ვერ ვიტან!

ვერ ვიტან, როდესც იძახიან დემოკრატიულ სახელმწიფოში ვცხოვრობთ და შემდეგ თავისუფალი სიტყვის წარმოთქმის გამო გვცემენ

ვერ ვიტან, როდესაც ბებია (რომელიც ძლივს დადის)  ამოდის სავსე სამარშრუტო ტაქსიში მხოლოდ იმ იმედით, რომ ვინმე დაუთმობს ადგილს

ვერ ვიტან, როდესაც იძახიან  “ვერ ვიტან ამ ადამიანს” და მაინც ესაუბრებიან და უღიმიან

ვერ ვიტან, როდესაც პირში გიღიმიან, იძახიან  “რა კარგი და ჯიგარი ადამიანი ხარ”, და ზურს უკან სკდებიან ეჭვიანობით და “ჩორტებს” აგდებენ

ვერ ვიტან, როდესაც იძახიან “პირდაპირი ადამიანი ვარ” და ამ მიზეზით, თუნდაც უბრალო ნაცნობებს,   შეურაცხყოფას აყენებენ და გულს ტკენენ

ვერ ვიტან, როდესაც ადამიანს მეორე შანს აძლევ და მაინც გიცრუებს გულს

ვერ ვიტან, როდესაც სხვას გარყვნილს უწოდებენ და თვითონ უარესს რაღაცეებს აკეთებენ

ვერ ვიტან,  როდესაც იძახიან რომ გეი ბიჭი ჩასაქოლია და ლესბოსელობა მაგარია

ვერ ვიტან, როდესაც თავი ანგელოზებად მოაქვთ და ურმავლესობაზე უფრო გარყვნილები არიან

ვერ ვიტან, როდესაც ფული ოხრად აქვთ და სულ წუწუნებენ ფულის უქონლობაზე

ვერ ვიტან, როდესაც შეუძლებელია შენს სპეციალობას გაყვე

ვერ ვიტან, როდესაც მარხულობისას ოცნებობენ ხაჭაპურზე და ტკბილეულობაზე და “ნეტავი მალე დასრულდეს მარხა” იძახიან (ვინმე გეხვეწებათ თუ ამ სიტყვების მერე გგონიათ , რომ მართლაც მარხულობთ?!)

ვერ ვიტან, როდესაც ნიჭიერ ბავშვს უფულობის გამო არ შეუძლია სწავლის გაგრძელება

ვერ ვიტან, რომ ამ ქვეყანაში მაინც ყველგან ნაცნობობა ჭრის

ვერ ვიტან, როდესაც არგუმენტების უქონლობის გამო შეურაცხყოფასა და გინებებზე გადადიან

ვერ ვიტან, როდესაც სმენის კულტურა არ აქვს ადამიანს

ვერ ვიტან, როდესაც ადამიანს პასუხისმგებლობის გრძნობა მინუსებში აქვს წასული

ვერ ვიტან, როდესაც არ სურთ საკუთარი შეცდომების აღიარება

ვერ ვიტან, როდესაც არ შეუძლიათ საკუთარი აზრისაგან განსხვავებული აზრის მოსმენა

ვერ ვიტან, როდესც არ აქვთ საკუთარი აზრი და იყენებენ სხვის ნათქვამებს

ვერ ვიტან, როდესაც უარყოფენ ნამდვილი სიყვარულის ძალას

ვერ ვიტან, როდესაც “იხრჩობიან” და ეზარებათ ხელ–ფეხის განძრევა თავის გადასარჩენად

ვერ ვიტან, როდესაც თავს იკლავენ დაკარგული სიყვარულის გამო

ვერ ვიტან, როდესაც ადამიანის სამყარო  მხოლოდ ერთი ადამიანით შემოიფარგლება

ვერ ვიტან მამაკაცებს, რომლებიც უკრძალავენ საკუთარ ცოლებს მუშაობის დაწყებას

ვერ ვიტან, როდესაც სიყვარული და სექსი ერევათ ერთმანეთში

ვერ ვიტან, როდესაც გოგოებმა არ იციან როგორ გამოიჩინონ თავი საზოგადოებაში და “თავისუფალ” ცხოვრებას მიმართავენ, რომელიც შემოიფარგლება  თავისუფალი ურთიერთობებით (სქესს არ აქვს მნიშნველობა), უწმაწური სიტყვების გამოყენებით საუბრით და თან მხოლოდ გარყვნილ თემებზე

ვერ ვიტან, რომ ყველას მხოლოდ “სექსი” აწერია პირზე

ვერ ვიტან, ბებრებს რომლებიც სხედან და აკრიტიკებენ ახლადელ  ახალგაზრდობას სიტყვებით “აი, ჩვენს დროს მასე არ იყო”  (იყო! აღიარეთ, რომ იყო! უბრალოდ თქვენ ჩუმ–ჩუმად აკეთებდით ამ ყველაფერს და ახლა ჩვენ თავისუფლად გამოვხატავთ ემოციებს, აზრებს და საკუთარ თავებს)

ვერ ვიტან ფრაზას “საბჭოთა კავშირის დროს სექსი არ არსებობდა” (აბა ჩვენ წეროებმა მოგვიყვანეს თუ ბოსტანში გვიპოვეს?  და ისე “გრაჟდანსკი” ბრაკი არ არსებობდახო? )

ვერ ვიტამ , როდესაც ბიჭი გოგონას შესაბმელად ტყუილებს იგონებს და “პირველ და ერთადერთ” რეალურ სიყვარულს უწოდებს, თან ყველა მომდევნო შეყვარებულს უმეორებს ამ ფრაზას (თან გოგონებს ხომ სჯერად ამის)

ვერ ვიტან, როდესაც დაუფიქრებლად მოჰყავთ ცოლები ან თხოვდებიან და ვერ/არ აღიქვავენ რამხელა პასუხისმგებლობაა ოჯახის შექმნა (მერე რა – მთავარია ხომ გვიყვარს ერთმანეთი!!! 😦 )

ვერ ვიტან, როდესაც ნაცემი ცოლი არ შორდება ქმას: 1. იმის გამო, რომ შვილის მამაა და ბავშვი მამის გარეშე ხომ არ გაიზრდება (უკაცრავად, მაგრამ მოსაკლავია მასეთი მამა). 2. იმის გამო, რომ უყვარს და ვერ დატოვებს (бьёт – значит любит) . 3. იმის გამო, რომ ცემის შემდეგ დაწყნარებული ქმარი ტირილით ბოდიშებს უხდის, შედეგად  ქალის გულიც ლბება და წყენა ავიწყდება

კიდევ ბევრი რამე არსებობს, რაც მაღიზიანებს და რასაც ვერ ვიტან, მაგრამ დანარჩენი სხვა დროს იყოს…

Advertisements
Categories: ფსიქოპათის ჩანაწერები | ტეგები: , , , | 39 Comments

პოსტის ნავიგაცია

39 thoughts on “ვერ ვიტან!

  1. ვერ ვიტან, როდესაც იძახიან “ვერ ვიტან ამ ადამიანს” და მაინც ესაუბრებიან და უღიმიან

    ვერ ვიტან, როდესაც პირში გიღიმიან, იძახიან “რა კარგი და ჯიგარი ადამიანი ხარ”, და ზურს უკან სკდებიან ეჭვიანობით და “ჩორტებს” აგდებენ

    ვერ ვიტან, როდესაც იძახიან “პირდაპირი ადამიანი ვარ” და ამ მიზეზით, თუნდაც უბრალო ნაცნობებს, შეურაწყოფას აყენებენ და გულს ტკენენ

    ვერ ვიტან, როდესაც სხვას გარყვნილს უწოდებენ და თვითონ უარესს რაღაცეებს აკეთებენ

    ვერ ვიტან, როდესაც თავი ანგელოზებად მოაქვთ და ურმავლესობაზე უფრო გარყვნილები არიან

    << + ბევრი… ჩემს სათქმელს ამბობ ხოლმე 🙂

    • შენ ჩემი პირადი რედაქტორი ხარ რა :))))) :* კაია რომ ბევრ რამეში მეთანხმები 🙂

    • და მიხარია, რომ ისევ დაიწყე ჩემი ბლოგის კითხვა :))

      • სხვების სწერვულ კომენტარებს აიიი, შეგეშალა, არ გცოდნი ქათულიო, ჯობს მ გიტხრა ადრევე :დ

        :* რომ ვხედავ ახალ პოსტს, შემოვდივარ ხოლმე. :*

      • მადლობა კნუტ :* ….. შენ პირადპირ იტყვი და ეგ მომწონს ხო იცი :))) :* მიხარია.. უკეთესია შენ , რათქმაუნდა, სხვა სხვანაირად ამბობს :)))

  2. რა საზიზღრობები ჩამოგითვლია, ჯესი…

    და ისა… თავში რომ დომენის სურათია, იმან რა დაგიშავა? 🙂

  3. -ვერ ვიტან ისეთ ახალგაზრდას,ვისაც ჰგონია,რომ ახალგაზრდობა მარადიულია,სინამდვილეში კი, ის ისე მიფრინავს,როგორც ფრინველი…
    -ვერ, ვიტან უზრდელ ადამიანს!-
    -ვერ ,ვიტან წუწურაქებს!
    -ვერ, ვიტან ჭორიკანებს!
    -ვერ, ვიტან ფულზე გაგიჟებულებს!
    -ვერ,ვიტან უცოდინრებს და უწიგნურებს!
    მაგრამ ადამიანებს გვიწევს ყველას და ყველაფრის ატანა!

  4. ♥ Miss.Catalan.. ♥

    რამდენ რამეში ვგავართ ერთმანეთს თურმე 🙂

  5. mec eg faqtorebi magizianebs dzalian Tan.. . draft shi maqvs ragac amis msgavsi posti da exlla rom gamomeqveynebina-plagiatizmshi damdebdnen brals, imdeni ram emtxveva 😀 .. getanxmebi, ar aris asatani, magram samwuxarod, mainc gviwevs yelanairi adamianis atana..

  6. არ შემიძლია არ დაგეთანხმო.. უდავოდ მასეა.. მაგრამ კიდევ დავამატებდი ერთ-ორ რაღაცას ))))

    • aq daamate , ra problemaa ^_^

      • ვერ ვიტან როდესაც ყველა ერთად ზურგს აქცევს ადამიანს და არ ცდილობენ ჩაიხედონ მის გულში, ყველა ერთად განსჯის მას და თავი გამარჯვებული გონია.
        ვერ ვიტან უპრინციპო ხალხს..
        და ასევე მაღიზიანებს როდესაც არ იცნობენ ადამიანს და მასზე უამრავ “საინტერესო ამბებს” გამოიგონებენ ხოლმე ..

      • auuu.genacvale.. aii martali xar…. ai zustad eg aklda chems sias :*

  7. ჯესი, გეთანხმები ყველა “ვერ ვიტან”- ში. ოღონდ ერთი რამ – “ვერ ვიტან, როდესაც ადამიანის სამყარო მხოლოდ ერთი ადამიანით შემოიფარგლება” – მეც მასე ვფიქრობდი, მაგრამ მერე აღმოვაჩინე, რომ ეს ნიჭია, ყველას არ ძალუძს ეს. წარმოიდგინე, რა დონეზე უნდა გიყვარდეს ადამიანი, რომ მის გამო მთელი სამყარო დათმო. ჩემთვის ეს წარმუდგენელია, მარა არსებობენ ასეთი ადამინები და მე მათ ვაფასებ.

    ხო, ასეთი პოსტი მეც მქონდა, კაი ხნის წინ დაწერილი ოღონდ 🙂 მომეწონა შენი პოსტი :-*

  8. ვერ ვიტან! ^^
    მევასები რა ^^ ❤

  9. wow ფაქტიურად ყველა პუნქტში გეთანხმები

  10. “მე ვერ ვიტან ” კარგია მაგრამ …
    ვერ ვიტან, რომ ყველას მხოლოდ “სექსი” აწერია პირზე, საკუთარ თავსაც ვერ იტან ხო? თუ საკუთარ თავს ვერ იტან მაშინ გეთანხმები და თუ იტან მაშინ საკუთარ თავს ეპასუხები, თუ ვერ იტან სექსზე გამუდმებით ლაპარაკს , შენ პოსტს შეხედე 6 ჯერ გქონდა უკვე ბლოგზე სექსი

    • ^_^რა დაკვირვებული ხარ 🙂 მაგრამ კარგად რომ გადაგეხედა ჩემი პოსტებისათვის ნახავდი “სექსი” ყველგან რა კონტექსტში მაქვს გამოყენებული 🙂

  11. გაკრიტიკებენ, ჯეს? 🙂 🙂 🙂

  12. გამოხმაურება: დიალოგი საკუთარ თავთან ((ანაბეჭდი–ანკეტა)) « პატარა გაუწონასწორებელი ფსიქოპათი

  13. nikolauss

    1 000 000 %–ით გეთანხმები ,მეც შენნაირად ვფიქრობ ,გაიხარე ამდენი სიმართლე ერთად არსად მინახავს :*

  14. ნიო

    დავამატებ მუშტმოღერილ ქმარზე: ვერვიტან როცა იმიტო არ შორდებიან, რო ხალხი რას იტყვისო((

comments please :)

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

Create a free website or blog at WordPress.com.

%d bloggers like this: