ძილი და უძილობა

ამ პოსტში არ ვაპირებ ვიკიპედიიდან ზოგადი ინფორმაციის  ან მეცნიერულად დასაბუთებული ფაქტების მოტანას. მინდა ჩემი გამოცდილების და სუბიექტური  აზრების გაზიარება.

ცხოვრებაში ხშირად მაწუხებს უძილობა, ბავშვობაში განსაკუთრებით ვიტანჯებოდი. იყო შემთხვევები, როდესაც  კვირაობით ვერ ვიძინებდი.

უძილობა ტვინის მოქმედებისათვის ნამდვილად საზიანოა. დილაობით ადგომა საკამოდ გიძნელდება, აღინიშნება თავის ტკივილები, გასიებული თვალები/სახე და შენელებული რეაქციები/მოძრაობები. ხანგრძლივი უძილობის შედეგად შესაძლებელია გონების დროებითი გათიშვები, მეხსიერებაში „პრაბელები“.

პირადად ჩემთვის, ღამის გასათევად საკმარისია 1 ჭიქა ყავა დავლიო საღამოს 6 საათის შემდეგ და, გარანტირებულად, მთელი ღამე ვეღარ დავიძინებ. არ ვიცი კოფეინი რა დონემდე მოქმედებს ჩემზე, მაგრამ იყო შემთვევა, როდესაც პეპსი–მაქსი დავლიე და იმ ღამესაც ვერ დავიძინე.

ფაქტიურად ცხოვრების ნახევარს ვატარებთ ძილში და ძალიან ხშირად მსმენია მოსაზრება, რომ ძილი  – დროის ფუჭად კარგვაა. ერთი მხვრივ, ეს ნამდვილად ასეა და ზოგიერთისთვის კარგად ყოფნისათვის სავსებით საკმარისიცაა დღეში 2–3 საათი ძილი. მაგრამ შედეგი? ორგანიზმი უფრო სწრაფად იღლება და ოდესმე ეს დიდ პრობლემად იქცევა.

ადამიანი მანქანისგან ზუსტად იმით განსხვავდება, რომ ადამიანი იღლება და დასვენება სჭირდება. წარმოიდგინეთ: ხართ სარბენ ბილიკზე. რამდენი კილომეტრის გარბენა შეგიძლიათ? 2 კილომეტრის? 5–ის? საბოლოო ჯამში მაინც გაჩერდებით დასასვენებლად, ვინაიდან შეიძლება სუნთქვა არ გეყოთ, ფეხები აგტკივდეთ და სხვა უბედურება დაგემართოთ. ახლა კი წარმოიდგინეთ თქვენი მთლიანი ორგანიზმი: მთელი დღე დადიხართ, მუშაობთ, სწავლობთ, ლაპარაკობთ, მოკლედ – ფხიზლობთ და საბოლოო ჯამში გჭირდებათ „გაჩერება“,  „რესტარტი“ და დასვენება. ზუსტად ამისთვის არსებობს ძილი.

უძილობა ძალიან რთული ავადმყოფობაა. კი, ნამდვილად ავადმყოფობად მიმაჩნია. თან ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ზოგჯერ ქრონილურშიც კი გადადის.

დაახლოებით 8 წლის წინ მეგობარმა მაჩუქა იოგას ვარჯიშების წიგნი. პირველ რიგში, წიგნი მომეწონა იმით, რომ ადვილად შეიძლებოდა  წონაში სწარაფად დაკლება  სირბილის, გაოფლიანების და ზედმეტი დატვირთვის გარეშე. მეორე ფაქტორმა, რომელმაც მიმიზიდა იყო ის, რომ ბევრი სავარჯიშო გამიზნული იყო ნერვული სისტემის მოსაწესრიგებლად, დასამშვიდებლად. ნამდვილად დავინტრიგდი. იმ პერიოდში უძილობა ჩემი ხშირი სტუმარი იყო და, გინდ დამიჯერეთ და გინდ არა, ვარჯიშების დაწყებიდან უკვე მეორე ღამეს ტკბილად  ჩამეძინა.  ორგანიზმი იმ დონემდე მშვიდდებოდა და დუნდებოდა, რომ ბალიშზე თავის დადებისას მომენტალურად ვითიშებოდი.

ხშირ შემთვხევაში უძილობა აწუხებს ძალიან აქტიურ და ენერგიულ ხალხს, რომლებსაც დღის განამვლობაში არ შეუძლიათ თავისი ენერგიის დახარჯვა  და ძილის წინ ვერ მშვიდდებიან და ვერც იძინებენ. დააკვირდით პატარა ბავშვებს: ბავშვი, როგორც წესი, საღამოსკენ უფრო აქტიურდება და ენერგიის დახარჯვას ცდილობს სირბილით, თამაშით, ყვირილი–წივილით. მშობელი ამით, რათქმაუნდა, ყოველთვის უკმაყოფილოა და ცდილობს ბავშვის დაწყნარებას და აიძულებენ ძილს. შედეგი:  ჩხუბი და ბავშვის ძალით დაძინება.

გადავწყვიტე ექსპერიმენტის ჩატარება: ჩემს დაქალს ჰყავს ორი შვილი: ბიჭი – 7 წლის და გოგო –3 წლის. ორივე ძალიან აქტიური და ენერგიულია. ბავშვებმა სახლში გადატებული კვირა დღის განმავლობაში ვერ შეძლეს ბევრი სირბილი და ენერგიის დახარჯვა და შესაბამისად საღამოს 10–11 საათისკენ მაინც ვერ ისვენებდნენ, დახტოდნენ, ყვიროდნენ, თამაშობდნენ. გადავწყვიტე დავხმარებოდი ყველას (ბავშვებსაც და მათ მშობლებსაც). მე და პატარებმა დავიწყეთ ვარჯიშები: ელემენტალური გიმნასტიკა, აერობიკა, იოგა, ტანვარჯიში. ორივე დამჯერად იმეორებდა ჩემს მოძრაობებს. ნახევარ საათში საკმაოდ დავიღალე, და ბავშვების „კიდე გვინდა“ უკვე აღარ მოქმედებდა ჩემზე. ორივე დავარწმუნე იმაში, რომ საღამოსთვის ნახევარსაათიანი ვარჯიში სრულიად საკმარისი იყო და დანარჩენს მეორე დღეს გავაგრძელებდით. ამ საღამოს შედეგი საკმაოდ გასაკვირი აღმოჩნდა ყველასათვის – ნახევარ საათში ორივე ბავშვს ტკბილად და ღრმად ეძინა.

ცნობილი ფაქტია, რომ ადამიანი უფრო იღლება გონებრივი დატვირთვისგან, ვიდრე ფიზიკურისგან. შესაბამისად, შეიძლება მთელი დღე გაატარო სამსახურში და უფრო მეტად დაიღალო , ვიდრე მთელი დღე სპორტულ დარბაზში ვარჯიშისას.

მეგობრული რჩევა: დილით ადრე ასადგომი თუ ხართ, მაგრამ ღამით ვერ დაიძინეთ და ხედავთ, რომ 6 საათს უკვე გადასცდა  – ნუღარ ფიქრობთ დაძინებაზე. 1 საათის განმავლობაში ორგანიზმი ვერ ასწრებს დასვენებას, უბრალოდ ითიშება და გაღვიძებისას უფრო მძიმედ იგრძნობთ თავს.

ჩემი აზრით,  ზედმეტი ძილიც მავნებელია. ხანგრძლივი ძილისგან ორგანიზმი იმ დონემდე დუნდება, რომ სრული გამოფხიზლებისათვის უფრო მეტი დრო სჭირდება. დააკვირდით თქვენს თავს: შაბათ–კვირაობით თუ გაიღვიძებთ დღის 3 საათზე სრულიად გამოფხიზლებას მოახერხებთ მხოლოდ 5–კენ.

დღის ძილი? მგონი, მთელი ცხოვრების განმავლობაში დღისით სულ 10–ჯერ მეძინა, ისიც ღამენათევს. არ მიყვარს დღისით ძილი, ვერ ვხდები ამის არს. დაიძინებ და როცა იღვიძებ მალე საღამოვდება, დადიხარ გათიშული და ცოტა ხანში ისევ გიწევს დაძინება. რათქმაუნდა, ზოგიერთისთვის  ეს საჭიროა – ორგანიზმის დასვენება არასოდეს არის ზედმეტი.

უძილობა თუ ძილი? დღისით თუ ღამით?

ნებისმიერი ადამიანის პირადი გადაწყვეტილებაა დაიძინებს თუ არა, უშლის უძილობა ხელს თუ სჭირდება კიდევაც.

ამ პოსტში ზოგადი და ყველასათვის ცნობილი ფაქტები მოვიყვანე  და, იქნებ, ვინმეს გამოადგეს კიდევაც.

მომავალ შეხვედრამდე ^_^

პ.ს ლირიული გადახვევა: ფარული რეკლამა შეამჩნიეთ ?

Advertisements
Categories: ზოგადსაკაცობრიო თემები | ტეგები: , , , , , | 50 Comments

პოსტის ნავიგაცია

50 thoughts on “ძილი და უძილობა

  1. zili araa sauketeso ram magram martalia restartistvis kargia : ) tumca yovelgame zilic araa aucilebeli : ) mokled me nakleb zils vucher mxars 😀

  2. ძილი მიყვარს ძალიაააან 🙂 აი, თავში რომ ფისო ხატია, იმასავით 🙂

    ისა და… იოგას ვარჯიშებზე წიგნი სად წავიკითხო? წონაში სწრაფმა და უმტკივნელოდ დაკლებამ დამაინტერესა :გურმანიმოლი:

    • ქართული წიგნით ვვარჯიშობდი, თუ შევძელი დავასკანირებ და ავტვირთავ სადმე

  3. სხვათაშორის, იოგას ვარჯიშებზე ცალკე პოსტი უნდა დავწერო ^_^ ძალიან დიდი კი გამოვა, მაგრამ სასარგებლო ვარჯიშებზე კი ვისაუბრებ ^_^

  4. მუდმივად არ მყოფნის ძილი, ძირითადად იმიტომ რომ გვიანობამდე ვარ კოპიუტერთან. და ამას დამატებული ისიც რომ არ მიყვარს დაძჳნება ღამით, სამაგიეროდ არ მიყვარს ადგომა დილით : )))) და მუდმივად მაქვს შეგრძნება რომ გამოუძინებელი დავდივარ

    • მეც მანდ ვარ 🙂 დილაადრიანად ადგომა არის სიკვდილის ტოლფასი.. უკეთესია გვიან დავიძინო და გვიან ავდგე, ვიდრე ადრე დავიძინო ადრე ასადგომად….მიყვარს ძილი ^_^

  5. რა ცოტა გძინავს თურმე. 🙂 ჩემი აზრით დღე–ღამეში 6-8 საათი ძილი ყველაზე კარგი ვარიანტია. თუ არ დავიძინე ისე რა გამაძლებინებს მოძალებული ფიქრებისგან. 🙂 სიმართლე გითხრა ვერანაირი რეკლამა ვერ შევნიშნე. 🙂

  6. მეც მაწუხებს უძილობა :((
    ზოგჯერ ორ ღამეს ვათენებ ზედიზედ, ანუ 48 საათი არ მძინავს და მერე დიდი ხნით ვითიშები. საშინელებაა, ვერ ვიტან ასე რომ მემართება.
    მეც დამაინტერესა იოგას წიგნმა. 🙂
    ისე კარგი აზრია ვარჯიში საღამოს, ადვილად დაგეძინება.
    პოსტი იყო ძალიან სასარგებლო და ინფორმაციული, მომეწონა, ასე გააგრძელე!
    🙂

    • დიიიიიიიდი მადლობა , თქვენ თუ გიხარიათ – მეც მიხარია…. აუცილებლად ადვიწყებ წერას.. მემეზარება ხოლმე ვარჯიში (ოღონდ რაც შეიძლება გვიან გავიღვიძო და რაც შეიძლება მალე დავიძინო პრინციპით) და იქნებ ერთად ვქნათ რამე..მაინც რა როცა იცი სხვაც რომ აკეთებს უფრო ეგძლევა სტიმული ^_^

  7. ჯესი, იოგას რეკლამა იყო “ფარული” 🙂
    ხო, უძილობას რაც შეეხება, მე ხანდახან მაქვს ხოლმე შემოტევები და ვერაფრით ვიძინებ, ძალიან ცუდი რამე 😦
    იმაში გეთანხმები, რომ ერთი საათით დაძინებას, საერთოდ არ დაიძინო ჯობია (საკუთარი გამოცდილებიდან) 😉
    ხო, ერთ ბლოგს გასწავლი, საინტერესოს ფრიად, იქ წერია ინსომნიაზე და კიდე სხვა საინტერესო და სასარგებლო რაგაცეებიცაა. ხოდა, ნახე, რა იცი რაში გამოგადგება 🙂

    http://lifestylebatumelebi.blogspot.com/2010/11/blog-post_6594.html

    პ.ს. შენ შენიშნე ჩემი ფარული რეკლამა? 😀 😀 😀

    • შეენ საღოლ, კარგი ხარ რომ დაინახე ^_^ შენი რაღ ფარული .პირდაპირ გაუწიე რეკლამა :))))

      • ჟურნალისტიკამ იცის დეტალებზე ჩაკირკიტება 🙂

        ხო, ცდისპირელმაც დაინახა 🙂

        ნახე მერე პირდაპირ რეკლამირებული ბლოგი თუ გინდა, მერე ჩუმად ერთ-ერთი თანაავტორის ვინაობასაც გაგიმხელ 😉

      • neta vin iqneba tanaavtori ^_^

  8. თითქმის არასდროს შევუწუხებივარ უძილობას ^_^ ნუ ამა წლის იანვარი არ ითვლება 😀

  9. დიდი ინტერესით ველოდები პოსტს იოგას ვარჯიშებზე.

    • დამიჯერე ერთი პოსტით ვერ შემოვიფარგლები :)))))
      აუცილებლად მოვამზადებ შბათ–კვირას და პირველ ნაწილ ორშაბათშ ადვდებ :))
      მიხარიიააა მასეთი ინტერესით, რომ შეხვდით 🙂

  10. რჩევა 100%-იანი იყო!
    იოგაზე ჩემი მეგობარი დადის და სულ მინდოდა მეცადა, ახლა ვაპირებდი, მაგრამ რაღაც სულ რამოდენიმე კვირაა რაც ძილი მეტ-ნაკლებად მოვიწესრიგე და იოგამაც გადაიწია. ახლა უძილობით არეულ საქმეებს ვალაგებ.
    ასე რომ, მომავალ შეხვედრამდე… სიზმარში…

  11. ძალიან კარგი პოსტია, სასარგებლო!!!

  12. ძალიან საინტერესო პოსტია.
    უძილობა მეგონა,მაგრამ მივხვდი,რომ სხვებზე ნაკლები დრო მყოფნის გამოძინებისთვის.5-6საათი სრულად მაკმაყოფილრბს,ან სულაც 4 საათი.

    იოგა ძალიან კარგირჩევაა,და მე ჩემგან კიდევ დავამატებდი–
    1.ძილის წინ პიტნის ჩაი–მშვენივრად ადუნებს
    2.ერთი ჭიქა თბილი რძე
    3.ერთ ჭიქაში გახსნილი ერთი კოვზი თაფლი.

    ხო,რაც შეეხება ყავას,მეც 5 საათის შემდეგ აღარ ვსვამ,და ასევე ჩაიც კი მოქმედებს ჩემზე.
    კოკა კოლაში კი კოფეინიც არის და ამიტომ არ აძინებს,პირიქით გამოფხიზლებაში გეხმარება.

  13. ძილუ ენერგიის მოკრების ერთერთი საუკეთესო საშუალებაა ჩემთვის. სხვათაშორის დავაკვირდი და კარგად გამოძინება ჩემი სახის კანზეც კი აისახება:უფრო მშვიდი და რბილი არის თითქოს.(მშვიდი სახის კანი :დ სხვანაირად ვერ აღვწერე)
    პ.ს. იოგას წიგნით მეც ძალიან დავინტერესდი, განსაკუთრებით გასახდომი ვარჯიშებით 🙂

  14. ვიცი რო, მელოდებით, ამიტო ხვალ გამოვაქვეყნებ ჩემს “ზბორნიკს” ანუ მე რასაც ვაკეთებდი…. დანელნელა კოკრეტულ ყველა ვარჯიშს (სხეულის ცალკეული ნაწილბისათვის და სხვდასხვა სახის დაავადებისათის).. ცალკე ფეიჯს ვქმნი ამისათვის ^_^ მაპატიეთ ლოდინისათვის 😦

  15. უძილობა : (( ჩემი ტკივილია მთელი ცხოვრებაა : |
    ერთი პერიოდი მეგონა კომპიუტერის გამო ვერ ვიძინებდი… მაგრამ მერე დაახლოებით ერთი თვე ინტერნეტი არ მქონია დ შესაბამისად კომპიუტერსაც არ ვრთავდი :დ
    მაგრამ მაინც ვერ დავიძინე მთელი ღამე დავბოდიალობ ასს ჭიკა ჩაის ვსვავ.. ვხატავ ვითხულობ მაგრამ ვერ ვიძინებ :(((((
    იქნებ წიგნის სათაური ან რამე ეგეთი დაწერო ძალიან დამაინტერესა.. ჩემი დაქაიც აქებს ძალიან იოგის ვარჯიშებს და მინდა ^^
    არ მახსოვს ღამე დავწოლილიყავი და ეგრევე ჩამძინებოდეს : (((( ჩემს ძმას ბალიშზე არ აქვს თავი დადებული უკვე ძინავს :შურ:

    • მე ვბეჭდავ ამ წიგნს რომ აქ გამოვაქვეყნო..იმიტომ რო მვერსად ვიპოვე ინტერნეტში.. წიგნი ქართულ ენაზეა და ჰქვია “იოგა ყველასათვის” მინდა სხვასაც გავუზიარო ^_^ თან მართლა ძალიან სასარგებლოა

  16. NinucaElectro

    ადრე მეც ძალიან მაწუხებდა უძილობა, ეხლა ისე ვიღლები, რომ ბალიშზე თავის დადება და ჩათვლემა ერთია.. :დ

  17. Postfinnegan

    საშინელებაა უძილობა.. 😐

  18. მე მიშინია უძილობის… მაგრამ ამ ბოლო დროს 12ზე გვიან არ ვწვები და 7 ან 8ზე მეღვიძება თავისით კარგიაასე…. ისე მშურს იმ ხალხის ვისაც 6 საათი ძინავს და მერე მთელი დღე ენერგიულად მუშაობს და ცხოვრობს 🙂

  19. ჯესი, მთელი ბლოგოსფერო შენს იოგას ელოდება 🙂

    • თუ შეამჩიე “კამინგ სუნ” პოსტი წავშალე. და 10–20 წუთში დავდებ ვარჯიშებს ^_^ და ხვალ ან ზეგ ზედა პანელში მითებული ქვეგვერდები შეივსება ^_^

  20. შევამჩნიე და იმიტომაც ვწერ აქ 🙂 ძალიან კარგი 🙂

  21. ძილი შეიძლება ითქვას ჩემი ჰობია 🙂 მაგრამ ერთი პაატარა პრობლემა მაქვს 🙂 ღამე შემიძია უპრობლემოდ გავათენო იმიტომ რომ ღამე ვერ ვიძინებ და დღე სულ მეძინება 🙂

  22. ზუსტად იმ მიზეზით ვზივარ ეხა აქ და ველოდები 1-2 საათი როდის გავა რასაც შენ დაარქვი მეგობრული რჩევა:| მომეწონა პოსტი! და ბოლოს აი ეს პოსტი რომ ვნახე დავიწყე ფიქრი იმაზე, რომ დროა ძილის რეჟიმი მოვაწესრიგო

    • იმედია ჩემი რჩევის გამო მოსაკლავად არ გამიმეტებ..და ისე მიხარია.. რომ დაგაფიქრე :))

  23. არ მინდა, რომ შემომეჩვიოს ეს სენი 😦

  24. მე ღამე ვმუშაობ და დღისით მძინავს 6-7 საათი. ეს ამართლებს. მზე მთვარეა და მთვარე მზე. 🙂

comments please :)

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

Blog at WordPress.com.

%d bloggers like this: