მახსოვხარ…

რამდენი წელიწადი გავიდა და მაინც მახსოვხარ..

მახსოვს, როგორ მაწყნარებდი, თავზე ნაზად მეფერებოდი და ჩამჩურჩულებდი ტკბილ სიტყვებს

იცი, ზოგჯერ მარტოდ ყოფნისას ან ტირილის დროს –  შენ მახსენდები

შენ მიცავდი მთელი სამყაროსგან, ყველასგან

შენ რომ არ გამოჩენილიყავი ჩემს ცხოვრებაში, ალბათ, ვინმე კრეტინს გადავეკიდებოდი/გადამეკიდებოდა და საბოლოოდ მომისპობდა ნერვულ სისტემას.

იცი, შენ პირველი  ადამიანი იყავი, რომელზედაც ღიად ვუთხარი დედაჩემს – ეს ბიჭი მიყვარს!

მახსოვს , როგორ მითხარი “იმ ჰაერზეც კი ვეჭვიანობ, რომლითაც სუნთქავ”

გახსოვს, როგორ იდექი ბარათაშვილის ხიდთან საათნახევრის განმავლობაში მხოლოდ იმ იმედით , რომ იქნებ პურის საყიდლად გამოვიდოდი და მნახავდი?  მაგრამ არ გამოვსულვარ, და შენ, ისევ იქ მდგომმა, ფურცელზე წერილი დამიწერე

მახსოვს შენი გამწარებული თვალები, როდესაც მწყობრიდან გამოგიყვანე. იმ შემთხვევის შემდეგ, მგონი, აღარასოდეს გვიჩხუბია სერიოზულად

მახსოვს, როგორ არ გქონდა ჩვენს “აჩერედნოი იუბილეიზე” ყვავილის ფული და ქაღალდისგან ამოჭერი ყვავილი და მაჩუქე

თუ გახსოვს, ერთხელ დილით, ლექციამდე შენთან ამოვედი სახლში და კოცნით გაგაღვიძე

მახსოვს შენი სერიოზულობა

მახსოვს ჩვენი რადიკალურად განსხვავებული ხასიათები. მე – გიჟ-გადარეული, შენ – წყნარი და სერიოზული

მახსოვს, როგორ შემეძლო შენთან ნებისმერ თემაზე დამეწყო საუბარი

გახსოვს გათენებამდე ტელეფონზე საუბრები?

მახსოვს, როგორ გინდოდა ოთახში ჩემი ჩაკეტვა და აღარასოდეს არსად გაშვება

მახსოვს, რომ მხოლოდ შენთვის გემეტებოდი და სხვა არავისთვის

მახსოვს, როგორ მივხვდი რომ ეს  ყველაფერი ჩემთვის არასაკმარისი იყო

მახსოვს, როგორ გაგრძნობინე, რომ რაღაც იცვლებოდა ჩემში შენს მიმართ, და მახსოვს, როგორ არ მიაციე ამას ყურადღება

მახსოვს, როგორ  გადამიყვარდი ნელ-ნელა

მახსოვს, როგორ გამოჩნდა ჩემს ცხოვრებაში სხვა ადამიანი და დააჩქარა დაშორების პროცესი

მახსოვს ჩვენი ბოლო შეხვედრა შენთან სახლში

მახსოვს შენი სახე

გავიდა წლები…

მახსოვს შარშან როგორ გთხოვე შეხვედრა და მაშინვე დამთანხმდი. მახსოვს შენი თვალები, მახსოვს ჩვენი სეირნობა, მახსოვს  რა სასტიკად იგრძნობოდა ხასიათების კონტრასტი  და ეს მძაბავდა.

ვიცი, რომ ეს ჩვენი ბოლო შეხვედრა იყო.

ყოველთვის მემახსოვრება, რომ შენი სახით საუკეთესო მეგობარი დავკარგე. მეგობარი, რომელსაც ვერასოდეს დავიბრუნებ

მახსოვხარ

თუმცა

რომ მომცემოდა მეორე შანსი, იგივე ნაბიჯებს გადავდგავდი და არაფერს ვინანებდი…

პოსტი ეძღვნება ადამიანს, რომელიც  მას არასოდეს წაიკითხავს!

Advertisements
Categories: ფსიქოპათის ჩანაწერები | ტეგები: , , | 32 Comments

პოსტის ნავიგაცია

32 thoughts on “მახსოვხარ…

  1. ნაცნობი გრძნობაა, ოდნავ სევდიანი და მაინც სასიამოვნო.. სასიამოვნო თუნდაც იმიტომ, რომ არ ნანობ, შენ თავში გრძნობ გადაწყვეტილების სისწორეს და ძალას, რაც დარჩა ის რომ რჩება და our life goes on ❤

  2. -ძალიან,ძალიან ახლოს ხარ ჩემს გულთან,ჩემს მიერ განცდილ გრძნობებთან ,თითქოს ყოველი სიტყვა ჩემია,მე მეკუთვნის შენი სიტყვები დაგანცდები!-გმადლობ შენ,რომ შემახსენე ,რომ სიყვარული არ იკარგება,ის ჩვენ გულში ღრმად იდგამს ფესვებს და ყოველთვის შეგვახსენებს თავს…დამიჯერე ყველას არ ძალუძს ასეთი სიყვარული,იყავი მადლიერი უფლის,რომ მან გაჩუქა ასეთი ლამაზი გრძნობა….

  3. ასეთი მინორული პოსტი ჯერ არ დაგიწერია, ჯესი…

    your life goes on 🙂 ყველაფერი კარგად იქნება 🙂

    • ვიცი :))) მადლობა მოლი :* უბრალოდ რაღაც მომაწვა :)) :))) ახლა ჩემებურ სტილში ვაგრძელებ ბლოგერობას ..ბევრი საინტერესო იდეა მაქვს, რომელიც იმედია მოგეწონებათ 🙂

  4. Stranger

    Such is life

  5. ესეც ასე ^_^ სწორედ ასეთი პოსტი მინდოდა : )))

    ლაიქ :*

    დავწერ რა მეც მერე, ამ სტილში…

    :იდეის მოპარვა:

    • მადლობა შეფასებისათვის გენაცვალე 🙂 მოიპარე, არ გიჩივლებ პატრულში, ნუ გეშინია.. დაიცა, ახლა აახალ პოსტს ვასრულებ ამ წამს….

  6. ჯესი, რა საყვარელი ხარ შენ ^_^
    კაია რომ გახსოვს, მარა არ მომწონს ის ფაქტი, რომ პროსტა შეიცვალა შენში რაღაც. საერთოდ არ ვაღიარებ ამას და კიდე ადამიანების მობეზრებას 🙂 ნუ, ეს ჩემი აზრია, ვინ მეკითხება, მარა მაინც 🙂 პოსტი რომ კაია გითხარი უკვე? :-*

    • გენაცვალე.. კი ყველა თავისებურია ნამდვილად..და ზოგიერთი ადამიანი “შენია” და ზოგიერთი არაა შენი, ..ზოგჯერ ამას ეგრევე ხვდები, და ზოგჯერ დიდი დრო გჭირდება, რომ მიხვდე :))
      მადლობა მადლობა შეფასებისთვის

  7. marlaSinger

  8. სულ ბოლო სტრიქონმა გამიქარწყლა ის ემოცია რაც ზედა სტრიქონებმა გამიჩინა :ბლუმწ:

    • რას გულისხმობ? მოგეშვა გულზე?

      • არა, პირიქით,,, მსგავსი რამ მეც გადამხდა, ხოდა მეგონა კარგი დასასრული ექნებოდა პოსტს,მაგრამ ნამდვილად არაა კარგი ის რო გიყვარს,უყვარხარ და მაინც არ ხართ ერთად, უბრალოდ საკუთარ თავს ტანჯავ ჩემი აზრით ამით და მეტი არაფერი, ის უფრო ცუდია არაფერს რო არ შეცვლიდი, ნუ მიჭირს ეხლა შენთან ამ თემაზე ლაპარაკი იმიტო რო ამ პოსტში არ ჩანს რატო არ ხართ ერთად და ასე შემდეგ

      • ჩანს როგორ არ ჩანს..ბოლოსკენ მიწერია .მე დავშორდი 🙂 სხვა შემიყვარდა და დავშორდი :შ და უბრალოდ აქამდე მახსოვს ეს ადამიანი, თორე აღარ მიყვარს და ის რას გრძნობს არც ვიცი 😦 დავშორდი და უბრალოდ მოკლედ მოვყევი 5 წლიანი ურთიერთობის ისტორია

  9. უკაცრავად, ეგ ეხლა წავიკითხე… კომენტარს ვეღარ გავაკეთებ მაშინ,არ მესმის ასეთი რაღაცეები მე

    • ნუ ერტი მხვრივ არც უნდა მოვითხოვო სხვისი მხრიდან რამე გაგება.. ბევრი ნიუანსი იყო, რომელიც არ დავწერე და რომელიც ძალიან ზედმეტად ჩითვლებოდა.. იყო ურაყოფითი მხარეც, რათქმაუნდა, მაგრამ აქ მინდოდა მხოლოდ კარგი მომენტები ამეღნიშნა

      მაინც დიდი მადლობა, რომ წაიკითხე 😉

  10. არაფრის ჯეს 🙂 ყველაფერს ბლოგზე ვერც დაწერ და არცაა საჭირო რო დაწერო 🙂

  11. kai ra jes ra dawere,exla ici es posti chemze rogor imoqmedebs da warsuls gamaxsenebs(

  12. auh chemtanac egre iyo, me ver vcer amaze imitom rom chrilobebi ixsneba da mtkiva :(((

    chemtan erti celi gavida 😦

    jessie :**

    • აუფ 😦 ხალხ სორრი არ მეგონა , ჩემი პსოტი მასე რომ იმოქმედებდა ვინმეზე.. 😦 მამენტ მარტო არ ვყოფილვარ.. და თავისებურად ეს მახარებს 😦

  13. იმედია, იმ “სხვამ” მაინც მოგცა ის “საკმარისი” 🙂
    ურთიერთობაზე რაიმეს თქმისგან თავს შევიკავებ, არ ვიცი ყველა ნიუანსი და იმიტომ…
    პოსტი კი ძალიან კარგია!

  14. ახლა წავიკითხე. თვალზე ცრემლი მომადგა. მეცნობა. ძალიან.
    ყოველთვის მაფიქრებდა ეს. ბოლოს მეგობრობა იკარგება…. რატომ?
    შემიძლია ვთქვა, ახლახანს დავკარგე მეგობარი. არა და მას ჯერ კიდევ ვთვლი მეგობრად. მაგრამ ის გაუჩინარდა. არსად ჩანს…
    მეტს აღარ დავწერ. тронуло глубоко…

  15. Queen)

    -_- swored axla vkargaav mas da rom ar davkargo arc arapers vaketeb ///

comments please :)

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

Blog at WordPress.com.

%d bloggers like this: