იოგა ყველასათვის

ყოველთვის მჯეროდა, რომ  სხვას თუ რამეს ურჩევ, ჯერ უნდა დაფიქრდე, შენ თუ გააკეტებდი იგივეს ან თუ გაქვს შესაბამისი გამოცდილება.

მინდა გაგიზიაროთ იოგას ვარჯიშები: თუ როგორ შეიძლება დიეტების, გაოფლიანების და ზედმეტი ძალდატანების გარეშე დაკარგოთ ზედმეტი წონა, დაარეგულიროთ შინაგანი ორგანოების მოქმედება, დაიწყნაროთ ნერვული სისტემა და დამშვიდდეთ.როგორც წინა პოსტში ავღნიშნე, რამდენიმე წლის წინ მეგობარმა მაჩუქა წიგნი: „იოგა ყველასათვის“. სამწუხაროდ ამჟამად ეს წიგნი არსად მოიპოვება და ინტერნეტშიც ვერ მოძებნით. სწრედ ეს იყო მიზეზი, რომ აგდავწყვიტე მისი დაბეჭდვა.

ბავშვობა ჩემს ცნობიერებაში იოგა „ნირვანასთან“ და ამაღლებასთან იყო ასოციირებული. მეგონა, რომ თუ  ვივარჯიშებდი სული სხეულს დატოვებდა და სადაც მინდა იქ გავფრინდებოდი (ლოლ). ეს სავსებით შესაძლებელია, მაგრამ ამ პოსტში და სპეციალურად შექმნილ ცალგე გვერდზე (იხ. ზედა პანელი) ვილაპრაკებ  იოგას ვარჯიშების  სარგებლობაზე  სხეულისათვის, და სულიერ სამყაროს შევეხები მხოლოდ მცირე დოზით.

პირველ რიგში მინდა წარმოგიდგინოთ ვარჯიშების ჩემს მიერ შედგენილი  კრებული. ამ ვარჯიშებს ვაკეთებდი მგონი ერთი თვის განმავლობაში და კარგ შედეგს მივაღწიე. ყველანაირი ძალდატანების და ტკივილის გარეშე გავხდი, სულიერად დავწყნარდი და ბედნიერი დავდიოდი. კი ბედნიერი, არ ვიცი როგორ აგიხსნათ, მაგრამ ამაღლებული გუნება მქონდა, ადვილად ვიღვიძებდი, ადრე ვდგებოდი, ტვინი უფრო კარგად  და სწრაფად მიაზორვნებდა, საღამოს დაწოლა აღარ მიძნელდებოდა და უძილობაც აღარ მაწუხებდა. ამას ემატებოდა ისიც, რომ სიგარეტი არ მინდებოდა, თუმცა ამისათვის კონკრეტული ვარჯიში  არც იყო მოცემული.

ჩემი ვარჯიშების კრებული დავდე „იოგა ყველასათვის“ ქვეგვერდზე  “ფსიქოპატის კრებული”

აქ კი, შეგიძლიათ ნახოთ ვარჯიშები სხეულის ცალკეული ნაწილებისათვის და  კერძო ავადმყოფობათა საწინააღმდეგოდ.

ჩემი აზრით, იოგას ვარჯიშების შესრულების მთავარი გახსოვდეთ:

1.  არავითარ შემთხვევაში არ დაიძაბოთ

2. არ დაატანოთ ძალა საკუთარ თავს. დამიჯერეთ შედეგს მაინც მიაღწევთ

3. ყველა ვარჯიშის შესრულებისას მთავარია თავისუფლად ისუნთქოთ და არ შეიკავოთ სუნთქვა

4. თუ რომელიმე ვარჯიში თავიდან ძალიან ადვილად გამოგდით ე.ი ან ძალიან ელასტიური ხართ ან არასწორად ასრულებთ ვარჯიშს

5. ყველაზე კარგია ამ ვარჯიშების შესრულება სუფთა ჰაერზე , მაგრამ  თუ არ გაქვთ შესაძლებლობა  ფანჯარა ცოტათი მაინც გააღეთ, რომ სუფთა ჰაერი ცირკულირებდეს ოთახში. მთავარია არ შეგცივდეთ.

6.  არ არის სავალდებულო ყველა ვარჯიშის შესრულება. შეგიძლიათ აირჩიოთ თქვენთვის უფრო მოსახერხებელი ვარჯიშები (არჩევას  თავისუფლად შეძლებთ, როდესაც ყველა ვარჯიშს დავდებ).

7.  შეეცადეთ ივარჯიშოთ დილით გაღვიძების შემდეგ და დაძინების წინ.

8. დილაობით ორგანიზმი უფრო მოდუნებულია და არ შეგეშინდეთ, რომელიმე ვარჯიში თუ არ გამოგდით. შეძლებისდაგვარად მაინც ივარჯიშეთ და, დამიჯერეთ, ეს საკმარისი იქნება.

9. სავსე კუჭზე ვარჯიში არ შეიძლება. და ვარჯიშების შესრულების შემდეგ შეეცადეთ ნახევარი საათი მაინც არაფერი ჭამოთ

10. ვარჯიშების შესრულებისას არ არის მიზანშეწონილი წყლის დალევა.

თითქმის ყველა ვარჯიშს თან ერთვის სურათები. ვყელაფერი ჩანს, თუმცა ხარისხი ცუდია, ვინაიდან  იოგას წიგნიდანაა დასკანირებული. ეს ნახატები  ვარჯიშების სწორად შესრულებაში დაგეხმარებათ.

წიგნს უცხო ენიდან უხარისხოთ არის გადმოთარგმნილი. ძალიან მარტივი ენით წერია, შეცდომებიც ურევია. ამიტომ რამე გაუგებარი თუ იქნება  –  შემატყობინეთ.

P.S. ეს პოსტი ძალიან გრძელი გამოვიდოდა და შესაბამისად, როგორც უკვე ავღნიშნე, ყველაფერი დავდე ცალკე გვედებზე. (“ფსიქოპატის კრებული” , სხეულის ცალკეული ნაწილებისათვის და  კერძო ავადმყოფობათა საწინააღმდეგოდ.)

აუცილებლად გამაგებინეთ პროგრესი და შედეგი

კითხვების და რჩევის შემთხვევაში მომმართეთ და ყველანაირად დაგეხმარებით. აუცილებლად აგიხსნით, როგორი იქნება ამა თუ იმ ვარჯიშის სწორი შესრულება ან რომელი ვარჯიში საუკეთესო ა თქვენი კონკრეტული “პრობლემის ” მოსაგვარებლად.

გისურვებთ წარმატებებს

Advertisements
Categories: ზოგადსაკაცობრიო თემები | ტეგები: , , | 26 Comments

პოსტის ნავიგაცია

26 thoughts on “იოგა ყველასათვის

  1. რამდენი გიშრომია, ჯესი… (ცოტა არ იყოს, შემრცხვა – დაწერე დაწერე მეთქი და თურმე რა სადავიდარაბო ყოფილა )

    მადლობა 🙂

    აქ რაც ეწერა, პირველი წაკითხვით, ყველაფერი მაწყობს. ვარჯიშის დროის ჩათვლით 🙂

    ძალიან მინდა, მივყვე. მაინტერესებს,რა გამოვა 🙂

    • იმ ცალკეულ ქვეგვერდებსაც შევავსებ ნელნელა

      აუცილებლად გამაგებინე პროგრესი ^_^

  2. მე დილაობით მსუბუქად ვარჯიშობ ხოლმე, ამასაც გადავხედავ, იქნებ რომელიმე გამომადგეს, ფორმების შენარჩუნებისათვის ჯუსტ, მეტი არა :დ :დ :დ

  3. კიდე ეგ მინდა მე? 😀

  4. აუ რა კარგი გოგო ხარ ^^
    ერი დაგიფასებს ამ ამაგს : ))))
    დიდი მადლობა ^^ ❤

  5. nia

    au gaixare shen :*
    ra mainteresebs exla.. es varjishebi aucilebelia sistematiurad shesruldes? anu dro gamoshvebit, dge gamoshvebit rom shesruldes shedegs ver mivagwev?

    • ნებისმიერი ვარჯიშისათვის, როდეასც გინდა სასურველ შედეგს მიაღწო მოკლე ვადაში, რათქმუნდა უკეთესია ყოველ დღე შეასრულო…. იმიტომ, რომ, როგორც წესი ერთელ თუ დაგეზარა შემდეგშიც დაგეზარება

      იმედია ძაან ფილოსოფიურად არ გამომივიდა ^_^ ნუ ხო მიმიხვდი

  6. ilaria

    kargi varjishebia ^^

  7. ილარია

    დავიწყებ ამ ვარჯიშებს აუცილებლად

  8. უუფ კაია, წელი რო მომირჩება მეც ვიზამ 🙂

  9. სა მოსულა აქაც ❤

  10. რა ყოჩაღი გოგო ხარ! დღეს საღამოსვე დავიწყებ ვარჯიშებს 🙂

  11. თინეიჯერობისას ვიყავი იოგით დაკავებული, მერე წიგნი დავკარგე 😀 რაც მახსოვს ზოგჯერ კი ვაკეთებ 😀

    • ინტერნეტში ოხრად არის იოგას წიგნი..მაგრამ ქართულად ვერსად ვნახე და თან რომ ჰქონდეს ასეთი ახსნა განმარტება :)))

  12. გამოხმაურება: იოგა სრულიადში « პატარა გაუწონასწორებული ფსიქოპატი

  13. ამ რჩვებს გავითვალისწინებ და პირველი გაკვეთილი ორშაბათს მაქვს და რის ჩაცმას მირჩვედი?

    • ჩემო კარგო, ამ ამინდში უკეთესია სპორტული, არამოტკეცილი შარვალი და ჩვეულებრივი რამე ფართო მაისური..არ უნდა იყოთ შებოჭილი,ლიფის გარეშე, რათქმაუნდა. და უკეთესია იატაკზე ნოხზე, თუ ნოხი არ გაქვთ, უკეთესია დივანზე, მაგრამ დიდზე და სწორზე..

  14. მე, ჩემი სამსახურიდან გამომდინარე მიწევს ღამისთევები და ისეც მომხდარა, რომ 72 საათს გადაბმულად მიმუშავია, ანუ არ მიძინია საერთოდ და სახლამდე ისეთი განადგურებული მივედი, როგორ მივედი ისიც მიკვირს :)) მართალია, ძილი უბრალოდ აუცილებელია. ირღვევა ორგანიზმი და უბრალოდ “გადაიწვები” ჯამში.. ჰეჰ, როგორ მესმის ამ პოსტის მე :)))

  15. sad vnaxo iogas varjishebi????

comments please :)

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

Blog at WordPress.com.

%d bloggers like this: