ძალით ქრისტიანობა/ძალით ათეისტობა (სტუმრის პოსტი)

წინამდებარე პოსტი მე არ მეკუთვნის. ის დაწერილია ჩემი მეგობრის, snowkid-ის მიერ. ძალიან მომეწონა მისი აზრები და პოსტის გამოქვეყნება ჩემს ბლოგზე გადავწყვიტე  (რათქმაუნდა, ავტორის ნებართვით)

პირველი პოსტის კვალობაზე საკმაოდ უცნური თემაა, თუმცა როგორც იტყვიან –  აზრები მომაწვა…

“ღამის 4 საათზე რელიგიაზე რატომ გაწუხებს აზრები” –იკითხავთ თქვენ და შეცდებით კიდეც. არანაირი რელიგია, უბრალოდ Facebook – ში მოსულ PM – ებს ვათვალიერებდი და, ჰოი საოცრებავ, წავაწყდი PM–ს სათაურით “პატრიარქს ებრძვიან”.   დაინტრიგებულმა გავხსენი და კითხვას შევუდექი. თანაც, ყველაზე საინტერესო ის იყო, რომ წერილი მომწერა ადამიანმა, რომელთანაც  ურთიერთობა წელიწადში ერთხელ მაქვს  და, თუმცა, “all message” კი იყო –  ამ ფაქტმა ჩემში მაინც გულწრფელი გაკვირვება გამოიწვია. ბევრი რომ არ ვილაპარაკო , წერილის მარტივ copy–paste–ს მოვახდენ: “სასწრაფოდ ყველა შედით ამ გვერდზე. მარცხენა კუთხეში დააჭირეთ Report Page. შემდეგ Contains hate speech or attacks an individual. და ჩამონათვალში აირჩიეთ Targets a religious group.. !!!! ყველა შედით , ყველა !!! და მიჰყევით ზემოთ აღნიშნულ ინსტრუქციას, რომ გაუქმდეს გვერდი…!!!!!! შესაბამისი ლინკი პატრიარქს ებრძვიან!!!!!!”

ეს ბოლო ფრაზა რომ არ ყოფილიყო  იმ გვერდზე არც გადავიდოდი, მაგრამ მაინც დამაინტერესა რა სახით “ებრძვიან” ჩვენს პატრიარქს…

გადავედი გვერდზე და რას ვხედავ: შექმნილია ტიპიური გვერდი სახელწოდებით  “მე არ მიყვარს ჩემი პატრიარქი”. რასაკვირველია,  მაშინვე მომაგონდა საკმაოდ პოპულარული გვერდი “მე მიყვარს ჩემი პატრიარქი”, რომელიც, თითქმის ყოველ მეორე ქართველს აქვს დალაიქებული. აქ კი მხოლოდ 423–ს ადამიანს კი  აქვს  დალაიქებული ეს გვერდი (მათ შორის რამდენიმე ჩემმა მეგობარმა, რომლებისგანაც, სიმართლე გითხრათ, არც გამკვირვებია), მაგრამ ნახევარი საქართველო აგინებს ამ გვერდის შემქმნელს და ზედვე აყოლებს ზემოხსენებულ 423  პიროვნებას.

თავიდან თითქოს ცოტა დავიბენი, ვერ გადამეწყვიტა დამელაიქებინა გვერდი თუ დამერეპორტა. არა ბატონებო, ათეისტი არ ვარ! პატრიარქზე გაფანატებას და რელიგიას ერთ ქვაბში ნუ მოხარშავთ. უბრალოდ, მოდით სიმართლე ვთქვათ:  პატრიარქს პატივს ვცემ, როგორც ჩვენი ეკლესიის წინამძღოლს, მაგრამ ფანატიკური სიყვარული და მსგავსი რაღაც–რუღაცეები არ მახასიათებს, და მეტიც, იის ფაქტი, თუ როგორ “იცავდნენ” პატრიარქის ტახტის “დამცველები” თავიანთ მამას –  პირიქით, მიბიძგებდა, რომ იმ 423 ადამიანს შევერთებოდი. რაც ამ გვერდზე გინებები წავიკითხე, მგონი მთელი ცხოვრების განმავლობაში არ გამიგია. დიდი რაოდენობით და თან ახალი ფრაზებიც კი გავიგე. აღმოვაჩინე, რომ თურმე გინებაც კი განიცდის ევოლუციას. ყველაზე საინტერესო კი ის ფაქტი იყო, რომ ხალხი, რომლებსაც პატრიარქი “არ უყვართ”, სრულიად ჩუმად და წყნარად ისხდნენ და, თქვენთან ბოდიში, მაგრამ სულ ქინძზე ეკიდათ იმ გვერდზე რა ხდებოდა. შევიდნენ, დაალაიქეს, გამოვიდნენ და სულაც დაავიწყდათ 2 წამის წინ სად დაძვრებოდნენ. ამ დროს კი “დიდი ” ქრისტიანები ერთმანეთს გინებების ორიგინალურობაში ეჯიბრებოდნენ.

ამ ყველაფრის ფონზე დავინახე 1-2 საღად მოაზროვნე ადამიანი. არ მეგონა ბრბოდან თუ შეიძლებოდა ინდივიდების გამოყოფა, თუმცა ამ ხალხმა მოახერხა და ჩემი ყურადღებაც მიიპყრო. თანაც, გამძვინვარებული ბრბოს რისხვის თავიდან ასაცილებლად  ორივე  პიროვნება დამატებით შექმნილი იუზერებიდან წერდა. მაგალითისთვის მოგიყვანთ დიადი ქრისტიანებიდან ერთ-ერთის დაპოსტილს და შემდგომ იმ თითო–ოროლა გამონათებათაგან ერთ-ერთს, რომელმაც სრულად ასახა ჩემი მაშინდელი აზრები. დიადმა ქრისტიანმა დაწერა: “ბიბლია წაგიკითხავთ ნაწილობრივ მაინც როდესმე? თქვენ იცით საერთოდ რა არის რწმენა? ქართველობა რა არის ის მაინც თუ გესმით. მატერიალისტებო. ეშმაკი ადამიანივით აზროვნებს. ღმერთი კი ამ დროს ფიქრობს სად ჩაგადგმევინოთ ფეხი რათა თქვენი საქციელი სატირალი გაგიხდეთ”.  თქვენი არ ვიცი და მე ბოლომდე ვერ ჩავწვდი ამ “ინდივიდს” რისი გამოხატვა სურდა.  ეს იყო ზეფარდოვანი სიტყვების უაზრო რახარუხი, რომლის დედააზრი, მგონი, თვითონ ავტორმაც არ იცოდა. თუმცა, შეიძლება მე ვცდები და ის იმდენად გამჭრიახი იყო, რომ სპეციალურად ორაზროვანი ფოსტი გამოაქვეყნა, სადაც ყველას თავისი სიმართლე უნდა დაენახა?!

სამწუხაროა, მაგრამ ეს ასე არ იყო…

მსგავსი პოსტების და გინებების კორიანტელში გამოჩნდა, ზევით უკვე ხსენებული, საღი აზრი:

მარიამ მაგდალინელი

ქალი დავბერდი აგერ უკვე საუკუნეებს ვითვლი და ამდენი ტვინნაღრძობი ერთად რა ღვთისწყორმაა

ამ ნაწერმა გამომაფხიზლა და მიმახვედრა, რომ ჩემი ცხოვრების ძვირფასი 15 წუთი დავხარჯე უაზრო პოსტინგის კითხვაზე + კიდევ 15 წუთი, რომელიც ამ ტექსტის გონებიდან Microsoft Word–ის ფაილში გადასატანად დამჭირდა. მაგრამ, თავს იმით ვიმშვიდებ, რომ თქვენც დახარჯავთ მინიმუმ 10 წუთს ამის წაკითხვაზე, პატრიარქის გვერდზე გადასვლა–გადმოსვლაში და კომენტარების წაკითხვაში!

P.S.   მოდით ნუ დაემსგავსებით ნურც იმ ძალით ქრისტიანებს, რომლებიც “რწმენას” ბილწსიტყვაობით იცავენ, და ნურც ძალით ათეისტებს (ათეისტობა ხომ მოდაშია, ორიგინალურობის პიკი).

P.S.S. მე პირადად ეს გვერდი დავარეპორტე. მიზეზი? რაც მალე დაიბლოკება ეს გვერდი, მით ნაკლები უაზრო წერილი მომივა  სათაურით “პატრიარქს ებრძვიან!”

პატივისცემით,

snowkid

Advertisements
Categories: გესთ პოსტები, ზოგადსაკაცობრიო თემები, სოც. მედია | ტეგები: , , , , , | 24 Comments

პოსტის ნავიგაცია

24 thoughts on “ძალით ქრისტიანობა/ძალით ათეისტობა (სტუმრის პოსტი)

  1. ყოჩაღ შენს სტუმარს, ჯესი 🙂

    პოსტ სკრიპტუმს ვეთანხმები მთელი გულით და სულით.

    პ.ს. არც “მიყვარს” დამილაიქებია (არც ვყოფილვარ მანდ, უბრალოდ ვიცი, რომ სადღაც არსებობს) და მითუმეტეს, არც “არ მიყვარს” მაინტერესებს.

    ერთიც და მეორეც უსაქმურობის, ძალად ორიგინალობის, ქართული მატრაკვეცობის და სათქმელი-რომ-არაფერი-გაქვს-ძალად-თავის-გამოჩენის უსუსური მცდელობა მგონია.

    ისე, სიყვარულით მე დედ-მამა, და-ძმა და კიდევ ერთი ადამიანი მიყვარს… და პატრიარქი რატომ უნდა მიყვარდეს (მითუმეტეს – არ მიყვარდეს) არ ვიცი.

  2. მომეწონა პოსტი (აზრობრივად)
    არ მომეწონა ტექსტი (გამართულობის მიხედვით ) და ჯეს , თუ გინდა დაგიკორექტირებ, ისე წასაკიტხად საშინელებაა 😀
    პ.ს. მე ვიცი ვინ პოსტავს მარიამ მაგდალინელის სახელით 😀

  3. snowkid

    eg davwere gamis 4 saatze da mere arc gadamikitxvas rac avkrife egrevea da shecdomebi iqneba namdvilad. me momitevet (dull)

  4. gavalamazeb axla :))

  5. ამ გვერძე მეც ვიყავი პირდაპირ საშინელებაა!!!! ესე როგორ შეიძლება სულ დაკარგეს ქართველობა ..ასეთ ქართველს რა უნდა საქართველოში მე ვერ ვხვდები..
    ბზობას გილოცაავ 🙂

  6. dzalian kargi postia momecona :).. da saertod blogic momcons, amitom tu ukve megobrebshi ar myavs chamatebuli axla chavamateb 😉

  7. yeeeaaah ^_^ მიბლოკეთ მიბლოკეთ. ორივე გვერდი რომ მიიბოლოკოს ვაბშე გააწორებს 😀

    • შენ არ ხარ ნამდვილი ქრისტიანი თუ ორივე გვერდის დაბლოკვა გსურს ^_^ კი არა და რვიცი ::))))) შენ იცი ,რომ ზემოაღნიშნული გვერდების გარდა , არის “მე ძალიან მიყვარს ჩემი პატრიარქი” და “მე მიყავრს ჩემი პატრიარქი+მატრიარქი” :ბლინკ:

  8. რა სულელური შემოჭრაა, მაგრამ მაინც თქვენ აშკარად ულიჩას ჯესი და snowkid ხართ და მე თქვენ მინახიხართ მგონი ადრე (:

    • ნამდვილად ჩვენ ვართ ჩემო კარგო.. და შენ ვინ ხარ? ^_^ და სად გინახივართ?

      • მე ანანო ვარ, თიკოს მეგობარი(: მგონი მზიურთან გნახეთ ერთხელ (არ იფიქრო სკლეროზი მაქვსო, მე მაქვს კარგი მეხსიერება) : )) ჩემს ბლოგზე ვნახე შენი ლაიქები და აქ რომ შემოვედი მერე ამოგიცანით: )))

      • vaime genacvale momklai da ar maxsovs 😦 ra texavs. ai saxeebze magari mexsiereba amqvs, rom daginaxav gicnob.. da ise im moments vera… kargi xar ^_^ ai turme rogor sheidzleba nacnobebis povna 🙂 mixaria 🙂

  9. და ისე ბევრი მსმენია შენზე ანანო 🙂 ამიტო მიხარია მიხარია 🙂

  10. ხოო.. მეც მსმენია თქვენზე, ხედავ როგორი პატარაა სამყარო? : )) დაგიმატებ მეგობარ ბლოგებში(: რო გნახავ გამიხსენებ, მე ვერა – მხედველობითი მეხსიერება არ მივარგა: ))

  11. მე მომხრე ვარ, რომ ორივე გვერდი დაიბლოკოს. რა სისულელეა. გულს მირევს ასეთი რაღააცეები და არ მინდა ვილაპარაკო. ვერ ვიტან ფანატიზმს და ვერც ფსევდო ათეიზმს. ვიღაცა ვიღაცას კარნახობს რაღაცეებს, ვინ ეკითხება? ვერ გაიგო ხალხმა, რომ საკუთარ თავს უნდა მიხედონ და დაეტიონ ადგილებზე. ზოგჯერ გადაგრევენ რა. რომ დაინახონ ვიღაცამ კაცი მოკლა, მაშინ არაა მათი საქმე და მე დეისაძეს წავიკითხავ თუ პეტრეს, ეს მათ ეხება თურმე.

  12. snowkid

    ვეთანხმები 😀

    მეც მომივიდა ეგ პმ და კიდევ კარგი დავაიგნორე ტორე სად მაქვს მაგათი ნევრებიიი 😀

comments please :)

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

Blog at WordPress.com.

%d bloggers like this: