტეგები: , , , , | 26 Comments

პოსტის ნავიგაცია

26 thoughts on “სექსუალური განათლება

  1. DsScorpion

    საწინააღმდეგო არაფერი მაქვს ))) მართალი ხარ ყველაფერში..

  2. აქტუალური თემაა, მაგრამ… ეჰ… სანამ მაგ იდეას საქართველო ხორცს შეასხავს, ადამიანები გასამრავლებლად უკვე სინჯარებს გამოიყენებენ. 🙂

    • ყეს ყეს ყეს. ჩვენ სამწუხაროდ ჯერ კიდევ ყველაფერში განვითარებად ქვეყნებს მივეკუთვნებით

  3. საერთოდ, განათლებას (არ აქვს მნიშვნელობა, სქესობრივია თუ კულინარიული) ზიანი ჯერ არავისთვის მოუტანია და ბუნებრივია, ადამიანს რაც მეტი ეცოდინება, მით უკეთესი.

    საქმე იმაშია, რომ თემაა მეტად დელიკატური და ასე მარტივად, ვერ მიუდგები. საჭიროა კარგად გათვლილი სტრატეგია, დიდი ტაქტი და სიფრთხილე. ასაკიც უნდა შეირჩეს და სწავლების მეთოდიკაც.

    კარგი პოსტია, ჯესი 🙂 აქტუალური და საჭირო. “ჰორმონალური ქორწინება” (ქალი./კაცი რომ გინდა და ოჯახს ჰქმნი) დღესაც პრობლემური მგონია მე და ამის მიზეზი ზუსტადაც რომ გაუნათლებლობაა.

    • მადლობი შეფასებისთვის..
      ნამდვილად ძალიან ფაქიზი თემაა, მაგრამ ფსიქოლოგებიდა ვიღცეები რისთვის არსებობს? ჰმმმ. რავიცი.. გვეშვერლება კიი?!

  4. Pletikosa

    ”patara gauwonasworebulo psiqopato” sainteresoa sheni damokidebuleba seqstan mimartebashi!ro wer am temaze,shen tviton gamocdileba gaakvs seksshi?

    • ერეკლე, შენ რომ კარგად წაგეკითხა ჩემი პოსტი, მიხვდებოდი, რომ მე სექსზე არ მისაუბრია და მისდამი ჩემი დამოკიდებულება საერთოდ არ ьმიხსენებია. მე ვლაპარაკობ მოზარდებზე და მათ სექსუალურ აღზრდაზე, 🙂 🙂 და არა ადამიანურ გამოცდილებაზე ან ზოგადად ამ თემაზე

      • მშვენიერი პოსტია ჯესი(: ადამიანებს წაკითხვა რომ ეზარებათ თვითონ ვარაუდობენ ხოლმე რას გულისხმობს სტატია, პოსტი კანონი და ა.შ ასე რომ აზრი არ აქვს ახსნას (:

        გეთანხმები ყველაფერში, კიდევ ერთხელ (:

      • thanks Anano 🙂

  5. Teaa

    dzalian swori pozicia gaqvs 🙂 mteli chemi klasi datxovda 14-16 wlis asakshi, realurad, 2 ni davrchit ase, rom chavabaret da gavagrdzelet swavla 🙂 exla sxedan saxlebshi patara bavshvebit da arc ganatleba miugiat arc araferi… ra, yvelas didi siyvaruli ewvia mag asakshi??? 😀 ratqma unda, ltolvas mohyva es shedegebi 😦 ara ra, chven kai xans ar gveshveleba am sakitxze, chemi azrit.. martla ukiduresobebshi gadavdivart 😦 jees, magari postia dzaan :* :*

  6. “კვერცხის დადება არ შემიძლია, სამაგიეროდ საღს და ლაყეს მშვენივრად ვარჩევ ერთმანეთისგანო”

    ეს ფრაზა გამახსენდა ახლა 🙂

  7. რაც თქვი ყველაფერში გეთანხმები, გარდა ერთისა: სექსუალური განათლების მიღება არ ნიშნავს იმას, რომ სიყვარული და ვნება ერთმანეთში აღარ აერევათ, რომ ინტერესის გულისთვის აღარავის ექნება სექსი, რომ გოგოები “თავის დაფასებას” ისწავლიან და პირველივე შემხვედრ შეყვარებულს არ მისცემენ, – ეს საერთოდ სხვა საკითხია, უფრო მენტალიტეტის ამბავია და განათლება სხვაა.

  8. გადამრევს ეს ხალხი 🙂 “შენ თვითონ გააქვს გამოცდილება?”… დარწმუნებული ვარ, არც წაუკითხავს 🙂
    კარგი პოსტია, ჯეს… სურათმა ხომ დაგლიჯა საერთოდ 🙂 🙂

  9. NinucaElectro

    I absolutely agree your opinion.. ! : ))

  10. ჯეს, სრულიად გეთანხმები. ისე გეთანხმები, რომ დასამატებელი აღარაფერი მაქვს :-* რაც მთავარია, არგუმენტირებულად წერ 😉

    • უუ.გვირილ გვირილ, როგორ მიხარია რომ ისევ კითხულობ ჩემ ბლოგს… მაკლდი აქ :)))
      მადლობა შეფასებისათვის ❤

  11. რა თქმა უნდა ვკითხულობ, და არსად წასვლასაც არ ვაპირებ. იშვიათად ვახერხებ უბალოდ პოსტების წაკითხვას, მარა როცა ვახერხებ, ყველაფერს ვკითხულობ ერთად. ხოდა, მოგაყარე კომენტარები 🙂

  12. და მაინც უფროსი თაობის მენტალი და შეხედულებაა დასლაგებელი ამ თემსიადმი თორემ თუ საძირკველი დანგრეულია და საძირკველი ამ მომენტში ზრდასრული თაობაა ნაადრევად დაწყებული სექსუალური განათელბა ევრაფერ შედეგ სვერ მოგცემს.
    მიზანია სექსი ცხოველური ჟინის დაკმაყოფილების ფორმებიდან გავიდეს და იქცეს ადამიანისადმი სიამოვნების მინიჭებით ტკბობის ხელოვნებად.

  13. http://egodrome.wordpress.com/2011/04/27/ostrich-style/ ესეც ჩემი ერთგვარი რამ დაახლოებით ამ თემაზე : )

comments please :)

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

Create a free website or blog at WordPress.com.

%d bloggers like this: