8 რამ, რაც ჩემ შესახებ არ უნდა გცოდნოდათ (UPDATED)

ჩასაფრებული ვიჯექი…

მეგონა არავის გავახსენდებოდი, არავინ დამთაგავდა, მაგრამ გვრილამ არაო, სხვა გეგმები ჰქონდა на мой счёт, დაწერა პოსტი   და მეც დამთაგა. თან, მინდა აქვე ავღნიშნო, რომ პარალელურად დათაგული ვიყავი ფაიფურის ანგელოზთანაც

ამ პოსტში გაგიმხელთ ჩემს საიდუმლოებებს. ახლა არ გეგონოთ, რომ ყველაფერს ეღირსებით ( 🙂 ). თუმცა უმრავლესობამ არ იცის ამ 8 პუნქტის  შესახებ

მაშ ასე… (პაუზა)

1. ძალიან გულჩვილი ვარ. ყველაფერზე მეტირება. ვინც პირადად მიცნობს, ვიცი,  გაუკვირდება.მაგრამ ეს სიმართლეა. უბრალოდ ამის დამალვას ვახერხებ. როგორ?  თავდაცვის მექანიზმი მერთვება 🙂 (აბა რა თავდაცვის მექანიზმიო? ეს უკვე პირადულია)

2. ყველაფერზე ვნერვიულობ. აი, ადამიანთან ჩხუბის შემდეგ, ჩემი ბრალიც რომ არ იყოს – მაინც ვნერვიულობ, განვიცდი და ჩემი თავი მგონია დამნაშავე

3.  დალევა მიყვარს ( პოტენციური ალკოჰოლიკი ვარ)

4. ბიჭურად ჩაცმა უფრო მიყვარს, ვიდრე “გოგოშკურად”

5. არასოდეს მქონდა ზედმეტსახელი. ყველგან ყოველთვის მიცნობდნენ ჩემი სახელით და ინტერნეტ სივრცეშიც შესაბამისად ვიყავი დარეგისტრირებული. ისეთი სახელი მაქვს  – სხვა რა ნიკი მჭირდება?!)

6.  ყველაფრის ჭამა შემიძლია (მხოლოდ საჭმელს ვგულისხმობ). ყველა კერძი, ყველაფერი მიყვარს. ბავშვობაში არ მიყვარდა ლობიო და ზეთისხილი, შემდეგ გავსინჯე და მომეწონა 🙂

7. ბევრ ადამიანზე ვტოვებ აგრესიული ადამიანის შთაბეჭდილებას, არადა არ ვარ ასეთი (ალბათ თავისებური ნიღაბი და თავდაცვის მექანიზმია)

8.  სიმაღლის და წონის კომპლექსი მაქვს. ძალიან კრიტიკულად ვაფასებ საკუთარ თავს. სიმაღლეს ვერ შევცლი, მაგრამ წონას ვებრძვი, არადა ხშირ შემთვევაში პირიქით გამომდის და უფრო ვიმატებ 😦

8-a. 21 წლამდე არასოდეს მიჭამია მაკდონალდის საჭმელები, არ მომიწევია სიგარეტი და არ მქონდა გასინჯული არაყი. (მერე გავფუჭდი)

მეგობრებმა, როგორც წესი, ყველაფერი იციან ჩემს შესახებ. ამიტომ ცოტა გამიძნელდა ამ სიის შედგენა. პოსტი ძალიან პირადული და სუბიექტურია, ამიტომ არამგონია გაკრიტიკებას ექვემდებარებოდეს.

ვინღა დარჩა დასათაგი?

რათქმაუნდა: oddcreatureMolly Bloom’s Day (იქნებ ერთი მაინც დაწეროს) ; ირმის ნახტომი ;ჩორვენიMrsMarshTamaRa.


Advertisements
Categories: თეგ–თამაშები | ტეგები: , , , , | 32 Comments

პოსტის ნავიგაცია

32 thoughts on “8 რამ, რაც ჩემ შესახებ არ უნდა გცოდნოდათ (UPDATED)

  1. არ გამკვირვებია არცერთი…

  2. არც მე 🙂
    ჭამის საკითხში მთლად ვერ დაგეთანხმები, ჭამა მეც შემიძლია, მაგრამ იმ კერძის ჭამას, რომელიც არ მიყვარს, შიმშილი მირჩევნია;
    სიმაღლეს არ ვერჩი, მაგრამ საკუთარ წონას მეც ვებრძვი…
    ისა, რა მაგის პასუხია და შაურმას როდის ვჭამთ?? 🙂 🙂

  3. ეტყობა მე ვერ გავაკეთე კარგი ახსნა.. თავიდანვე, ეს თამაში რომ წამოვიწყე, გეგმაში მქონდა, რომ ბლოგერებს თავიანთი ცხოვრების საინტერესო მონაკვეთების შესახებ მცირეოდენი ინფორმაცია დაეწერათ. არ მიგულისხმია, რომ საკუთარ თვისებებზე გააკეთეთ აქცენტი -მეთქი.
    ამ ყველაფრისდა მიუხედავად, მაინც კარგი პოსტი გამოვიდა, აი, თავისებურად საინტერესოა. :*

  4. გეგონა დამავიწყდებოდი? – ააააარა!..
    მეორე პუნქტი მეც მჭირს და საშინელებაა!.. მეტს ვერაფერს ვიტყვი, კი გცოდნია შენც რაცაა 🙂

  5. Teaa

    hah:)) mec wonas vebrdzvi, magram ushedegod 😀 😀 mec vnerviulob chxubis mere, tundac ar iyos chemi brali.. dzaan magari debili shegrdznebaa 😀 😀 smashi -radikaluri gansxvaveba 😀 dzalian sayvareli xar minda gitxra, momewona posti 🙂 :*

  6. კაია, გისწავლია რო დიადი იგი მე არ უნდა დამტაგო _ მაინც არ დავწერ და იმიტომ :))

    • ვიცი ზურ და მაგიტომაც არ დამითაგიახარ :* ზურ გახსოვს ორაყის ჩემი პირველი დალევა?

  7. oh esga maklda exla 😀 ise xom cota agiarebebi maqvs blogze dcerili da axla siis saxit mogartvat xoo? 😀

  8. 21-ს მერე რამ დაგაწყებინა მოწევა, ჯესი? 🙂

    ხალხი, მაგ დროს, თავს ანებებს…

    • არც პირველი ხარ და მგონ იარც უკანასკნელი ვინც ამას მეუბნება… ვიცი რავიცი.. ხალხს ამ დროს ემატბა ჭკუა..და მე დამაკლდა :))
      მოწევას ცალკე პოსტიუ ნდა მივუზღვნა უეჭველი

  9. მაგ ლოგიკით მთავარი უტვინო ვყოფილვარ…. ჩემი სიგარეტი ძალიან მიყვარს 🙂

  10. დაქალების გარეშეც კარგია 🙂

    დღის პირველი ღერი და ნაღებიანი ყავა 🙂

  11. moweva ram dagawyebina tu manamde ar gagisinjavs?
    ai xaladecs verasodes shevcham da danarchenebs agar chamovwer,ra ici raxdeba.
    p.s. me kidev vfiqrobdi ratom ar dawera neta-tqo.

  12. გამოხმაურება: ის, რაც ჩემს შესახებ არ უნდა გცოდნოდათ « MrsMarch

  13. ლიბიკა სილვესტრის

    ჰმ… საკუთარ ჰიპერ მგრძნობელობას მეც ასე ვმალავ :ს

  14. agresiuli adamiani ar megone magram arc tbili da mosiyvaruli ravii :DD

comments please :)

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

Create a free website or blog at WordPress.com.

%d bloggers like this: