შიში ოხერია!!!

როდესაც ადამიანი ამბობს „არაფრის მეშინია“ – ის იტყუება, თან საკუთარ შიშს აღიარების შიშიც ემატება. შიში სისუსტესთან ასოციირდება და არავის სურს საკუთარი სისუსტის გამომჟღავნება. ამ ყველაფრის შედეგად საკუთარ შიშებს ვმალავთ და ზუსტად აქ ვუშვებთ შეცდომას…

შეგვიძლია გამოვყოთ შიშების ორი კატეგორია: სპონტანური და სიტუაციური. სპონტანურის დროს – ადამიანი შესაძლოა საერთოდ სხვა რამეზე ფიქრობდეს და ამ დროს უცაბედად და მოულოდნელად განვითარდეს შიშის გრძნობა. შესაძლებელია ვინმემ ან რამემ უცბად შეგაშინოთ,  თუმცა ამ შემთვევაში შიშის გრძნობა მალევე ქრება. სიტუაციური შიშის დროს –  შიშის სიმპტომები იწყება გარკვეული სიტუაციის არსებობის შემთხვევაში, მაგალითად.: თუ ადრე ადამიანს ძაღლმა უკბინა, შესაძლოა მას ძაღლის დანახვისას განუვითარდეს შიშის სიმპტომები.

ფსიქოანალიტიკოსები „შიშებს“ თავისუფალი ასოციაციის მეთოდით მკურნალობენ, ფსიქოთერაპევტები უპირატესობას შთაგონებასა და ჰიპნოზს ანიჭებენ, ფსიქიატრები კი მედიკამენტური მკურნალობისკენ იხრებიან. ჩემი აზრით, ყველაზე საუკეთესო ვარიანტია ამ მეთოდების შერწყმა. საკუთარ შიშებს შეიძლება თვითჰიპნოზის საშუალებითაც ებრძოლოთ. ამბობენ, თუ ისწავლით საკუთარი სუნთქვისა და პულსის მართვას, შეძლებთ მოდუნებას და თავს დააღწევთ პანიკის შეტევებს.

გავიხსენოთ ფილმი Holly Man. ფილმში ედი მერფის პერსონაჟი ჰიპნოზს უკეთებს ადამიანს, რომელსაც ფრენის ეშინია. ჰიპნოზის დროს მერფიმ ავიაკატასტროფის იმიტაცია გააკეთა (მოქმედებდა პრინციპით Клин – Клином). გაღვიძებისას „პაციენტს“ არაფერი ახსოვდა, თუმცა ამის შემდ ეგ ფრენის შიშს აღარ შეუწუხებია.

მე მეშინია წყლის, სიბნელის და ძაღლების (რაღა დარჩა 🙂 ). ეს შიშები ბავშვობიდან მაწუხებს, თუმცა არც ერთთან ცუდი შემთვევა არ მქონია. ამ შიშებს ნელ–ნელა ვებრძვი: ზღვაში გაცურვის  ჯერ კიდევ მეშინია, მაგრამ  ვისწავლე ცურვა და აუზში მშვენივრად ვცურავ. სიბნელის კი მეშინია, მაგრამ ხშირად მიწევს  საღამოობით სიარული და ამ დროს ჩემი ნერვები ხელში ამყავს და სუნთქვის დარეგულირებას ვცდილობ. აი, ძაღლებთან მიმართებაში დიდი პრობლემა მაქვს: ამ არსებებს ყველანაირად ვვერიდები, და აქამდე არც ვიცი რა ვუყო მათ მიმართ შიშის  გრძნობას.

შიში ქვეცნობიერ გრძნობად შეგვიძია მივიჩნიოთ. ჩვენ შეიძლება ვიცოდეთ, რომ აი სიბნელეში არაფერი გვემუქრება, მაგრამ ფსიქოლოგიურად ისე განვაწყოთ საკუთარი თავი – „ჩვენ ხომ გვეშინია სიბნელის! ჩვენ გვეშინია სიბნელის!“ , რომ ძალაუნებურად ვიწყებთ პანიკას და ნერვიულობას.

შიშს რომ აჯობო,   უნდა დააკვირდე მას. თითოეულ ჩვენთაგანს ცხოვრებაში ერთხელ მაინც გამოუცდია შფოთვის ან შიშის გრძნობა. უმეტეს შემთხვევაში ეს უსიამოვნო შეგრძნებები უკვალოდ ქრებიან, მაგრამ ხანდახან იზრდებიან, ძლიერდებიან და შეუძლიათ ცხოვრებაში ძლიერ შეგვიშალონ ხელი.

შიშის უცნაური ფორმებიც აქვს. ერთ საიტზე წავიკითხე მაგალითი: “…ბავშვობიდან ჩვენ ყველას გვასწავლიდნენ, რომ ჭამის წინ ხელები დაგვებანა. ერთი თბილისესლი გოგონას ეს ჩვევა აკვიატებულ მოქმედებად იქცა. თავიდან ყველა აღფრთოვანებული იყო მისი სისუფთავით, მაგრამ შემდგომ მისი ეს თვისება, დაებანა ხელები ნებისმიერ ნივთთან ყოველი შეხების შემდეგ, ყოველგვარ საზღვრებს გასცდა. რამდენჯერ იბანდა ხელებს დღეში, არავის შეეძლო დაეთვალა, თვით მასაც კი; მას შემდეგ კი, რაც გოგონა საათზე მეტ ხანს იჯდა საპირფარეშოში, იმის გამო, რომ მან კარი არ გააღო ხელების დასვრის შიშით, ამ გოგონას ნათესავები მიხვდნენ, რომ უკვე რამე უნდა ეღონათ. საბედნიეროდ, დროულად მიმართეს ექიმს და ამიტომ მკურნალობა ხანმოკლე და შედეგიანი აღმოჩნდა. რამოდენიმე კვირიანი ფსიქოთერაპიის ფონზე მიღებული მედიკამენტების შემდეგ გოგონამ შეძლო კვლავ დაბრუნებოდა ნორმალურ ცხოვრებას…”

ჩვენს ცხოვრებას გიჟური ტემპი აქვს, იმისათვის რომ ყველაფერი მოვასწროთ, გვიწევს დავაჩქაროთ ჩვენი ცხოვრების რითმი. ეს ყოველთვის არ არგებს ჩვენს ჯანმრთელობას და შიში  „ვერ მოვასწრებ” უფრო ართულებს სიტუაციას. შედეგად გვიძნელდება სიმტკიცისა და თვითდაჯერებულობის შენარჩუნება კრიტიკულ სიტუაციებში.

შიშის სიმპტომების დროს მთავარია შეინარჩუნოთ სიმშვიდე და თვითდაჯერებულობა. ვიცი, მეტყვით: სხვა სხვის ომში ბრძენია და ადვილია უბრალოდ თქმა. მაგრამ დამიჯერეთ – ნებისმიერი შიშისგან შეიძლება განთავისუფლება.

არ ჩაიკეტოთ საკუთარ თავში, დახმარებისთვის მიმართეთ როგორც საკუთარი თავს, ასევე გარშემომყოფებს და მათ, ვისაც შეგიძლიათ პრობლემები და განცდები გაუზიაროთ.

ვუთხრათ შიშს –არა!

 

Advertisements
Categories: ზოგადსაკაცობრიო თემები, უცნაური/აუხსნელი | ტეგები: , , , , , , | 12 Comments

პოსტის ნავიგაცია

12 thoughts on “შიში ოხერია!!!

  1. ფობიებს რა მოთვლის, ჯესი… უამრავი ფობია არსებობს. “ჩვეულებრივებიდან” დაწყებული, ღრმად უცნაურებით დამთავრებული…

    თუმცა, ფსიქოლოგის დროული ჩარევა ყველას (ან თითქმის ყველას) შველის…

    მოდი, ამ კომენტარებში, სხვა რაღაცებთან ერთად, ფობიებიც გავიხსენოთ 🙂

    მე დავიწყებ

    ტრისკაიდეკაფობია – რიცხვ ცამეტის შიში
    კლიმაკოფობია – კიბეზე ასვლის შიში
    აგორაფობია – ღია სივრცის შიში
    კლაუსტროფობია – დახურული სივრცის შიში
    მონოფობია – მარტოობის შიში…

    • პოსტიში სპეციალრუად არ ჩავსვი ფობიების სახელწოდებები.. მაინც ზოგადი ინფორმაციაა და ყელას შეუძლია ამის მოძებნა… კომენტარებში ჩავსვათ:
      ეფებოფობია — ახალგაზრდების ან მოზარდების შიში
      ჰომოფობია — ჰომოსექსუალების მიმართ შიში და ზიზღი. ხშირად ამ ტერმინს ჰომოსექსუალიზმის ზნეობრივი თვალსაზრისით გაკიცხვის მიზნით იყენებენ.
      ქსენოფობია — უცხოელების ან რაიმე უცხოს მიმართ შიში. ამ ტერმინს ხშირად მიმართავენ ნაციონალისტური პოლიტიკური მრწამსის ან მოძრაობის აღსანიშნავად.
      * აგორაფობია — სივრცის ან ბრბოს შიში.
      * ავიოფობია, ავიატოფობია, აეროფობია — ფრენის შიში.
      * აკაროფობია — ფხანის შიში
      * აკროფობია, ალტოფობია — სიმაღლის შიში.
      * ალგოფობია — შიში ტკივილის მიმართ .
      * ალეკტოროფობია — ქათმების შიში
      * ალლიუმფობია — ნივრის შიში
      * ამბულოფობია — სიარულის შიში
      * ამქსოფობია — ავტომანქანის მართვის შიში
      * ანაბლეფობია — მაღლა ახედვის შიში
      * ანგინოფობია — ანგინის ან გაგუდვის შიში
      * ანგლოფობია — ზიზღი ყველაფერი ინგლისურის მიმართ.
      * ანდროფობია — შიში მამაკაცების მიმართ .
      * ანთროპოფობია — ადამიანებთან ურთიერთობის შიში
      * ანთროფობია — ყვავილების შიში.
      * ანუპტაფობია — დაუქორწინელბად დარჩენის შიში
      * აპეიროფობია — სასრულობის შიში
      * აპიფობია, მელისოფობია — ფუტკრების შიში
      * არაქიბუტიროფობია — არაქისის კარაქის სასაზე მიკვრის შიში
      * არაქნოფობია — შიში ობობის მიმართ .
      * ასტრაფობია, ბრონტოფობია, კერაუნოფობია — ელვის შიში .
      * ატაქსოფობია — უწესრიგობის შიში.
      * ატელოფობია— არასრულყოფილობის, ნაკლებობის შიში.
      * ატიქიფობია— წარუმატებლობის შიში.
      * აუროფობია — ოქროს შიში
      * აუტოფობია — მარტოდ ყოფნის შიში.
      * აფენფოსმფობია — შიში იმისა, რომ ხელი შეგახონ.

  2. ეს ყევლაზე უცნაურია
    გამოფობია — დაქორწინების შიში.~
    დენდროფობია — ხეების სიში.
    ვენუსტრაფობია — შიში ლამაზი ქალების მიმართ.
    კინოფობია — ძაღლების შიში.
    მაგეიროკოფობია — საჭმლის მომზადების შიში.
    ობესოფობია — წონაში მომატების შიში.
    პანფობია — შიში ყველაფრის მიმართ, ან მუდმივი შიში, რომლის გამომწვევი მიზეზი უცნობია.
    ფილოფობია — სიყვარულის შიში.
    ჰიპოპოტომონსტროსესკიპედალოფობია – გრძელი სიტყვების წარმოთქმის შიში

  3. ბიბლიოფობია — წიგნების შიში, სიძულვილი;
    სქოლიოფობია — სკოლის შიშ;
    გლოსოფობია — საზოგადოებასთან სიტყვით გამოსვლის შიში;
    ჰექსაკოსიოიჰექსეკონტაჰექსაფობია (ჰექსა კოსიოი ჰექსა კონტა ჰექსა ფობია) — შიში რიცხვ 666–ის მიმართ;
    ვენუსტრაფობია — შიში ლამაზი ქალების მიმართ;
    ობესოფობია — წონაში მომატების შიში;
    ჰიპოპოტომონსტროსესკიპედალოფობია – გრძელი სიტყვების წარმოთქმის შიში;
    ორნითოფობია — ჩიტების შიში;

  4. სულ ეს იყო, რაც გამახსენდა 🙂

  5. არაქნოფობია ფილმია ეგეთი 🙂

    აი, ძაღლების რატომ გეშინია?
    ერთადერთი არსებაა, ვისაც ადამიანი უანგაროდ უყვარს.
    ძაღლების კი არა მათი პატრონების უნდა გეშინოდეს. 🙂

    • აი არ ვიცი..არასოდეს არ ვუკბენივარ ძაღლს,მაგრამ დაჟე პატარა ცუგოების მეშინია… ვერ ვიტყვი… მარტო თუ მივდივარ ქუჩაში ად შორს ძაღლს ვხედავ, მრიჩევნია დიდი წრე შემოვარტყა ქუჩს და მასე გავიდე ვიდრე იქ გავიარო.. მგონი უფრო ფსიქოლოგიურია, ანუ მგონია რომ უნდა მეშინოდეს..ტან ძაღლის ხო გრძნობს ამ დროს ადრენალინის გამოყოფას და იასნად მიღრენს…

  6. სიბნელის არ მეშინია, წყალზეც ვგიჟდები (ბათუმში გავიზარდე და ზღვიდან ვერ ამომათრევ და თან “თევზები” ვარ, შეიძლება ესეც მოქმედებს, მიუხედავად იმისა, რომ დიდად არ მჯერა), ძაღლების კი რა მოგახსენო, თუ გამოვარდება ჩემსკენ, კი მეშინია, ისე არა.
    სამაგიეროდ, სერიოზულად მეშინია გველების, ფობია მაქვს უფრო და ბარემ ჩამოთვლილ ფობიებსაც შევმატებ, რომ ოფიდიოფობია ჰქვია ამას.

    • ხო გველებზე შენს პოსტში წავიკითხე… : კარგი გოგო ხარ ჩემს სიას კდიევ რთი ფობია რომ შემატე :))

comments please :)

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

Create a free website or blog at WordPress.com.

%d bloggers like this: