“სადიეტო” მარხვის დასრულება (სააღდგომო გუნება)

დიდხანს ვფიქრობდი დამეწერა თუ არა სააღდგომო პოსტი. თამარას პოსტმა საბოლოოდ დამარწმუნა, რომ ჩემი აზრის გამოთქმა ნამდვილად ღირს

რა გრძნობა მეუფლება სააღდგომოთ? არ ვიცი, სიხარულის ალბათ. დღეს ტელევიზორში კაცმა თქვა: “როცა ვიხსენებ, რომ ქრისტე ჩვენი ცოდვებისათვის იწამა  –   ტირილს ვიწყებ”. მე ტირილის გრძნობა ამ დროს არ მიჩნდება, მაგრამ კონკრეტულად რას ვგრძნობ ვერ გეტყვით.

ღმერთის მწამს, ქრისტიანიც ვარ, ადრე ეკლესიაშიც დავდიოდი და ვმარხულობდი კიდევაც მარხვისას რატომღაც არასოდეს მიოცნებია სხვა,ა არასამარხო საჭმელებზე, არასოდეს მიფიქრია “ბარემ გავხდები”, შაბათობით არასოდეს წავსულვარ ეკლესიაში დევიზით: საჭიროა და მაგიტომ.  ლოცვებს ვკითხულობდი დილით და საღამოს. ვცდილობდი ცუდი სიტყვები არ მეთქვა, შეყვარებულთანაც ძალიან პატიოსნად ვიქცეოდით, სახარებასაც ვკითხულობდი, საეკლესიო ჟურნალებსაც ვყიდულობდი და ა.შ ეს ყველაფერი ძალიან მახარებდა, თავს ბედნიერად და თავისუფლად ვგრძნობდი. არავის ვუყვიროდი, არავინ მაღიზიანებდა, არავის არაფერს ვერჩოდი და არც არანაირ შარში არ ვეხვეოდი. ყველა მიყვარდა და ყველას ყველაფერს ვპატიობდი.

თავს ნამდვილად არ ვიფასებ, მაგრამ მითხარით: ასე არ უნდა იქცეოდეს ნამდვილი ქრისტიანი მარხვის დროს?

იქნებ მე სხვანაირად მესმის და სინამდვილეში რაც ხდება ახლა მასეც უნდა იყოს:

– ვაიმე, შოკოლადი მინდა სასტიკად, როდის დასრულდება მარხვა, რომ შოკოლადი ვჭამო, თუმცა სამარხვო ხომ არსებობს და იმას შევჭამ

– ტორტის ჭამა არ შეიძლება. სამარხოა? მაშინ შევჭამ

– აუ დღეს მთელი დილა ვიდექი ეკლესიაში, ნუ რა უბედურებაა.მაგრა დავიღალე, აღარაფერი მინდა.

– სახინკლეში ვერ გამოგყვებით, ხინკალს მაინც ვერ შევჭამ – მარხვაა 😦 . კარტოფილიანია? კი ბატონო, მაშინ 10 ცალი მინდა

რატომ ჰგონია უმრავლესობას, რომ მარხვა გამოიხატება მხოლოდ  არასამარხოს არ ჭამაში? მარხვა არის სულისთვის საჭირო, შენ თუ ჭამ გასკდომამდე სამარხო შოკოლადს, უკეთესია უბრალო შოკოლადი გეჭამა და ცოტა. მარხვა არის იმისთვის, რომ გათავისუფლდე ამქვეყნიური ამაოებისაგან, ამქვეყნიური ცოდვებისაგან, უნდა იმარხულო სულიერად. და არა კუჭით. მარხვა “გაიძულებს” (ვიცი ცუდი სიტყვა შევარჩიე) აღარ იფიქრო ჭამაზე, გართობაზე, ჭორაობაზე და დროის ტარებაზე. მარხულობისას ღმერთი მიგიწოდებს იყო მასთან ახლოს,ამ პერიოდში მაინც ილოცო და იზრუნო სულის გამდიდრებაზე და განწმენდაზე.

მარხულობისას გოგონების უმრავლესობა საზოგადოებაში განთქმულები არიან თავისი ზე-ქრისტიანობით, ქალიშვილობის დაცვით და სახალხოდ კაფეებში ლობიანის ან სამარხო სალათების ჭამით. თუმცა ცალკე, დაქალებთან ჭორაობენ, იგრუზებიან , სხვას ლანძღავენ ან უარესი, ბიჭებთან ღამეებსაც ათენებენ. ამ დროს მთავარია საზოგადოებამ არ გაიგოს ამის შესახებ (ლოლ). ზუსტად მათ მინდა ვკითხო:

ხალხის დასანახად მარხულობთ? ღმერთისთვის არ უნდა იყოს ეს მარხვა? თუ ხალხში რომ იპატიოსნებთ თავს და საკუთარ თავსაც რომ ატყუებთ, გგონიათ, რომ ღმერთი ვერ ხედავს ამას?

არვიცი.

შემეკითებით, რა შენი იმის საქმეა? არ არის საერთოდ ჩემი საქმე. მინდა წაიკითხონ ეს ყველაფერი და იქნებ გვერდიდან შეხედონ საკუთარ თავებს, მიხვდნენ და ამ სააღდგმოდ მაინც ღმერთს პატიება სთხოვონ.

მე, პირადად, უკვე რამდენი წელია აღარ ვმარხულობ.  ისეთი განრიგი მაქვს, რომ შეიძლება საერთოდ ვერ შევძლო სამარხო საჭმელების შოვნა და ჩემი შიმშილობა და ცუდად გახდომა ერთია. ისეთი დაძაბული გრაფიკი მაქვს, რომ ზოგჯერ მჭირდება კიდევაც ყვირილი ან წივილი. ამიტომაც რატომ უნდა მოვიტყუო ან საკუთარი თავი მოვატყუო, რომ ვითომ ვიცავ.  თუმცა იმასაც ვხვდები, რომ  ეს ყველაფერი თავის მართლებაა…

სულ რამდენიმე საათში გავიგონებ ხალხის შეძახილებს: ქრისტე აღდგა! ჭეშმარიტად!

გილოცავთ, ჩემო კარგებო, ამ ბრწყინვალე დღესასწალს. ღმერთმა შეგვინდოს ყველა ცოდვა და მადლობა მას, რომ კაცობრიობას მეორე შანსი მოგვცა, რომელიც, სამწუხაროდ, მაინც ვერ გამოვიყენეთ.

მუდამ თქვენი,

ცოდვილი ფსიქოპატი

P.S. ძალიან არ გამკიცხოთ ჩემი ასეთი კატეგორიული პოსტისათვის, დიდი ხანია ვაპირებდი ამის დაწერას, მაგრამ სულ ვიკავებდი თავს. კონკრეტულად არავინ მიგულიხმია, თუმცა თქვენ თვითონაც ხვდებით, რომ მსგავსი ხალხი ბლომადაა თბილისში

Advertisements
Categories: ზოგადსაკაცობრიო თემები | ტეგები: , , , , , | 113 Comments

პოსტის ნავიგაცია

113 thoughts on ““სადიეტო” მარხვის დასრულება (სააღდგომო გუნება)

  1. xo me cota sxvagvarad vcer magaze
    kaia momwons

  2. სათქმელი აღარ დატოვე, ჯესი 🙂

  3. ამ თემაზე დისკუსიას ვერიდები – თემაა დელიკატური. ესეც არ იყოს, რწმენა ისეთი რამ არის, თავს მცოდნედ ნამდვილად ვერ ჩავთვლი. ოღონდ, ერთი რამ ვიცი – მარხვა მხოლოდ საკვების შეზღუდვა არ არის. მარხვა განწყობაა. ფსიქოლოგიური და სულიერი მდგომარეობა. ამიტომ არ მესმის სამარხვო პროდუქტების. საჩვენებელი და სხვისი დასანახი რელიგიურობისაც არ მესმის. ასეთი ხალხი მერე სხვის განსჯას იწყებს – აი, მე ასეთი ვარ და შენ რატომ ხარ სხვანაირიო… და სხვანაირებს როგორ იღებენ ჩვენთან, კარგად მოგეხსენებათ 🙂

    • მოლი დიდი მადლობა კომენატისათვის და საერთოდ მასე აქტიურად, რომ კითხულობ ჩემს ფსიქიკურად გაუწონასწორელ ბლოგს :))))

  4. მე მხოლოდ საუკეთესო ბლოგებს ვკითხულობ, ჯესი 🙂

  5. ჯეს, მიყვარხარ ^_^

  6. მე ტყუილად და სხვათაშორის არავის ვაქებ, ჯესი 🙂

  7. ჯესი მარხვა არც დაწესებული აუცილებლობაა, შეიძლება სულიერად ისეთ განწყობაზე იყო რომ სრულიად არასამარხო დღეებში საკუთარ სხეულს და სულს მოუწყო მარხვა–მამა გიორგი ბასილაძე თუ გაგიგია,მან მითხრა.
    პ.ს. მარხვა ადამიანის ნებისყოფას ამტკიცებს.

  8. “იქნებ გვერდიდან შეხედონ საკუთარ თავებს, მიხვდნენ და ამ სააღდგმოდ მაინც ღმერთს პატიება სთხოვონ.” ეს მათთვის პირშიც მითქვამს მაგრამ ამაოდ… ჩვენს ქვეყანაში ხომ ყველა მართალია, არამგონია ვინმემ საკუთარ თავზე მიიღოს, მაგრამ შეიძლება გამოჩნდნენ გამონაკლისები. ღმერთმა ქნას!

  9. Diana Tarielashvili

    ამგვარ თემატიკაზე თამარას პოსტის დაწერა ჩემმა პოსტმა დაარწმუნა (ჯერ ვერ მიიღო, გააპროტესტა, თუმცა მეორე დღეს თითქმის იგივე დაწერა), შემდეგ მისმა პოსტმა შენ მოგცა გარკვეული მუხტი, შენ სხვას და …. ვფიქრობ სწორედ ამისთვის არსებობს ბლოგები რომ ერთმანეთს ხმა ადვილად და გასაგებად მივაწვდინოთ! წარმატებას გისურვებ! კარგი პოსტია!

    • ზედმეტად დიდი წარმოდგენა ხომ არ გაქვს საკუთარ თავზე, რომ ჩემი შთამაგონებლის ფუნქცია იტვირთო?? 🙂
      მეორეც, ჩემი პოსტი იგივე არ არის, როგორც ვხედავ, ჩემი მაკომპრომეტირებელი პოსტის გარდა (როგორც შენ მიიჩნიე), არც ეს წაგიკითხავს… სარკაზმი იცი, რა არის??
      მესამე – ძალიან სწორად მოქცეულხარ, რომ ბლოგის ანოტაცია შეგიცვლია… “აქ სითბოა, სინათლე და გულწრფელობა” ნამდვილად არ შეეფერებოდა ბლოგს, სადაც არასასურველ კომენტარებს ბლოკავენ…
      შენც წარმატებები! 🙂

    • ”და მერე შენ ბლოგზე წერ ზუსტად იგივე პრობლემის ამსახველ პოსტს” – თვითონ მაინც არ ვიყო პოსტის მონახაზის ხუთშაბათს შობის შემსწრე (: თქვენი პოსტი კი პარასკევს იქმნა, შესაბამისად, უსამართლოდ სდებთ ბრალს ერთგვარ პლაგიატში თამარას, სამართალმცოდნე ახალგაზრდავ! (: მეორეც: ირწმუნებით ამ ორი პოსტის იგივეობას, მე კი თქვენ გარწმუნებთ: იურისპუდენციაში დიდი დაკვირვების უნარია საჭირო წვრილმანებში წვდომისთვის. ამოდენა სხვაობის მიუხვდრელობა კი თქვენი მხრიდან მეტადრე მცირე ნერვული აგზნების შედეგი უნდა იყოს, – გამართლებთ (:
      პ.ს. უკაცრავად აქ პასუხისთვის; რამდენადაც ცნობილია, თქვენს ბლოგს ზოგიერთ კომენტართან სისტემური შეუთავსებლობა აღენიშნება, ტყუილად წერის დრო კი ნამდვილად არ მაქვს (:

      • Diana Tarielashvili

        ”პ.ს. უკაცრავად აქ პასუხისთვის; რამდენადაც ცნობილია, თქვენს ბლოგს ზოგიერთ კომენტართან სისტემური შეუთავსებლობა აღენიშნება, ტყუილად წერის დრო კი ნამდვილად არ მაქვს ”- რა სასაცილო არგუმენტია!!! რამდენი წლის ბრძანდებით გენაცვალეთ, რა სისტემურ შეუთავსებლობაზე მელაპარაკებით? რომელი პროგრამული უზრუნველყოფით განსაზღვრეთ ეს?

  10. Diana Tarielashvili

    ღმერთო ჩემო რა აგრესიაა??? საიდან მოდის ამდენი ბოღმა? ვისთან რას ბლოკავენ? შენი კომენტარები დევს ჩემთან პოსტის ქვეშ, თვალები გაახილე! ჩემი ბლოგის ანოტაციას აკონტროლებ, ეს მომწონს, მაგრამ იქნებ ახლანდელ ანოტაციაზეც დაფიქრდე, მოგიხდება! მესმის შეიძლება ”იურისტმა ქალმა” პლაგიატია სარკაზმისგან ვერ გაგირჩევია, მაგრამ არც მაგაშია პრობლემა, გადაიტანე და შეცვალე მაჩვენებლები, (ჯამი მაინც არ იცვლება) პრობლემა არა მაქვს. 🙂

    • ვნახე დღეს ის პოსტი და თამარას ერთი კომენტარი აშკარად აკლია.

      ესეც არ იყოს – თქვენი პოსტი აბსოლუტურად სხვაა და თამარასი – სხვა.

      და თქვენს მიერ მაკომპრომეტირებელ მასალად მოხმობილი თამარას პოსტი ასეთს ნამდვილად არ წარმოადგენს 🙂 გემრიელად დაწერილი, ირონიული ტექსტია და მხოლოდ სათაურის მიხედვით თუ იმსჯელებთ, სწორი წარმოდგენა ნამდვილად არ შეგექმნებათ.

      • Diana Tarielashvili

        ”ვნახე დღეს ის პოსტი და თამარას ერთი კომენტარი აშკარად აკლია”.- რა კომენტარი აკლია თუ შეიძლება განმიმარტეთ. მეც ძალიან მაინტერესებს. 🙂

    • დედა, ღმერთო კი მომკალი-თქო რომ ვთქვა ახლა, ნემეტანი ადეკვატური ვიქნები, ასე მგონია 😀

      • მაინცდამაინც სრულ გამჭვირვალობას თუ მოითხოვს ჩემგან გარემოება, არ დაგზარდებით; ძალიან არასასიამოვნოა ჩემთვის იმის გააზრება, რომ ლიბერალი, რაციონალისტი, პროგრესულად მოაზროვნე ახალგაზრდა იურისტი(აღნიშნულ სტატუსებზე თქვენს შენიშვნას რომელიმე მათგანის უსამართლოდ მინიჭებაზე აუცილებლად მივიღებ), რომელიც მეტის სიმწვავით ამხელს რელიგიურ სიბეცეს, იქვე, პოსტის დაბლა, უწყინარი შენიშვნისგან მძიმედ შეურაცხყოფილი შესაშური მონდომებით უსვამს ხაზს ა რ ა ს წ ო რ ი ფაქტების სიზუსტეს და იმავეს სკანდირებს სხვისი პოსტის კომენტარებშიც საკუთარი პოზიციის დასაცავად. მეორე მხრივ კი, მე მომიტევეთ და, ძალიანაც არ მწყინს თქვენისთანა პროფესიული კონკურენტის ყოლა არც ისე შორეულ მომავალში 😉 ბლოგის ავტორს კი ბოდიში, ისედაც გამიგრძელდა, ვვარაუდობ, აღარ შეგაწუხებთ 🙂

      • “დედა, ღმერთო კი მომკალი-თქო რომ ვთქვა ახლა, ნემეტანი ადეკვატური ვიქნები” >>> კაი იყო :)))

      • Diana Tarielashvili

        მესმის გინდათ მეგობარ ბლოგეს მხარდაჭერა გამოუცხადოთ, მე ეს სულაც არ მიკვირს, და არანაირი პირადი სიბრაზე მე არ გამაჩნია თქვენს მიმართ. თქვენს მიერ აღნიშნული- ”მცირე ნერვული აგზნება” არც ერთ ჩემ კომენტარში და მით უმეტეს პოსტში არ ფიქსირდება, პირიქით წარმატება გისურვეთ ყველას და თქვენ ამან გაგაღიზიანათ. ნუ აღმოგხდით ბოლოს სუიციდის მომასწავებელი ფრაზები (”ღმერთო მომკალი”), იმის გამო რომ იმას ვერ ამტკიცებთ რაც რეალობაში არ არის! არაუშავს, ხდება ხოლმე! 🙂 კეთილი სურვილებით! :*

  11. ვახ რა დებატები გამართულა აქ ჩემს არ ყოფნაში 😦 რა დღეში ხართ ხალხნო …..
    დავაიწე ჟიტ დრუჟნა :)))))

  12. MetaGamma, >>> არ მაწუხებ ნამდვილად… ჯანსაღი დებატები სავსებით მისაღებია.. თან ძალიან კარგი სინაარსი დევს შენს ამ კომენტარებში და მომწონს :))

  13. ფაქტია, ეგ ფრაზა ნამდვილად აღმომხდა(!), იმის მერე, რაც ჩემი კომენტარის იდეური განგრძობა პროგრამულ უზრუნველყოფას ვერ გასცდა, კსტაწი, საერთოდ რომ შეეხო, ის უფრო იყო ჩემი პირველადი რეაქციის გამომწვევი 🙂 ნერვული აგზნება როგორ უნდა დაფიქსირდეს წერილობითი ფორმით, არ ვიცი, უბრალოდ, იგრძნობოდა; თქვენ ხომ იგრძენით თამარას პოსტში საკუთარი პოსტის ყოვლისმომცველი გავლენა და, ამ ლოგიკით, მეც შემიძლია ვიგრძნო, რაც გამიხარდება, საფუძვლიანობა კი სხვამ განსაჯოს 🙂 მოვრჩეთ, ოღონდ უბრალო თხოვნაა – არაფრისმთქმელი კეთილი სურვილებითა და კოცნის სმაილებით ნუ ამავსებთ, იაფფასიან ტაქტიკაზე მაცემინებს ხოლმე 🙂
    პ.ს. თქვენ რომ უფრო დიდი ხნის მეგობარი იყოთ ჩემი, ვიდრე თამარაა, აუცილებლად უფრო რადიკალური ვიქნებოდი!

    • Diana Tarielashvili

      რაკი კეთილი სურვილებით დამშვიდობება თქვენს სამყაროში დამშვიდობების ჟესტი არ არის, მაშინ დავამატებ- ერთადერთს რასაც ვხედავ ხელოვნურად გაბერილ კომენტარებს, დახუნძლულ ათასი ურთიერთსაწინააღმდეგო წინადადებით. მაგას აჯობებდა თქვენი მეცნიერულ დასკვნა უფრო მეტად განგემარტათ ჩვენთვის ”თქვენს ბლოგს ზოგიერთ კომენტართან სისტემური შეუთავსებლობა აღენიშნება” (ციტატა თქვენივე კომენტარიდან). იურისტებს გვიყვარს ფაქტებზე საუბარი მოგეხსენებათ 🙂 ან უნდა თქვენივე თვალით გქონდეთ ნანახი, ან აღიაროთ რომ ირიბ მტკიცებულებას (ვიღაცის მიერ ჩაწვეთებულ ინფორმაციას) ძალა არა აქვს. 🙂

      • რახან ასეთი მედეგი(უტეხი ცუდად ჟღერს) აღმოჩნდით და მტკიცედ უარყოფთ, რომ კომენტარებს ბლოკავთ, თუ რაც ჰქვია, გამოდის, სხვა, ნაკლებ აშკარა ფაქტებზეც არ დაიხევთ უკან და დაუსრულებლად გაგრძელდება ჩვენი კამათი. რაც მაგ ფრაზას შეეხება, ბუნებრივია, ცოტა იუმორით(რა ვუყოთ, იუმორი სხვადასხვანაირად თუ გვესმის) მივათითე, რომ იმის გათვალისწინებით, რომ შესაძლოა თქვენს პოსტზე ჩემი კომენტარი არ გამოჩენილიყო(ამწამსაც კორექტული ვარ), აქ დავწერე. რამის მტკიცებას არ მოვყოლივარ, მარტივად, თავი დავიზღვიე. როგორც ცნობილია-მეთქი, აღვნიშნე, ორმა შენიშნა, თუ ატყობთ, და ეს ჩემთვის საკმარისია ამ ფრაზის გამოსაყენებლად. ისიც უნდა მაპატიოთ, რომ არაფერს ნიშნავს ჩემთვის თქვენი რწმენა ჩემი წინადადებების ურთიერთწინააღმდეგორიობასთან დაკავშირებით, რამეთუ მრავალგზის დამარწმუნეთ: ამჩნევთ არარსებულს. ჰოდა, მოვრჩეთ-თქო, ვითხოვე, ამ აწ უკვე მიზნისგან დაცლილ კამათს. კიდევ ერთხელ რომ არ მომიწიოს, თქვენი თქმით, ხელოვნურად გაბერილი(ღმერთმანი, ვერ მოვიშალე გრძელსიტყვაობა!) კომენტარების წერა, დავაყოლებ, რომ თავდაპირველად ჩემს ჩარევას საერთოდ ამ საუბარში ის მიზანი ჰქონდა, რომ პირადი ინიციატივით(!) გამეფანტა თქვენი მტკიცება – 1) თამარა ჩემმა პოსტმა შთააგონაო და 2) ზუსტად ჩემნაირი პოსტი დაწერაო. ციტირება თუ ვერ მოვიყვანე, უკაცრავად, დამეზარა. ჰო, კიდევ, გამიხარდებოდა, თუ უბრალოდ იტყოდით – მთლად მართალიც არ ვიყავი მოვლენის შეფასებისასო. ძალიან, ძალიან ვაფასებ ადამიანებს, რომლებიც გრძნობენ პასუხისმგებლობას თითოეულ წარმოთქმულ სიტყვასა თუ ქმედებაზე და არ გაურბიან მას.

  14. თამარას ბოლო კომენტარი, რომელმაც, რატომღაც, მოდერაცია ვერ გაიგარა.

    თუ თავად მოისურვებს, აქაც დადებს. წესით კი კომენტარს დუბლირება არ უნდა სჭირდებოდეს და უნდა ქვეყნდებოდეს იქ, სადაც დაიწერა.

    ჯეს, მაპატიე, აქ დებატები გაგიმართეთ 🙂

  15. მეგობრებო, დიდი მადლობა მხარდაჭერისთვის, ძალიან ვაფასებ თქვენს ჩემდამი დამოკიდებულებასა და ნდობას!
    დიანა, “ლეგენდის დაკარგული კომენტარის შესახებ” ამ ხალხს სჯერა, რადგან კარგად იციან, რომ ასეთ რამეს არ მოვიგონებდი. უბრალოდ, არაფერში მჭირდება…
    შენ კი პირველივე სრულიად უწყინარი კომენტარის შემდეგ მომნათლე ადამიანად, რომელიც რეალობას ვერ აღიქვამს და პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი არ აქვს და რაც ყველაზე სასაცილოა, დასადასტურებლად საკუთარი პოსტი მომიყვანე, შემდეგ კი უბრალოდ, საუბრის საშუალება აღარ მომეცი:)
    ასეთი განსხვავებული შეიძლება იყოს დამოკიდებულება, მიუხედავად იმისა, რომ ყველა თქვენგანთან ბლოგის საშუალებით მაქვს კონტაქტი და ჯერჯერობით ინტრიგანობაში არც ვირტუალურ და არც რეალურ სივრცეში შევუმჩნევივარ ვინმეს, რომ არაფერი ვთქვათ ლეგენდების თხზვასა და პრიორიტეტების არქონაზე 🙂
    შენთან კამათი მე შენს ბლოგზევე დავამთავრე, მაგრამ თვითონვე წამოიწყე აქ ყველაფერი თავიდან, ჰოდა, შესაბამისი რეაქციაც მოჰყვა ამ ამბავს…
    ჩემი უმორჩილესი თხოვნა იქნება, მოეშვა ჩემს მეგობრებთან უაზრო პოლემიკას, ხოლო პირადად მე შენთან საკამათო არაფერი მქონია და არც მაქვს 🙂

  16. hmm.. namdvilad ar mind amashi chareva.. 😦 magram cudia maseti saxis debatebi .. TamaRa rac ar unda iyos shensken var :)))))) davaiwe jit drujna

  17. Diana Tarielashvili

    მდაააა! რომელს ვუპასუხო უკვე აღარ ვიცი, რამდენი ხართ ხალხნო! 🙂 წარმომიდგენია როგორ გადაუვლით ვინმეს, ანიმაციებით დამალულნო! მეც არანაირი პირადი ბოღმა არა მაქვს თქვენს წინააღმდეგ, ვხედავ wordpress-ზე აშკარა ავტორიტეტბი გამოვლინდა, რა ვუწოდო ამას – ”კანონიერი ბლოგერი?” 🙂 პაკა ხალხნო.

    • აი9 რის გამო იბოგმები მაინც ვერ ვხვდები.. გამოთქმი შენი მოსაზრება? კაი და რატო უნდა ჩაება დებატებში? თან რა შუაშია კანონიერი ბლოგერობა.. ამით ხომ იცი რომ იწვევ სხვას/// ჯერ წერ არაფერი მინდოდაო და მერე იწვევ შენ ტვითონ ხალხს… არ ვიცი რა ხდება თქვენს შორის.. ვინაა მარტალი და ვნ მტყუანი..უბრალოდ რა შუაშია ამხელა ბლოგსფეროში რომ ეძებ ვინმეს ვისაც უნდა ეკაჩო.. ან ხო ხედავ რომ ყველა ვართ თამარას მხრიდან, რატომ არის საჭირო ფრაზები: “ანიმაციებით დამალულნო” .. კაი რა… შენც პაკა 🙂

      • ნუ გაცხარდი ახლა შენც, ჯესი 🙂 გაიღიმე 🙂

      • შენი არ ვიცი და მე თამარას მხრიდან კი არა, სიმართლის მხრიდან ვარ და ჯერ არ მახსოვს, რომელიმე კამათისას ასე აშკარა ყოფილიყოს მართალ-მტყუანი 🙂 დაგვემშვიდობა და გავუშვათ. ეს კი კაი სახალისო თემა დატოვა – კანონიერი ბლოგერი და მისი გარემოცვა :დ

      • Diana Tarielashvili

        ვხედავ რომ ყველა ხართ თამარას მხრიდან და მეც მაგას ვამბობ! ერთმანეთის მეგობრებო! შეგარგოთ ერთმანეთი! ის მაოცებს არცერთს არც სახელი გაქვთ და არც დამახასიათებელი ფოტო! როგორც ჩანს ასეთ ფაქტებს არაერთხელ ჰქონია ადგილი!

  18. თამარა, შენ ხარ, გოგო, კანონიერი ბლოგერი? :)))))

  19. ავტორიტეტი და შავი ბლოგერი მოვედი 🙂 🙂

  20. მეტაგამა – მეც სიმართლის მხარეს ვარ, თუმცა ეს ხელს არ მიშლის, თამარას მხარიდანაც ვიყო 🙂 თამარა რომ ყოფილიყო მტყუანი, პირველი მე ვეტყოდი, არ ხარ მართალი და აღიარე მეთქი. და მაშინაც თამარას მხრიდან და თამარასკენ ვიქნებოდი.

    • მადლობა სოლიდარობისთვის, ბავშვებო 🙂

    • რომ მაქვს მყარი საფუძველი იმისა, რომ თამარას ქმედება ჩემს შეხედულებებს სიმართლეზე არ დაუპირისპირდება, იმიტომ არ შემიძლია წარმოვიდგინო, მის წინააღმდეგ მყოფი ჩემი თავი, თუმცა, თამარა რომ მტყუანი ყოფილიყო და ეს არ ეღიარებინა, არ ვიცი, ვიქნებოდი თუ არა მისკენ კამათისას, ისეთი აზრის მტკიცებას, რაც ჩემს შეხედულებებს აშკარად ეწინააღმდეგება, ვერ შევძლებდი, მგონია. დებატებისას საფუძვლად – ჩემი მეგობარია – გამოვრიცხავ 🙂

  21. gio*gio

    privet yvelas! yvelaferi amis cakitxvis shemdeg, ver shevikave tavi komentari ar damecera! iseti shtabechdileba mekneba rom ak martla klania! me ar vdaob vinaa ak martlai da mtyuani, magram… vxedav rom or pirs akvs mxolod am situacisatan kavshiri- da 20s aranairi kavshiri, ubalod mxars ucheren dakals da mzad arian lafshi amosvaron erti adamiani.

  22. gio*gio

    me vfikrob rom, tkven rom ar chareuliyavit am saubarshi, is ikneboda metad mokle, magram isea mowyobili chveni cxovreba, yvlas uyvars cxviris chayoba sxvis saqmeshi

    • ისიც უნდა გაითვალისწინო რომ ეს საქმეების გარჩევა მიდის სულ სხვის ბლოგზე.
      მეორე, არამგონია შენს მეგობარს ვინმე საქმეს ურჩევდეს ან რამე წაკამათება მოუვიდეს და შენ გვერდზე დადგე , არ ჩაერიო და უყურო ამ “სეირს”… შესაბამისად ძალიან არაობიექტურად მსჯელობ ..და მესამე “cxviris chayoba sxvis saqmeshi” >> ამ ფრაზიტ მგონ იახლა შენივე თავს შეეწინააღმდეგე 🙂

  23. ეჰ, ბავშვებო, მგონი, დესანტი გადმოსხეს 🙂 🙂 🙂
    პატივცემულო gio gio, მადლობა აზრის გამოთქმისთვის, რისი უფლებაც ნამდვილად გაქვთ!
    შემომაქვს წინადადება, აღარ გავამწვავოთ ეს თემა, სანამ განდიდების მანია არ დამწყებია 🙂

  24. Diana Tarielashvili

    ვაიმე რომ იცოდეთ რა სასაცილოები ხართ, თითქოს პირველად მოგეცათ შესაძლებლობა ერთმანეთს მხარში დადგომოდით, რა მადლი მოვისხი! ”მადლობა მეგობრებო, რომ ჩემს ოპონენტს გადაუარეთ, ამას არ დაგივიწყებთ, რა ბუნჩულა და საყვარლები ხართ, ეს უნდა ავღნიშნოთ აუცილებლად, რა კარგია, რომ მარხვა დასრულდა!”- ციტატები თქვენი ფიქრებიდან.
    პ.ს კარგია რომ მხოლოდ თქვენ არ ხართ აქ და გარეშე პირებსაც შეუძლიათ თქვენი საქციელების ნახვა.

    • რა დღეში ხარ შენ? ესაო და ცენზურა არააო, გაგიტკბა?? 🙂 შემოგთავაზე, მოვრჩეთ მეთქი და არ იშლი მაინც… რა ზრდილობაა ეს??

      • Diana Tarielashvili

        დიდი სიამოვნებით დავამთავრებდი! შენმა დაქალკებმა ჩემი მისამართით არ დაამთავრეს კიდევ აზრთა გაცვლა-გამოცვლა, და კარგად გაახილე თვალები თუ ვერ ხედავ რა დაწერეს მათ და რას წერ შენ და მერე მელეპარაკე იმაზე თუ ვის როგორი ზრდილობა აქვს!!!!!!

    • საერთოდ რაზე მიდის საუბარი ხვდები? საერთოდ ვინმემ რამე ცუდი გითხრა? დებატები და საკითხის გარჩევა იცი რა არის? გამაგიჯებს ეს ხალხი… “რა კარგია, რომ მარხვა დასრულდა!”- ციტატები თქვენი ფიქრებიდან.” >> აი ეგ ვაბშე რა შუაში იყო… დედა რატოა ეს ხალხი მასეთი აგრესიული 😦

  25. აქ რა აზრთა გაცვლა–გამოცვლაა, შენი საქმე არ გახლავს, ბლოგის დიასახლისს პრობლემა არ აქვს, როგორც ხედავ… შენს ბლოგზე კი არავინ გაწუხებს, იმ ერთხელაც შემთხვევით მოვხვდი 🙂 ადიოს! 🙂

  26. Diana Tarielashvili

    არც შენი საქმე არ გახლავს მე სად რას ვიტყვი, თუ მართლა არ გგონია შენი თავი ყველაფრის ბატონ პატრონი, გამოგიჩენია ბრჭყალები!

  27. მგონი ბლოგზე კომენტარების დატობების წესი თუ ცენზურის წესი უნდა დავაწესო…
    ვინ მიაყენა შეურაწყოფა… “ჩემს ოპონენტს გადაუარეთ, ამას არ დაგივიწყებთ”>>> რა შუაში გადავლა..
    ჩემს ბლოგზე ნამდვილად არავის ავუკრძალავ საკუთარი აზრის გამოთქმას ან კამათს, ოღონდ იგულისხმება ჟანსაღი კამათი და არა მასეთ აგრესიული… ჰმმ 😦 ტეხავს….

  28. დაქალკები 🙂

  29. Diana Tarielashvili

    დააწესეთ ცენზურები არც გამიკვირდება თქვენსგან. ჯანსაღი პოლემიკაა! 10 ერთზე! და იმასაც ბლოკავენ!

    • შენ მგონი აზრები აგებნა 🙂 🙂 სად რას ბლოკავენ, ზევით უკვე ძალიან საფუძვლიანად განვიხილეთ… ჩემი თხოვნაა, დაანებე თავი ამ უდანაშაულო ბლოგს და ნუ ტვირთავ უმისამართო აგრესიით… არადა, რას მოჰყვა ეს ყველაფერი? აღარც მეცინება უკვე… :/

  30. ადრე კლანს მაინც გვეძახდა. ახლა დაქალკები ვართ. სანამ საბავშო ბაღამდე დავსულვართ, თავს ვუშველოთ 🙂

  31. ვაიმეეეე უკვე ძალიან გამეცინა… დიანა უკაცრავად ვიყავი ობიექტურა, მაგრამ ახლა უკვე გადადიხარ მარაზმებში… კაი რა..ამ შუაღამისას საქმე არ გაქვს.. ხედავ აქ ყველანი ვართ ჩვენი მეგობრისკენ..მგონ იშენც იქნებოდი მასევე… აიი არ გიცნობთ არ გვიცნობ..რაზე გვეწიმები.. ან რატო აგრძელებ უკაცრავად და კაჩავს..ან რატო აიქვავ მასე მტკივნეულად ცენზურის დაწესების საქმეს…. ან ფრაზა”და იმასაც ბლოკავენ!” >> სად დავბლოკე? ჩემთან აქ ყველა გამოხატავს საკუთარ აზრს და ხალხს უკეთებ პროვოცირებას… რატომ?!

  32. Diana Tarielashvili

    პატარა ტუტრუცანა ქალები! ყველაფერი იმას მოჰყვა რომ შემოვედი და დავტოვე ძალიან კარგის მსურველი კომენტარი, რომელიც თქვენსნაირი ბოღმა და გაუწონასწორებელი ხალხი ვერასდროს გაიგებს!

    • აბა, აბა, ზედმეტები ნუ მოგდის! ხომ არ იცი, ვის ელაპარაკები? გვიცნობ? არა, ხომ? ჰოდა, დისტანცია დაიკავე ცოტა და ტაქტს მოუხმე…

  33. Diana Tarielashvili

    გიცნობთ როგორ არ გიცნობთ! თქვენნაირები ხშირია! შევხვედრივარ! დაამთავრებ დღეს? თუ ვათენებთ?

    • ჩვენნაირებთან ხშირი კონტაქტის ბედნიერება არ გექნება, ეჭვი მაქვს:)
      მაინცდამაინც არ მინდა, ბოლო სიტყვა დაგიტოვო 🙂 🙂 არ გინდა, რამე აზრიანი გვითხრა და დაგვემშვიდობო?? 🙂

  34. Diana Tarielashvili

    მეც არ მინდა დაუმშვედობებლად დაგტოვო! 🙂 როგორ ერთნაირად ვმსჯელობთ? ისე შემთხვევამ მოიტანა და ბარემ თქვი რა საკრარულ კომენტარზე საუბრობდი? ხვალ დილამდე დრო მაქვს, მოგისმენ.

    • რაო? რა საკრალური კომენტარი… ეჰ, გეძინება აშკარად:) კი მოგიხდებოდა დილამდე ჩემი მოსმენა, მაგრამ სჯობს დაისვენო და დაალაგო ეგ აწეწილი აზრები 🙂 მეც მივდივარ და მეეჭვება, ხვალ შენთან კამათის განწყობა ან დრო მქონდეს…
      ყველა შემთხვევაში მადლობა, რომ თვითშეფასება ამიმაღლე! 🙂

      • Diana Tarielashvili

        აღარც კი გახსოვს, იმიტომ რომ შენი მოგონილი იყო, და ტყუილად ხალხი აიყოლიე! ეჰ საცოდავო! ხომ გამოტყდი ბოლოს! 🙂 კაი მეც წავალ დავიძინებ ეხლა კმაყოფილი! დაე გაგენათოთ გონება ახალგაზრდებო!

  35. საცოდავი შენ ხარ, მართლა საცოდავო და ვერ ხვდები.

    • Diana Tarielashvili

      შენ რაღა გეტკინა? საცოდავი შენ ხარ, იმალები ღმერთმა იცის რის უკან!

  36. კი ვიფიქრე, როგორ არაფერი ვთქვა-თქო ამ თავხედურ და უკიდურესად უსაფუძვლო ფრაზებზე, მაგრამ მიდის და როგორღა დავაკავებ?! თვითდარწმუნების სინდრომთან გვაქვს საქმე – ყველაფერი კარგადაა, მე საუკეთესო ვარ, რა მნიშვნელობა აქვს ფაქტებს, მაინც მე გავიმარჯვე! ვაბშემც, ნეტარ არიან.. ჰოდა, იყოს!

  37. ვახ ვახ ვახ.. თუ არ გსიამოვნებთ ვინმე გეხვეწებათ აქ დებატების გამართვას… უკაცრავად და ინტერნეტის გვერდის ფანჯრის მარჯვენა ზედა კუთხეში “კრესტიკს” ვერ ამჩნევთ, რომ დააჭიროთ.იმენა ხალხს უხარია სხვისი “აბობოქრება ” და მერე უი რა დღეში ხართო. ქალბატონო დიანა : “რომელიც თქვენსნაირი ბოღმა და გაუწონასწორებელი ხალხი ვერასდროს გაიგებს!” >>>; ვინ არის ბოღმა? და მეორე გაუწონასწორებელ ხალხზე რომ საუბრობ, უკაცრავად და კი ბატონო შემოხვედი, კი ბატონო დამიტოვე კომენტარი.კი ბატონო ააგდე ამდენი ხალხი.მაგრამ ამხელა ასოებით მიწერია ჩემი ბლოგის სახელწოდება და ვერ ნახე სად ხარ? :ჵ))) და ყველაფერს რომ თავი გაანებო რას ითხოვ მაინც ვერ გავიგე :))) მოკლედ კაით ხალხო მოდით მართლაც რომ დავასტოპოთ და ხვალ ეს აღარ გავაგრძელოთ. ყველანი ვართ კარგები და სიტყვის თავისუფლებაც ზოგჯერ უნდა შეიზღუდოს სანამ ქაოსში არ გადავიდა.. ვსიო დამთავრდა კონცერტი.. დავიშალეთ :))
    მოოლიიი შენ არ გაბრაზდე ძალიან გთხოვ :* :*(შენი წინა კომენტარიდან გამომდინარე)

  38. AXTUNG AXTUNG! (ვიცი, რომარასწორად მიწერია) ყველას მოვუწებ გადავიდეს სემდეგ ლინკზე და გაიღიმოს!!! რჩევა არააა :)) მოთხოვნაა ❤ https://ourlifegoeson.wordpress.com/2011/04/24/positive/

  39. მეგობრებო, არც კი ვიცი რა ვთქვა. პოსტზე ვაპირებდი აზრის გამოთქმას და კომენტარებმა სხვაგან გადამისროლა. იცით რა ხდება? თამაღა, მოლი, ჯესი… – გიცნობთ და მომწონხართ, მარა თქვენმა დამოკიდებულებამ ცოტა არ იყოს გამაბრაზა. აგიხსნით რატომაც – ჯერ ერთი, მიესიეთ ამ ერთ ადამიანს ამდენი კაცი და რაღაცას უმტკიცებთ, ერთ კომენტარზე 10 პასუხია და ყველა მისი დამაკნინებელი (მაპატიეთ, მე ასე ჩავთვალე). რაც შეეხება იმას, რომ მეგობარია და მხარს უჭერთ, ეს არაა ბრძოლა, სადაც გვერდში ამოდგომა აუცილებელია. აქ არის ორი ადამიანის აზრი და დაე მათ იკამათონ. ჯეს, შენს ერთ-ერთ კომენტარში იყო ფრაზა “ხედავ აქ ყველანი ვართ ჩვენი მეგობრისკენ”, მეწყინა 😦 მე არ წამიკითხია არც ერთი პოსტი და ვერც ერთის ქომაგი ვერ ვიქნები, მაგრამ მარტო თანადგომის გამო ვიღაცას ვერ შევავიწროვებ. სხვათაშორის, ის გოგო უფრო გვიან გადმოდის შეტევაზე, ვიდრე თქვენ. არ ვიცი, იქნებ ის პოსტები რომ არ წამიკითხია მეშლება რამე.
    არ ვიცი, შეიძლება ცუდად გამომდის, მაგრამ რომ არ ვთქვა არ შემიძლია – ვთვლი, რომ არ მოიქეცით სწორად, თუნდაც იმიტომ, რომ ერთის წინააღმდეგ ხართ. მე მაგალითად, როგორც მკითხველს, მომინდა იმ გოგოსთვის დამეჭირა მხარი. მიუხედავად იმისა, რომ თქვენ გიცნობთ. მოლის მხრიდან ფრაზას “საცოდავი შენ ხარ, მართლა საცოდავო და ვერ ხვდები.” არ ველოდი, მსუბუქად რომ ვთქვათ.
    თქვენს ბლოგებს რომ ვკითხლობ, ერთ-ერთი მიზეზი ისიცაა (გარდა იმისა, რომ კარგად წერთ), რომ არ ხართ თავშიავარდნილი ბლოგერების სექტა. ამ კომენტარებიდან კი სწორედ ასე ჩანს.

    სულ ესაა, არ მინდოდა ცუდად გამომსვლოდა რამე, მაგრამ თავი ვერ შევიკავე. რა ქვია იმ სიტყვას, ხო, გაწბილებული. გაწბილებული ვარ მოკლედ, რაღაცნაირად გამიტყდა, არ ველოდი.

    • ფრაზა, რომელსაც არ ელოდი, გვირილა, აი, ამას მოჰყვა პასუხად :

      აღარც კი გახსოვს, იმიტომ რომ შენი მოგონილი იყო, და ტყუილად ხალხი აიყოლიე! ეჰ საცოდავო! ხომ გამოტყდი ბოლოს! კაი მეც წავალ დავიძინებ ეხლა კმაყოფილი! დაე გაგენათოთ გონება ახალგაზრდებო!

      (ეჰ საცოდავო!) გაბოლდებულია.

    • ახლა რომ გადავხედე ვერც ვწვავ რატო ატყდა ამხელა ამბავი… არა რა რაღაც ცუდი დღე იყო

    • ძალიან უცნაურია გვირილ თუ ამსე ჩნს, ჩვენ ვვდილობდით ადეკვატურად და წყნარად მიგვემართა და თან არ ვშლიდი კომენტარებს ნორმალური ტონით მიდიოდა და მერე დაიწყო ამბავი როცა შეურატსკოფებზე გადავიდნენ, თან გოგოები სულ იხდიდნენ ბოდიშებს რომ ხდება აქ ვყელაფერი და იმას არაფერი უთქვამს და აგრზელებდა გარჩევას.. ნუ მამენტ უკვე გასული ამბავია და ნამდვილად არ მაქვს სურვილი მეორე სერია დაიწყოს, მაგრამ რატომ გამოჩნდა ისე, ტითქოს უცოდველი კრავი იყო და ცვენ დავჩგრეთ? 😦

      • ჯეს, უცოდველი კრავი არ მითქვამს მე. არ ვიცი ვინ რა დაწერა, ამ ყველაფრის წაკითხვის მერე არც მინდა წავიკითხო. კომენტარების დასაწყისში, ჩანდა, რომ თამაღა მართალი იყო. მარა რაც არ უნდა მართალი იყოს, თვითონ თქვენი ტონი არ მომეწონა მერე. ესაა და ეს. თორემ არ ვამართლებ მე არავის.

    • ჯესი, მაპატიე, ბოლო კომენტარია ამ თემასთან დაკავშირებით, მაგრამ უბრალოდ, ამ ალიაქოთის მიზეზი (ერთ–ერთი მაინც მე ვიყავი), ამიტომ მარტო ერთ რამეს ვიტყვი, ოკ?
      გვირილა, როგორც ხედავ, პირველი არაკეთილისმსურველი კომენტარი ჩემი იყო, მაგრამ ამ ადამიანზე კბილები მაშინ ავილესე, როცა სრულიად უწყინარ კრიტიკაზე (თავის ბლოგზე) ჩემი საკუთარი პოსტი დამილინკა და რბილად რომ ვთქვათ, ბრმა და სულელი მიწოდა… აქ კი მისმა შემრიგებლურმა ტონმა გამაღიზიანა მას შემდეგ, რაც საშუალება არ მომცა, მის ბლოგზე აზრი გამომეთქვა…
      ესაა და ეს! დანარჩენში კი არც ჩვენ დავუთმეთ… შედეგიც აქაა, სამწუხაროდ!

      • შენ წარმოიდგინე და შთაბეჭდილება დამრჩა, რომ შენ ყველაზე ნაკლებად აქტიურობდი. არც ისე არაკეთილისმსურველი იყო შენი კომენტარი. მერე რაც მოყვა იმაზე ვამბობ მე.
        ხომ ვთქვი, ის პოსტები არ წამიკითხავს, ალბათ მაგიტომ დამრჩა ასეთი შთაბეჭდილება. შენც ამბობ, რომ აქ შემრიგებლური ტონით საუბრობს, ანუ არ მომჩვენებია 😀
        კაი, შევეშვათ. ჩემი აზრი ვთქვი უბრალოდ, თქვენი საქმის თქვენ უკეთ იცით 😉

  40. davaiwe jit drujna 🙂 miyvarxart yvelani 🙂

  41. გაიხარე შენ …. რა დავამატო არ ვიცი,ყველაფერი ზუსტად და დაწვრილებით გაქვს აღნიშნული…გაფასებ :)))))))*

comments please :)

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

Blog at WordPress.com.

%d bloggers like this: