ფსიქოპათის შეცდომები

ჩემმა ძვირფასმა გვირილამ დამთაგა ამ საინტერესო და მტკივნეულ თეგ–თამაშში. თვითონ თამაში აქსიომას წამოწყებულია. ძალიან მომეწონა თემა და თავისებურ აღსარებად შეგვიძლია ჩავთვალოთ.

ადამიანისთვის ძალიან ძნელია საკუთარი შეცდომების აღიარება, თან სახალხოდ, თან თქვას: კი, მე დამნაშვე ვარ.  ყველას არ შესწევს ამის ძალა.

დილით ვიჯექი, მივირთმევდი ყავას და ვფიქრობდი ამ ცხოვრებაზე , გასულ 24 წელიწადზე და ჩემს მეირ დაშვებულ შეცდომებზე.

რაზე ვნანობ?  ან  რას გამოვასწორებდი?

ალბათ, შეცდომებად უნდა აღვიქვა ის მომენტები, რომლებსაც დავაბრუნებდი და  სვანაირად მოვიქცეოდი, სხვა გზას ავირჩევდი.

პირველი რაც მახსენდება…

თითქმის სამი წლის წინ გავიცანი ერთი ახალგაზრდა მამაკაცი, ჩემზე უფროსი, ძალიან მომხიბვლელი, გავიცანი ყოფილი შეყვარებულის  გასაბრაზებლად. ბიჭი მომწონდა , მაგრამ გული ისევ „ყოფილისკენ“ მიიწეოდა. ეჭვიანობამ გაჭრა და ყოფილი დამიბრუნდა, ამ ახალგაზრდას კიდე პირდაპირ ვუთხარი ყველაფერი (თან უხეშად) –  ამის შემდეგ , რათქმაუნდა, ჩემი ნახვა აღარ მოუნდა.  ეს კაცი ჩამრჩა გულში. საბოლოო ჯამში იმ შეყვარებულთან დავშორდით და ის ბიჭიც ვერ დავიბრუნე. ვიცი, რომ იმ ახალგაზრდასთან შეიძლება არც არაფერი გამომსვლოდა, შეიძლება მალევე დავშორებოდით ერთმანეთს, მაგრამ ცდა შეიძლებოდა. დროის მანქანა რომ მქონოდა – წარსულში დავბრუნდებოდი, იმ ბიჭს არ გავუშვებდი და ჩვენს ურთიერთობას შანს მივცემდი

ჩემს ყველაზე დიდ შედომად მიმაჩნია  –  ღალატის პატიება. ერთს ვაპატიე ღალატი და, რათქმაუნდა, მეორეჯერაც მიღალატა. ვნანობ, რომ პირველივე ჯერიდან არ დავშორდი, ამით უფრო დიდ და მტკივნეულ შეცდომებს ავარიდებდი თავს. თუმცა, ჩემდა სამწუხაროდ, დარწმუნებული ვარ, რომ მაინც მეორე შანსის შემთვევაში მაინც ვერ გავუშვებდი. ოხ ,რა ბრმაა ეს ოხერი სიყვარული

ყოველ დღე ვუფიქრდები სწორი იყო თუ არა ჩემი ცხოვრების გზის არჩევა. რატომ ავიკვიატე მარკეტინგი?  ყველა მიჩიჩინებდა, რომ ჩემგან ძლიერი ფინანსისტი გამოვიდოდა, მათემატიკასთან  ძმაკაცები ვიყავით. ავირჩიე მარკეტინგის გზა და სამწუხაროდ ახლა სხვა სპეციალობით ვმუშაობ და ჯერ–ჯერობით ჩემი სპეციალობის სამსახურს ვერ ვშოულობ. ნუთუ შევცდი? მაგრამ არ მინდა ამის აღიარება (გულის სიღრმეში) და მჯერა, რომ შევძლებ მარკეტოლოგობას (ადრე თუ გვიან).

შეცდომად მიმაჩნია ჩემი მიამიტობა. ყველა ადამიანში კარგის მოძებნას ვცდილობ. ჩემზე ითქმის, რომ საკუთარ შეცდომებზე ვერ სწავლობსო. ადამიანს ვაძლევ  მეორე შანს,თუმცა ვიცი, რომ იმედებს გამიცრუებს , მაგრამ  სულელი ბავშვივით ვენდობი და ვაძლევ გამოსწორების საშუალებას. ბოლო დროის მაგალითებმა სასტიკი ურო ჩამცხეს თავში (მომწონს ეს გამოთქმა).

ძილის წინ ხშირდ ვფიქრობ: დღეს რას შევცვლიდი, მეორეჯერ რომ მომეცეს შანსი – როგორ გავატარებდი დღეს.

მე ვერ და არც გისურვებთ უშეცდომო ცხოვრებას. უბრალოდ, გისურვებთ, რომ  დაუშვათ ისეთი შეცდომები, რომლებიც სავალალოდ არ შეგიცვლიან  ცხოვრებას

მინდა დავთაგო ირმის ნახტომი ; ჩორვენი – Tjorven ; სიყვარულოვნა ;oddcreature ;Kevana ; და TamaRa

დიდი სიამოვნებით დავთაგავ, ჩემს უსაყვარლესს Molly Bloom-ს, თუმც ვიცი, რომ არ დაწერს 🙂

Advertisements
Categories: თეგ–თამაშები, ფსიქოპათის ჩანაწერები | ტეგები: , , , , | 16 Comments

პოსტის ნავიგაცია

16 thoughts on “ფსიქოპათის შეცდომები

  1. საფიქრალიც გამიჩნდა…
    🙂

  2. რა ცუდი იმიჯი მაქვს 😦

    ვის რაში აინტერესესბს, ჯესი, ჩემი შეცდომები 🙂

    აი, შენ კი მართლა კარგად და რაც მთავარია, გულწრფელად დაგიწერია 🙂

    • ცუდი იმიჯი არ გაქვს ნამდვილად :* უბრალოდ ვიცი რომ არ დაწერ, ტან ვაღიარებ შენს ბლოგს მასეთი თამაშები არც მოუხდება. შენ სერიოზული ბლოგი გაქვს 🙂
      დიდი მადლობა 🙂

  3. პატიება მეც ესე უანგაროდ შემიძლია და ბავშვივით ნდობა..

  4. -momwonxar sheni shecdomebit!

  5. არ ვიცოდი დათაგული თუ ვიყავი…

    ეხლა ვკითხულობდი და მინდოდა დამეწერა, რაღაც არსებობს თუ რაშია საქმე? :0_o:

    მეც 24ის ვარ; ჯერ ისევ…
    მეც არ ვმუშაობ ჩემი სპეციალობით და ამას განვიცდი, იმიტომ რომ მიყვარს ჩემი პროფესია 😦
    ადამიანებზე ნუ იტყვი რა.. ეხ.. ჩემი აქილევსის ქუსლია, სიკვდილამდე ალბათ…
    მეც არ მინდა უშეცდომო ცხოვრება. რადგან დიდი ხანია გადავწყვიტე: უშეცდომოდ სიმართლემდე ვერავინ მივა… და ისე აღარ მეშინია შეცდომის..

    პ.ს. მომწონხარ :უსერ: ისეთი, როგორიც ხარ… პირველი ბლოგერი ხარ, რომლის გაცნობაც მომინდა ძალიან :დ დანარჩენები შემომეცნაურნენ ბლოგერულ შეხვედერაზე (კი ნუ მიწყენენ ოღონდ)

    • დიდი მადლობა 🙂 მიხარია რომ კიდევ ერთი ჩემნაირი ვიპოვე 😉 მეც დიდი სიამოვნებით გაგიცნობდი 🙂

  6. ერთი ჭკვიანი მეგობარი მყავს, რომელიც ამბობს, შენი შეცდომები უნდა გიყვარდესო, არადა, არის ჩემს ცხოვრებაში ისეთი შეცდომები, რომელთა სიყვარული, უბრალოდ, არ შემიძლია 🙂 :)ა

    • შეცდომები ტუ გიყვარს… რატომღა უნდა აღიქვა შეცდომად.. შეიძლეა აღიქვა ვთქვატ უბრალოდ არასწორ ნაბიჯად.. მაგრამ თუ გიყვარს ეს შეცდომა რატოა.. ან რავიცი :))) მეუცნაურა ფრაზა

  7. ცხოვრება გამოცდილებაა, რომელსაც შეცდომებს ვარქმევთ.
    რომ არა ჩემი შეცდომები, მე ვერ ვიქნებოდი ის, ვინც ვარ და ბევრ რამესაც ვერ ვისწავლიდი…

  8. არაა ადვილი ჩადენილი შეცდომების აღიარება, მატი გამოსწორება უფრო ძნელი.

  9. გამოხმაურება: ცხოვრება შეცდომებით და შეცდომების გარეშე « ირმის ნახტომი

comments please :)

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

Blog at WordPress.com.

%d bloggers like this: