პატარა ფსიქოპათის ნანატრი პროფესიები…

იყო და არა იყო რა, იყო ერთი ცელქი გოგონა…

ვერ ისვენებდა ერთ ადგილას და სულ ცანცარებდა, დახტოდა, დარბოდა, ყვიროდა, წიოდა …აგიჟებდა ყველას და ყველაფერს..

5 წლის ასაკში უკვე იცოდა ვინ უნდა გამოსულიყო. >>>> “ფერია“. მას მთელი გულით სწამდა, რომ დაბადების დღეზე ჩაფიქრებული სურვილი აუცილებლად აუხდებოდა, და სულ ოცნებობდა ფერიად გახდომაზე… ოცნების ახდენის შემთხვევაში ისმ პირობას დებდა, რომ  მთელი ცხოვრება დარჩებოდა ფერიად, უარს არ იტყოდა ამ საქმიანობაზე  და სხვა ადამიანებს აუცილებლად დაეხმარებოდა. პატარა გოგონას ეს პროფესია ეგონა…

თუმცა, გავიდა  ერთი წელიწადი, ორი წელიწადი, სამი წელიწადი და სურვილი არ აუხდა.. გოგონა მიხვდა, რომ ტყულად სჯეროდა სასწაულის და, სინამდვილეში,  ფერიები არც კი არსებობდნენ და მასაც “ფერი(ა)ობა არასოდეს ეღირსებოდა….

ამ დროს ქვეყანაში ძალიან პოპულარული გახდა ფილმი Police Academy , ჩვენი გოგონა ისეთი აღტაცებით ადევნებდა თვალ–ყურს ნორჩი პოლიციელების ცხოვრების წესს, მათ ფიზიკურ მომზადებასა და კეტილ საქმეებს, რომ გადაავიწყდა თავისი “ბავშვობის” სურვილები და გადაწყვიტა პოლიციის აკადემიაში ჩაბარება.

ორ წელიწადში გოგონა მიხვდა, რომ მის მშობლიურ ქვეყანაში არ იყო “პოლიციელების” მომზადების სათანადო დონე, ამიტომ გადაწყვიტა გაჰყოლოდა მამიკოს კვალს და გამხდარიყო ჟურნალისტი… ამ მიზნის მისაღწევად დაიწყო ახალგაზდულ გაზეთის ერთ–ერთი გვერდის რედაქტორად მუშაობა და ძალიან ბედნიერიც იყო.

დროთა განმავლობაში გოგონა ხვდებოდა, რომ თავისი აზრებისა და ემოციების ფურცელზე გადმოსატანად არ ყოფნიდა სიტყვათა მარაგი, და გადაწყვიტა თავი გამოეჩინა იმ სფეროში, რომელსაც ყველაზე კარგად ფლობდა – მათემატიკაში, ანუ გამხდარიყო ან ეკონომისტი ან ბიზნესლედი.

იმ დროისთვის გოგონას მშობლიურ ქალაქში გამოჩნდა საინტერესო და პერპექტიული კერძო სასწავლებელი (ამჟამად ყოფილი ESM-Tbilisi)  და გოგონას მშობლებმა გადაწყვიტეს, რომ მათ შვილს უმაღლესი განათლება სწორედ ამ სასწავლებელში უნდა მიეღო. გოგონას სურდა ფინანსისტობა, და ერთ–ერთ მოწინავე ბანკში მუშაობა ( აი, ნარინჯისფერში კი არა, მეორეში მოლურჯო–მოცისფრო სამკუთხედი რომ არის), შესაბამისად ,მშობლების აზრს არც შეეწინააღმდეგა და ელოდებოდა უფროს კლასებს, შემდეგ სკოლის დამთავრებას და ნანატრ სასწავლებელში ჩაბარებას…

მოგეხსენებად, შემდგომში, გოგონამ ფინანსისტობაზე უარი თქვა  და აირჩია რადიკალურად განსხვავებული სფერო, მარკეტინგი, რომელშიც ჯერ–ჯერობით, სამწუხაროდ,  კონკრეტულს ვერაფერს მიაღწია.

მოდით, წარმატებები ვუსურვოთ ჩვენს პატარა გაუწონასწორებელ ფსიქოპატ გოგონას 🙂

P.S. ამ თამაშში   შიომ დამთაგა . თემა ძალიან საინტრესოა.. 🙂

ამჯერად  დავთაგავ  Molly Bloom–ს და TamaRa–ს



good luck 🙂

Advertisements
Categories: თეგ–თამაშები | ტეგები: , , , , , | 15 Comments

პოსტის ნავიგაცია

15 thoughts on “პატარა ფსიქოპათის ნანატრი პროფესიები…

  1. ფერია, პოლიციელი, ბანკირი და მარკეტოლოგი 🙂 რადიკალურად განსხვავებული სურვილები გქონია 🙂

  2. მხოლოდ იურისტობა მინდოდა… სამწუხაროდ, გადამაფიქრებინეს…

  3. ვახ, ჟურნალისტიკაზე არ ვიცოდი 🙂 გამიხარდა რაღაცნაირად :-*

  4. მადლობა, კეთილო ადამიანო 🙂

  5. Teaa

    რა ლამაზი ზღაპარი გამოვიდა! ფსიქოპატი ფერია-პოლიციელი, რომელიც ფინანსებში ერკვევა და მარკეტინგითაა დაკავებული. აჰა! ეგაა?? 😀 ასეთი რადიკალური სფეროები რომ გიზიდავდა, რა საინტერესოა! :))))

  6. Police Academy-ს არ იყოს ერთი პერიოდი მაშველობა მქონდა გადაწყვეტილი, მაგრამ გაგეცინება და ცურვა დღემდე არ ვიცი (blush) :))))

  7. პროფესიებზე მეოცნებოს, ნამდვილად არ მახსენდება :მძიმებავშვობა:

    სადღაც მე-8 კლასიდან იურისტობა მოვინდომე და გავხდი კიდეც.

    ჩემი პროფესიაც ძალიან მიყვარს და სპეციალობაც, მაგრამ ამ ბოლო დროს, სულ უფრო ხშირად მეფიქრება, რომ სადმე, ავსტრიაში ან შვეიცარიაში, პატარა, მყურდო ქალაქში, პატარა და საყვარელი წიგნის მაღაზიის მეპატრონეობაზეც არ ვიტყოდი უარს :თავხედიმოლი:

    • ვაიმე შენ რა მაგარი მაღაზია გექნებოდა ხომ წარმომიდგენია ❤ ❤ ❤ უუუუ. ყოველ დღე მანდ ვეგდებოდი და ვერ გამაგდებდი :))))))) … იურისტობა კარგია :)))) მე თავის დროზე კარგად ვსწავლობდი ამ საგანს , ნუ რა დონეზეც გვასწავლიდნენ ბიზნეს ადმინისტრირებაზე…. დ ისე რა კარგია. მე8 კლასიდან აგდაწყვიტე და აიხდინე სურვილი 🙂 ეს ყველას არ შეუძლია 😉

      • პატარა მაღაზია, მოგებით თავის შენახვას რომ შეძლებდა. მეტი არაფერი.

        უკეთესი კარგის მტერიაო, ხომ გაგიგონია, ჯესი 🙂 სხვა პროფესია არც მინდოდა, არჩევანზე ფიქრი არ დამჭირვებია და ამიტომაც იოლად გადავწყვიტე.

      • კარგია კარგი :)))

comments please :)

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

Blog at WordPress.com.

%d bloggers like this: